თორნიკე ოქრიაშვილი: “ტრავმა სერიოზული არ ყოფილა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე ოქრიაშვილმა ლატვიასთან 1-0 მოგებულ მატჩში მცირე დაზიანება მიიღო და მოედანი მე-80 წუთზე დატოვა.

როგორც ოქრიაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ტრავმა სერიოზული არ არის და მუხლის ტრავმის რეციდივი არ განმეორებულა.

ოქრიმ ლატვიას ერთადერთი გოლი პენალტით გაუტანა და Whoscored-დან ყველაზე მაღალი შეფასება ჩაკვეტაძესთან ერთად, 7.5 დაიმსახურა.

თორნიკე ოქრიაშვილმა სერიოზული ტრავმა მიიღო

რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ერთმანეთს “ლოკომოტივი” და “კრასნოდარი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა “ხარების” გამარჯვებით (2-1) დასრულდა.

ერთ-ერთ მომენტში, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, თორნიკე ოქრიაშვილმა მარჯვენა ფეხი დაიზიანა. როგორც შემდგომში გაირკვა, ოქრიაშვილის ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი. სავარაუდოდ, ის ხუთი თვით იუქმებს.

Fanebi.Com-ის ინფორმაციით, თორნიკე ხვალ გერმანიაში გაფრინდება, სადაც ოპერაცია ჩაუტარდება.

FB_IMG_1489599361325

თორნიკე ოქრიაშვილი: “შეკრების პირველი კვირა ძალიან რთული იყო”

რუსული “კრასნოდარის” ქართველმა ნახევარმცველმა, თორნიკე ოქრიაშვილმა Матч ТВ-ის ეთერში ზამთრის შეკრებაზე ისაუბრა, რომელსაც რუსული კლუბი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე გადის.

“ეს პირველი შემთხვევაა ჩემს კარიერაში, როდესაც შეკრებაზე ჩემს ოჯახთან ერთად ვარ,” – აღნიშნა აბუ დაბიში მყოფმა თორნიკე ოქრიაშვილმა.

“შეკრების პირველი კვირა განსაკუთრებულად რთული გამოდგა, დილით ორჯერ ვვარჯიშობდით, რაც საკმაოდ რთულია.

ვარჯიშის შემდეგ კი, ჩემს ნომერში შევდივარ, სადაც ჩემი მეუღლე და ვაჟი მელოდება. ეს ნამდვილად მამხნევებს და დამატებით ძალებსაც მაძლევს,” – დაამატა მან.

თორნიკე ოქრიაშვილი: “მუნდიალზე ჩვენი მოხვედრის შანსები იზრდება”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, თორნიკე ოქრიაშვილი “კრასნოდართან” ერთად აბუ-დაბიში შეკრებას გადის. ოქრიაშვილმა კლუბის პრეს-სამსახურს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო თემებზე ისაუბრა.

– თორნიკე, საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვებას გილოცავთ. რამდენად მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის?
– მადლობა მოლოცვისათვის. როდესაც დაჯილდოების ცერემონიალზე მივდიოდი, მეგონა, რომ წლის საუკეთესო გოლის ავტორისათვის განკუთვნილ ჯილდოს მივიღებდი. ვიცოდი, რომ საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებს შორის ვიყავი, მაგრამ მაინცდამაინც, არ მჯეროდა, რომ ამ ჯილდოს მე მოვიგებდი. ძლიერი კონკურენტები მყავდა – ჯანო ანანიძე და გურამ კაშია, ამ პრიზს ისინიც იმსახურებდნენ. საბოლოოდ, ის მე გადმომეცა, რაც ძალიან სასიამოვნო სურპრიზი გამოდგა.

– რა იგრძენით იმ მომენტში, როდესაც თქვენი სახელი გამოაცხადეს?
– ამის გადმოცემა ძნელია! ძალიან ემოციური მომენტი იყო. ცოტა ხნით, ეს ვერც კი დავიჯერე.

– ტრანსლაციის დროს, გამოჩნდა, რომ სანამ სცენაზე ახვიდოდით, თქვენს წინ მჯდომმა რამდენიმე ადამიანმა მოგილოცათ. ვინ იყვნენ ისინი?
– ქართული სპორტისა და ფეხბურთის ხელმძღვანელები – სპორტის მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი.

