პოლონეთის ჩემპიონატი: ცინცაძის და მერებაშვილის გუნდების დაპირისპირება ფრით დასრულდა

დღეს პოლონეთში ექსტრაკლასას 24-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს შჩეცინის “პოგონი” და პლოცკის “ვისლა” დაუპირისპირდნენ. გუნდებმა თითო-თითო ბურთი გაცვალეს და საბოლოოდ ფრე (1-1) ითამაშეს.

საგულისხოა, რომ “პოგონში” ქართველი ნახევარმცველი, მათე ცინცაძე, ხოლო “ვისლაში” შემტევი, გიორგი მერებაშვილი გამოდის. ორივე მათგანმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში. მათე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ხოლო “მერებას” 90-ე წუთზე მოუწია მოედნის დატოვება.

ამჟამად შჩენციცნის გუნდი 31 ქულით მეცხრე პოზიციაზეა, ხოლო “ვისლას” კი 29 ქული მეთერთმეტეზე.

საჩხერის “ჩიხურამ” და თბილისის “დინამომ” უგოლო ფრე გააგორეს

დღეს სტარტი აიღო საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა. ერთ-ერთ შეხვედრაში “ივანწმინდა არენაზე” საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა.

შეხვედრა სტუმრებმა დაიწყეს. პირველი წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა  შეტევას. პირველი რეალური მომენტი “დინამოს” შეექმნა. პაპუნაშვილმა მოედნის მისადგომებიდან სტანდარტი შეასრულა, ბურთი საჯარიმოში ჩავარდა, დვალიშვილი თავით დარტყმას ცდილობდა, თუმცა კაშიამ ხელი შეუშალა. მე-19 წუთზე ცინცაძეს ჰქონდა საოცარი მომენტი – მან საჯარიმოს გარედან გაისროლა, დინო ჰამზიჩმა შორეულ ცხრიანში წასული ბურთის მოგერიება ძლივს მოახერხა.

“ჩიხურაც” გააქტირუდა. კონკრეტულად, სარდალიშვილმა შეუტია და მის წინააღმდეგ რენემ დაარღვია თამაშის წესი. ჩიკვაიძეს დაბალი დარტყმით უნდოდა საჯარიმოში ბურთის შეგდება, მაგრამ “დინამოს” მოთამაშეებმა ბურთი ადვილად გამოიტანეს. ამ მომენტს მიკელ ალვარომ უპასუხა, ისევ და ისევ, შორეული დარტყმით, მაგრამ ჰამზიჩს ამ ბურთის ხელში დაჭერა არ გასჭირვებია.

28 წუთზე კაშიამ ითამაშა კიტეიშვილის წინააღმდეგ ცუდად. მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა. ლამის საჯარიმოს ხაზზე დანიშნული ჯარიმა ცინცაძემ შასრულა და ცოცხალ კედელს გაარტყა. სულ ცოტა ხნის შემდეგ, კი სარდალიშვილმა მუცელში მოარტყა ფეხი პაპუნაშვილს და ყვითელი ბარათიც მიიღო.

უხეში თამაშით “დინამოც” არ ჩამორჩა “ჩიხურას”. რენე ფერეირამ საჩხერელთა ფეხბურთელი წააქცია. განუგრავამ ჩააწოდა, თუმცა ბურთი კარს გადასცდა.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა საკუთარი კარის მშრალად შენახვას და მეტ-ნაკლებად – შეტევასაც. 52-ე წუთზე დეკანოიძემ დაარტყა ჯარიმა, მაგრამ  ამაოდ.

ცოტა ხანში დვალიშვილს მიუვიდა ფლანგზე ბურთი. მან მარტივად შეიგდო საჯარიმოში და მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.

74-ე წუთზე ყოფილ “ჩიხურელს”, ჯამბულ ჯიღაურს ჰქონდა მომენტი. საჯარიმოდან გამოვარდნილი მაღალი ბურთი, ტექნიკურად დაარტყა იმერელთა კარისკენ, თუმცა დინო ჰამზიჩმა უბადლოდ ითამაშა და ანგარიშის გახნსას ხელი შეუშალა. სულ მალე პაპუნაშვილმა ახლოდან დაურტყა “ჩიხურელთა” მეკარეს, თუმცა უცხოელ ლეგიონერს ბურთი ხელებში მიუვიდა.

“დინამო” უფრო გააქტიურდა. პაპუნაშვილმა 81-ეზე კუთხური მოაწოდა. დაახლოებით, 5-6 მეტრიდან ცინცაძემ თავით დაარტყა, თუმცა კარს მაღლიდან გადააცილა.

შეხვედრაში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და, საბოლოოდ, იგი უგოლო ფრით – 0-0 დასრულდა.

საჩხერის “ჩიხურა”: დინო ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი განუგრავა, მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი ივანიშვილი (ირაკლი ლექვთაძე 87 წთ.), ლაშა ჩიკვაიძე, თორნიკე გორგიაშვილი (გიორგი გაბედავა, 9 წთ.), დენის დობროვოლსკი, შოთა კაშია, გიორგი რეხვიაშვილი, ბესო დეკანოიძე (დიმიტრი ტატანაშვილი, 62 წთ.).

