სფფ-ში უმაღლესი ლიგის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა

28 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი ლიგის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს წითელი და თეთრი ჯგუფის ლიდერები „სამტრედია“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან.
ფინალების პირველ შეხვედრას, 3 დეკემბერს სამტრედია უმასპინძლებს. განმეორებითი მატჩი კი, 11 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დღესვე გაირკვა, რომ 10 დეკემბერს გასამართ ბრინჯაოს ფინალს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

წყარო: Gff.Ge

“დილამ” “კოლხეთი” დაამარცხა: მეგრელები ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად ვეღარ იბრძოლებენ

დღეს უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთი” მიიღო. დაპირისპირებაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. მე-17 წუთზე კაპანაძემ მოახერხა “დილას” წინ გაყვანა. საბოლოოდ, ქართლელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

საგულისხმოა: “დილას” ამ მატჩში რა შედეგიც არ უნდა დაეფიქსირებინა, მაინც მე-5 ადგილზე დარჩებოდა. ასე, რომ ამ გამარჯვებით გორელებისთვის არაფერი შეცვლილა და ისინი პლეი-ოფში იასპარეზებენ და იქ იბრძოლებენ უმაღეს ლიგაში დასარჩენად. რაც შეეხება “კოლხეთს”, ამ კლუბის უშუალო მეტოქემ – “საბურთალომ” ბათუმის “დინამოს” მოუგო და, შესაბამისად, მეგრელებს მხოლოდ სამი ქულა უნდოდათ, რათა პლეი-ოფში გასულიყვნენ და ევროპის ლიგაზე მოსახვედრად ებრძოლათ. თუმცა, როგორც ვთქვით, ისინი დამარცხდნენ და მე-4 ადგილს დასჯერდნენ. ევროპის ლიგისთვის კი “საბურთალო” იბრძოლებს.

“საბურთალომ” ბათუმის “დინამო” დაამარცხა: ორივე გუნდი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე მოსახვედრად იბრძოლებს

დღეს უმაღლლესი ლიგის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” თბილისის “საბურთალო” მიიღო. დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და, საბოლოოდ, სტუმრების მიერ ერთი გატანილი გოლით დასრულდა – 67-ე წუთზე სანტიაგო ხარამ შეძლო “საბურთალოს” დაწინაურება. თბილისლებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.

ამ წარმატების შემდეგ “საბურთალომ” 19 ქულა დააგროვა და წითელი ჯგუფის მესამე ადგილზე აღზევდა. “დინამომ” კი მეორე პოზიცია შეინარჩუნა. შესაბამისად, 30 ნოემბერსა და 4 დეკემბერს გასამართ პლეი-ოფებში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად ორივე კლუბი იბრძოლებს.

“ცხინვალი” უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა

დღეს უმაღლესი ლიგის ბოლო – მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.

თეთრ ჯგუფში საჩხერის “ჩიხურამ” “ცხინვალი” “დინამო არენაზე” მიიღო. ამ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სტუმრებისთვის, რადგან ისინი მხოლოდ მოგების შემთხვევაში დარჩებოდნენ უმაღლეს ლიგაში.

შეხვედრა საჩხერლების უპირატესობით წარიმართა. ისინი თავიდან სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ. პირველი მათგანი “ჩიხურას” მოთამაშემ, გიორგი გაბედავამ 29-ე წუთზე შეაგდო. ტატანაშვილმა კი 62-ე და 67-ე წუთებზე მოახერხა დუბლის შესრულება. 68-ე წუთზე მაქაცარიამ შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა. წერტილი 90-ე წუთზე კიდევ ერთი გატანილი გოლით საჩხერლებმა დასვეს. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 4-1 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ საჩხერლებმა 29 ქულა დააგროვეს. ხოლო, “ცხინვალმა” კი ვერ შეძლო “გურიასთვის” გადასწრება და გათამაშება მე-7 ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, ეს გუნდი ამიერიდან პირველ ლიგაში იასპარეზებს.