– რა თქვით სცენაზე ყოფნის დროს?
– ყველას ახალი წელი მივულოცე, ასევე, სხვა ნომინაციების გამარჯვებულებს მივულოცე. ფეხბურთის ფედერაციას და რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებსა და ოჯახს მადლობა გადავუხადე.

Tornike Okriashvili

– ტიპიური ოსკარის ლაურეატის გამოსვლა იყო?
– დიახ, შეიძლება, ასეც ითქვას (იღიმის).

– რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის?
– უპირველეს ყოვლისა, დიდ პასუხისმგებლობას. ძალიან ვამაყობ იმით, რომ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი – ეს ჯილდო გასულ წლებში ბრწყინვალე ფეხბურთელებმა მიიღეს. ვიცი, რომ ახლა უფრო მეტი მომეთხოვება, შევეცდები, ჩემი თამაშით დავამტკიცო, რომ ეს ჯილდო შემთხვევით არ მომიპოვებია. ეს სტიმულია, რათა კიდევ უფრო გავიზარდო. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო.

– როგორ აღნიშნე ეს წარმატება?
– ოჯახურ წრეში. იქ ჩემი უახლოესი მეგობრებიც კი არ ყოფილან, მხოლოდ მე, დედა, მამა, ჩემი მეუღლე, შვილი, ჩემი ძმა და მისი მეუღლე ვიყავით.

– ბევრმა მოგილოცათ?
– ძალიან. ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა.

– მოუდლონელი მოლოცვებიც იყო?
– დიახ, ერთი ასეთიც იყო. თავიდან, ვერც კი გავიგე, ვინ მირეკავდა. საბოლოოდ, ეს ქართული ოჯახი აღმოჩნდა, რომელიც დიდი ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად წავიდა, ახლა ისინი რამდენიმე რესტორანს ფლობენ. მათ ფეხბურთი უყვართ და საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობენ. არ ვიცი, როგორ გაიგეს ჩემი ნომერი, მაგრამ მომილოცეს და ბევრი კარგი რამ მითხრს. ამერიკაში დამპატიჟეს. ასევე, დამპირდნენ, რომ როცა თბილისში ჩამოვლენ, საჩუქარს გამიკეთებენ. რას? არ ვიცი, არ მიკითხავს.

– სად გაატარე შვებულების დღეები?
– საქართველოში. თბილისიდან ოჯახთან ერთად ბაკურიანში, შემდეგ კი გუდაურში გავემგზავრე. ძალიან ლამაზი ადგილებია, სუფთა ჰაერი…

123

– ახალ წელს სად შეხვდი?
– სახლში, ოჯახთან ერთად. ეს ჩვენი ტრადიციაა. შემდეგ, ახლოს მდებარე რესტორანში წავედით, სადაც დიდი კონცერტი გაიმართა – იქ საუკეთესო ქართველი მომღერლები იყვნენ.

– ფიფამ დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე 48 გუნდი ითამაშებს. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე?
– ორივე ხელით მივესალმები. საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისათვის ეს მუნდიალზე მოხვედრის კარგი საშუალებაა. ახლა ჩვენი შანსები კიდევ უფრო გაიზარდა.

– როგორ გრძნობ თავს ზამთრის შეკრების პირველ დღეებში?
– შვებულების დროს ფეხბურთელებს სპეციალური პროგრამა გვქონდა, რომლის დახმარებითაც შეკრების პროცესში უფრო მარტივად ჩავერთეთ. თუმცა, ეს პროგრამა საკმარისი მაინც არ არის, რადგან ამჟამინდელი ვარჯიშები ძალიან რთულია, მაგრამ შეკრების პირველი დღეები ყოველთვის რთულად გამოიყურება. ხვალ სარბენ ბილიკზე ტესტია დაგეგმილი, აქამდე ასეთ პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია. ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს ეს, ამბობენ, რომ 6 წუთში “სიკვდილი” გიწევს. (იცინის)

okriashvili

– აბუ დაბიში მეუღლესთან და შვილთან ერთად ჩამოხვედი. რამდენად გეხმარებათ ის, რომ ფეხბურთელებს შეკრებაზე ოჯახთან ერთად წასვლის უფლება აქვთ?
– ცხადია, ეს კარგია. როცა იცი, რომ რთული ვარჯიშის შემდეგ ოთახში მეუღლე და შვილი გელოდება, სასიამოვნოა. ასევე, კარგია, როცა მშობლიურ ენაზე ვინმეს ესაუბრები. ჩემს კარიერაში პირველად ხდება ისე, რომ შეკრებაზე ოჯახთან ერთად ვარ, ამისათვის კი სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის ხელმძღვანელებს მადლობას ვუხდი. ეს ძალიან მეხმარება.

