ნულოვანი ფრე რუსთავში

რუსთავის “ფოლადზე” დღეს ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. “მეტალურგი” გორის “დილას” მასპინძლობდა. სუსხიან ამინდში გამართულ დაპირისპირებას საკმაოდ ცოტა გულშემატკივარი დაესწრო.

შეხვედრის პირველი ნახევარი “მეტალურგის” უპირატესობით წარიმართა. რუსთაველებს რამოდენიმე საგოლე მომენტიც ქონდა. აქიურობდნენ კორღალიძე, ტუღუში და კირკიტაძე. მოენტები კონტრშეტევაზე მოთამაშე “დილასაც” ჰქნდა. მასიურაძის დარტყმა მცირე მანძილით ასცდა კარს.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. სტუმრები შესძლეს თამაშის გამოსწორება. გატანა ორივე გუნდის ფეხბურთელებს შეეძლოთ. მატჩის 63-ე წუთზე ბექა ტუღუშს რომ გაეტანა, ალბათ ჩემპიონატის ერთ-ერთ ულამაზეს გოლს ვიხილავდით. კარისკენ ზურგით მდომმა ფორვარდმა, ბურთი ქუსლით, მიწაზე დაუშვებლად დაარტყა, თუმცა მცირე მანძლით ააცილა. უკანასკნელ 15 წუთში კი, სამი კარგი მომენტი სტუმრებს შეექმნათ. ერთ ეპიზოდში გორელებს სიზუსტემ უმტყუნათ, ხოლო ორჯერ “მეტალურგი” კოკა სეფიაშვილმა გადაარჩინა.

“მეტალურგი”: სეფიაშვილი, კაკუბავა, კირკიტაძე (საჯაია 58′),მახვილაძე, კორღალიძე, გურეშიძე, რაზმაძე, ჩირგაძე (გეწაძე 71′), ჯაფარიძე, ორბელაძ, ტუღუში (ფიფია 83′).

“დილა”: რევიშვილი, ღონღაძე, აბურჯანია (დიასამიძე 52′), გაგნიძე (სადაღაშვილი 46′), ქვილითაია, თომაშვილი, ხიზანეიშვილი, დოლიძე (მოდებაძე 86′), გურული, მაისურაძე, ბოლქვაძე.

მატჩის შემდეგ

გელა სანაია (მეტალურგი): ძალიან ცუდი მსაჯობა იყო. “მეტალურგი” სუფთად თამაშობს და არანაირ მაქინაციებში არ არევა. ამის გამო ჩვენ არ უნდა ვიჩაგრებოდეთ.

დღეს მხოლოდ გოლის გატანა დაგვაკლდა. ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. საწყენია, რომ საგოლე მომენტების გამოყენება ვერ შევძელით. ვიცოდით, რომ “დილა” კონტრშეტევებზე ითამაშებდა. შესაბამისად შევეცადეთ რაც შეიძება ნაკლები თავისუფალი ზონა დაგვეტოვებინა.

რამაზ სოღოლაშვილი (დილა): უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევხვდით, რომელსაც ნიჭიერი მწვრთნელი უდგას სათავეში. საინტერესო თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში მეტოქემ აშკარად გვაჯობა, მეორეში კი მდგომარეობის გამოსწორება შევძელით. საბოლოოდ შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს.

უამინდობამ ეროვნული ჩემპიონატი შეაფერხა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურში, რომელიც 4 და 5 დეკემბერს უნდა გაიმართოს, უამინდობის გამო ცვლილებები მოხდა.

უფრო კონკრეტულად, სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილება იძულებული გახდა შემდეგი მატჩები გადაედო:
დინამო თბილისი – გურია
სიონი – ზუგდიდი
მერანი – ვიტ ჯორჯია
როგორც ხედავთ, პრობლემები იმ გუნდებს შეექმნათ, რომლებსაც რიკოთის უღელტეხილი აქვთ გადასავლელი. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უღელტეხილზე სამანქანო მოძრაობა დროებით შეჩერებულია. სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილება მთელი საღამო არკვევდა დეტალებს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და საბოლოოდ, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ამასთან, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიც მოუწოდებს მოქალაქეებს, უამინდობის გამო თავი შეიკავონ უღელტეხილებზე გადაადგილებისგან.
საღამოს ინფორმაციით, ეროვნული ჩემპიონატის გადადებული მატჩები ერთი დღით გადაიწევს და 5 დეკემბერს გაიმართება.
სფფ-ის პრესსამსახური

უმაღლესი ლიგის პრევიუ

ხვალ და ზეგ საქართველოს ქალაქებში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთხუთმეტე ტურის მატჩები გაიმართება.

