დღის სატრანსფერო სიახლეები

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ

“ტოტენჰემი” სერხი რობერტოს გადაბირებას ეცდება

„ტოტენჰემის“ ინტერესთა სფეროში „ბარსელონას“ ნახევარმცველი, სერხი რობერტო მოხვდა. თუმცა, კატალონიელებს ამ ეტაპზე მოთამაშესთან განშორება არ სურთ.

ჩეხი “არსენალში” გადავა

ლონდონის „ჩელსის“ მეკარე, პეტრ ჩეხი, შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ „არსენალში“ გადაბარგდეს. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელის ოჯახს ლონდონში სურს დარჩენა.

ლიორენტე “იუვენტუსს” ტოვებს

იტალიური პრესის ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფერნანდო ლიორენტემ, შესაძლოა, „იუვენტუსი“ დატოვოს. ფოვარდის გადაბირებით „ვალენსია“, „სევილია“, „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებულები.

“ბარსელონა” “ოსასუნას” მეკარეს გადაიბირებს

„ბარსელონა“ „ოსასუნადან“ 18 წლის მეკარეს, იოკინ ესკიეტას გადაიბირებს. ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა მოთამაშე კატალონიურ კლუბთან 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

კასილიასი “რეალს” ტოვებს?

მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯმა, იკერ კასილიასმა, შესაძლოა, კლუბი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოიცვალოს. მის შეცვლელად კი მადრიდში კვლავ დავიდ დე ხეას მოიაზრებენ.

ალდერვეირელდი: “ვერტონგენთან ერთად, ერთ გუნდში თამაში მსურს”

“საუთჰემპტონის” მცველმა, ტობი ალდერვეირელდმა გუნდის ხელმძღვანელობა მიანიშნა, რომ “ტოტენჰემში” თამაში სურს.

“ძალიან კარგი იქნება იან ვერტონგენთან ერთად თამაში. “ატლეტიკო” მე არ გამიშვებს, ხოლო მისი “ტოტენჰემიდან” მადრიდში გადაბარგება გამახარებს,”-განაცხადა ტობიმ HLN-სთან ინტერვიუში.

“ტრანსფერი უნდა იყოს გათვლილი მომავალზე და არა, ახლა. ჩემს მომავალს “ლეიბები” გადაწყვეტენ, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩენა მართლაც სასიამოვნოა”.

მიმდინარე სეზონში ტობი ალდერვეირელდმა პრემიერ ლიგაში “წმინდანების” მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიტანა.

“ფენერბაჰჩეს” კირიკეში სჭირდება

“ტოტენჰემის” ცენტრალური მცველი თურქების ყურადღების ცენტრში მოექცა.

რუმინეთის ეროვნული ნაკრების წევრი მოურისიო პოჩეტინოს გეგმებში არ შედის, ამიტომ “მამლები” მის გაყიდვას განიხილავენ.

თურქული გამოცემა Fanatik-ის ცნობით, ვლად კირიკეშით დაინტერესებულია “ფენერბაჰჩე”, რომელიც 25 ტურის შემდეგ, თურექთის ჩემპიონატში მესამე ადგილს, 53 ქულით იკავებს.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუმინელის ვარიანტს “იუვენტუსი” და “რომა” განიხილავდა.

ამ სეზონში კირიკეშმა ექვსი მატჩი ჩაატარა.

ჰოჯსონმა ლიტვისთვის და იტალიისთვის ფეხბურთელებს უხმო – ახალი კეინია

“ტოტენჰემის” თავდამსხმელს ინგლისის ნაკრებმა მომდევნო მატჩებისთვის უხმო.

როგორც მოსალოდნელი იყო, როი ჰოჯსონმა ჰარი კეინს ნაკრებში დაუძახა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 14 გოლი გაიტანა.

ეურო 2016 წლი ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისი ლიტვის ნაკრებს გაეჯიბრება, ხოლო ამხანაგურად იტალიას.

მეკარეები: ჯო ჰარტი(მან.სიტი), ფორსტერი(საუთჰემპტონი)

მცველები: ბეინსი(ევერტონი), კეჰილი(ჩელსი), გიბსი(არსენალი), კლაინი(საუთჰემპტონი), იაგელკა(ევერტონი), ჯონსი, შოუ, სმოლინგი(სამივე მანჩესტერიდან), უოკერი(ტოტენჰემი)

ნახევარმცველები: ბარკლი(ევერტონი), კერიკი(მანჩესტერი), ჰენდერსონი, სტერლინგი, ლალანა(სამივე ლივერპულიდან), დელფი(ასტონ ვილა), მილნერი(სიტი), უოლკოტი(არსენალი), თაუნსენდი(ტოტენჰემი)

