Sky Sports: ჯო ჰარტს ტურინული ვარიანტი უფრო მოსწონს

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ “მანჩესტერ სიტის” ინგლისელი მეკარე, ჯო ჰარტი “ტორინოში” თამაშის შესაძლებლობით არის მოხიბლული.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ ინგლისელი მეკარე “სიტიში” მოსვლის დღიდანვე აითვალწუნა. პრემიერ ლიგის პირველ სამ მატჩში, ჰარტის პოსტი კაბალიერომ დაიკავა (ამ 3 მატჩიდან, “სიტიმ” ვერცერთ მათგანში ვერ შეინახა კარი მშრალად).

“ქალაქელთა” ხელმძღვანელებს ურჩევნიათ, რომ ინგლისის ნაკრების პირველმა ნომერმა კარიერა “სანდერლენდში” გააგრძელოს, სადაც მას ხელფასს მთლიანად გადაუხდიან. თუმცა, თავად ჰარტს იტალურ სერია ა-ში სურს თავის გამოცდა.

ვენტურა იტალიის ნაკრებში დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ განაცხადა, რომ მის იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნვნის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ მწვრთნელს, მსგავსი სიახლეები მიზიდავს, მაგრამ ახლა იტალიის ნაკრებთან არანაირი კავშირი მაქვს. კონკრეტიკა არ არის, ეს უბრალო საუბრებია“, – ციტირებს ვენტურას „Tuttomercatoweb“.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ „სკუადრა აძურას“ ამჟამინდელი თავკაცი ანტონიო კონტე თავის პოსტს დატოვებს და ლონდონის „ჩელსის“ ჩაიბარებს.

“სასუოლო” — “ტორინო” გადაიდო

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში “სასუოლოსა” და “ტორინოს” შორის გასამართი მატჩი ნისლის გამო გადაიდო. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.

ოფიციალურმა პირებმა გუნდის კაპიტნებთან შეთანხმებით მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. როდის ჩატარდება შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.

 

მიჰაილოვიჩი: „ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიჰაილოვიჩმა „ტორინოსთან“ ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი შეაჯამა.

„ჯამში, საკმაოდ კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა გატანილი გოლის შემდეგ, რატომაც გავჩერდით. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ გატანილი გოლი ჩვენში ნერვიულობას იწყებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავუშვით, კვლავ წინ წავედით. ეს ფსიქოლოგიასთან არსებულ პრობლემებზე მეტყველებს. ყოველი თამაშის შემდეგ ერთი და იგივე სიტყვების განმეორება მიწევს. ვიფქრობ, დღეს ორი ქულა დავკარგეთ“, – განაცხადა მიჰაილოვიჩმა.

“რომა” მზადაა, “ტორინოს” მცველში 15 მილიონი გადაიხადოს

“ჯალოროსი” აქტიურადაა დაინტერესებული ბრუნო პერესით.

Tuttosport-ის თანახმად, ამ კვირის ბოლომდე “რომას” პრეზიდენტი, ვალტერ საბატინი შეხვდება “ტორინოს” პრეზიდენტს ურბან კაიროს და 25 წლის მარჯვენაფლანგელის ტრანსფერზე ისაუბრებენ.

ჭორების თანახმად, “ჯალოროსი” პერესში 15 მილიონს იხდის.

„ნაპოლი“ ოც მილიონს იხდის

თუ „სპორტმედიასეტს“ დავუჯერებთ, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ „ტორინოს“ მცველ ნიკოლა მაქსიმოვიჩის სანაცვლოდ ოცი მილიონი ევრო შესთავაზა. ნეაპოლიტანალებმა ტურინელებს წინადადებით უკვე მეორედ მიამრთეს.

აქამდე „ნაპოლი“ 23 წლის სერბის სანაცვლოდ 18 მილიონს იხდიდა და ამ თანხას ბონუსებსაც ამატებდა.

სათქმელია, რომ თავად ტურინელებს ამ ტრანსფერისგან 25 მილიონი ევროს მიღება სურთ.

დარმიანი “მანჩესტერში” გადადის

“წითელმა ეშმაკებმა” იტალიის ნაკრების მცველთან შეთანხმებას მიაღწიეს.

“ტორინოს” მცველის აგენტმა, ჟულიო ტინტიმაც დაადასტურა, რომ ტრანსფერი ოფიციალურად მალე გამოცხადდება. ასევე ამაზე კომენტარს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჯამპიერო ვენტურა აკეთებს.

“დარმიანი მიდის “მანჩესტერში”. მას სურდა, მსოფლიოსა და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ეთამაშა. ოცნება სერია ბ-ში ყოფნიდან დაიწყო და შრომით ყველაფერს მიაღწია. მესმის, რომ მას სურს წასვლა”.

მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი კვირის ბოლოს გაოფიციალურდება.

“ტორინომ” “ჰოფენჰაიმის” ნახევარმცველი დაიმატა

განის ნაკრების ნახევარმცველი აფრიე აკვა კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს. “ტორინოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კლუბმა “ჰოფენჰაიმთან” 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია. ცნობილი მხოლოს ის არის, რომ მოთამაშემ კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკულად მთელი კარიერა აკვამ იტალიაში გაატარა, სადაც “პალერმოს”, “პარმას” და “სამპდორიას” ღირსებას იცავდა.

ამაურის იტალიის დატოვება შეუძლია

ვეტერანმა თავდამსხმელმა, კარვალიუ ამაურიმ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იტალია დატოვოს.

გამოცდილი ბომბარდირის შეძენის სურვილი ბრაზილიურ „სან-პაულუს“ აქვს. გარდა ამისა, როგორც „ტუტოსპორტი“ წერს, ამაურით რამდენიმე მექსიკური კლუბი ინტერესდება.

ცნობისთვის, ამჟამად „იუვენტუსის“ ყოფილი მოთამაშე „ტორინოში“ ირიცხება.

დარმიანი: „ამ სეზონში უკეთესად თამაში დავიწყე“

„ტორინოს“ მცველი მატეო დარმიანი თვლის, რომ ამ სეზონში მან უკეთესად თამაში დაიწყო.

„ვფიქრობ, ჩემი სათამაშო დონე უკეთესი გახდა. ამაში ევროპის ლიგაზე მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შემიწყო. ეს მნიშვნელოვანი სეზონი იყო.

ჩემი მომავალი? ჯერ იტალიის ჩემპიონატი დავასრულოთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა დარმიანმა.

იხილეთ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

“ტორინოს” ფეხბურთელმა “ჯენოას” გენიალური ჯარიმა გაუტანა

დღეს, იტალიის ტურში ერთმანეთს “ჯენოა” და “ტორინო” დაუპირისპირდნენ. მასპინძლები იგებდნენ, როდესაც 61-ე წუთზე, სტუმართა შემტევმა, ომარ ელ-კადურიმ “ჯენოას” გენიალური ჯარიმა გაუტანა.

“ტორინოს” მეკარემ გოლი საკუთარ კარში გაიტანა (ვიდეო)

6 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ტორინომ” საკუთარ მოედანზე ლევან მჭედლიძის “ემპოლი” მიიღო.

შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა, როცა მასპინძელთა მეკარემ, დანიელე პადელიმ კურიოზული შეცდომა დაუშვა.