საინტერესო დაპირისპირებას უმასპინძლებს ზესტაფონი. ადგილიბრივ კლუბს “ჩიხურა” ეწვევა. გია გეგუჩაძის მოსვლის შემდეგ, “ზესტაფონმა” აშკარად გამოასწორა საკუთარი თამაში და ეს შედეგებზეც აისახა. ზესტაფონელებმა უკანასკნელ ორ ტურში “ტორპედო” და “მეტალურგი” დაამარცხეს. მაგრამ, “ჩიხურა” წელს საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს. სოსო ფრუიძის შეგირდებს ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და მყარად იმყოფებიან გათამაშების ცხრილის მეორე საფეხურზე. ზესტაფონიში გასამართი შეხვედრა 4 დეკემბერს გაიმართება და 18 საათზე დაიწყება.

სამტრედიის “ეროსი მანჯგალაძეზე” მარტვილის “მერანი” “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებს. ცხრილის ქვედა ნაწილში, მეზობლად მყოფი გუნდების დაპირისპირება, წესით დაძაბულ ბრძოლაში უნდა წარიმართოს. ნომინალური მასპინძები უკვე 9 მატჩია მოგების გარეშე ასპარეზობენ, “ვიტელები” კი გასულ ტურში “ჩიხურასთან” განადგურდნენ – 3:0.

ბოლნისი “სიონი” საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდს” “მიხეილ მესხზე” უმასპინძლებს. 4 დეკემბერს გასამართი მატჩი 14:00 დაიწყება. უმაღლესი ლიგის უკანასკნელ 4 ტურში, ბოლნისელებმა 3 გამარჯვება იზეიმეს, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზე დადებითად აისახა. “სიონი” პირველ ექვსეულს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. სტუმრები კი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან. გარდა იმისა, რომ “ზუგდიდი” ცხრილის უკანასკნელ პოზიციაზეა, გუნდს ათმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

ბოლო ინფრომაციით, საფეხბურთო კლუბი “გურია” მზად არის თბილისსში ჩამოსასვლელად, სადაც თბილისი “დინამოს” დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, “გურიას” ფეხბურთელები სახელფასო დავალიანების გამო გაფიცვით იმუქრებოდნენ. “დინამო” – “გურიას” დაპირისპირება, ხვალ “დინამო არენაზე” გაიმართება და 17:00 დაიწყება.

ერთმანეთის წინააღმდეგ “დინამოსა” და “გურიას” 22-ჯერ უთამაშიათ. აქედან 17 მატჩი თბილისელებმა მოიგეს, 2 ლანჩუთელებმა 3 შეხვედრა კი, ფრედ დასრულდა.

უკანასკნელი დაპირისპირება, რომელიც ქობულეთში გაიმართა “გურიას” გამარჯვებით დასრულდა – 2:1.

ტურის ცენტრალური შეხვედრა ხვალ რუსთავში გაიმართება და 14:00 საათზე აიღებს სტარტს. მეტალურგების ქალაქს, გორის “დილა” ესტუმრება და ადგილობრივ გუნდთან მოსინჯავს ძალებს.

სატურნირო ცხრილში გუნდები 4-5 ადგილებს იყოფენ 22 ქულით. გასულ ტურში, რუსთაველები “ზესტაფონთან” დამარცხდნენ – 2:1. ხოლო გორის “დილამ” ქუთაისის “ტორპედო” დაამარცხა დიდი ანგარიშთ (3:0) და რაც მთავარია, საკმაოდ კარგი ფეხბურთიც აჩვენა.

გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 40 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. 20 მოგება რუსთაველებს აქვთ, 14 გორელებს 6 შეხვედრამ კი, გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

ტურის უკანასკნელი შეხვედრა ზეგ, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ტორპედო” ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძლებს. მატჩ 16:00 საათზე დაიწყება.

