“ცხინვალი” შეკრების პირველ შეხვედრაში დამარცხდა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა “ცხინვალმა” პირველი ამხანაგური შეხვედრა პოლონურ “ლეჩნასთან” გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი ტომაშ ნოვაკი გახდა, რომელმაც მატჩის 55-ე წუთზე თავისი გუნდი ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ გოლის გატანის ანალოგიური შანსი ცხინვალელებსაც ჰქონდათ, თუმცა შინდაგორიძემ გატანა ვერ შეძლო.

ცხინვალი- ლეჩნა 0:1
გოლები : 0-1 ნოვაკი (55)
ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ჯიშკარიანი, ბურძენაძე, იმედაშვილი, ცაცკრიალაშვილი, შინდაგორიძე, ლექვთაძე, კაჭარავა.
ცხინვალი (II ტაიმში): ნანიევი, ქარდავა, რუხაძე, მარკოზაშვილი, ახვლედიანი, ბაჩიაშვილი, მახარობლიძე, მ.ჯიშკარიანი, გიორგაძე, არაბული.
მწვრთნელი :კახი კაჭარავა

კაჭარავა: „საქართველოში არსებულ პირობებზე საუბარი არც კი მსურს“

ცხინვალის „სპარტაკმა“, რომელმაც ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა და სეზონის მეორე ნახევრიდან „ცხინვალის“ სახელით ითამაშებს, საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველ წრეში მე-4 ადგილი დაიკავა. ამჟამად გუნდი პირველ ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება. Fanebi.com-ი ცხინვალელთა თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– საქართველოს ჩემპიონატში ახლა პაუზაა. მოგვიყევი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე

„ამჟამად თურქეთში შეკრებაზე ვართ და ოთხი საკონტროლო მატჩის ჩატარებას ვგეგმავთ“

– ნიკა, პირველ წრეში 2 გოლი გაიტანე, გუნდმა კი მისაღებ შედეგს მიაღწია. შეაფასე სეზონის პირველი ნახევარი

„მეტ-ნაკლებად წარმატებული წრე იყო. სამწუხაროდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ. იმედია, მეორე წრეს უკეთესად ჩავატარებთ“

ნიკა_კაჭარავა

– სატურნირო ცხრილი საკმაოდ მჭიდროა. ამჟამად პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩებით. რა მიზანი აქვს დასახული კლუბს? ფიქრობთ თუ არა ჩემპიონობაზე?

„რა თქმა უნდა, ჩემპიონობის ამბიცია გაგვაჩნია. მითუმეტეს, ზამთარში გავძლიერდით, თუმცა მთავარი მიზანი ევროთასებზე მოხვედრაა“.

– ჩემპიონატში კონკურენტებს შორის ყველაზე მეტად ვის გამოარჩევდი?

„საკმაოდ ბევრი გუნდია, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ყველა მეტოქეს ერთნაირად ვაფასებთ“

– ცოტა ხნის წინ კლუბმა სახელი და ლოგო შეიცვალა, ახლა მას „ცხინვალი“ ჰქვია. ამ გადაწყვეტილების მიღებისას კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს შეუთანხმდა თუ ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთა?

„სახელი დამოუკიდებლად შეიცვალა, მაგრამ ფეხბურთელების მხრიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა. პირიქით, ეს ქმედება ყველამ მოიწონა“

– ასაკის მიუხედავად, შენ უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც გაქვს, კერძოდ, ყაზანის „რუბინში“ ირიცხებოდი. საქართველოსთან შედარებით იქ რამდენად განსხვავებული სიტუაციაა?

„რა თქმა უნდა, საქართველოსთან შედარებით, იქ ბევრად მაღალი დონეა. განსხვავება იმდენად დიდია, რომ აქაურ პირობებზე საუბარი არც კი მსურს. თანაც, იქ ფეხბურთელებს უფრო აფასებენ“

Katcharava Rubin

– დაფასებაში კერძოდ რას გულისხმობ?

