ლა ლიგის პრეზიდენტი: “ნეიმარი მაშინ გამოვიჭირეთ, როცა აუზში შარდავდა”

ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის თქმით “პსჟ”-მ კატალონიის “ბარსელონას” უკვე ყოფილ ფეხბურთელში, ნეიმარში 222 მილიონი ევროს გადახდით Uefa-ს წესები დაარღვია. ტებასი ამბობს, რომ შესაბამისმა ორგანომ ტრანსფერი უნდა გამოიძიოს და სიმართლეს ფარდა ახადოს.

“ნეიმარი მაშინ გამოვიჭირეთ, როცა ის აუზში შარდავდა. დიახ, კონკრეტულად, ნეიმარი აუზის გადმოსახტომ დაფაზე იდგა და წყალში შარდავდა! ეს ფეხბურთელი და პარიზული კლუბის მესვეურები მთელს სატრანსფერო სისტემას დასცინიან.”

“აუცილებელია, თვალები გავახილოთ და გამოძიება დავიწყოთ. უეფამ საფინანსო სამართლის წესები შეადგინა. ვთვლით, რომ სწორედ ეს ნორმები დაირღვა!” – აცხადებს ლა ლიგის პრეზიდენტი.

“მონაკოს” სერია ა-ში მოთამაშე მცველის დამატება სურს

“მონაკოს” იტალიური “ბოლონიას” ფეხბურთელის, ადამ მასინას დამატება სურს.

Corriere di Bologna იტყობინება, რომ 23 წლის იტალიელ მარცხენა მცველში მისი ამჟამინდელი კლუბი 13 მილიონ ფუნტს ითხოვს. ამაზე, ჯერჯერობით, “მონაკოს” პასუხი უცნობია. თავად მოთამაშეს კლუბის დატოვება სურს.

მასინას “სევილიასაც” უკავშირებდნენ, თუმცა მოლაპარაკება ჩაიშალა.

ადამი გასულ სეზონში “ბოლონიას” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. მან სერია ა-ში 32 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.

 

“ბარსას” საფეხბურთო დირექტორი: “ჩვენ კიდევ ერთის, თუ შესაძლებელი იქნება, ორი მოთამაშის დამატება გვინდა”

კატალონიის “ბარსელონამ” სულ ცოტა ხნის წინ დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი, უსმან დემბელე დაიმატა. “ბლაგურნას” სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი აცხადებს, რომ ისინი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გაჩერებას არ აპირებენ და კიდევ უნდათ კლუბის გაძლიერება.

“ჩვენ ერთი ფეხბურთელის ყიდვაზე ვმუშაობთ. თუ შანსი გვექნება, ორსაც აუცილებლად მოვიყვანთ. ზუსატდ ვიცით, რა გვინდა. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი დროის ფაქტორია – ბოლო მომენტამდე მოგვიწევს დალოდება.”

“კოუნტინიო? ნამდვილად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბრაზილიელის თაობაზე და იმედი მაქვს, სულ მალე ფილიპეს წარვადგენთ, როგორც კლუბის ახალ წევრს. გარდა ამისა, ჩვენ სხვა სპორტსმენების ტრანსფერებზეც ვმუშაობთ, თუმცა ახლა დეტალებს ნამდვილად არ შევეხები.”

“ასევე, გეტყვით, რომ ჟან-მიკაელ სერის დამატებას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. გავაანალიზეთ რა ყველაფერი, ვარჩიეთ, რომ სვხა პოზიციები გავაძლიეროთ,” – აცხადებს ფერნანდესი.

“ბარსელონამ” ფული მიიღო – ნეიმარის დებიუტი კვირას შედგება

ნეიმარის “პსჟ”-ში გადასვლის შემდეგ, ყველას აინტერესებდა, როდის შედგებოდა ბრაზილიელის დებიუტი. მან ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრა “ამიენის” წინააღმდეგ გამოტოვა. იყო საშიშროება, რომ 25 წლსი შემტევი კვირას გასამართ მეორე ტურის დაპირისპირებაშც არ ყოფილიყო. თუმცა, მოვლენები სხვანაირად განვითარდა.

ნეიმარი დღემდე ელოდა რეგისტრაციისთვის საჭირო “საერთაშორისო ტრანსფერის სერთიფიკატს”. “ბარსელონა” კი ამ დოკუმენტს მანამდე არ აგზავნიდა, სანამ ანგარიშზე 222 მილიონი ვერო არ ჩაირიცხებოდა. Goal.Com-ი იტყობინება, რომ კატალონიური კლუბის “ჯიბე” აღნიშნული თანხით დღეს შეივსო. მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციამ შაბათს, შუა ღამით მოახერხოს ყველა საბუთის შემოწმება და ნეიმარის საბოლოო რეგისტრაცია. შესაბამისად, ბრაზილიელი კვირას გასამართ მატჩში, სადაც პარიზელები “გენგამს” შეერკინებიან, ითამაშებს.

ნ’ზონზის აგენტი: “სტივენს “სევილიადან” წასვლა უნდა”

სტივენ ნ’ზნონზის აგენტი აცხადებს, რომ ფრანგ საყრდენ ნახევარმცველს ანდალუსიური “სევილიას” დატოვება სურს.

