ოფიციალურად: იჰეანაჩო “ლესტერისთვს” შეუტევს

კელეჩი იჰეანაჩო “ლესტერ სიტიში” გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ “მელიების ოფიციალური გვერდი იტყობინება.

2016 წლის პრემირ ლიგის ჩემპიონებს “მანჩესტერ სიტის” უკვე ყოფილი მოთამაშის შეძენა 25 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. ნიგერიელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

იჰეანაჩო “სიტიში” ორი სეზონის მანძილზე თამაშობდ ადა 46 მატჩში თორმეტი გოლი გაიტანა. მისი კონკურენტები კუნ აგუერო, ვილფრიდ ბონი, გაბრიელ ჟესუსი იყვნენ, რაც მთავარი ფაქტორი გახდა იმისა, რომ 20 წლის სპორტსმენმა “ქალაქელთა” რიგებში თავი ვერ დაიმკვიდრა.

 

L’Equipe: “წინა ზაფხულში ნეიმარს “მანჩესტერში” გადასვლას კონტრაქტზე ხელის მოწერაღა აშორებდა”

ფრანგული გამოცემა, L’Equipe სენსაციური ინფორმაციის შემცველ ვრცელ სტატიას ვარცელებს.

ნახსნები გამოცემის თანახმად, კატალონიის “ბარსელონას” სუპერვასკვლავით, ნეიმარით გასულ ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებოდა და მასში ასტრონომიულ თანხას, 190 მილიონ ვეროს იხდიდა. “წითელი ეშმაკები” ფეხბურთელსა და მის მამას კონტრაქტის საოცნებო პირობებზეც შეუთანხმდნენ. ეს ყველაფერი ისე არ გაიწელა, როგორც – ახლა “პსჟ”-“ბარსელონას” მოლაპარაკება. იგივე წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა “მანჩესტერულ”, უკვე შედგენილ კონტრაქტზე ხელის მოწერა.

სტატიის ბოლოს წერია, რომ ნეიმარის “პსჟ”-ში ტრანსფერი გადაწყვეტილი არაა და ბრაზილიელი არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებებით ხასიათდება. ვნახოთ, როგორ დასრულდება საგა, რომელიც “ნეისა” და “პსჟ”-ს უკავშირდება.

ოფიციალურად: გორელიშვილმა “დინამო” დატოვა

მიხეილ გორელიშვილი ბათუმის “დინამოს” დაემშვიდობა. ფეხბურთელთან მოქმედ ხელშეკრულებას ვადა დღეს ამოეწურა. ამის შესახებ აჭარელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.

“დინამო ბათუმი მადლობას უხდის მიხეილ გორელიშვილს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საფეხბურთო კარიერაში,” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გორელიშვილი გასულ ზამთარში შეუერთდა “დინამოს”. იგი რუსული “ოლიმპიეტსიდან” გადავიდა ქართულ გუნდში.

ნასერ ალ-ხელაიფი: “პსჟ” პატივს სცემს ნეიმარი “ბარსელონასთან” კონტრაქტს”

“პსჟ”-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ნეიმარის პარიზულ კლუბში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

“ნეიმარის ტრანსფერი? ჯერ მხოლოდ მოლაპარაკების პროცესში ვართ. ნეიმარი “ბარსელონას” ფეხბურთელია და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. “პსჟ” პატივს სცემს ყველა იმ კონტრაქტს, რომლებიც სხვა გუნდებსა და ფეხბურთელებს შორის არსებობს.”

“პსჟ”-ს აქვს იმის ამბიცია, რომ ჰყავდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. ეს ჩვენს რეპუტაციას ზრდის. უმაღლესი დონის მწვრთნელი და მოთამაშეები გულშემატკივრებს მოლოდინს გაუმართლებენ,” – აცხადებს ალ-ხელაიფი.

“ბარსელონა” შესაძლოა, იოზილის ტრანსფერზე გადაერთოს

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, ნეიმარის მომავალი ჰაერშია. არავინ იცის, როგორ განვითარდება ბრაზილიელის გარშემო მიმდინარე მოვლენები. “ბლაგურნას” ხელმძღვანელობაც თავს იზღვევს და აქტიურად ეძებს 25 წლის ვარსკვლავის შემცვლელს. ერთ-ერთი ასეთი “ლივერპულის” ფეხბურთელი, ფილიპე კოუნტინიოა.

