შენგელიას დაფარება და ჩატენვა – შეხვედრის საუკეთესო მომენტი (ვიდეო)

გუშინ თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს “ფენერბაჰჩეს” უმასპინძლა და 69:83 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სასტარტო ხუთეულსი ვერ მოხვდა, მაგრამ პარკეტზე ერთ-ერთი გაომორჩეული იყო. მას მასპინძელთა რიგებე ყველაზე მეტი 13 ქულა ჰქონდა აქტივში.

სწორედ თორნიკე შენგელიას მომენტი მოხვდა საუკეთესოთა შორის, როდესაც თოკომ ჯერ მეტოქეს დააფარა შემდეგ კი ჩატენა.

თორნიკე შენგელია “რეალში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

თორნიკე შენგელიას, რომელსაც “ბასკონიასთან” არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ესპანეთის დატოვება არ მოუწევს . როგორც ცნობილი ხდება, ქართველი ფორვარდი “რეალთან” ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ შენგელია “ბასკონიასთან” ერთად ბრწყინვალე სეზონის ატარებს. მისი თქმით, ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) დაბრუნებაზე ოცნებობს, თუმცა არც “რეალში” გადასვლა იქნება ნაკლებად მომგებიანი ნაბიჯი.

Eurohoops-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მადრიდში შენგელიას ანდრეს ნოჩიონის ჩამნაცვლებლად მოისაზრებენ, რომელიც კარიერას ზაფხულში ასრულებს.

წყაროს ცნობით, ხელშეკრულებას ხელი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე მოეწერება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოთამაშე სულ რაღაც 25 წლისაა და მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ კიდევ არ გვინახავს.

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე ბლოკი ცსკა-სთან მატჩში (ვიდეო)

მოსკოვის ცსკა-სთან ევროლიგის მატჩში „სასკი ბასკონიას“ ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ლამაზი ბლოკით მეტოქეს ბურთს ფარში ჩაგდების საშუალება არ მისცა:

იგორ კოკოშკოვი: „საქართველოს ნაკრებმა საკუთარი თამაში იპოვა“

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის გადაწყვეტილებით ჩვენი ნაკრების უკანახაზელი ჯეიკობ პულენი გამოცხადდა.

ჯეიკობ პულენი:

– ჩვენმა ნაკრებმა დღეს ძალიან კარგი დაცვა ითამაშა. ხორვატიის ნაკრებს მხოლოდ 58 ქულა ჩავაგდებინეთ, რაც ძალიან კარგი შედეგია. დაცვაში გუნდურმა თამაშმა განაპირობა ის, რომ საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწიეთ და ჯგუფური ეტაპი 2 მოგებით დავასრულეთ.ვერავის გამოვარჩევ, საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა კარგად ითამაშა. ისინი, ვინც მოედანზე არ გამოვიდნენ, გვამხნევებდნენ და ეს ძალას გვმატებდა.

იგორ კოკოშკოვი:

– გახარებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ იპოვა თავისი თამაში. წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც მთავარი გადამწყვეტი კომპონენტი დაცვა იყო. დავეთანხმები ჯეიკობს, რომელმაც გუნდური და დაცვითი თამაში გამოარჩია. ამის გარეშე წარმოუდგენელი იყო ისეთი ძლიერი ნაკრების დამარცხება, როგორიც ხორვატიაა. ჩვენმა ნაკრებმა დამტკიცა, რომ არაა აუტსაიდერი და იმედი მაქვს, საფრანგეთშიც მოვახერხებთ ჩვენი სიტყვის თქმას.

თამაშის მერე კომენტარები გააკეთეს ქართველმა კალათბურთელებმა:

თორნიკე შენგელია: „ძალიან მოტივირებულად დავიწყეთ და მართალია, პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორეში ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წავიდა. მჯერა, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს“.

მანუჩარ მარკოიშვილი: „მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მაკედონიასთან მატჩისას მიღებული დადებითი ემოციები დღესაც გადმოგვყვა და ნაკრებმა კვლავ დამაჯერებლად ითამაშა. ამოსავალი წერტილი კვლავაც დაცვაში თამაში იყო. როდესაც ისეთი ძლიერი გუნდისგან, როგორც ხორვატიაა, მხოლოდ 58 ქულას იღებ, ნამდვილად შეგიძლია იამაყო. იმედია, ახლა, ჰოლანდია წააგებს და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება“.

დუდა სანაძე: “უაღრესად კმაყოფილები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ეს, შედეგებზეც აისახა. ძალიან გვინდა, რომ ჯგუფის ბოლო მატჩი საჩვენოდ დასრულდეს და მერვედფინალში გავიდეთ”.

ზაზა ფაჩულია: „დღეს მოედანზე მოსაგებად ვიყავით გასულები. მარცხიანი სტარტის შემდეგ, მაკედონიასთან მოგებამ დიდი საქმე გაგვიკეთა, რადგანაც გუნდში უკვე სულ სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო. დავამტკიცეთ, რომ როდესაც სწორად ვთამაშობთ, საქართველოს ნაკრებს ძლიერი მეტოქეების დამარცხება ძალუძს. ნამდვილად დასანანი იქნება, თუკი ასეთი ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფს მიღმა დარჩება“.