ზედიზედ ოთხი მარცხის შედეგად, ქუთაისელები ცხრილში მეშვიდე პოზიციაზე აღმოჩნდნენ. ჟერარდ სარაგოსას შეგირდებს აუცილებლად სჭირდებათ გამარჯვების მოპოვება გათამაშების აუტსაიდერთან. თუმცა, სპარტაკი იოლად არაფერს დათმობს. ცხინვალელებს უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად აუცილებლად სჭირდება ქულების მოპოვება. “ტორპედოსა” და “სპარტაკს” 15 შეხვედრა აქვთ გამართული ერთმანეთის წინააღმდეგ. აქედან 9 ქუთაისელებმა მოიგეს, 3 ცხინვალელება. სამი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

“გურია” მოედანზე აღარ გავა?

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციამ, რომლის წევრები ლანჩხუთის “გურიას” ფეხბურთელები არიან განცხადება გაავრცელა.

საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაცია აფრთხილებს სკ გურიას ხელმძღვანელობას, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მათი ფეხბურთელების (რომლებიც ამავე დროს ფეხბურთელთა ასოციაციის წევრები არიან) წინაშე არსებული სახელფასო დავალიანებების ჯეროვანი დაფარვა ამა წლის 3 დეკემბრამდე, “გურიას” ფეხბურთელები გამოიყენებენ კანონით გარანტირებულ გაფიცვის უფლებას და არ გავლენ სათამაშოდ საქართველოს ჩემპიონატის არც ერთ მომდევნო თამაშზე.

2013 წლის 30 ნოემბერი

სკ „გურიას“ დირექტორს ბატონ კობა მირზაშვილს
ასლი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას

სკ „გურიას“ ფეხბურთელთა სრული შემადგენლობის

წარმომადგენელი: საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარე
ბესარიონ აბაშიძე (ტელ:577446985, 571070778)
ელ.ფოსტა: Beso@gefa.ge

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნისა და მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ფეხბურთელთა გაფიცვის შესახებ)

ბატონო კობა,
როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბში „გურია“ (შემდგომში „კლუბი“) დასაქმებულ ფეხბურთელთა სრულ შემადგენლობასთან სხვადასხვა დროს გაფორმებული დასაქმების ხელშეკრულებების (შემდგომში „ხელშეკრულება“) შესაბამისად, „კლუბს“ ერიცხება ფეხბურთელების ორიდან ხუთ თვემდე სახელფასო დავალიანება, რომლის გადახდაც მრავალჯერ განხორციელებული დაპირების მიუხედავად, – დღემდე არ განხორციელებულა.

გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამა წლის 03 დეკემბრამდე კლუბის მხრიდან არ მოხდება „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატება თითოეული ფეხბურთელის სახელფასო დავალიანების სრულად გადახდაში, გამოვიყენებთ „საქართველოს შრომის კოდექსით“ ჩვენთვის მონიჭებულ გაფიცვის უფლებამოსილებას და უარს განვაცხადებთ „ხელშეკრულების“ შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივ შესრულებაზე, რაც გულისხმობს საქართველოს ჩემპიონატის თამაშებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას მანამ სანამ არ მოხდება არსებული სახელფასო დავალიანების სრული და ჯეროვანი გადახდა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უახლოესი ტური საქართველოს ჩემპიონატში იმართება ამა წლის 4 დეკემბერს, რომელშიც სკ „გურია“ სკ „დინამო თბილისს“ უნდა დაუპირისპირდეს და იმ შემთხვევაში, თუ, ამ განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვიყენებთ რა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გაფიცვის უფლებას, – უარს ვაცხადებთ 4 დეკემბრის და სხვა ნებისმიერ შემდგომ თამაშში მონაწილეობის მიღებაზე, მანამ სანამ არ მოხდება სახელფასო დავალიანებების ჯეროვანი გასტუმრება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ამა წლის 03 დეკემბრამდე ჯეროვნად მოახდენთ დავალიანების დაფარვას და თავიდან აარიდებთ კლუბს შემდგომ გართულებებს.

პატივისცემით,

სკ „გურია“-ს ფეხბურთელები

 

 შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, “გურია” წლევანდელი უმაღლესის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა.  გუნდი, რომელიც ყველა საშინაო შეხვედრას ნეიტრალურ მეოდანზე ატარებს, გათამაშების სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.