როგორც Don Balon-ი იუწყება, მერსესაიდელთა მოთამაშის ვერშეძენის შემთხვევაში, “ბარსა” მესუთ იოზილის ტრანსფერზე გადაერთვება. გერმანელს ლონდონის “არსენალთან”, კონტრაქტის თანახმად, მხოლოდ ერთი სეზონიღა აკავშირებს. შესაბამისად, სწორედ ახლაა იმის შანსი, რომ მესუთი ყველაზე იაფად გაიყიდოს. ესპანელებს თურქული ფესვების მქონე სპორტსმენის შეძენა 60 მილიონ ევროდ სურთ. ტრანსფერის შანსს ისიც ზრდის, რომ “ბარსას” მესვეურებს წარსულშიც სურდათ იოზილის შეძენა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.

მოურინიო: “გავუშვებ თუ არა ფელაინის “გალათასარაიში”?

მარუან ფელაინი უკვე წლებია “მანჩესტერ იუნაიტედშია” და მაინც ვერ ამართლებს ბოლომდე იმ იმედებს, რაც მისადმი გულშემატკივარს აქვს. სატრანსფერო პერიდოის დროს მას ხშირად უკავშირებენ ამა თუ იმ კლუბს. ერთ-ერთი ასეთი თურქული “გალათასარაია”. მისმა წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ისიც თქვეს, რომ ბელგიელი ძალიან ახლოს იყო მათ გუნდში გადასვლასთან.

დღეს “წითელმა ეშმაკებმა” ამხანაგურ შეხვედრაში “ვალერენგას” მოუგეს. ფელაინიმ ჰენრიც მხითარიანის პასით ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, კი მატჩი ანგარიშით, 3:0 დასრულდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიოს ნახსენები შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჰკითხეს…

“მარუანი ჩვენთვი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. შესაძლოა, მისი პოზიციის სხვა მოთამაშე დავიმატოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფელაინი დაგვტოვებს. ის ძალიან გვჭირდება. მეტსაც გეტყვით,  “გალათასარაიში” ჩემი წასვლის შანსი უფრო დიდია, ვიდრე – ფელაინის,” – განაცხადა პორტუგალიელმა.

ალბა: “ვიმედოვნებ, პიკეს პოსტი ნეიმარის წასვლაზე ხუმრობა არ იყო”

არ ცხრება ხმები კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავის, ნეიმარის “პარი სენ-ჟემრენში” გადასვლასთან დაკავშირებით. სიტუაცია ცოტათი დააწყნარა ხერარდ პიკეს პოსტმა: ფოტო, რომელზეც პიკე და ნეიმარი არიან და რომელსაც აქვს წარწერა: “ის რჩება”.

ესპანელის პოსტზე კომენტარი “ბლაგურნას” მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ გააკეთა.

“ნეიმარი “ბარსელონას” მოთამაშე იქამდე იქნება, სადამდეც მას ენდომება. ბრაზილიელი ძალინ წყნარია. იგი შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ძალიან ცოტას ლაპარაკობს. ვფიქრობ, ის “ბარსაში” ბედნიერია. ჩვენ ხომ  მსოლფიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხებურთელზე ვსაუბრობთ. შესაბამისად, ნორმალურია, რომ მის გარშემო ასეთი რამ ხდება.”

“პიკეს პოსტი? ამ თემაზე თავად ხერარდთან არ მისაუბრია. თუმცა, იმედი მაქვს, იგი არ ხუმრობდა. პირადად მე არავის დარწმუნებას არ ვაპირებ. “ბარსელონა” ერთი დიდი ოჯახია და აქ ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, თუ ვინმე, მათ შორის ნეიმარი, წასვლას გადაწყვეტს, ამ ნაბიჯს პატივი უნდა ვცეთ,” – განაცხადა ალბამ.

მორატა – ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთელი

დღეს ლონდონის “ჩელსის” საიტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ალვარო მორატა მადრიდის “რეალიდან” შეიძინეს. ესპანური გამოცემების ცნობით, ლონდონელებს “ბლანკოსის” უკვე ყოფილი მოთამაშის ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდათ.