„მაგალითად, სტადიონზე ხალხის რაოდენობას. გარდა ამისა, იქ მედიის ყურადღებაც უფრო მეტია. თუ არ ვცდები, მიმდინარე სეზონში ჩვენი მატჩის რეპორტაჟი არც ყოფილა“

– რუბინის მატჩებს თვალყურს დღესაც ადევნებ?

„იშვიათად, მაგრამ, ვცდილობ, ვუყურო“

– კარიერის გაგრძელებას რომელ ქვეყანაში ისურვებდი? კონკრეტულად რომელი ქვეყნის თამაშის სტილი მოგწონს?

„ამაზე არ მიფიქრია. თავს სადაც საჭიროდ ვიგრძნობ, იქ ვითამაშებ“

– სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უცხოეთიდან წინადადება არ გქონია?

„ჯერ არა“

– ცოტახნის წინ გაირკვა, რომ საქართველო 2017 წელს 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს წარმატება ზოგადად ქართულ ფეხბურთს?

„რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. სხვას თავი რომ დავანებოდ, სტადიონებიც აშენდება, რაც დღეს საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს“

– საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში იყავი გამოძახებული. რა პერპექტივა აქვს ამ გუნდს და როგორ შეაფასებდი მის მომავალს? კონკრეტულად რომელიმე ფეხბურელს თუ აღნიშნადი?

„ახლა თამაში უკვე 94 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს უწევთ და ახალი გუნდიც შენდება. იმედიანად ვარ, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს ნაკრები ჯერ არ შეკრებულა, ვერავის გამოვარჩევ“

“ცხინვალი” თურქეთშია და პირველი მატჩისთვის ემზადება

საფეხბურთო კლუბი “ცხინვალი” მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა. კახა კაჭარავას გაკარგულებაში 26 მოთამაშეა:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე, სოსლან ნანიევი, სანდრო ბენდიანიშვილი;

მცველები: ლევან ჭაფოძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, დავით მაისაშვილი, გივი იოსელიანი, დავით იმედაშვილი, გიორგი ცერცვაძე, ნიკა ჯიშკარიანი, ბექა მუმლაძე, ანდრო გიორგაძე;

ნახევარმცველები: უჩა ბურძენაძე, ბიძინა მახარობლიძე, ლაშა შინდაგორიძე, გიორგი ივანიშვილი, ირაკლი ლექვთაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ბაქარ ქარდავა, რატი ცაცკრიალაშვილი, ნიკოლოზ ახვლედიანი, ბუბა რუხაძე, მიხეილ ჯიშკარიანი;

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა, ბაჩანა არაბული, დავით გელაშვილი.

პირველ ტესტ-მატჩს ცხინვალელები ხვალ, პოლონურ “ლეჩნასთან” გამართავენ.

 

“ცხინვალმა” “სიონს” სძლია

ბოლნისის “სიონი” და “ცხინავალი” მეორე წრისთვის მომზადებას აგრძელებენ. გუნდებმა სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ტესტ-მატჩი გამართეს, რომელიც ცხინვალელთა გამარჯვებით დასრულდა.

ანგარიში “ცხინვალმა” ცაცკრიალაშვილის გოლით გახსნა, თუმცა ბონისელებმა მალევე ჯინჭარაშვილის ძალისხმევით გაათანაბრეს. ცხინვალელებმა გადამწყვეტი გოლი მეორე ნახევარში გაიტანეს და მისი ავტორი მაკასარაშვილი გახდა. აღსანიშნავია, რომ “სიონმა” ამ შეხვედრაში ძირითადად გასინჯვაზე მყოფი ფეხბურთელებით ითამაშა.