„გურია“ დაშლის პირასაა

ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელები კლუბის ხელმძღვანელობისგან ხუთთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. გუნდი დღეს ეროვნული ჩემპიონატის XIV ტურში ბოლნისის „სიონთან“ მატჩში მოედანზე გასვლასაც არ აპირებდა, თუმცა გულშემატკივრების თხოვნით შეხვედრა მაინც ჩატარდა. მატჩი ლანჩხუთელებმა ანგარიშით 1:2 დათმეს. „გურიას“ ფეხბურთელები ამბობენ, რომ თუ კლუბის ხელმძღვანელობა მომდევნო ტურამდე დავალიანებას არ დაფარავს, გუნდი „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ არ ითამაშებს.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და იმედია, გადმოგვხედავს ვინმე. არ შეიძლება ასე. გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი, მხოლოდ ეს ხალხი გვიდგას გვერდში“, – აღნიშნა „გურიას“ ნახევარმცველმა კობა შალამბერიძემ.

„ლანჩხუთის „გურია“ არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, ლანჩუთის ხელისუფლება, გამგეობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „გურია“ არ დაიშალოს და ფეხბურთელებს დავალიანება დაუფაროს. პრობლემები არის, მაგრამ ყველაფერი მოგვარებული იქნება“, – განაცხადა „გურიას“ დირექტორმა კობა მირზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კლუბს უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილის მესამე პოზიცია აქვს დაკავებული.

ბექა დოგრაშვილი

უმაღლესი ლიგა მოულოდნელობების გარეშე

დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XIV ტურის მატჩები გაიმართა.

ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე “ჩიხურამ” თბილისის “ვიტ ჯორჯია” მიიღო და 3-0 დაამარცხა. დუბლი ტატანაშვილმა გაიფორმა ერთი გოლიც ბესიკ დეკანოიძემ შეაგდო.

ანაკლიაში გამართული მეგრული დერბი ნულოვანი ფრით დასრულდა. ორივე გუნდი აგრძელებს მოუგებელ სერიას.

რთულ ფინანსურ სიტუაციაში მყოფი ლანჩხუთი “გურია” კი დამარცხდა.. მიუხედავად თენგიზ ჩიკვილაძის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანისა, რომლითაც მან ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა, ბოლნისელებმა 40-ე და 44-ე წუთებზე შესძლლეს ორი გოლის გატანა. თავი გიორგი განუგრავამ და გიორგი კახელიშვილმა გამოიჩინეს.

თბილისში, “მიხეილ მესხზე” გამართული მატჩი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. გათამაშების ლიდერმა, თბილისის “დინამომ” იოლად დაამარცხა აუტსაიდერებში მყოფი “სპარტაკი”. თბილისელების შემადგენლობაში გოლები ჩისკომ (2), პატრიკ ვუომ და დორინ გოგამ გაიტანეს. საბოლოო ჯამში 4-0 და “დინამო” კვალავ პირველია.

გორის “დილამ” დილამ დიდი ანგარიშით დაამარცხა ქუთაისის “ტორპედო” 3-0. დაწვრილებით მატჩის პერიპეტიებზე ამ ბმულიდან გაიგებთ.

http://fanebi.com/dila-torpedo-3-0/#.UpoGD9Lrw00

ტურის უკანასკნელი შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა რუსთავის “მეტალურგი” მიიღო. “ზესტაფონი” ლევან შარიქაძის გოლით დაწინაურდა. 50-ეზე კი გიორგი ჭანკოტაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. რუსთაველები არ დანებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ანასკნელი შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა. სადაც ადგილობრივმა კლუბმა რუსთავის “მეტალურგი” მიიღო. “ზესტაფონი” უკვე მეცხრე წუთზე მხოლოდ ერთი გოლის გატანა შესძლეს. შედეგიანი დარტყმის ავტორი გიორგი ჩირგაძეა.