საგულისხმოა, რომ ალვარო მორატა გახდა ესპანელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე. საერთო სიაში კი იგი მერვე ადგილს იკავებს.

ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეული

 

 

ოფიციალურად: ვოიცეხ შჩესნი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია!

ვოიცეხ შჩესნი “იუვენტუსის” ფეხბურთელია. ამის შესახებ ტურინელთა ოფიციალური გვერდი იტყობინება.

პოლონელმა მეკარემ “ბებერ ქალბატონთან” ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჯერჯერობით, უცნობია, რა დაუჯდა “იუვენტუსს” ლონდონის “არსენალის” კიპერის შეძენა.

შჩესნიმ გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა, ხოლო დღეს კი პრესკონფერენცია გამართა.

ვოიცეხს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება აქვს. მას შემდეგ, რაც პეტერ ჩეხი “არსენალში” გადავიდა, 2015 წლის ზაფხულზე შჩესნი რომის “რომაში” გაანათხოვრეს. მან იტალიის ჩემპიონატის ორ სეზონში 72 მატჩი ჩაატარა.

 

ეროვნული ლიგა: 18 ივლისის ჩათვლით განხორციელებული ყველა ტრანსფერი

ეროვნული ლიგა 21 ივლისს თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთის“ შეხვედრით ერთთვიანი შესვენების შემდეგ განახლდება. საზაფხულო პაუზისას ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. რამდენიმე გუნდი ლიდერებმა დატოვეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლიგაში საინტერესო ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ. აღსანიშნავია, ლევან ყენიასა და ოთარ მარცვალაძის ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნება. ყენია თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას დაიცავს, მარცვალაძე კი – ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს.

გთავაზობთ ეროვნული ლიგაში 18 ივლისის ჩათვლით მომხდარ ტრანსფერებს:

თბილისის დინამო

მოვიდნენ
მიკოლა კოვტალიუკი
ლაშა ქოჩლაძე
აკაკი შულაია
მოჰამად ალიუ
ლევან გეგეჭკორი

წავიდნენ
საბა ლობჟანიძე
გიორგი პაპუნაშვილი
ბაჩანა არაბული
გიორგი გველესიანი
გია ჩადუნელი
ოთარ კვერნაძე
ცოტნე მესხი
გიორგი ბეგაშვილი
საბა თავაძე

ტორპედო

მოვიდნენ
მათე კვირკვია
ვლადიმირ კორობკა
ლევან კუტალია
დავით ხურციძე
გუგა ფალვანდიშვილი

წავიდნენ
შალვა ფურცხვანიძე
ნიკა კვასხვაძე
ნიკოლოზ საბანაძე
დავით ხურციძე

სამტრედია

მოვიდნენ
ილია სტურუა
ბაკარ ბალდე
ნიკოლოზ საბანაძე
ანტე გიი

წავიდნენ
რუდოლფ სუხომლინოვი
ნიკა დაუშვილი
დავით ჩაგელიშვილი
კონსტანტინ ბელოვი

ჩიხურა

მოვიდნენ
ზურაბ მწყერაშვილი
პაპუნა ფონიავა

წავიდნენ
კონსტანტინე სეფიაშვილი
ლევან გეგეჭკორი

ლოკომოტივი

მოვიდნენ
ლევან ყენია
გიორგი გოროზია
ლევან ქურდაძე
ლაშა გვალია

წავიდნენ
გულვერდ თომაშვილი

საბურთალო

მოვიდნენ
თორნიკე თარხნიშვლი
ნდუე მუეცი
დე კოუტუ
დავით ვოლკოვი

წავიდნენ
თემურ ჩოგაძე
ზურაბ არზიანი
ვაგნერ გონსალვეში
გოგა ფიფია

დილა

მოვიდნენ
პედრინიო
იმედა აშორტია
გიორგი ბეგაშვილი
ჭიაბერ ჭეჭელაშვილი

წავიდნენ
თენგიზ წიქარიძე
ლეანდრო რიბეირო
ლეონარდო
ვაჟა მათიაშვილი
გეგი სართანია
დავით კაპანაძე
რომარიკ ეტოუ
ტარიელ ხაინდრავა
გიორგი პაპუაშვილი