უმაღლესი ლიგა: მე-14 ტურის პრევიუ

26 ნოემბერს უმაღლესი ლიგის ბოლო – მე-14 ტურის მატჩები გაიმართება.

Fanebi.Com-ი ნახსენები ტურის პრევიუს გთავაზობთ.

“ტორპედო”  – “დინამო” (თბილისი)

ცენტრალური მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება: „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩში თბილისის „დინამოს“ ვერ დაეხმარებიან ნახევარმცველი, გიორგი პაპუნაშვილი და მცველი, რენე ფერეირა. საფეხბურთო დავების განმხილველმა ტრიბუნალმა სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელებს რენე ფერეირასა და გიორგი პაპუნაშვილს შეუნარჩუნდათ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და თბილისის „დინამოს“ მომდევნო ორ შეხვედრას გამოტოვებენ.

“ლოკომოტივი” – “შუქურა”

უკანასკნელი ტურის ერთ-ერთ მატჩი თბილისში შედგება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივი“ ქობულეთის „შუქურას“ მიიღებს. ამ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თბილისელები 14 ქულით მეოთხე ადგილზე არიან, ქობულეთელები კი, 11-ით მეხუთეზე.

“დილა” – “კოლხეთი”

 გორის „დილა“ საკუთარ მოედანზე ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს. გორელები უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, ფოთელები კი, ევრო-ზონაში მოსახვედრად. „დილა“ 14 ქულით მეხუთე ადგილზეა, „კოლხეთი“ კი 18 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. ერთი სიტყვით, ამ შეხვედრაში დიდი ინტრიგა დევს.

“დინამო” (ბთ) – “საბურთალო”

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც წითელ ჯგუფში გაიმართება, ბათუმის “დინამოსა” და თბილისის “საბურთალოს” დაპირისპირებაა. ორივე კლუბი იბრძვის ევროტურნირებზე მოსახვედრად. აქედან გამოდინარე, საკმაოდ დაძაბული მატჩი უნდა გამოვიდეს.

“ჩიხურა” – “ცხინვალი”

ბოლოს კი ვახსენოთ ის მატჩები, რომლებშიც ორი ჯგუფის ორი გამარჯვებული იასპარეზებს. პირველ მათგანში “ჩიხურა” “ცხინვალს” დაუპირისპირდება. იმერლებისთვის ყველაფერი გარკვეულია, თუმცა “ცხინვალისთვის” ეს  შეხვედრა გადამწყვეტი იქნება. საქმე იმაშია, რომ კაჭარავას შეგირდები ამჟამად მე-7 ადგილზე იმყოფებიან. ისინი “გურიას” ორი ქულით ჩამორჩებიან; გურულებმა უკვე 12-ივე მატჩი ჩაატარეს. შესაბამისად, მოგების შემთხვევაში, “ცხინვალი” ბოლოს წინა ადგილზე გადავა, ხოლო “გურია” კი უმაღლეს ლიგას დატოვებს.

“სამტრედია” – “ზუგდიდი”

ამ გუნდების შეხვედრა კი თავიდან ბოლომდე ფორმალობა იქნება. “სამტრედიამ” უკვე გაინაღდა საჩემპიონო პლეი-ოფში თამაში, ხოლო მათმა მეტოქემ წინა ტურში ოფიციალურად დატოვა უმაღლესი ლიგა.