“დილა” – “ტორპედო” 3-0

გორში გამართული ტურის ცენტრალური მატჩი საინტერესო სანახავი გამოდგა. შეხვედრა მასპინძლების აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა, რასაც ჟერარდ სარაგოსას შეგირდები უხეშ თამაშს უპირისპირებდნენ. საერთო ჯამში, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ვადაჭკორიას ორივე გუნდის ფეხბურთელებისათვის შვიდი ყვითელი ბარათი აჩვენა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, თუმცა “დილას” რამოდენიმე კარგი მომენტი ქონდა. მეორე ტაიმში კი, გორელებმა რეალიზაციაც გამოასწორეს და მე-60 წუთზე ანგარიში მიხეილ გორელიშვილმა გახსნა. გოლი თომაშვილის შესანიშნავ სოლო რეიდს მოჰყვა. ცენტრალურმა მცველმა მეტქის საჯარიმომდე გზად 2 ფეხბურთელი ჩამოიტოვა და გორელიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა. აღსანიშნავია, რომ გოლის გატანიდან ერთ წუთში ახალგაზრდა ფეხბურთელი შეცვალეს. თუმცა, შეცვლაზე გამოსულმა ნიკოლოზ სადაღაშვილმაც შეიტანა თავისი წვლილი გორელთა გამარჯვებაში და 78-ე წუთზე მეორე ბურთი შეაგდო “ტორპედოს” კარში. მესამე გოლი 88-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ახალგაზრდა ფორვარდმა ტექნიკურად ჩამოიცილა ქუთაისელი მცველი და ქვილითაიას აუღებელი დაურტყა.

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”

დილა 3 – 0 ტორპედო

გოლები: გორელიშვილი 60′, სადაღაშვილი 78′, ქვილითაია 88′

3 ყვითელი ბარათები 4

    8   კუთხურები    1

“დილა”: რევიშვილი, ღონღაძე, მაისურაძე, ბოლქვაძე, გურული, ხიზანეიშვილი, მოდებაძე, თომაშვილი, დოლიძე, გორელიშვილი, კობახიძე.

სათადარიგოები: შეყრილაძე, გაბარაევი, სადაღაშვილი, გოგინაშვილი, ქვილითაია, გაგნიძე, აბურჯანია.

“ტორპედო”: ქვილითაია, სანდოხაძე, ფირცხალავა, ცინცაძე, საბანაძე, ჯიქია, ხიდეშელი, მთივლიშვილი, გაბაძე, ჭელიძე, ბარაბაძე.

სათადარიგოები: მიქავა, გიგაური, გავაშელიშვილი, გოროზია, ჭანტურია, კაპანაძე, უბილავა.

მატჩის შემდეგ:

ჟერარდ სარაგოსა: – “დილას” ვულოცავ გამაჯრვებას. მატ ყველა კომპონენტში გვაჯობეს და დამსხურებულადაც მოიგეს.

რამაზ სოლოღაშვილი: – მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგებისა, იოლი მატჩი არ ყოფილა. ვულოცავ და მადლობა ჩემს ბიჭებს ბრძოლისათვის. სამეულისთვის ბრძოლას ვაპირებთ.

ს/კ ლანჩხუთის “გურიას” განცხადება

ამ საღამოს ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ლანჩხუთის „გურიას“ ირგვლივ ხვალ, ბოლნისის სიონთან გასამართ თამაშთან დაკავშირებით. გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტს და განვაცხადოთ: რომ კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი ხვალინდელ მატჩზე გავიდეს სათამაშოდ და წარმატებული გამოსვლა გააგრძელოს საქართველოს 25-ე ეროვნულ ჩემპიონატში.

ასევე გვინდა დავამშვიდოთ „გურიას“ მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და პირველ რიგში მადლობა გადავუხადოთ ერთგულებისთვის და დავპირდეთ, რომ ლანჩხუთის „გურია“ არ დაიშლება და იგი კვლავ, არაერთგზის გაახარებს მათ იმ თამაშით, რომელმაც ჩემპიონატის მსვლელობაში ერთი-ორად გაზარდა ქომაგთა ინტერესი და ფეხბურთის სპეციალისტთა მოწონება დაიმსახურა.

აღნიშნულ განცხადებას, ლანჩხუთის “გურია” საკუტარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

უმაღლესი ლიგის ტურის პრევიუ

საქართველოს უმაღლესი ლიგის XIV ტურის ყველა მატჩი ხვალ გაიმართება.