დინამო ბთ

მოვიდნენ
ოთარ მარცვალაძე
ელგუჯა გრიგალაშვილი
ზურაბ არზიანი
ბორის მახარაძე
თემურ ჩოგაძე

წავიდნენ
თორნიკე თარხნიშვილი
პაპუნა ფონიავა
გელა გოგიტიძე
უგოალა კენედი

კოლხეთი 1913

მოვიდნენ
ამოს ნონდი
ჯონ მაჩარია
კონსტანტინე სეფიაშვილი

წავიდნენ
მიკოლა კოვტალიუკი
ვლადიმირ კორობკა
სტეფან სიკაჩი
ავთო ენდელაძე
გაბრიელ თებიძე
გურამ ლუკავა
ცოტნე ქებურია

შუქურა

მოვიდნენ
გიორგი სომხიშვილი
გია ჩადუნელი
გიორგი გოგილაშვილი
გელა გოგიტიძე
დავით ჩაგელიშვილი
ვლადიმერ მელნიჩენკო
რომან პომაზანი
ფელიპე ნუნიეში
გიორგი კახელიშვილი
მარსელო ანტონიო

წავიდნენ
ილია სტურუა
იური კამინისკი
ლევან კუტალია
ბორის მახარაძე
ირაკლი ჭეჟია
გიგა მამულაშვილი
ივან რუდნიცკი
ალეკსანდრ კლეცკოვი

Erovnuliliga.Ge

ჟოზე მოურინიო ადასტურებს: “მორატას შეძენა ისევ გვსურს”

გასულ სეზონში ალვარო მორატას მადრიდის “რეალში” არც ისე დიდი სათამაშო დრო ჰქონდა. ესპანელი სპორტსმენი არსებული სიტუაციით უკმაყოფილო იყო და იგი კლუბის დატოვებაზეც ბევრს ფიქრობდა. ალვარო “მანჩესტერ უნაიტედს” დაუკავშირეს, თუმცა ტრანსფერი, ჯერჯერობით, არ შედგა. სამაგიეროდ, “წითელმა ეშმაკებმა” რომელუ ლუკაკუ გაიფორმეს. ამის შემდეგ თითქოს მინელდა საუბარი მორატას “გაეშმაკებაზე”.

მიძინებული ხმები ჟოზე მურინიოს უახლესმა განცხადებამ გააღვიძა. როგორც ინგლისურ პრესაში წერენ, პორტუგალიელმა თქვა, რომ მას ისევ სურს მორატას შეძენა, თუმცა ამჟამად არც ისე სახარბიელო სიტუაციაა და ტრანსფერის განხორციელების შანსი ცოტა არის. მოურინიომ ასევე დასძინა, რომ ბოლომდე შეეცდება იმ მოთამაშის გადაბირებას, რომელთან ერთადაც მადრიდის “რეალში” მუშაობდა.

აქვე გეტყვით, რომ მორატას “მილანიც” იწვევს. ამჟამად ესპანელი “ბლანკოსთან” ერთად წინასასეზონო სამზადისს გადის.

ტიმოტი ვეამ “პსჟ”-სთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა

ჯორჯ ვეას (რომელიც “პსჟ”-ში 1992-1995 წლებში თამაშობდა) შვილმა, ტიმოტიმ “პსჟ”-სთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ფრანგების ოფიციალური გვერდი იტყობინება.

17 წლის თავდამსხმელი 2020 წლამდე დარჩება გუნდში. საგულისხმოა, რომ აშშ-ს მოქალაქე 2014 წლიდან თამაშობდა “პსჟ”-ს აკადემიაში და საკმაოდ წარმატებულადაც იცავდა ამ გუნდის ღირსებას.

ვეათი ისეთი გრანდები ინტერესდებოდნენ, როგორებიც ჩელსი, მილანი და სხვა ფრანგული კლუბებია.

“მოხარული ვარ, რომ ამ ახალი კონტრაქტით “პსჟ”-ში თამაშს გავაგრძელებ. მინდა, რომ ვპროგრესირდე და პირველი გუნდისთვის მალე ვითამაშო,” – აცხადებს ტიმოტი.