თავდამსხმელები: კეინი(ტოტენჰემი), სტარიჯი(ლივერპული), უელბეკი(არსენალი), რუნი(მანჩესტერი)

“მანჩესტერმა” “ტოტენჰემი” დაამარცხა

ინგლისური პრემიერლიგის 29-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” “ტოტენჰემს” უმასპინძლა. მატჩი მასპინძელტა დამაჯერებელი გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

ანგარიში მე-9 წუთზე მანჩესტერელებმა მარუან ფელაინის გოლით გახსნეს. ზუსტად 10 წუთში კერიკმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 34-ე წუთზე კი უეინ რუნის ჯერიც დადგმა, რომელმაც საბოლოო ანგარიში პირველივე ტაიმში დააფიქსირა. ამ გამარჯვებით ლუი ვან გაალის გუნდმა მეოთხე ადგილი განიმტკიცა.

მანჩესტერი 3-0 ტოტენჰემი

გოლები: ფელაინი 9′ ; კერიკი 19′ ; რუნი 34′ 

“ჩელსის” 18 წლის ფეხბურთელმა “ტოტენჰემს” ლამაზი გოლი გაუტანა (ვიდეო)

ლონდონური “ჩელსის” და “ტოტენჰემის” ახალგაზრდული გუნდების შეხვედრაში 18 წლის შეიონ ჰარისონმა ლამაზი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მატცი არისტოკრაების გამარჯვებით, 6-4 დასრულდა.

კეინი კვლავ თვის საუკეთესო ფეხბურთელია

ინგლისის პრემიერლიგის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად კვლავ „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი გარი კეინი დასახელდა.

თებერვალში „სპურსის“ ფორვარდი ოთხი გოლით გამოირჩა. „არსენალთან“ შეხვედრაში კი მან დუბლი შეასრულა.

„ძალიან მიხარია. ამ ჯილდოს მიღება სასიამოვნოა. ჩემთვის ეს პატივია. ერთხელ მისი მიღება უკვე ჩინებული შედეგია, ზედიზედ ორჯერ კი – განსაკუთრებული“, – განაცხადა თავად მოთამაშემ.

ლუკა მოდრიჩის კარიერის სიმბოლური ნაკრები

საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ იმ ფეხბურთელებისაგან, რომლებსა ლუკა მოდრიჩის გვერდით უთამაშიათ, სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

დიეგო ლოპესი

1366710853_1

დარიო სრნა

croped_pxl_191113_6944975

სერხიო რამოსი

Sergio Ramos Luka Modric Real Madrid

ლედლი კინგი

4westham0812_650x639

მარსელო

ENTRENAMIENTO

ჩაბი ალონსო

1392377427_extras_noticia_foton_7_1

ივან რაკიტიჩი

pa-17522532

ანხელ დი მარია

Real Madrid CF v Real Valladolid CF - La Liga

კრიშტიანო რონალდუ

51b375e5c2a4e63350

გარეტ ბეილი

article-2629159-1D26C6BE00000578-173_634x409

კარიმ ბენზემა

Karim-Benzema_-Luka-Modric-new

jeYiXXP

დროგბა: „ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ „ტოტენჰემთან“ ინგლისის ლიგის თასის მოგებული ფინალური შეხვედრა შეაჯამა.

„მთავარია, რომ ტიტული მოვიპოვეთ. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. გუნდმა ის თავდაჯერებულობა დაიბრუნა, რომელიც ბოლო კვირებში დაკარგა. იმედია, სეზონის დარჩენილ ნაწილს კარგად ჩავატარებთ“, – განაცხადა კოტ-დივუარელმა.

როგორ ერთობოდა ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

1 მარტს, ინგლისის ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს ლონდონური კლუბები – “ჩელსი” და “ტოტენჰემი” დაუპირისპირდნენ.

მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა საკმაოდ სახალისო კადრი დააფიქსირეს.

“ჩელსი” ინგლისის თასის მფლობელია

დასრულდა ინგლისის თასის ფინალი “უემბლიზე”, სადაც ჟოზე მოურინიოს “ჩელსიმ” “ტოტენჰემი” დაამარცხა.

“ჩელსი” 2-0 “ტოტენჰემი”

გოლი: ტერი ’45; კოშტა ’56

რა გააკეთა მეკარესთან დარჩენილმა რობერტო სოლდადომ დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

26 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ფიორენტინასა” და “ტოტენჰემს” შორის გამართულ მატჩში მეკარესთან დარჩენილმა რობერტო სოლდადომ ძალიან ცუდად ითამაშა.