ცხინვალის ”ცხინვალი” – პირველი ტაიმი : ნანიევი, ბაჩიაშვილი, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ნ.ჯიშკარიანი, ბურძენაძე, იმედაშვილი, მარკოზაშვილი, მუმლაძე, ცაცკრიალაშვილი, შინდაგორიძე
მეორე ტაიმი : ნადრიაძე, მთივლიშვილი, გიორგაძე, მაისაშვილი, ცერცვაძე, მალანია, მახარობლიძე, თავაძე, ინჯიბაშვილი, ახვლედიანი, მაკასარაშვილი

ბოლნისის ”სიონი – პირველი ტაიმი : მაღრაძე, ჯაფარიძე, ჯინჭარაშვილი გელა, ქურდაძე, გურაბანიძე, ბერიანიძე, სტეფანია, გიგილაძე, ოქროპირიძე, ჩაფიძე, ჯინჭარაშვილი ლაშა
მეორე ტაიმი : მაღრაძე, ჯაფარიძე, ჯინჭარაშვილი გელა, ხუმარაშვილი, გურეშიძე, ჩიფჩიური, ჯაყელი,ბერიანიძე, ცაბოლაშვილი, ქებურია, ოქროპირიძე.

გოლები : 1-0 ცაცკრიალაშვილი (25), 1-1 ჯინჭარაშვილი გელა (38), 2-1 მაკასარაშვილი, (87).

“ცხინვალმა” ახალი ლოგო წარადგინა (ფოტო)

როგორც უკვე იცით ცხინვალის “სპარტაკი” მეორე წრეში ცხინვალის “ცხინვალის” სახელით იასპარეზებს. აღნიშნული გადწყვეტილების შესახებ კლუბის პრესსამსახურმა განცხადება გუშინ გააკეთა.

დღეს კი “ცხინვალიდან” კიდევ ერთი ახალი ამბავი გამოვიდა. ახალ სახელთან ერთად კლუბს ახალი ლოგოც ექნება. ლოგოზე უცვლელად დარჩება ავაზა, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილმა XVIII-ე საუკუნეში ოსეთის სამთავროს მიანიჭა. ავაზა და ბურთი საქართველოს დროშის ფონზე – ასეთია ახალი გერბი.

10900235_1540016839615991_1032629890212912733_o

მარკოზაშვილი “ცხინვალში” ითამაშებს

ქუთაისის “ტორპედოს” მცველი, თეიმურაზ მარკოზაშვილი კარიერას “ცხინვალში” გააგრძელებს. 20 წლის მცველი ფეხბურთელი ქუთაისურ კლუბში 2012 წლიდან ირიცხება, გასულ სეზონში კი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა.

მარკოზაშვილთან ერთად “ცხინავლის” ღირსებას მეორე წრეში “გაგრადან” იჯარის წესით დამატებული რატი ცაცკრიალაშვილი და ბაქარ ქარდავა დაიცავენ.

პირველი წრის შემდეგ გუნდი 6 ფეხბურთელს დაემშვიდობა. “ცხინვალი” მაქაცარიამ, ქემოკლიძემ, სეფიაშვილმა, თექთურმანიძემ, გიგაურმა და იოსელიანმა დატოვეს.

”დინამოს” გამარჯვება და ”ტორპედო” – ”ზესტაფონის” უხვგოლიანი ფრე

დასრულა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIII ტურის კიდევ ორი შეხვედრა. თბილისის ”დინამომ” სტურმრად ზუგდიდელების დამარცხება შესძლო და კიდევ ერთი 3 ქულა მოიპოვა. თამაში დაძაბული გამოდგა, მაგრამ კახა გოგიჩაიშვილის შეგირდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

”ზუგდიდი ” თბილისი ”დინამო” 1-2 
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი 70’  0:2 ჩისკო 88’  1:2 ლომაია 90’ 

უხვგოლიანი გამოდგა თამაში ქუთაისში. თამაში გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი გოლი მატჩშის მე-6 წუთზე გავიდა. გოლის ავტორი კი ”ზესტაფონელთა” მხრიდან მიშიკო სარდალიშვილი გახდა. ამ გოლის შემდეგ სიტუაცია რამდენიმეჯერ შეცვალა. საბოლოო შედეგი თამაში კი ფრე დაფიქსრდა 3-3.

