ოფიციალურად: “მანჩესტერ სიტიმ” “ევერტონის” ფეხბურთელი გაიფორმა!

ინგლისური გრანდი, “მანჩესტერ სიტი” მიმდინარე სატრანფსერო ფანჯარაზე მოთამაშეების შეძენას განაგრძობს.

სულ ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ქალაქელებმა” “ევერტონის” უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი, ჯონ სთოუნსი გადაიბირეს. ინგლისელმა სპორტსმენმა “სიტისთან” 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გვარდიოლას მოსვლის შემდეგ, ესპანელი სპეციალისტისთვის სასურველ მოთამაშეთა სიაში სთოუნსიც იყო. მოკლედ, პეპმა კიდევ ერთ მიზანს მიაღწია და ახალგაზრდა ფეხბურთელი მისი გუნდის რიგებში გადმოიყვანა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (1 აგვისტო)

5454

გიორგი აბურჯანია დღეს “სევილიას” ფეხბურთელი გახდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია დღეს “სევილიაში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

diarimes.com-ის ცნობით, თავდაპირველად, ქართველი ნახევარმცველი “სევილიას” მეორე გუნდთან ერთად ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში დაიწყებს თამაშს. თუმცა, ნებისმიერ დროს, შესაძლებელია, რომ 21 წლის ფეხბურთელი პირველ გუნდში ვიხილოთ.

ოსკარი “ინტერში”?

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ოსკარის თამაშით უკმაყოფილოა. ამრიგად, შესაძლებელია, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი “ინტერში” ვიხილოთ. “ჩელსი” 24 წლის ფეხბურთელში 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს.

ვენგერმა მარეზის მიმართ ინტერესი არ დაადასტურა… არც უარყო…

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა beIN SPORTS-თან რიად მარეზის შესახებ ისაუბრა.

“ჩვენს ინტერესს ვერც დავადასტურებ და ვერ ვერც ვუარყობ, რადგან “არსენალის” სატრანსფერო გეგმებზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ. ყველაზე სწორი მიდგომა, საქმის წყნარად კეთებაა”, – ამბობს ფრანგი სპეციალისტი.

aa

“ევერტონი” ლუკაკუში 75 მილიონს ითხოვს

Daily Mirror-ის ცნობით, “ევერტონი” რომელუ ლუკაკუში 75 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს. მიუხედავად ამისა, “ჩელსი” ბელგიელ თავდამსხმელში 68 მილიონის გადახდას აპირებს.

“არსენალი” “ინტერისთვის” 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს

მას შემდეგ, რაც “ლიონმა” არსენ ვენგერის 29.3 მილიონიანი წინადადება ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე უარყო, “მეთოფეებმა” 42 მილიონ ფუნტად შეფასებულ ფრანგ ფორვარდზე ხელი აიღეს.

ნაცვლად ლაკაზეტისა, ლონდონელები “ინტერის” 23 წლის ფორვარდის, მაურო იკარდის გადაბირებას აპირებენ, რომლის სანაცვლოდაც ერიკ ტოჰირი 50 მილიონ ფუნტს ითხოვს.

ოფიციალურად: კოკე ამიერიდან გერმანული “შალკეს” ღირსებას დაიცავს

ესპანური “სევილიას” აწ უკვე ყოფილი კაპიტანი, კოკე ამიერიდან გელზენკირხენის “შალკეს” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ტრანსფერი “ლურჯებს” სულ რაღაც 3 მილიონი ევრო დაუჯდათ.

29 წლის ფეხბურთელი გერმანულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის.

ესპანელი მცველი “რაიო ვალენკანოდან” “სევილიაში” გადასვლის შემდეგ (2011), კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ესპანურ კლუბთან ერთად, მან სამჯერ მოახერხა ევროპა ლიგის მოგება.

“სევილიაში” ხორხე სამპაოლის შემდეგ, კოკეს მსგავსად, ანდალუსიური კლუბი ზაფხულში შემდეგმა ფეხბურთელებმა დატოვეს: გრეგორჟ კრიხოვიაკი, კევინ გამეირო, ჩირო იმობილე, ევერ ბანეგა და ჟოზე ანტონიო რეიესი.

მაურისიო პოჩეტინო ახალწვეულების მოლოდინშია

“ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს იმედი აქვს, რომ კლუბი უახლოეს მომავალში რამოდენიმე ტრანსფერის განხორციელებას შეძლებს.

