მოურინიო: “ტოტენჰემი – ფინალის ფავორიტი”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ნემანია მატიჩის ფინალში არ ყოფნა “ტოტენჰემს” ფინალის ფავორიტად ავტომატურად ხდის.

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური მატჩის შემდეგ, “ტოტენჰემს” ფინალისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე ექნება, ხოლო პორტუგალიელი თავკაცის აზრით, სერბი ჩამშლელის არყოფნა “არისტოკრატებს” ძალიან დაასუსტებს.

“მატიჩის დისკვალიფიკაციის გამო, “ტოტენჰემი” ფინალის ფავორიტია. ერთი ლიდერის არყოფნა, მეტოქეს უდიდეს უპირატესობას აძლევს”.

“მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ, სადაც პოზიციებზე მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. “ტოტენჰემს” ჰყავს ლამელა და თაუნსენდი, ერიქსენი და ჩადლი, პაულინიო და მესონი, ვერტონგენი და ფასიო. ისინი ნებისმიერ პოზიციაზე მყარად დგანან და შემცვლელები ჰყავთ”.

“თუ თქვენ ფიქრობთ, რომ “ჩელსი” ფავორიტია, ცდებით. შეხედეთ, “პსჟ”-სთან მატჩს. მეორე ტაიმში მოგება გვინდოდა, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით, ამის საშუალება მეტოქემ არ მოგვცა”.

“ფრანგულმა გუნდმა ჩვენზე ბევრად ძლიერად ითამაშა, მათ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. რომ არა კურტუა, წარმოდგენაც არ მინდა,”-განაცხადა მოურინიომ London Evening Standard-თან ინტერვიუში.

„ლივერპული“ – „ტოტენჰემი“ 3:2

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მე-15 წუთზე ანგარიში ლაზარ მარკოვიჩმა გახსნა. პირველი ნახევრის შუა ნაწილში ანგარიში გარი კეინმა გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტივენ ჯერარდმა პენალტი გამოიყენა, რითაც თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა. ლონდონელებმა წონასწორობის აღდგენა ამჯერად შეძლეს – 61-ე წუთზე ანგარიში მუსა დემბელემ გაათანაბრა. 89-ე წუთზე კი მარიო ბალოტელიმ მერსესაიდელთა მაისურით პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

ამით „ლივერპულის“ წაუგებელმა სერიამ ცხრა მატჩს მიაღწია.

მარიო ბალოტელიმ პრემიერ ლიგაში “ლივერპულის” მაისურით პირველად გაიტანა (ვიდეო)

10 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა მარიო ბალოტელიმ ლონდონელთა კარი დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ იტალიელმა თავდამსხმელმა “ლივერპულის” მაისურით ინგლისის პრემიერ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.

გაუცვლიან თუ არა “ტოტენჰემის” გულშემატკივრები მაისურს “არსენალის” ფანს? (ვიდეო)

7 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში ლონდონური დერბი გაიმართა. “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ, ლონდონის “არსენალის” მაისურში გამოწყობილი მოდელი “ტოტენჰემის” გულშემატკივრებს მაისურის გაცვლას თავაზობდა. თავდაპირველად, “ტოტენჰემის” ფანებმა არ იცოდნენ, რომ ქალბატონს “არსენალის” მაისური ეცვა.

ვენგერმა ინგლისს მოუწოდა

“არსენალის” თავკაცი, არსენ ვენგერი მისი გუნდის “ტოტენჰემთან” მარცხს გამოეხმაურა და ასევე შეაქო მეტოქე გუნდის შემტევი, ჰარი კეინი.

“ჩვენ გავიტანეთ გოლი სწრაფად, მაგრამ ზოგადად, თავდასხმას უკეთესად შეეძლო თამაში. ითამაშა თუ არა დაცვამ კარგად? – ნორმალურად. სავარაუდოდ, ჩვენი დამარცხების მიზეზი ნახევარდაცვის ხაზის ცუდი ქმედებები იყო”.