საქართველო თასის ფინალი: წინასამატჩო ვარჯიშები

21 ნოემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი მონაწილე გუნდებმა მატჩისწინა ვარჯიშები გამართეს.
მარტვილის „მერანმა“ 14:00 საათზე საკუთარ, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. პირველლიგელთა რიგებში საბრძოლო განწყობაა და გუნდი კლუბის ისტორიაში პირველი ტიტულის მოსაგებად ემზადება. მარტვილელებს მნიშვნელოვან მატჩში ტრავმის გამო ივანე ხაბელაშვილი ვერ დაეხმარებათ, ვაჟა ლომაშვილს კი, პირველი ლიგის გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია აქვს.
ქუთაისის „ტორპედომ“ 17:00 საათზე ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. გუნდში მეტოქის მსგავსად საბრძოლო განწყობაა. იმერლებს უკვე 15 წელი ტიტული არ მოუპოვებიათ. ეს კი, რა თქმა უნდა, მათთვის დამატებითი მოტივაციაა. ტორპედოელთა რიგებში დანაკლისი არაა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოებული მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
გულშემატკივართა საყურადღებოდ: მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 22 ნოემბერს, 10:00 საათზე ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყო: ბილეთების ფასი 2 და 3 ლარია. სტადიონი 4000-მდე გულშემატკივარს იტვევს. ფინალში მონაწილე კლუბების გულშემატკივარებს კი, საჩუქრად 500-500 ბილეთი გადაეცათ.

წყარო: Gff.Ge

უმაღლესი ლიგა: ბათუმის “დინამომ” ბოლნისის “სიონი” გაანადგურა

დღეს უმაღლესი ლიგის მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა.

წითელ ჯგუფში ერთმანეთს ბოლნისის “სიონი” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდნენ.

მატჩი აჭარლების უპირატესობით დაიწყო. ანგარიშის გახსნა მათმა ფეხბურთელმა, ელგუჯა ლობჯანიძემ მოახერხა პირველი ტაიმის მიწურულს – 41-ე წუთზე.

მეორე ნახევარში ამ ფეხბურთელმა კიდევ ორი გოლი გაუტანა მეტოქეს, შესაბამისად, 65-ე და 76-ე წუთზებზე. შეხვედრაში სხვა აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, “დინამომ”, ანგარიშით, 3:0 მოიგო.

13 ტურის შემდეგ “სიონი” 11 ქულით ბოლოს წინა ადგილზეა. ბათუმურ კლუბს კი 20 ქულ აქვს და მეორე ადგილზეა.

უმაღლესი ლიგის XIII ტური: პრევიუ

18, 19 და 20 ნოემბერს უმაღლესი ლიგის წითელი და მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული მატჩების პრევიუს.

 

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე „ცხინვალსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის გაიმართება. სტუმრებს 12 ქულა აქვთ და მეოთხე პოზიციაზე არიან, “ცხინვალს” კი, 9 ქულა აქვს და თეთრ ჯგუფში ბოლო, მეშვიდე ადგილს იკავებს.

“დინამო არენაზე” ერთმანეთს “დინამო” და “ლოკომოტივი” დაუპირისპირდებიან. “დინამოელები” თეთრ ჯგუფში 17 ქულით მეორე ადგილზე არიან, “ლოკომოტივი” კი, 14 ქულით – მესამეზე. პირველ წრეში ამ გუნდებს შორის „მიხეილ მესხზე“ უგოლო ფრით დასრულდა.

მეცამეტე ტურში ბოლნისის „სიონი“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონის მინდვრის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე გაიმართება. მატჩს სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს, „სიონი“ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ბათუმის „დინამო“ კი ევრო-ზონაში მოსახვედრად.

„მიხეილ მესხის” ცენტრალურ მოედანზე შედგება თბილისის „საბურთალოსა“ და „ზუგდიდის” დაპირსპირება. როგორც ეს შეხვედრა, ასევე წინა მატჩიც 19 ნოემბრის ნაცვლად 20 ნოემბერს გაიმართება, მესხის სახელობის სტადიონზე დაგეგმილი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ტესტ-მატჩის გამო.

მეცამეტე ტურის ერთ-ერთ შეხვედრაში “სამტრედია” “დილას” მიიღებს. შეგახსენებთ, რომ იმერლები უკვე გახდნენ წითელი ჯგუფის გამარჯვებულები.