GBF.GE

შენგელიამ “უნიკახასთან” გაათანაბრა

ესპანეთის ჩემპიონათი პლეიოფის მეოთხედფინალურ სერიაში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” “უნიკახასთან” ანგარიშის გათანაბრება შეძლო. სტუმრად წაგებული შეხვედრის შემდეგ, ქართველის გუნდმა საშინო ასპარეზზე იმარჯვა, სერიაში ანგარიში 1:1 გახადა და საქმე გადამწყვეტ, მესამე მატჩამდე მიიყვანა.

მასპინძლებმა თამაში 10 ქულიანი სხვაობით, 92:82 მოიგეს. შენგელიამ კი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და საერთო ჯამში მოედანეზე გატარებულ 15:25 წუთში საკუთარ გუნდს 10 ქულა დს 4 მოხსნა შესძინა.

სერიის მე-3, გადამწყვეტი შეხვედრა 1 ივნისს, მალაგაში გაიმართება.

შენგელიამ “რეალს” მოუგო

თორნიკე შენგელიას “ლაბორალმა” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „რეალს” უმასპინძლა და ანგარიშით 94:81 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ქართველი კალათბურთელის გუნმა პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 22 წუთსა და 25 წამში საკუთარ გუნდს 8 ქულა შესძინა.

18 მოგებითა და 15 მარცხით „ლაბორალ კუჩა” მე-7 ადგილზეა. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში შენგელიას გუნდი სტუმრად მონბუსს ეთამაშება.

დისკვალიფიკაცია მოხდილი შენგელია პარკეტზე შედეგიანად დაბრუნდა

ბილბაოსთან მომხდარი ჩხუბის გამო 5 მატჩით დისკვალიფიცირებული თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა.

ქართველი კალათბურთელის “ლაბორალ კუჩამ” “სევილიას” დამაჯერებლად, 91-83 სძია. შენგელიამ კი 15 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდს 11 ქულა შესძინა.

ამ გამარჯვებით „ლაბორალ კუჩა“ ცხრილში მე-6 ადგილზე გამაგრდა. შენგელიას გუნდს 16 მოგება და 12 მარცხი გააჩნია და სავარაუდოდ პლეიოფში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს.

თორნიკე შენგელიას განაჩენი ცნობილია

ბასკურ დერბიში ჩხუბის გამო ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ თორნიკე შენგელიას დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ “ბასკონიასა” და “ბილბაო ბასკეტის” მატჩის ბოლო წამებზე ჩხუბი თორნიკე შენგელიასა და დეიან ტოდოროვიჩს. შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გუნდები სრული შემადგენლობით ჩაერთვნენ.

ესპანური ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ შენგელიამ აღნიშნული ინციდენტის გამო 5 მატჩი უნდა გამოტოვოს, ტოდოროვიჩმა კი – 4.

შენგელიას 9 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა სკანდალურ შეხვედრაში

თორნიკე შენგელიას ჩხუბი არავის უნახავს. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ლაბორაკ კუჩას“ ფორვარდი მოედანზეც და მის გარეთაც პროფესიონალი და ჯენლტმენია, თუმცა როცა ჩხუბი აუტეხეს, ნერვები ვერც შენგელიამ მოთოკა. ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ვიტორიული გუნდი ბილბაოში თამაშობდა და მატჩის მიწურულს შენგელიასა და ბილბაოელ მარკო ტოდოროვიჩს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რაც ჯგუფურ ჩხუბში გადაიზარდა.

ყველაფერი კარგად ჩანს ვიდეო-რგოლზე, რომლის ბმულსაც ტექსტის ბოლოში ნახავთ. აქ კი გეტყვით, რომ ჩვეულებრივ, სათამაშო ეპიზოდში ჩერნოგორიელმა ფორვარდმა შენგელიას ფიზიკურად ეუხეშა და საკადრისი პასუხიც მიიღო. ჩხუბის გამო ორივე კალათბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს და გამოტოვებენ თუ არა ისინი მომდევნო მატჩებს, დისციპლინარები გადაწყვეტენ. შენგელიამ ინციდენტის ამოწურვის შემდეგ იმ ბავშვს მოეფერა და მოუბოდიშა, რომელიც ჩხუბის ეპიცენტრთან ახლოს იმყოფებოდა და შეშინდა.

შეხვედრას რაც შეეხება, ბილბაოელებმა იოლად მოიგეს – 93:75. ქართველი ლეგიონერი ვიტორიელთაგან საუკეთესო იყო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი – 16 ერთეული შეადგინა. შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე 20:40 წუთი გაატარა. თორნიკემ 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში თორნიკემ 9 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

gbf.ge

თორნიკე შენგელიას მხრიდან თამაშის წესის დარღვევამ მოთამაშეთა ჩხუბი გამოიწვია (ვიდეო)

„ბილბაოსთან“ მატჩის ბოლოს „ბასკონიას“ ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე შენგელიან დეიან ტოდოროვიჩის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, რის შემდეგაც მოთამაშეთა შორის ჩხუბი დაიწყო. წარმოგიდგენთ მის ამსახველ ვიდეოს.