“სიმართლე ისაა, რომ სტივენ ნ’ზონზის “სევილიადან” წავსლა უნდა. ამის შესახებ კლუბში ყველამ იცის. იმედი მაქვს, ანდალუსიელთა ხელმძღვანელობა სწორ არჩევანს გააკეთებს და ჩემს კლიენტს გაყიდის,” – აცხადებს აგენტი.

საგულისხმოა, რომ ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრის მანძილზე არსენ ვენგერს სრუს 28 წლის მოთამაშის დამატება. საინტერესოა, ვიცილავთ თუ არა ამ ზაფხულშივე ფრანგს “არსენალში”.

კლოპის პასუხი “ბარსელონას”: “ჩვენ არ წარმოვადგენთ კლუბს, რომელიც ვარსკვლავებს ყიდის”

კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარმა 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა. ამის შემდეგ “ბლაგურნას” მესვეურები “პსჟ”-ში გადასული ფეხბურთელის შემცვლელის ძიებაში არიან. ერთ-ერთი რეალიური ვარიანტი მერსესაიდის “ლივერპულის” მოთამაშე, ფილიპე კოუნტინიოა. მის სანაცვლოდ “ბარსამ” ინგლისელებს 80 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მეორე წინადადება 85 მილიონსა და პლუს 15 მილიონს (ბონუსებით) შეეხებოდა. სულ ცოტა ხნის წინ, “ლივერპულმა” ეს შეთავაზებაც დაბლოკა.

დღეს ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კოუნტინიოს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“ლივერპული” არაა ის კლუბი, რომელიც ვარსკვლავებს ყიდის. შესაბამისად, რაც “ბარსელონამ” ბოლოს შემოგვთავაზა, არც ეს გვაინტერესებს. თუ ფინანსური თვალსაზრისით განვიხილავთ, ჩვენ არანაირ ფასად არ გვსურს, ფილიპე სხვაგან გავუშვათ. მთავარი მიზანია, რაც შეიძლება, ძლიერი გუნდი გვყავდეს. ამისთვის საჭიროა, შევინარჩუნოთ უკვე არსებული და დავიმატოთ ახალი ფეხბურთელები,” – აცხადებს გერმანელი.

კატალონიური პრესა: “დორტმუნდის “ბორუსიამ” ოსმან დემბელეს ფასი დაასახელა”

სულ ცოტა ხნის წინ კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარმა დატოვა. ბრაზილიელი “პსჟ”-ში რეკორდულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა. ამ ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, “ბლაგურნას” მესვეურებმა კიდვე უფრო აქტიურად დაიწყეს 25 წლის შემტევის შემცვლელის ძიება. სასურველ მოთამაშეთა სიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ოსმან დემბელეა, რომელიც დორტმუნდის “ბორუსიაში” გამოდის.

კატალონიურმა გაზეთმა, Sport-მა დაწერა, რომ უახლოეს წარსულში “ბარსამ” გერმანულ კლუბს ფრანგის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზა. დორტმუნდელებმა ეს წინადადება დაბლოკეს და დემბელეს სანაცვლოდ 100 მილიონი ვერო მოითხოვეს, რომელიც ბონუსებით შესაძლოა, 110 მილონამდე ავიდეს.

აღნიშნული თანხა კატალონიელების ბიუჯეტში რომ არის, ეს ფაქტია. თუმცა, საინტერესოა, რამდენად გაიმეტებს კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ამხელა ფულს.

“ნეიმარის ტრანსფერიდან მიღებულ 222 მილიონ ევროს დავაბანდებთ მოთამაშეებსა და აქტივებში. ეს თანხა, მხოლოდ და მხოლოდ, ახალი ფეხბურთელების შეძენაში არ დაიხარჯება. არ შემიძლია თქმა, ვინ მოვა. თუმცა, მე სრულ ნდობას ვუცხადებ სპორტულ დირექტორს, რობერტ ფერნანდესს. ერთადერთი რამ ნათელია: აუცილებლად გავაგრძელებთ ძლიერი სპორტსმენების გუნდში მოყვანას, რათა მოგებათა ერა გაგრძელდეს. ერთ-ერთი ასეთი ნელსონ სემედუა. თუმცა, ამ ზაფხულზე კიდევ გავძლიერდებით,” – აცხადებს ბართომეუ.

 

კარაგერი: “კოუნტინიო აუცილებლად წავა “ბარსელონაში”

კატალონიის “ბარსელონამ” ნეიმარი “პსჟ”-ში ასტრონომიულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გაყიდა. ლოგიკურია, რომ ესპანელები ბრაზილიელის შემცვლელს ეძებენ და ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად ფილიპე კოუნტიონიოს განიხილავენ.

მერსესაიდის “ლივერპულის” ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა აღნიშნულ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“არ ვფიქრობ, რომ მას ახლა “ბარსელონაში” წასვლა სურს. თუმცა, ვიცი, ეს აუცილებლად მოუნდება. როცა შემოთავაზება აქვს, ვის არ მოესურვება კატალონიურ გრანდში თამაში?”