– ეს “კრანსოდარში” თქვენი პირველი შეკრებაა…
– გუნდში სექტემბერში მოვედი, მაშინ შეკრება გავლილი არ მქონდა, ამიტომ ფიზიკურად, ბოლომდე მზად არ ვიყავი. ჩვენ თითქმის ყოველ კვირაში ორ მატჩს ვატარებდით, სავარჯიშოდ კი ცოტა დრო რჩებოდა, ამიტომ ოპტიმალურ ფორმაში შესვლა მიჭირდა. ახლა მაქვს იმის საშუალება, რომ ფიზიკურად, კარგად მოვემზადო და ვაჩვენო, თუ რა შემიძლია. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო და ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვო.

გამოკითხვა: “ვინ არის “კრასნოდარის” საუკეთესო ფეხბურთელი ნოემბერში?” – ხმა მიეცი ოქრიაშვილს!

“კრასნოდარის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტარდება გამოკითხვა: კლუბის გულშემატკივრები ირჩევენ ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელს.

ნახსენებ კლუბში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, თორნიკე ოქრიაშვილი გამოდის. რა თქმა უნდა, ისიც მონაწილეობს გამოკითხვაში და უკვე საკმაო უპირატესობითაც ლიდერობს. დააჭირეთ აქ და ხმა მიეცით ჩვენს მოთამაშეს.

მსაჯთა კომიტეტი ადასტურებს: “ოქრიაშვილის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო” (ფოტო)

რუსეთის მსაჯთა კომიტეტის მიერ გამოტანილი საბოლოო განაჩენის თანახმად, გოლი, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა “ზენიტს” ბოლო წუთებზე გაუტანა და რომელზეც გუშინ მთელი საფეხბურთო სამყარო საუბრობდა, არ უნდა ჩათვლილიყო.

“კრასნოდარისა” და “ზენიტის” გუნდებს შორის გამართული მატჩის ბოლო წუთებზე დამხმარე მსაჯმა შეცდომა დაუშვა.

ალექსეი ვორონცოვმა ისმაილოვზე აშკარა თამაშგარე არ დააფიქსირა, რასაც შემდგომში, “კრასნოდარის” გამარჯვების გოლი მოჰყვა. ყველაფერი ნათელია, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო.” – აცხადებს ლეონიდ კალოშინი.

თორნიკე ოქრიაშვილი: “ვიგრძენი, რომ თამაშის ბედი უნდა გადამეწყვიტა”

27 ნოემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგაში “კრასნოდარმა” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. “კრასნოდარის” სათადარიგოთა სკამზე იჯდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც 63-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე და 95-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. ქართველმა თავის გუნდს, ანგარიშით, 2:1 მოაგებინა.

ოქრიაშვილმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვარჯიშებზე ასეთ დარტყმებზე ხშირად ვვარჯიშობთ. მოედანზე შესვლის წინ მწვრთნელმა მითხრა, რომ უნდა გამეტანა. ბევრი შანსი შემექმნა. გოლის მომენტში კი ვიგრძენი, რომ თამაშის ბედი უნდა გადამეწყვიტა. დავინახე, რომ მეკარემ ხელით ითამაშა და ის უკვე წინ იყო გამოსული – ხაზზე აღარ იდგა. სწორედ ამის შემეგ გადავწყვიტე, რომ დამერტყა. საბოლოოდ, გავიტანე და გუნდს წარმატება მოვუტანე! უფალი ნამდვილად დამეხმარა,” – განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.

აგენტი: “ოქრიაშვილმა ლუჩესკუზე შური იძია”

თორნიკე ოქრიაშვილის მიერ “ზენიტის” კარში გატანილ ბრწყინვალე გოლს ცნობილი რუსი საფეხბურთო აგენტი, ლეონიდ ისტრატიც გამოეხმაურა.

როგორც იცით, რუსული პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური მატჩის მთავარი გმირი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა, რომელმაც მირჩა ლუჩესკუს მიერ გაწვრთნილი “ზენიტის” კარი მაკრატელა დარტყმით აიღო და გუნდს გამარჯვებაც მოუტანა.

