დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის E ჯგუფში სერბეთი ბრაზილიას დაუპირისპირდა.
ლათინოამერიკელებისთვის ამ თამაშში არწაგება ჯგუფიდან გასვლის გარანტი იყო. “სელესაომ” აქტიურად დაიწყო და პირველივე ტაიმში გახსნა ანგარიში. გოლის გატანა 36-ე წუთზე პაულინიომ მოახერხა. მან მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. ტიტეს შეგირდებმა მეორე ნახევარშიც შეაგდეს: 68-ე წუთზე ნეიმარის მოწოდებული ბურთი ტიაგო სილვამ თავით კარში გაგზავნა. საბოლოოდ, “სელესაომ” სწორედ ამ ანგარიშით მოიგო.
გამარჯვების შემდეგ ბრაზილიამ შვიდი ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. ის მერვედფინალში მექსიკას დაუპირისპირდება.