“კეინი კარგი იყო, როგორც ყოველთვის. იგი ძალიან კარგად ვითარდება და პროგრესირებს. ინგლისის ნაკრების თავკაცებს მოვუწოდებ, კეინს სწრაფად უხმოს საკუთარ შემადგენლობაში, თორემ დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნები მას საკუთარ მოქალაქეობას შესთავაზებენ,”-განაცხადა მუსიე არსენმა.

ინგლისური გრანდები იკარდის აკვირდებიან

“ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი, მაურო იკარდი პრემიერ ლიგის კლუბებში პოპულარულია.

Corriere dello Sport-ის ცნობით, “ინტერსა” და “პალერმოს” შორის გასამართ მატჩს “მანჩესტერ სიტის”, “ლივერპულის”, “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” სკაუტები დაესწრებიან.

22 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 21 მილიონი ევროა, რომლის ხელშეკრულებასაც ვადა 2018 წელს გადის.

ამ სეზონში, მაურო იკარდიმ სერია A-ში და ევროპა ლიგაზე 28 მატჩი ჩაატარა, სადაც 16 გოლით გამოირჩა.

“არსენალი” “ტოტენჰემთან” დამარცხდა

ინგლისური პრემიერლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში “ტოტენჰემმა” “არსენალი” მიიღო და დერბი მნიშნველოვანი გამარჯვებით დაასრულა.

ანგარიში პირველ ტაიმში სტუმრებმა ოზილის გოლით მე-11 წუთზე გახსნეს და შესვენებაზეც დაწინაურებულები გავიდნენ. თუმცა, მეორე ნახევარში “ტოტენჰემმა” ჰარი კეინის ძალისხმევით 56-ე წუთზე ჯერ გაათანაბრა, მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი იმავე კეინის მიერ გატანილი გოლით გამარჯვებაც მოიპოვა.

ტოტენჰემი 2-1 არსენალი

გოლები: ოზილი 11′ (0:1); კეინი 56′ ; 86′ (2:1)

იოზილი “ტოტენჰემს” დაემუქრა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მესუთ იოზილი ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურშზე თანაქალაქელი “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გასამართ მატჩს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“დანიშნულების ადგილი: “უაით ჰართ ლეინი”. სამოქმედო გეგმა: სამი ქულის მოპარვა” – დაწერა იოზილმა სოციალურ ქსელში.

მატჩი “ტოტენჰემსა” და “არსენალს” შორის დღეს, თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.

Ozil Tweet

“ტოტენჰემის” ფეხბურთელები ერთმანეთს ზუსტ დარტყმებში შეეჯიბრნენ (ვიდეო)

ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელები ჰარი კეინი, კრისტიან ერიქსენი და იან ვერტონგენი ერთმანეთს ზუსტი დარტყმების შესრულებაში შეეჯიბრნენ.

ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც მსაჯს მიუღია

17 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “სანდერლენდი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის ბოლო წუთებში მთავარმა არბიტრმა იან ვერტონგენს გოლი არ ჩაუთვალა და ეს იმიტომ, რომ მან ამ მომენტში თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

e071e2c0-9e80-11e4-8f9b-7f19c8ea3aed_B7kStwjCMAAEemW

რობერტო სოლდადომ რამდენიმე მეტრიდან ცარიელ კაში ვერ გაიტანა (ვიდეო)

14 იანვარს, ინგლისში, “ტოტენჰემსა” და “ბარნლის” შორის გამართულ შეხვედრაში რობერტო სოლდადომ ძალიან ხელსაყრელი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

ჯონ ტერი “ტოტენჰემის” გულშემატკივრის წინააღმდეგ (ვიდეო)

1 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ტოტენჰემსა” და “ჩელსის” შორის გამართულ შეხვედრაში (5:3) ჯონ ტერიმ მასპინძელი გუნდის ერთ-ერთი გულშემატკივარი ცოტათი შეაშინა.