”ტორპედო” ქუთაისი 3-3
0:1 მიშიკო სარდალიშვილი 6′, 1-1 ოლეგ მამასახლისი 22′,  1:2 გიორგი ილურიძე 26′, 2:2 ოლეგ მამასახლისი 35′, 2:3 ჯაბა დვალი 37′, 3:3 ოთარ კვერნაძე 63′.

ასევე გთავაზობთ მე-13 ტურის სხვა შედეგებსაც.
”გურია” 2-2 ”ჩიხურა”. 
გოლები 0-1  კორიფაძე 16′, 1-1 მეგრელიშვილი 53′,1-2 მეგრელიშვილი 80′, 2-2 ჭელიძე 90′

ცხინვალი 1-0 შუქურა
გოლი : 1-0 შინდაგორიძე 36′

 

საფეხბურთო მატჩი საქართველოს სამთავრობო გუნდსა და ცხინვალის “ლიახვს” შორის

დღეს, გორის ცენტრალურ სტადიონზე ცხინვალის “ლიახვსა” და “თბილისს” შორის ამხანაგური მატჩი შედგა. “ლიახვი”, რომელიც ძირითადად ეთნიკურად ოსი სპორტსმენებით არის დაკომპლექტებული, მთავრობის წევრებისა და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს შეხვდა. “თბილისის” კაპიტანი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ, რომელიც თავდასხმის ხაზში მოქმედებდა და მატჩში 3 გოლიც გაიტანა. მეორე ტაიმში პრემიერი “ლიახვის” შემადგენლობაში გადავიდა. “თბილისის” კარს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იცავდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კახა კალაძემ, ლევან ყიფიანმა, ლევან კობიაშვილმა, გიორგი დემეტრაძემ, ლევან ცქიტიშვილმა, გიორგი ქინქლაძემ, ალექსანდრე იაშვილმა, ლაშა სალუქვაძემ, ალექსანდრე ამისულაშვილმა, კახა ცხადაძემ, დავით მუჯირმა და სხვებმა. ტაიმები 30-30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა.

“ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ ოსებსა და ქართველებს შორის ნდობა აღდგეს, ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რაც მოხდა წლების წინათ, ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ჩვენმა ქვეყანამ გადადგა ნაბიჯი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებისკენ. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საფეხბურთო კლუბი ცხინვალის “ლიახვი”, რომლის შემადგენლობაშიც თამაშობენ ქართველი და ცხინვალიდან გამოსული ოსი ფეხბურთელები. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება და ჩვენ ერთობლივი ძალებით წარმატებას მივაღწევთ”, – აღნიშნა “ლიახვის” დირექტორმა სოსო რომელაშვლმა.

ცხინვალის “ლიახვი” საქართველოს მეორე ლიგაში ასპარეზობს და 4 ჩატარებული მატჩიდან ოთხივე გამარჯვებით დაასრულა.

TBILISI - LIAKHVITBILISI - LIAKHVI0TBILISI - LIAKHVI1 TBILISI - LIAKHVI2TBILISI - LIAKHVI3TBILISI - LIAKHVI4TBILISI - LIAKHVI5TBILISI - LIAKHVI6

 ფოტოები: Kakha Kaladze კახა კალაძე

მერანი 2-1 სპარტაკი

მარტვილის “მერანმა” საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში ცხინვალის “სპარტაკს” სამტრედიაში უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა.

მერანი 2-1 სპარტაკი

მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ქარქუზაშვილი, ფარულავა, ხუბუა, ლობჟანიძე, შულაია (მელიავა 55′), ბაბუნაშვილი, მელქაძე, ფონიავა (კვანტალიანი 68′), კუჭუხიძე (კრისი 89′).

სპარტაკი: ნადირაძე, შონია, მგელაძე, ვ.კილასონია, კ.ხიზანეიშვილი, კვეკვესკირი, თუხარელი (ქემუხტაშვილი 79′), ჩაფიძე (ქურდაძე 59′), ბურძენაძე, თეთქურმანიძე (ფანცხავა 58′), მეტრეველი.

გოლები: შულაია 45+1 (1-0), ფონიავა 53 (2-0), ფონიავა 63 ს.კ (2-1).