14:00. ქუთაისი. “ცენტრალური”

“ჩიხურა” – “ვიტ ჯორჯია”

წლევანდელ გათამაშებაში “ჩიხურასთვის” საშინაოდ ქცეულ ქუთაისის სტადიონზე, საჩხერელები “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებენ. მეორე ადგილზე მყოფი მასპინძლები უკვე ხუთი თამაშია დაუმარცხებლად მოდიან. “ვიტელებმა” კი, გასულ ტურში “ზუგდიდი” დაამარცხეს მინიმალური ანგარიშით. გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ შვიდი შეხვედრა აქვთ ჩატარებული, საიდანაც ხუთი შეხვედრის მოგება “ჩიხურამ” შესძლო, ხოლო ორის – “ვიტ ჯორჯიამ”. ბურთების შეფარდება 13-5 იმერლების სასარგებლოდ.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა “მცხეთა პარკზე” გაიმართა და საჩხერული კლუბის გამარჯვებით, 2-0 დასრულდა

14:00. ანაკლია. “ცენტრალური”

“ზუგდიდი” – “მერანი”

ანაკლიაში მეგრული დერბი გაიმართება. საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი” მარტვილის მერანს უმასპინძლებს. ეს გიორგი დარასელიას პირველი შეხვედრა იქნება ზუგდიდელთა მთავარი მწვრთნელის რანგში. გასული ტურის შეხვედრაში, რომელიც “ზუგდიდმა” მცხეთაში, “ვიტ ჯორჯიას” წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური ანგარიშითაც დამარცხდა, მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს ოთარ თუთბერიძე ასრულებდა. მარტვილი კი გასულ ტურში ლანჩხუთის “გურიასთან” დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს საკმაოდ მძიმე პერიოდი უდგას. “ზუგდიდს” ცხრა, ხოლო “მერანს” რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. პირველი წრის შეხვედრა, რომელიც სამტრედიაში გაიმართა, “მერანის” ფეხბურთელებმა 2-0 გაიმარჯვეს.

14:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”

“გურია” –  “სიონი”

ქობულეთში ლანჩხუთელები ბოლნისის “სიონს” მიიღებენ. გუნდებს განსხვავებული მიზნებს ისახავენ გათამაშებაში, თუმცა შეხვედრა ბევრ საინტერესოს გვპირდება. “სიონი” საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია. “გურია” კი, წლევანდელი ჩემპიონატის ნამდვილი აღმოჩენა. რომან პოკორას შეგირდები საკმაოდ მძაფრ კონკურენციაში ახერხებენ ლიდერთა შორის ყოფნას. აღსანიშნავია ისიც, რომ “გურიას” საუკეთესო ბომბარდიდი “სიონიდან” დამატებული ვილი ისიანია. საინტერესოა თუ როგორ ითამაშებს ახალგაზრდა ფორვარდი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. პირველი წრის შეხვედრა, რომელიც “მიხეილ მესხზე” გაიმართა, ბოლნისელების გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

14:00. თბილისი “მიხეილ მესხი”

“სპარტაკი” – “დინამო თბილისი”

“მიხეილ მესხი” ლიდერის და აუტსაიდერის დაპირისპირებას უმასპინძლებს. თუმცა, სპარტაკის ახალი თავკაცი, კახი კაჭარავაა. მან კარგად იცის დინამოს შესაძლებლობები. წლების მანძილზე სწორედ ის იყო თბილისელების თავკაცი. ურთიერთშეხვედრებში აშკარა უპირატესობა “დინამოს” აქვს. 24 მატჩიდან, თბილისელებმა 17-ჯერ იმარჯვეს, 6 შეხვედრა ფრედ სასრულდა. ერთი თამაში კი    “სპარტაკის” გამარჯვებით დასრულდა. ეს ისტორიული შეხვედრა 2010 წელს შედგა. საინტერესოა, რომ დინამო თავკაცი იმ პერიოდში სწორედ კახი კაჭარავა იყო.

14:00. გორი “თენგიზ ბურჯანაძე”

“დილა” –  “ტორპედო”

ორივე გუნდს აშკარად ცუდი პერიოდი უდგას. სეზონის წინ “დილაც” და “ტორპედოც” მოწინავე გუნდებში იგულისხმებოდნენ, თუმცა უკვე ცამეტი ტური მიილია და ხსენებული გუნდები ცხრილის შუა ნაწილში იმყოფებიან. გასულ ტურში, “ტორპედო” იმერულ დერბიში დამარცხა “ზესტაფონთან”. “დილამ” კი თბილისიდან, “დინამო არენადან” დამსახურებული ქულა წამოიღო. პირველი წრის შეხვედრა, ნულოვანი ფრით დასრულდა.