“მამლებმა” უკვე დაიმატეს ჰოლანდიელი თავდამსხმელი, ვინსენტ იანსენი და “საუთჰემპტონის” ნახევარმცველი, ვიქტორ ვანიამა. ამასთანავე, “უაით ჰართ ლეინზე” გადასვლასთან ძალიან ახლოს არის “მარსელის” ვინგერი, ნ’კუდუ.

“მომდევნო კვირეებში, რამოდენიმე ტრანსფერის განხორციელებას ველი. ვნახოთ, რა მოხდება. კლუბისგან აქტიურობას ველი.” – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა, რომლის გუნდიც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

ლონდონურ კლუბთან “მაინცის” ფლეიმეიკერს, იუნუს მალისაც აკავშირებენ.

ოფიციალურად: “მანჩესტერის” მცველი მომავალ წელს “ბუნდესლიგაში” იასპარეზებს

ჟოზე მოურინიო გუნდის წმენდას განაგრძობს…

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “წითელი ეშმაკების” მცველი, გილერმო ვარელა გუნდმა ერთი წლით ფრანკფურტის “აინტრახტში” გაანათხოვრა. ტრანსფერის ღირებულება არაა საჯარო.

აქვე გეტყვით, რომ 23 წლის მოთამაშე ინგლისურ კლუბში 2013 წლიდან ირიცხება. იგი პირველი წელი “მანჩესტერის” ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა. შემდეგ იყო იჯარა “კასტილიაში”. 2015/2016 წლების სეზონში კი ურუგვაელმა ათი შეხვედრა ჩაატარა “მანჩესტერელთა” რიგებში.

უსეინ ბოლტი მოურინიოს: “მე მოვუტან “მანჩესტერს” წარმატებას!”

მსოფლიოს ყველაზე სწრაფმა ადამიანმა, უსეინ ბოლტმა ადრეც განაცხადა, რომ მისი ოცნება ფეხბურთელობა, კონკრეტულად კი “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში იყო.

გავლენიანი გამოცემა, BBC ავრცელებს ვიდეოს, სადაც ბოლტი “წითელი ეშმაკების” სპეციალისტს, ჟოზე მოურინიოს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: “ჟოზე, ეს მე ვარ, უსეინ ბოლტი. ამ სეზონში შენი გუნდის თამაშებს ვუყურებ, მაგრამ მისგან წარმატებას არ ველი. მე მოგიტან წარმატებას. ველოდები მომენტს, როცა ამის შესაძლებლობას მომცემ. ჩვენ ჩემპიონობა გვჭირდება!”

“ბარსას” გომეში 35 მილიონი დაუჯდა, მაგრამ შესაძლოა, მომავალში კიდევ ამდენივეს დამატება დასჭირდეს

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ანდრე გომეში “ვალენსიადან” “ბარსელონაში” გადავიდა. “ბლაგურნას” პორტუგალიელი ფეხბურთელი 35 მილიონი ევრო დაუჯდა.

გაირკვა, რომ შესაძლებელია, მომავალში კატალონიელებს კიდევ ნახსენები რაოდენობის თანხის გადახდა დასჭირდეთ “ღამურებისთვის”. თუ ანდრე გომეში დიდი რაოდენობით მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, გაიტანს ბევრ გოლს ან გააკეთებს საგოლე პასებს, მაშინ “ბარსელონას” მოუწევს კიდევ 20 მილიონი ევროს გადახდა. 20 მილიონით იმ შემთხვევაშიც გაისქელებს “ვალენსიას” ხელმძღვანელობა ჯიბეს, თუ “ბარსა” მომავალში “ჩემპიონთა ლიგის” მეოთხედფინალში გავა ან “ლა ლიგის” ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვდება.

რაც შეეხება დანარჩენ 15 მილიონს, ვალენსიური კლუბი იმ შემთხვევაში მიიღებს ამ თანხას, თუ შემდეგ სამ სეზონში კატალონიელები “ჩემპიონთა ლიგას” მოიგებენ ან იმ შემთხვევაში, თუ ანდრე გომეში ოქროს ბურთისთვის მებრძოლ საუკეთესო ათ ფეხბურთელში მოხვდება.

ოფიციალურად: “ტოტენჰემმა” იანსენი გაიფორმა

“ტოტენჰემმა” ჰოლანდიელი შემტევის, ვინსენტ იანსენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ჰოლანდიელმა ლონდონურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ “მამლების” ხელმძღვანელები კარგა ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ 22 წლის თავდამსხმელს, რომელიც გასული წელს ერედივიზიონის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

წყაროს ცნობით, ინგლისელებმა იანსენის სანაცვლოდ 18.8 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

იანსენი მაურისიო პოჩეტინოს მეორე შენაძენი გახლავთ მიმდინარე ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე. პირველი ვიქტორ ვანიამა იყო, რომელიც “ტოტენჰემმა” “საუთჰემპტონიდან” გადაიბირა.