სათადარიგო შემადგენლობა: კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე მუმლაძე, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა, ირაკლი ლექვთაძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

თბილისის “დინამო”: ანტონ სკრიბე, უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მათე ცინცაძე, ვლადიმერ დვალიშვილი (ჯამბულ ჯიღაური 67 წთ.), გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი (ლაშა პარუნაშვილი, 90 წთ.), მათიას კურიე (ვახტანგ ჭანტურიშვილი, 56 წთ), მიკელ ალვარო, რენე ფერეირა, მატია შპიჩიჩი.

სათადარიგო შემადგენლობები: გიორგი ლომაია, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი თევზაძე, ბექა მიქელთაძე, ჯამბულ ჯიღაური, ზაზა თევზაძე.

მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი.

გაფრთხილებები: კაშია (34 წთ), სარდალიშვილი (35 წთ.), გაბედავა (85 წთ.), რენე (38 წთ.), ამისულაშვილი (42 წთ.).

 

 

ცინცაძე: “აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ!”

დღეს თბილისის “დინამო” სომხურ “ალაშკერტთან” “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართავს შეხვედრას. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით Fanebi.Com-თან ქართული კლუბის ნახევარმცველმა, მათე ცინცაძემ ისაუბრა.

“ფავორიტები ვართ და ეს სტატუსი უნდა გავამართლოთ. პირველ რიგში, აუცილებელია სახლის ფაქტორი გამოვიყენოთ. ჩვენ საკუთარ კედლებში უნდა ვიასპარეზოთ, რაც უპირატესობას გვანიჭებს. ასევე, გეტყვით, რომ  “დინამო არენაზე” მაქსიმალურად აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.”

“დინამო” დიდი ხანია ცდილობს წარმატების მიღწევას ევროტურნირებზე. ვერ ვიტყვი, რომ წელს გუნდი წინა წლებთან შედარებით რამით ძლიერი ან სუსტია. უბრალოდ, ჩვენ ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ, გავიდეთ მოედანზე და წარმატებისთვის ვიბრძოლოთ!” – განაცხადა მათე ცინცაძემ.

გუშინდელი დღის TOP 5 (ვიდეო)

Youtube-ში ფიბა-ს ოფიციალურმა გვერდმა ევრობასკეტზე, გუშინდელი დღის საუკეთესო ხუთი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ხუთეულში მეხუთე და პირველი პოზიციები ქართველი კალათბურთელების თამაშს უკავიათ.

მათე ცინცაძემ ბოლნისის “სიონს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

1 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-17 ტურში, ბოლნისის “სიონმა” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის “დინამო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე თბილისელთა ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ გახსნა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მეტოქის კარი დაახლოებით 40 მეტრიდან დალაშქრა.

ცინცაძემ ადრიატიკის ლიგა 13 ქულით და გამარჯვებით გახსნა

სეზონი გამარჯვებით გახსნა გიორგი ცინცაძის „სკოპიე აეროდრომმა“, რომელმაც ადრიატიკის ლიგის პირველ ტურში შინ ხორვატული „ზადარი“72:58 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი – 37:21 წუთი გაატარა. ცინცაძე მაკედონიურ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგიმ 13 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 4ჩაჭრა მიითვალაქართველმა გამთამაშებელმა 9-დან 3 ორქულიანი, 7-დან 2სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდობურთი 6-ჯერ დაკარგაერთხელდაუფარესამდენჯერვე დაჯარიმდამის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერდაირღვა.

სკოპიელთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს ცვეტკოვიჩი (16) და მარინკოვიჩიც (13)ასცდნენსათამაშო დრო კი ქართველ გამთამაშებელს ყველაზე მეტი ჰქონდა.ცინცაძის კლუბს ადრიატიკის ლიგაში მომდევნო მატჩი 12 ოქტომბერს ელის,როდესაც პოდგორიცაში ჩერნოგორიულ “ბუდუჩნოსტს” ესტუმრება.

gbf.ge

ცინცაძის 21 ქულა და გამარჯვება “ალ რიადთან”

გიორგი ცინცაძისა და ვლადან ვუკოსავლიევიჩის წინამძღოლობით „ჩემპვილმა“ ლიბანის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში „ალ რიადი“ დაამარცხა და საერთო ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

„ალ რიადიმა“ რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა და მეოთხედფინალურ სერიაშიც ფავორიტად მიიჩნევა. თუმცა რეგულარულში მე-8-ზე გასულმა „ჩემპვილმა“ ბოლომდე იბრძოლა და დაუფასდა კიდეც. ცინცაძის გუნდმა 9 ქულის სხვაობით – 75:66იმარჯვა.