თეთრი ჯგუფის ჩემპიონი “ჩიხურა” “გურიას” დაუპირისპირდება.

უმაღლესი ლიგის XII ტური: პრევიუ

დღეს და ხვალ უმაღლესი ლიგის XII ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული მატჩების პრევიუს.

“დილა” – “საბურთალო”

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე გორის “დილა” თბილისურ “საბურთალოს” მიიღებს. მასპინძელთათვის წინა ტური წარუმატებელი გამოდგა. გორელები ბოლნისში “სიონთან”, ანგარიშით, 0-2 დამარცხდნენ. რის შემდეგაც, “დილა” 10 ქულით მე-5 ადგილზეა. “საბურთალომ” კი ფოთის “კოლხეთი” გაანადგურა (6:1), “დილას” 2 ქულით გაუსწრო და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ორივე გუნდს სამეულში მოხვედრის თეორიული შანსები აქვს. შესაბამისად, ამ თამაშშიც უშეღავათო ბრძოლა უნდა ვიხილოთ.

“კოლხეთი” – “სამტრედია”

წითელი ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი იმავე დღესა და საათზე პირველ და მეორე ადგილზე მყოფ “სამტრედიასა” და “კოლხეთს” შორის გაიმართება. ამ უკანასნელმა წარმატებული სერია, როგორც ვთქვით, მე-11 ტურში “საბურთალოსთან” გამანადგურებელი ანგარიშით წაგებით დაასრულა. რაც შეეხება “სამტრედიას”, იმერლებმა წინა ტურში დაისვენეს, თუმცა პირველი ადგილის წარმთმევა, ჯერჯერობით, მათთვის ვერავინ შეძლო. საინტერესოა, რა შედეგი დაფიქსირდება წითელი ჯგუფის ლიდერების შეხვედრაში.

“ლოკომოტივი” – “ცხინვალი”

გადავიდეთ კვირის შეხვედრებზე. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე თეთრი ჯგუფის მატჩი აიღებს სტარტს: ადგილობრივი “ლოკომოტივი” “ცხინვალს” დაუპირისპირდება. მასპინძლები წინა ტურში გასვლაზე “გურიასთან”, ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ. მათ 11 ქულა აქვთ და მესამე პოზიციაზე არიან. “ცხინვალი” კი საშინელ დღეშია. ბოლოს ამ გუნდმა პირველ ოქტომბერს მოიგო მატჩი უმაღლეს ლიგაში. იმის შემდეგ ორი ფრე ითამაშა და ახლა 9 ქულით მე-7 ადგილზეა. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა “ლოკომოტივი” წინ სვლას და შეძლებს თუ არა “ცხინვალი” გასავარდნი ზონიდან ამოსვლას.

“შუქურა” – “დინამო” (თბ)

თეთრ ჯგუფში 14:00 საათზე “ჩელე არენაზე” ქობულეთის “შუქურა” საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, თბილისის “დინამოს” მიიღებს. ამ უკანასკნელმა წინა ტურში ჯგუფში ჩემპიონობის ყველანაირი შანსი დაკარგად. შესაბამისად, დედაქალაქელები მეორე პოზიციაზე იმყოფებიან და სწორედ ამ სიტუაციის შენარჩუნებას ეცდებიან. რაც შეეხება “შუქურას”, ქობულეთის გუნდმა უგოლო ფრე ითამაშა “ცხინვალთან”. აჭარლები 11 ქულით მე-4 ადგილზე არიან და სამეულში შესვლის რეალური შანსი აქვთ.

“ზუგდიდი” – “სიონი”

სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე წითელი ჯგუფის მატჩში “ზუგდიდი” “სიონს” მიიღებს. მეგრელები წინა ტურში ბათუმის “დინამოსთან” განადგურდნენ (5:0). ეს გუნდი ყველაზე სუსტად გამოიყურება ამ ჯგუფში და 6 ქულით მე-7 ადგილსაც იკავებს. “სიონი” კი ერთი საფეხურით მაღლაა და “დილას” წარუმატებლობის შემთხვევაში შეუძლია, მე-5 ადგილზეც გადაინაცვლოს.