თორნიკე შენგელიას გუნდმა სტამბოლში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა

სტამბოლში, „ეფესთან” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩამ”. სწორედ ეს 2 გუნდი იბრძვის ევროლიგის ტოპ-16-ის F ჯგუფიდან პლეი ოფში გამსვლელი მე-4 ადგილისთვის. ჯერ წინ კიდევ 6 ტურია, თუმცა ძნელად სავარაუდოა, მოწინავე სამეულში მყოფმა გუნდებმა – „ოლიმპიაკოსმა”, ცსკა-მ და „ფენერბჰჩემ” იმდენი მატჩი წააგონ, მერვედფინალში გამსვლელი ოთხეულის მიღმა დარჩნენ.

ასე რომ, აღნიშნული ჯგუფის დარჩენილი 1 ვაკანტური საგზურისთვის სწორედ „ლაბორალ კუჩა” და „ეფესი” იბრძვიან. ამ ტურამდე სტამბოლელები 1 მოგებით უსწრებდნენ ვიტორიელებს და აღნიშნულ შეხვედრასაც უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდა. „ეფესს” რომ მოეგო, ესპანურ გუნდთან სხვაობას 2 ქულამდე გაზრდიდა და პლეი ოფისკენ მოზრდილ ნაბიჯს გადადგავდა, თუმცა შენგელიას გუნდმა საკუთარ თავს აჯობა და სტამბოლში უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია.

ვიტორიელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს. პირველი ტაიმის შემდეგ ისინი 17 ქულით ლიდერობდნენ, თუმცა მასპინლებმა მოახერხეს ჩამორჩენის აღმოფხვრა და ბოლო პერიოდში წინაც გავიდნენ. ამხელა ჰანდიკაპის განიავებამ ვიტორიელები არ დააბნია. ესპანური გუნდის წევრებმა მოინდომეს და დასკვნით წუთებში მეტოქეზე მობილიზებულად ითამაშეს. გადამწყვეტ ეპიზოდში ჰაერივით საჭირო ორქულიანი ქართველმა ფორვარდმაც ჩააგდო და „ლაბორალ კუჩამ” შეხვედრა 87:84 მოიგო.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 21:11 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით, 6 მოხსნით და 2 პასით დაასრულა. შენგელიამ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

ვიტორიულ გუნდში ბომბარდირი ფერნანდო სან ემეტერიო გახლდათ, რომელმაც 24 წუთში 22 ქულა ჩააგდო. საუკეთესო შედეგიანობით კი კოლტონ აივერსონი გამოირჩა, რომელმაც 24 წუთში 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. დავის ბერტანსის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. მომდევნო შეხვედრა „ლაბორალ კუჩას” 5 მარტს, შინ, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-სთან ელის, რომელმაც ამ ტურში შინ „ფენერბაჰჩესთან” წააგო.

მარკოიშვილს ამ მატჩში არ უთამაშია. ქართველ ფორვარდს ტრავმა აწუხებს და მწვრთნელებმა ის0 განაცხდში არ შეიყვანეს. მის ნაცვად მოსკოველთა შემადგენლობაში ადგილი სახელგანთქმულმა ანდრეი კირილენკომ დაიკავა, რომელიც ოპტიმალური ფორმისგან შორსაა და მოედანზე მხოლოდ 5 წუთით გამოჩნდა.

ამ წაგებით ცსკა მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა და „ფენერბაჰჩეს” გაუთანაბრდა. პირველ ადგილზე კი ბერძნული „ოლიმპიაკოსია”, რომელმაც ამ ტურში ესპანური „უნიკახა” დაამარცხა.

gbf.ge

შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” სტუმრად იმარჯვა

თორნიკე შენგელიას „ლაბორალ კუჩა“ სეზონის მძიმედ დაწყების შემდეგ მაღლა მიიწევს. ვიტორიულმა გუნდმა ესპანეთის პრიმერადივიზიონში მორიგი მატჩი გასვლაზე მოიგო – „მანრესას“71:64 სძლია.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მთლიანობაში 15 წუთი გაატარა. შენგელიამ 2 ორქულიანი ააცილა და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ თორნიკემ 1 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ლაბორალელთაგან 22 ქულით საუკეთესო მაიკ ჯეიმსი გახდა, ხოლო ფაბიენ კოსიემ და კიმ ტილიმ პირად ანგარიშზე 13-13 ქულა ჩაიწერეს.

„ლაბორალ კუჩამ“ პრიმერადივიზიონის ცხრილში მე-7 ადგილზე აინაცვლა. ვიტორიულ გუნდს 11 მოგება და 10 მარცხი აქვს. მორიგი მატჩი შენგელიას გუნდს 1 მარტს ბილბაოში, ადგილობრივ „ბილბაო ბასკეტთან“ ელის.

gbf.ge