ოფიციალურად:”არსენალმა” ახალგაზრდა შემტევი გაიფორმა!

როგორც ლონდონური კლუბის ოფიციალური საიტი წერს, “მეთოფეებმა” იაპონელი ფეხბურთელი, ტაკუმა ასანო გაიფორმეს. 21 წლის მოთამაშე “არსენალში” “ჯეი-ლიგის” გუნდ “სანფრეს-ჰიროშიმადან” გადავიდა. კონტრაქტის პირობები არ საჯაროვდება.

აქვე გეტყვით, რომ ყოფილ კლუბში ასანო 2013 წლის იანვარში ჩაირიცხა. მაშინ იგი 18 წლის იყო. გამოუცდელმა ფეხბურთელმა “ჯეი-ლიგაში” 56 მატჩი ჩაატარა და 11-ჯერ შეძლო მეტოქის კარის დასველება. 2013 და 2015 წლებში მან იაპონიის ჩემპიონატი, 2013, 2014 და 2015 წლებში “იაპონიის სუპერ თასი” მოიგო. 2015 წელს ის “ჯეი ლიგის” საუკეთესო ახლაწვეულად დასახელდა.

ოფიციალურად: “მანჩესტერ იუნაიტედმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაიფორმა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალური ქსელის, ინსტაგრამის მეშვეობით დაადასტურა, რომ მომავალ სეზონიდან ის კარიერას ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს.

34 წლის შვედი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება, რამეთუ მას უკვე ამოეწურა “პარის სენ-ჟერმენთან” არსებული კონტრაქტი.

ზლატანი, რომელსაც წარსულში ნათამაშები აქვს “ბარსელონას”, “მილანის”, “ინტერისა” და “იუვენტუსის” რიგებში, ჟოზე მოურინიოს რიგით მეორე შენაძენი გახდა “მანჩესტერელთა” მწვრთნელის პოსტზე. შვედი ფეხბურთელს ინგლისური კლუბი კვირაში დაახლოებით 250 000 ფუნტს გადაუხდის.

Time to let the world know. My next destination is @manchesterunited #iamcoming

A photo posted by IAmZlatan (@iamzlatanibrahimovic) on

“სასუოლოს” პრეზიდენტი: “ბერარდი “იუვენტუსში” გადავა”

იტალიური “სასუოლოს” პრეზიდენტმა, ჯუზეპე სკუნციმ განაცხადა, რომ გუნდის ლიდერი, დომენიკო ბერნარდი ტურინის “იუვენტუსს” 2016/17 წლების სეზონის დასრულებისთანავე შეუერთდება.

“ამ დროის მანძილზე არაერთი განსხვავებული ჭორი მოვისმინე. ჩვენ “ინტერთან” არანაირი სახის მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდით. არ მესმის, რატომ ამბობს ხალხი საპირისპიროს.

“იუვენტუსთან” ჩვენ ჯენტლმენურ შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბერარდი ტურინში ერთი წლის შემდეგ გადავა, მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ.” – განაცხადა სკუნციმ.

აქვე გეტყვით, რომ ბერარდიმ მთელი კარიერის მანძილზე 127-ჯერ მოირგო “სასუოლოს” მაისური. ამ დროის მანძილზე მან 49 გოლის გატანა და 30 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა აქტივში.

აგენტი: “ჰალილოვიჩს “ბარსაში” დაბრუნება უნდა”

ალენ ჰალილოვიჩის აგენტი, რომლის კლიენტითაც არაერთი დიდი კლუბი ინტერესდება, აღნიშნავს, რომ ალენს მშობლიურ კლუბში სურს დაბრუნება, თუნდაც სათადარიგო ფეხბურთელის სტატუსით.

“თუ “ბარსელონამ” კვლავ მისი არენდით აყვანა გადაწყვიტა, ჩვენთვის უმჯობესი იქნება, თუ ის ესპანეთში დარჩება. მისთვის ლა ლიგა გაცილებით უკეთესია, ვიდრე პრემიერ ლიგა.

მირჩევნია ჰალილოვიჩი “ბარსაში” მე-12 ან მე-13 ფეხბურთელი იყოს, ვიდრე სხვა კლუბში ძირითადის ფეხბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ რამოდენიმე წუთი ექნება თავის გამოსაჩენად, ეს მაინც დიდი შანსია.”