“ტორპედო” – “გურია”

ერთადერთი მატჩი, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, თეთრი ჯგუფის შეხვედრაა: “ტორპედო” “გურიას” წინააღდმეგ. მასპინძლებმა ოთხშაბათს ყიფიანის თასზე თბილისის “დინამოს” სძლიეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. ისინი კარგ ხასიათზე არიან და შეეცდებიან, არც ისე ძლიერ მეტოქესთან წარმატებას მიაღწიონ და ცხრილში სიტუაცია გაიუმჯობესონ. რაც შეეხება “გურიას”, ეს გუნდი 11 ქულით მეხუთე ადგილზეა და სამეულში მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები იმერეთში.

პრევიუ: უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტური

29 და 30 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanbei.Com-ი გთავაზობთ საქართველოს ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის პრევიუს!

“გურია” – “ლოკომოტივი”

28 ოქტომბერს, 15:00 საათზე ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი “გურია” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება. გურულებმა წინა შეხვედრა “შუქურასთან” სტუმრად, ანგარიშით, 1-3 დათმეს. ამ გუნდს 8 ქულა აქვს და თეთრი ჯგუფის ბოლო ადგილზეა. შესაბამისად, ლანჩხუთური კლუბი ყველა ქულისთვის იბრძვის. რაც შეეხება “ლოკომოტივს”, “ჩიხურასთან” საკუთარ მოედანზე წაგებული მატჩის შემდეგ (1-4), თბილსლებმა ესპანელი მწვრთნელი, ჟერარდ სარაგოსა მულეტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ადგილზე გიორგი დევდარიანი მოვიდა. “ლოკომოტივი” 11 ქულით მესამე ადგილზეა. ვნახოთ, რას იზამს ეს გუნდი ახალი მწვრთნელის ხელში.

“ჩიხურა” – “ტორპედო”

კიდევ ერთი შეხვერდა, რომელიც იმავე ჯგუფში და დროზე გაიმართება, საჩხერის “ჩიხურასა” და ქუთაისის “ტორპედოს” დაპირისპირებაა. ეს მატჩი გორის “დილას” სტადიონზე შედგება, რადგან “ივანწმინდა არენას” საფარის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჩხერლებმა წინა ტურში “ლოკომოტივს” მოუგეს და თეთრი ჯგუფის უპირობო ლიდერები არიან. რაც შეეხება “ტორპედოს”, ამ გუნდმა წინა ტურში შეისვენა. იგი 9 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

“საბურთალო” – “კოლხეთი”

წითელ ჯგუფში, მიეხილ მესხი 2-ზე “საბურთალო” ფოთის “კოლხეთს მიიღებს. მატჩი 17:00 საათზე აიღებს სტარტს. თბილსებმა წინა ტურში “სამტრედიასთან” სტუმრად წააგეს (0:3) და 9 ქულით მეხუთე ადგილზე არიან. სხვა სიტუაციაშია მეგრული კლუბი, რომელიც 18 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. ფოთელებმა წინა ტურში მინიმალური ანგარიშით “სიონი” დაამარცხეს. ეს გუნდი ლიდერ “სამტრედიას” მოხლოდ 3 ქულით ჩამორჩება და პირველი ადგილის დაკავების რეალური შანსი აქვს.