გააკეთეთ თქვენი პროგნოზი აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით
http://fanebi.com/premium/?match_id=1136

18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”

“ზესტაფონი” – “მეტალურგი”

ტურის უკანასკნელი შეხვედრა ზესტაფონშ გაიმართება. ადგილობრივი გუნდი რუსთავის “მეტალურგს” უმასპინძლებს. რუსთაველები საკმაოდ კარგ სათამაშო ფორმაში იმყოფებიან. უკანასკნელი 6 შეხვედრიდან მათ 4 მოიგეს, ხოლო 2 ფრედ დაასრულეს, რაც სატურნირო ცხრილზეც აისახა და მეტალურგი მეოთხე პოზიციამდე დაწინაურდა.
“ზესტაფონი” კი ჩვეულ თამაშს უბრუნდება. გია გეგუჩაძის ფეხბურთელებმა, გასულ ტურში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს ქუთაისში. თუმცა, სასურველი ადგილი სატურნირო ცხრილში ჯერ კიდევ შორსაა.

ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ზესტაფონელებს აქვთ. 28 მატჩიდან, იმერლებმა 12 მოიგეს, რუსთაველებმა კი 6. 10 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

და ბოლოს, ხვალიდნელი ექვსი მატჩიდან, ოთხი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სტადიონების და სათამაშო მინდვრების პრობლემას საქართველოში.

გააკეთეთ თქვენი პროგნოზი აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით http://fanebi.com/premium/?match_id=1137

ზუგდიდელთა რიგებში ორი ახალწვეულია

ზუგდიდელთა შემადგენლობაში ერთ კვირაზე მეტია, ორი ახალწვეული ფეხბურთელი,  ირაკლი შალიკაშვილი და საბა ადამაშვილი ვარჯიშობს. შალიკაშვილი, რომელიც 1990 წლის 25 ოქტობერს არის დაბადებული, ამპლუით ნახევარმცველია, ხოლო ადამაშვილი 1992 წლის 29 სექტემბერს არის დაბადებული და ის, მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. ახალწვეულთა დუეტი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობენ და სრულიად შესაძლებელია ისინი, მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ, მორიგი 14-ე ტურის მატჩში, მარტვილის  „მერანის“ წინააღმდეგ სათამაშოდ, მინდორზე გაიყვანოს. ირაკლი შალიკაშვილის.კ. „სამტრედიაში“  ასპარეზობდა, როცა ის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, რის შემდეგაც მან  „გაგრაში“ ორი სეზონი გაატარა, გაგრიდან კი ისევ სამტრედიაში გადავიდა, ხოლო ბოლოს „ჭიათურაში“ თამაშობდა. რაც შეეხებასაბა ადამაშვილს, ბოლო წლები იგი  ბოლნისის“სიონის“ და გორის „დილას“ რიგებში ირიცხებოდა. ვფიქრობთ, რომ ახალბედა ფეხბურთელები სათანადოდ დაიმკვიდრებენ ზუგდიდელთა შემადგენლობაში ადგილს და საგრძნობლად გააძლიერებენ კლუბს.

 http://fczugdidi.ge

ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტური

დღეს საქართველოს ქალაქებში ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩები გაიმართა. გთავაზობთ შეხვედრების შედეგებს.

მეტალურგი 1-1 ჩიხურა

დეკანოიძე 5′ (0-1)

დობროვილსკი 57′ (1-1)

სიონი 3-2 სპარტაკი

გოგობერიშვილი 18′ (1-0)

თექთურმანიძე 28′ (1-1)

ჩაფიძე 68′ (1-2)

კახელიშვილი 83′ (2-2)

სამხარაძე 85′ (3-2)

მერანი 1-2 გურია

კოშკაძე 37′, 50′ (0-2)

კუჭუხიძე 65′ (1-2)

ვიტ ჯორჯია 1-0 ზუგდიდი

კუხალეიშვილი 90′

ტორპედო 0-1 ზესტაფონი

ენდელაძე 56′

დინამო 1-1 დილა

გველესიანი 18′ (1-0)

ხიზანეიშვილი 43′ (1-1)

ცენტრალური შეხვედრა დინამო არენაზე

საქართველოს ეროვნული  ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში, თბილისის “დინამომ” გორის “დილას” უმასპინძლა.

მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო და გუნდებმა პირველივე წუთებზე გაცვალეს მომენტები. ჯერ მოდებაძეს შეეძლო გატანა, ხოლო მერე დინამოელ დორინ გოგას ჰქონდა კარგი შანსი.

ანგარიში კი მე-18 წუთზე გაიხსნა. მასპინძლებმა კუთხური მოიპოვეს. გოგას ჩამოწოდებულს გიორგი გველესიანი გამოეხმაურა და მორიგი გოლი გაიტანა. ეს ახალგაზრდა მცველის მესამე შედეგიანი დარტყმაა მიმდინარე ჩემპიონატში.

გოგოს 32-ე კვლავ შეეძლო გატანა, თუმცა მას ხელი ნუკრი რევიშვილმა შეუშალა, რომელმაც საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა.

გორელებმა კი საკუტარი შანსი გამოიყენეს. 43-ე წუთზე დანიშნული საჯარიმო დარტყმა, გოლად ოთარ ხიზანეიშვილმა აქცია. გამოცდილმა მცველმა უძლიერესი დარტყმით გაუტანა თავის ყოფილ გუნდს.

მეორე ნახევარი მასპინძელთა დომინირებით მიმდინარეობდა. თუმცა საგოლე მომენტების შექმნა თბილისელებს უჭირდათ. “დილა” კარგად იცავდა თავს და სახიფათო კონტრშეტევებსაც ანხორციელებდა.

ბოლო წუთებში დინამოელები შტურმზეც კი გადავიდნენ, თუმცა გოგამ და ვუომ მომენტები ვერ გამოიყენეს. კვლავ დამაჯრებელი იყო რევიშვილი.

საბოლო ჯამში ლოგიკური ფრე 1-1.

პრესკონფერეციაზე მწვრთნელებმა მატჩი ასე შეაფასეს:

დუშან უჰრინი – მატჩი ჩვენთვის კარგად დაიწყო, ვიგებდით, თუმცა მეტოქე საჩუქარი გავუკეთეთ და მათაც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ჩვენ დავკარგეთ ორი ქულა. ბევრი მომენტი გვქონდა მეორე ტაიმში, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოვახერხეთ. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ, ვინაიდან უახლოეს მდევართან ოთხ ქულიანი უპირატესობა გვაქვს. მომდევნო შეხვედრა ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

რამაზ სოღოლაშვლი – თამაში მართლაც საინტერესო გამოდგა. ბოლო წლებია, გორის დილას და დინამოს დაპირისპირება ერთობ საინტერესოა. დინამოსა და დილას დაპირისპირება ძალიან დიდ ინტერესს იწვევს საფეხბურთო სამყაროში. ვფიქრობ, დღევანდელი მატჩის ანგარიში ლოგიკურია. ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა ქულა მოგვეპოვებინა. სატურნირო ცხრილიდან გამომიდნარე, თოთეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს მოპოვებულმა ქულამ ერთი ნაბიჯით წინ წაგვწია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გეტყვით, რომ დილა არა მხოლოდ ექვსეულისთვი, არამედ მედლების მოსაპოვებლადაც იბრძოლებს. რაც შეეხება დინამოს, ფაქტია, რომ დღეს საუკეთესო გუნდია ჩვენ ჩემპიონატში და ამას სატურნირო ცხრილიც მოწმობს. დინამოს წარმატება მინდა ვუსურვო საშინაო და საერთასორისო ასპარეზზე.

24.11.2013

დინამო არენა.

დინამო 1-1 დილა

გოლები: გველესიანი 18′ ,  ხიზანეიშვილი 43′

დინამო: ლორია, სეთურიძე, გველესიანი, კვარაცხელია, კვირკველია, გრიგალაშვილი, ხმალაძე, ძარია, მერებაშვილი, გოგა, დვალი.

სათადარიგოები: ვუო, ჩისკო, გლიშიჩი, უსტარიცი, მიგინეიშვილი, პაპავა, ხურცილავა

დილა: რევიშვილი, ხიზანეიშვილი, თომაშვილი, კვახაძე, ალადაშვილი, გურული, მაისურაძე, ბოლქვაძე, დოლიძე, გორელიშვილი, მოდებაძე.

სათადარიგოები: შეყრილაძე, გაბარაევი, აბურჯანია, ქვილიტაია, კობახიძე, ფილიევი, სადაღაშვილი.