“დარწმუნებული ვარ, ამ ზაფხულში თუ არა, ერთი წლის მერე კოუნტინიო “ბარსელონაში” წავა. მის ამ მოქმედებაში არასწორი არაფერი იქნება. ეს ფეხბურთია და ასეთი რაღაცები ხდება,” – აცხადებს კარაგერი.

კუმანი: “ევერტონი” სიგურდსონის გაფორმებასთან ახლოსაა”

ისლანდიელ ნახევარმცველს, გილფი სიგურდსონს მერსესაიდის “ევერტონში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. იწერება, რომ მასში ინგლისური კლუბი 50 მილიონ ფუნტს იხდის. გუნდის მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა “სუონსის” მოთამაშის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გილფის თაობაზე “სუონსისთან” მოალაპარაკებები გვაქვს. ჩვენ მის გაფორმებასთან ახლოს ვართ, თუმცა ჯერ ბოლომდე მაინც არაფერია გადაწყვეტილი.”

“ასევე გტყვით, რომ კიდევ სამი პოზიციის მოთამაშეს ვეძებთ. ეს პოზიციებია: მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი და მოთამაშე, რომელიც ფლანგზეც და თავდასხმაშიც ითამაშებს,” – აცხადებს ჰოლანდიელი დამრიგებელი.

 

ლემინა “საუთჰემპტონში” სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი, მარიო ლემინა “საუთჰემპტონში” სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. ამის შესახებ Football-Italia წერს.

მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის მანძილზე გაბონელი ფეხბურთელი კლუბს გასაყიდად ჰყავდა გაყვანილი. მას რამდენიმე პრემიერლიგურ გუნდს უკავშირებდნენ: “ევერტონი”, “სტოკ სიტი”, “ვესტ ჰემ იუნაიტედი” და ასე შემდეგ. თუმცა, როგორც ირკვევა, ლემინა საუთჰემპტონური გუნდის შემოთავაზებას დასთანხმდა. მასში ინგლისელები 20 მილიონ ევროს (18 მილიონ ფუნტს) გადაიხდიან.

აქვე გეტყვით, რომ ზუსტად ორი წლის წინ “ბებერმა ქალბატონმა” აღნიშნული მოთამაშე მარსელის “ოლიმპიკიდან” 10.5 მილიონ ევროდ იყიდა.

ემერი: “ნეიმარს “პსჟ”-ში, პირველ რიგში, გუნდური წარმატება სურს”

გუშინ ლიგა 1-ის პირველი ტურის შეხვედრაში “პსჟ”-მ “ამიენი” ანგარიშით, 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ახალ შენაძენზეც, ნეიმარზეც ისაუბრა.

“იგი, წესით, მარტივად უნდა ადაპტირდეს გუდნთან. ჩვენ ამაში ყველანაირად დავეხმარებით. “პსჟ” ნეიმართნ ერთად კიდევ უფრო განვითარდება და დიდ მწვერვალებს დაიპყრობს. ბრაზილიელსაც, პირველ რიგში, ეს სურს. ჩვენ გვინდა მოვიგოთ პრესტიჟული ტურნირები, რაც ნეიმართან ერთად გაცილებით უფრო ადვილი იქნება.”

“ის იმისკენ მიისწრაფვის, რომ ინდივიდუალურადაც მეტი აღიარება მოიპოვოს. ეს ტრანსფერი იმის გამოხატულება იყო, რომ ნეიმარს როგორც გუნდის, ასევე პირადი წარმატება სურს,” – განაცხადა ემერიმ.

ალვეში: “მე კი არ დავარწმუნე ნეიმარი, მან მთხოვა, რომ “პსჟ”-ში გადავსულიყავი”

ბევრმა გამოცემამ დაწერა იმის შესახებ, რომ დანიელ ალვეშმა დაარწმუნა თავისი თანამემამულე ნეიმარი იმაში, რომ მას “პსჟ”-სთან გაეფორმებინა კონტრაქტი. ბრაზილიელი მარჯვენა მცველი აცხადებს, ყველაფერი პირიქით იყოო – ნეიმარმა ჯერ კიდევ “ბარსაში” ყოფნის დროს ურჩია ალვეშს პარიზულ გრანდში გადასვლა.

“იმის საპირისპიროს გეტყვით, რასაც ხალხი ამბობს – მადლიერი ვარ ნეიმარის, რადგან სწორედ მან დამარწმუნა, რომ ჩემთვის “პსჟ” საუკეთესო არჩევანი იქნებოდა. ხოლო, პირადად მე მის ტრანსფერში არანაირი წვლილი არ მიმიძღვის. უბრალოდ, რთულ პერიოდში მის გამხნევებას ვცდილობდი.”

“ჩემი ტრასნფერი წინასწარ დაგეგმილი არ იყო და, როგორც ვთქვი, აქ მოსვლაში ნეიმარმა დამარწმუნა. ალბათ, ის ასე იმიტომ მოიქცა, რომ ადრევე იცოდა, თვითონაც “პსჟ”-ში გადმოვიდოდა,” – განაცხადა ალვეშმა.