“ცხინვალი” – “შუქურა”

გადავიდეთ კვირას გასამართ მატჩებზე. მიხეილ მესხი 2-ზე “ცხინვალი” 15:00 საათზე ქობულეთის “შუქურას” მიიღებს. მასპინძელმა გუნდმა წინა ტურში თბილისის “დინამოსთან” სტუმრად ითამაშეს და უგოლო ფრე გააგორეს. “ცხინვალი” 8 ქულით მეექვსეზეა. “შუქურამ” წინა ტურში “გურიას” მოუგო (3-1) და 10 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

“სიონი” – “დილა”

ბოლნისში, 15:00 საათზე თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე “სიონი” გორის “დილას” მიიღებს. მეათე ტურში “სიონმა” “კოლხეთთან” წააგო. მას 5 ქულა აქვს და წითელი ჯგუფის უკანასკნელ ადგილზეა. გორულმა გუნდმა კი წინა ტურში 0:0 ითამაშა. ამ კლუბს 10 ქულა აქვს ცხრილის მეოთხე საფეხურზეა.

“დინამო” (ბთ) – “ზუგდიდი”

“ჩელე არენაზე”, 15:00 საათზე ბათუმის “დინამო” “ზუგდიდს” მიიღებს. ბათუმლებმა, როგორც ვთქვით, ფრე ითამაშეს “დილასთან. ამ გუნდს 14 ქულა აქვს და მესამეზეა. რაც შეეხბეა “ზუგდიდს”, მეგრელებმა შეისვენეს.

 

 

“ჩიხურამ” “ლოკომოტივს” სამბურთიანი სხვაობით თბილისში მოუგო!

დღეს უმაღლესი ლიგის მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა.

თეთრ ჯგუფში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს “ლოკომოტივი” და საჩხერის “ჩიხურა” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. გუნდები თავიდანვე ცდილობდნენ გატანას. ერთ-ერთი რეალური მომენტი 21-ე წუთზე შეიქმნა. “ჩიხურელთა” 22-ე ნომერი, ირაკლი ლექვთაძე მარჯვენა ფლანგზე შეიჭრა, ბურთი ლობჟანიძეს მიუვიდა, რომელიც მეტოქემ მოიგერია; ბურთი გამოვარდა, სტუმრებმა კიდევ ერთი დარტყმა განაცახორციელეს, რომლის შედეგად გასროლილი ბურთი უკვე კარში წაქცეულ ლობჟანიძეს მოხვდა.

ამის შემდეგ მთელი სადავეები “ჩიხურამ” ჩაიგდო ხელთ. “ლოკომოტივი” შეტევას ვერ ახერხებდა. 29-ე წუთზე სტუმართა მარჯვენა მცველი, გრიგალაშვილი ფლანგზე გაიჭრა, შევიდა საჯარიმოში, გორგიაშვილს გამოზომილი, დაბალი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა და ანგარიში გახსნა.

ცოტა ხნის შემდეგ, უკვე მარცხენა მცველი, ლაშა ჩიკვაიძე გაიჭრა ფლანგზე და ისევ გორგიაშვილს გადასცა ბურთი, 39-ე ნომერმა დაახლოებით იმავე სტილში სცადა გატანა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.

34- წუთზე “ჩიხურას” ცენტრალურმა მცველმა, შოთა კაშიამ შორეული გადაცემა გაუკეთა ირაკლი ლეკვთაძეს, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა სიღრმისკენ და მარალი ბური გაუშვა კარისკენ, თუმცა მან მიზანს ძალიან ააცილა.

დრო მოვიდა “ლოკომოტივიც” გააქტიურებულიყო. თუმცა 1-2 შორეული და უზუსტო დარტყმის გარდა, გუნდი არაფრით გამორჩეულა პირველ ტაიმში.

მეორე ნახევარში “ლოკომოტივმა” დაიჭირა ბურთი, თუმცა მომენტი მაინც “ჩიხურამ” შექმნა. 51-ე წუთზე საჯარიმოში, კარისკენ ზურგით მყოფმა საჩხერელმა – ტატანაშვილმა მიიღო ბურთი, რომელიც გორგიაშვილს დაუგორა. ამ უკანასკნელმა დუბლის გაფორმება სცადა, თუმცა თევდორაძემ მისგან მარჯვენა კუთხეში დარტყმული ბურთი ადვილად დაიჭირა ხელში.

