“რომას” ლეგენდარულმა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ, ჩემპიონთა ლიგისა და სერია ა-ს საწყისი ტურები შეაფასა.
“იუვენტუსი” – ჩემპიონია, ისინი არ ყიდიან საკუთარ ვარსკვლავებს, არამედ იმატებენ მათ. გასულ სეზონში ჩვენ იტალიაშე მეორე ადგილზე გავედით “იუვენტუსის” შემდეგ, იმ სეზონშივე დავამტკიცეთ რომ შეგვიძლია მიზნისთვის ბრძოლა, ამ სეზონსა და გასულ სეზონებს შორის დიდი სხვაობაა. ახლა კი აუცილებელია აღმოვფქვრათ ის შეცდომები რაც წარსულში გვქონდა. იტალიაში მესამე გუნდი ? ვფიქრობ “ინტერი.”
“სეზონი შესანიშნავად დავიწყეთ. ჩვენ მოთამაშეების დიდი ჯგუფი გვყავს, გუნდში კონკურენციაა, რაც წარმატების საწინდარია. ამ სეზონში ჩვენი მიზნები სერია ა-ს, ჩემპიონთა ლიგისა და იტალიის თასის მოგება იქნება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.”
“ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყოველთვის საინტერესოა. ჩვენ შესანიშნავად დავიწყეთ ამ ტურნირზე ასპარეზობა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი პირველ მატჩში 5 გოლს ჩვენი გუნდიდან, იმ გუნდის წინააღმდეგ რომელიც რუსეთის ჩემპიონია. ტურნირის ფავორიტები ალბათ, “რეალი” და “ჩელსი” არიან, მაგრამ ჩვენ შეუშლით მათ ხელს” – განაცხადა ტოტიმ.