“ოქრიაშვილის შურისძიება! “შახტარში” ყოფნისას ლუჩესკუმ ის დაიწუნა” – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რას წერენ რუსები თორნიკე ოქრიაშვილის გოლზე?

27 ნოემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგაში “კრასნოდარმა” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

“კრასნოდარის” სათადარიგოთა სკამზე იჯდა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც 63-ე წუთზე შემოვიდა და 95-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. ქართველმა მის გუნდს, ანგარიშით, 2:1 მოაგებინა.

შეხვედრის შემდეგ რუსმა გულშემატკივრებმა თორნიკეს მიმართ საქები სიტყვები არ დაიშურეს.

“ძალიან ბედნიერი ვარ! მადლობა, მადლობა ისმაილოვს, მადლობა ოქრიაშვილს, მადლობა გუნდს. დაუჯერებელი გამარჯვება!!!”

“ყოჩაღ, ხარებო! თორნიკე, სიტყვები არ მყოფნის!! საშინელი მსაჯობა! გამარჯვება!!!”

“ეს იყო სუპერგოლი! აი, რით უპასუხა ევროპას!”

“ვაშა! შავი ვოლგა თორნიკეს!”

“გოლის შემდეგ ვიფიქრე, რომ ეს იყო ტურის გოლი, ამაზე არც არავინ დაობს.”

“ოქრიაშვილო, თუ ამას კითხულობ, იცოდე, რომ შენი ფანი ვარ.”

“ოქრიაშვილმა სეზონის საუკეთესო გოლი გაიტანა. ამ შედევრზე კარგის შექმნა რთულია.”

“კრასნოდარის” თავკაცი: “ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტექნიკურობით”

“კრასნოდარის” მთვარმა მწვრთნელმა, იგორ შამილოვმა “ზენიტის” საშინაო არენაზე, თორნიკე ოქრიაშვილის გამარჯვების გოლით დამარცხების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

“მაქსიმალურად ვცდილობდით ჩვენი თამაში გვეთამაშა. მთავარი დავალება სწრაფი თამაში იყო, კონტრიერიშები მაქსიმალურად უნდა გამოგვეყენებინა.

დღევანდელ მატჩში გამარჯვება ნამდვილი სასწაული იყო. მათ კი 1:0-ს შენარჩუნება ვერ მოახერხეს. დაე, დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე, ჩვენ კი ეს გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ.

ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტექნიკურობით, მათგან ასეთი რაღაცეები ყოველთვის მოსალოდნელია. მართალია, ის ვარჯიშზეც მუშაობდა ამ ტიპის დარტყმებზე, თუმცა ასეთი კარგი ნამდვილად არ გამოსვლია.” – განაცხადა მან.

უელსი – საქართველო: ვინ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?

ცნობილი გახდა, თუ ვინ დასახელდა უელსისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი ძალზედ დაძაბული და საინტერესო დაპირისპირების გმირი.

შეგახსენებთ, რომ საქმე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩს ეხება, რომელიც კარდიფში გაიმართა და ფრედ, 1-1 დასრულდა.

გოლები გარეთ ბეილისა და თორნიკე ოქრიაშვილის ანგარიშზეა. მიუხედავად, იმისა რომ ბევრ ქართველ ფეხბურთელს შეეძლო პრეტენციის გამოცხადება ამ პრიზზე (მაგალითად ოქრიაშვილს), მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მაინც გარეთ ბეილს გადასცეს.

“კრასნოდარმა” რუსეთის თასზე “სპარტაკი” დაამარცხა; ოქრიაშვილმა ძირითადიდან დაიწყო

დღეს რუსეთის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “კრასნოდარი” სტუმრად ნალჩიკის “სპარტაკს” დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ “კრასნოდარში” თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობს. ქართველი ფეხბურთელი ამ დაპირისპირებაში ძირითად შემადგენლობაში იყო.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში ანგარიში “ოქრის” გუნდმა გახსნა. სტუმართაგან თავის გამოჩენა 48-ე წუთზე არიმ შეძლო. 86-ზე ლაბორდემ მისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩი, საბოლოოდ, 0-2 დასრულდა თორნიკეს კლუბის გამარჯვებით. ქართველმა საგოლე პასი მიითვალა. “კრასნოდარი” 1/8 ფინალში გავიდა.