59-ე წუთზე ლობჟანიძემ გააკეთა დრიბლინგი და შეეცადა შრეული დარტყმით “ლოკომოტივის” კარის აღებას, თუმცა თევდორაძე ამ შემტხვევაშიც ზუსტი იყო.

ზუსტად 1 წუთში ლობჟანიძემ ბურთი გაათამაშა ჯარიმიდან, რეხვიაშვილმა თავით ჩააგდო საჯარიმოში ბურთი, თუმცა მეტოქემ უხეშად მოიგერია; ამის შემდეგ გორგიაშვილმა სცადა შორეულ ცხრიანში ბურთის გაშვება, თუმცა თევდორაძემ ბურთი მოიგერია.

64-ე წუთზე განუგორვემ საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით აიღო თბილსელთა კარი – 0:2.

სულ მალე ზარანდია შეიჭრა მარჯვენა ფლანგიდან, ერთი მეტოქე მოატყუა, თუმცა “ჩიხურას” დაცვის ბურჯმა, გორგი რეხვიაშვილმა ვარდნაში ბურთი კუთხურზე გადააგდო; ამ სტანდარტს არაფერი მოჰყოლია.

76-ე წუთზე “ლოკომოტივის” კაპიტანმა, ხიდეშელმა ბურთი ვაწაძეს დაუგროა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ახლოდან ჰამზიჩს გაუტანა და სხვაობა ერთამდე შეამცირა.

84-ე წუთზე ლობჟანიძე შეიჭრა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში, ჩააწოდა, ბურთი ცუდად მოიგერია კაპიტანმა – ხიდეშელმა, რასაც მეკარიდან მარჯვენა კუთხეში გასული გოლი მოჰყვა – 1-3.

სულ ცოტა ხანში გრიგალაშვილის წაქცევის გამო, “ლოკომოტივის” კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც საბა ლობჟანიძემ პანნეკას სტილში შეასრულა – 1-4.

საბოლოოდ, სწორედ ამ ანგარიშით მოიგეს იმერლებმა და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნეს.

“ლოკომოტივი”: თევდორაძე, ფოფხაძე, გეთიაშვილი, კლიმიაშვილი, ჩაგელიშვილი, დიასამიძე (ვაწაძე), ხიდეშელი, ქიქავა, გაბაძე, ზარანდია, უბილავა (კიკაბიძე).

“ჩიხურა”: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, განუგრავა, ლობჟანიძე (დეკანოიძე), ტატანაშვილი, ლექვთაძე (კორიფაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, გორგიაშვილი (კაკუბავა), რეხვიაშვილი.

 

უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფი: “კოლხეთმა” და “სამტრედიამ” სტუმრად მოიგეს

დღეს უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართა.

“დინამო” (ბთ) – “კოლხეთი”

ბათუმის “დინამომ” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა ფოთური კლუბის ფეხბურთელმა, ვოლოდიმირ კორობკამ მოახერხა.

საბოლოოდ, მეგრელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

გამარჯვების შემდეგ “კოლხეთს” 15 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. რაც შეეხება “დინამოს”, იგი 13 ქულით მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.

“სიონი” – “სამტრედია”

ჯგუფის ლიდერი, “სამტრედია” სტუმრად “სიონს” დაუპირისპირდა შეხვედრა იმერლების უპირატესობით წარიმართა. სწორედ მათ 35-ე წუთზე გახსნეს ანგარიში – ეს რაჟამაშვილმა მოახერხა.

მეორე ნახევარში 69-ეზე ზივზივაძემ, მე-80-ზე არაბულმა ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ “სამტრედიამ”, ანგარიშით, 3-0 მოიგო.

იმერლები 18 ქულით პირველ ადგილზე არიან, ხოლო “სიონი” 5 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.