ქართველმა გამთამაშებელმა მოედანზე 35 წუთი გაატარა და თავი 21 ქულას, 5 პასს, 2 მოხსნას და 1 ჩაჭრას მოუყარა. ცინცაძემ 7-დან 2 ორქულიანი, 8-დან 5 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო მაჩვენებელი მილოსავლიევიჩს ჰქონდა, რომელმაც 32 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდეა და გადამწყვეტ შეხვედრას 3 მაისს „ალ რიადი“, ბეირუთში უმასპინძლებს.

gbf.ge

ცინცაძის 23 ქულამ “ჩემპვილს” “ბიბლოსთან” ვერ უშველა

გიორგი ცინცაძის მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ლიბანის ჩემპიონატში. ქართველი კალათბურთელის „ჩემპვილი“ სტუმრად „ბიბლოსს“ შეხვდა და ცინცაძის შედეგიანი თამაშის მიუხედავად უიმედოდ დამარცხდა – 69:86.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 32 წუთი ითამაშა და თავისიანთაგან საუკეთესო იყო. ცინცაძემ 7-დან 5 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში მოგროვებულ 23 ქულასთან ერთად გიორგიმ 3 პასი, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. „ჩემპვილში“ 14-14 ქულა ჰქონდათ სერბ ვლადან ვუკოსავლიევიჩსა და ამერიკელ ფილიპ ტაბეტს.

5 მოგებითა და 10 მარცხით „ჩემპვილი“ 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა. 4 აპრილს ცინცაძის გუნდი ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფ „მუთაჰედს“ უმასპინძლებს.

ცინცაძის ორმაგი დუბლი და გამარჯვება “ჰუპსთან”

გიორგი ცინცაძის გუნდის მორიგი გამარჯვება ლიბანის ჩემპიონატში. წინა ტურში “ბეჯეჰის” ძლევის შემდეგ “ჩემპვილმა” ბოლოადგილოსან “ჰუპსს” უმასპინძლა და 88:79 დაამარცხა, რაშიც ცინცაძის წილი სოლიდურია.

ქართველმა გამთამაშებელმა ორმაგი დუბლი მოაგროვა. ცინცაძემ მოედანზე 39 წუთი გაატარა და 15 ქულა, 11 პასი, 5 მოხსნა და1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 10-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო შედეგი ჩემპვილელმა ვლადან ვუკოსავლიევიჩმა დააფიქსირა – 26 ქულა, 15 მოხსნა.

“ჩემპვილს” 5 მოგება და 9 მარცხი აქვს დაა ნალოგიური შედეგის მქონე “ტადამონთან” ცხრილში 7-8 ადგილებს იყოფს. 27 მარტს ცინცაძის გუნდი ცხრილის შუაში მყოფ “ბიბლუსს” ესტუმრება.

gbf.ge

ცინცაძის 40 წუთი და 15 ქულა “ჩემპვილის” მარცხიან მატჩში

 

გიორგი ცინცაძის გუნდმა ლიბანის ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა და მარცხი იწვნია. „ჩემპვილმა“ „ტადამონს“ უმასპინძლა და შეხვედრა75:85 დათმო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა აღნიშნული მატჩი შეუცვლელად ითამაშა. 40 წუთში ცინცაძემ 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი, 8-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მარგი ქმედების კოეფიციენტით გუნდში მხოლოდ სერბ ვლადან ვუკოსავლევიჩს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 39 წუთშ 30 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

„ჩემპვილს“ 10 მატჩიდან 7 წაგება აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 11 მარტს, „ჩემპვილი“ ცხრილში მეზობელ „ჰომენეტმს“ სტუმრად ეთამაშება.

gbf.ge

გიორგი ცინცაძე უკრაინული “დონეცკიდან” ლიბანურ “ჩემპვილში” გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე კარიერას ლიბანში გააგრძელებს. ქართველიუკანახაზელი მიმდინარე სეზონში უკრაინულ “დონეცკში” თამაშობდა და ბოლო მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.

მას გუნდის გამოცვლა სურდა და საწადელს მიაღწია კიდეც – ცინცაძემ კონტრაქტი ლიბანურ “ჩემპვილთან” გააფორმა, რომელშიც გასულ სეზონში ნიკა ცქიტიშვილი ასპარეზობდა. “ჩემპვილი” ლიბანის 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა 3 მოგებითა და 5 წაგებით.

gbf.ge

ცინცაძის “დონეცკს” უკრაინის თასი “ბუდიველნიკმა” დაათმობინა

გიორგი ცინცაძის “დონეცკი” უკრაინის თასის გათამაშების ფინალში დამარცხდა. დონეცკელებმა ტიტული უკრაინის მოქმედ ჩემპიონ კიევის “ბუდიველნიკთან” დათმეს. მატჩი კიევში გაიმართა და მასპინძლებმა “დონეცკი” 96:88 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა დონეცკელთა სასტარტო ხუთეულში, 28,39 წუთი ითამაშა. ცინცაძემ 6-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო და 1 სამქულიანი ჩააგდო. მთლიანობაში გიორგიმ 8 ქულა, 9 პასი, 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

ცინცაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი (20) დონეცკელთა შორის მეორე შედეგი იყო. საუკეთესო კი ბერნარდ კინგი (27) გახდა, რომელმაც 39 წუთში 26 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა.

gbf.ge