უმაღლესი ლიგა: “სიონმა” “ზუგდიდი” დაამარცხა, “გურიამ” – “ტორპედო”

დღეს სტარტი აიღო უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურმა. შაბათ დღეს წთელი ჯგუფის სამივე შეხვედრა გაიმართა.

ბოლნისის “სიონი” – ზუგდიდის “ზუგდიდი”

ამ ტურში “სიონმა” “ზუგდიდს” უმასპინძლა. შეხვედრა მთლიანად ბოლნისლების უპირატესობით წარიმართა. 30-ე წუთზე ძარიამ შეძლო “სიონის” დაწინაურება. პირველი ტაიმის მესამე დამატებთ წუთზე სუშკინმა ორამდე გაზარდა ანგარიში.

ბოლნისური კლუბი არც მეორე ტაიმში გაჩერდა. 61-ე წუთზე მათ მესამე გოლის გატანაც მოახერხეს – ეს კობახიძემ გააკეთა. ნარმანიამ 73-ეზე ერთი ბურთი გაქვითა. 90-ეზე კი ბოლნისელმა ჯანელიძემ საბოლოო ანგარიში – 4-1 დააფიქსირა.

ლანჩხუთის “გურია” – ქუთაისის “ტორპედო”

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ამ ტურში გაიმართა, “გურიასა” და “ტორპედოს” დაპირისპირებაა. აქაც მასპინძლები დომინირებდნენ – ანგარიშის გახნსა 27-ე წუთზე სწორედ “გურიამ” შეძლო; ეს ლეგიონერმა მოროზენკომ გააკეთა.

მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე კვერნაძემ გაათანაბრა. “გურიამ” მაინც მოიგო – 68-ე წუთზე ჩადუნელმა აიღომ მეტოქის კარი და მის გუნდს 2-1 გაამარჯვებინა.

ცხინვალის “ცხინვალი” – თბილისის “ლოკომოტივი”

“ცხინვალმა” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გააგორა ბურთი. მთელი მატჩის მანძილზე სტუმრები დომინირებდნენ. “ლოკომოტივმა” პირველი გოლი მე-11 წუთზე გაიატანა – ეს დიასამიძემ გააკეთა. თბილისლებმა მეორე გოლის შეგდება მესამოცე წუთზე შეძლეს – დუბლი დიასამიძემ შეასრულა.

ერთი გოლის გაქვითვა “ცხინვალის” მხრიდან ჯაბა დვალმა მოახერხა და, საბოლოოდ, ეს შეხვედრა 1-2 დასრულდა.

უმაღლესი ლიგის წითელი ჯგუფი: “კოლხეთმა” “სიონი” დაამარცხა, “დინამომ” – “დილა”

დღეს უმაღლესი ლიგის შეხვედრები გაიმართა.

პირველ მატჩში “საბურთალო” “სამტრედიას” დაუპირისპირდა. 35-ე და 36-ე წუთებზე სამტრედიელთა მხრიდან თავის გამოჩენა რაჟამაშვილმა და შერგელაშვილმა შეძლეს. 64-ეზე კი თბილისლებმა ერთი ბურთის გაქვითვა პენალტით მოახერხეს – ეს ხარაიშვილმა გააკეთა. თუმცა, ბიძინაშვილმა 2-2 გახადა შეხვედრის მიწურულს ანგარიში და ასე დაასრულა მატჩი.

მეორე თამაში “სიონსა” და “კოლხეთს” შორის გაიმართა. ამ შეხვედრაში იგრძნობოდა ფოთელების უპირატესობა. მათ პირველ ტაიმში ვერ მოახერხეს ანგარიშის გახსნა, თუმცა 64-ე წუთზე, აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა, რამალდანოვმა წინ გაიყვანა “კოლხეთი”. კილასონიამ 73-ეზე ორამდე გაზარდა სხვაობა. საბოლოოდ, ფოთელებმა 2:0 იმარჯვეს ბოლნისურ კლუბზე.

წითელი ჯგუფის მესამე მატჩში ბათუმის “დინამო” და გორის “დილა” შეერკინნენ ერთმანეთს. ბათუმელთა მხრიდან მე-2 წუთზე შონიამ გახსნა ანგარიში. 45-ეზე ერისთავმა გაათანაბრა. თუმცა, მეორე ტაიმში შონიამ კვლავ წინ გაიყვანა აჭარული გუნდი. კვანტალიანმა 77-ე წუთზე 3-1 გახადა ანგარიში. სწორედ ასე, “დინამომ” 3-1 იმარჯვა.

უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფი: “ჩიხურამ” “ლოკომოტივს” სძლია, “გურიამ” “შუქურასთან” ფრე ითამაშა

დღეს უმაღლესი ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

წითელ ჯგუფში ორი მატჩი ჩატარადა. ერთ-ერთ მათგანში საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო. თამაში მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. საჩხერლებმა ანგარიში პირველ ნახევარშივე გახსნეს. ამის გაკეთება 32-ე წუთზე გრიგალაშვილმა მოახერხა. 54-ეზე ლობჟანიძემ ორამდე გაზარდა უპირატესობა. 79-ეზე ჩაგელიშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა გრიგალაშვილმა შეხვედრის მიწურულს 3-1 გახადა ანგარიში. დამატებით წუთებზე სტუმრებმა ერთი გოლი კიდევ გაიტანეს, თუმცა სხვა აღარაფერი შეცვლილა და იმერლებმა 3-2 მოიგეს.

მეორე მატჩი ლანჩხუთში, “გურიასა” და “შუქურას” შორის ჩატარდა. თამაში ძალიან მოსაწყენი სცენარით წარიმართა. არ იყო მომენტების სიმრავლე. საბოლოოდ, იგი ლოგიკური ანგარიშით, 0-0 დასრულდა.

საჩხერის “ჩიხურამ” და თბილისის “დინამომ” უგოლო ფრე გააგორეს

დღეს სტარტი აიღო საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა. ერთ-ერთ შეხვედრაში “ივანწმინდა არენაზე” საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა.

შეხვედრა სტუმრებმა დაიწყეს. პირველი წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა  შეტევას. პირველი რეალური მომენტი “დინამოს” შეექმნა. პაპუნაშვილმა მოედნის მისადგომებიდან სტანდარტი შეასრულა, ბურთი საჯარიმოში ჩავარდა, დვალიშვილი თავით დარტყმას ცდილობდა, თუმცა კაშიამ ხელი შეუშალა. მე-19 წუთზე ცინცაძეს ჰქონდა საოცარი მომენტი – მან საჯარიმოს გარედან გაისროლა, დინო ჰამზიჩმა შორეულ ცხრიანში წასული ბურთის მოგერიება ძლივს მოახერხა.

“ჩიხურაც” გააქტირუდა. კონკრეტულად, სარდალიშვილმა შეუტია და მის წინააღმდეგ რენემ დაარღვია თამაშის წესი. ჩიკვაიძეს დაბალი დარტყმით უნდოდა საჯარიმოში ბურთის შეგდება, მაგრამ “დინამოს” მოთამაშეებმა ბურთი ადვილად გამოიტანეს. ამ მომენტს მიკელ ალვარომ უპასუხა, ისევ და ისევ, შორეული დარტყმით, მაგრამ ჰამზიჩს ამ ბურთის ხელში დაჭერა არ გასჭირვებია.

28 წუთზე კაშიამ ითამაშა კიტეიშვილის წინააღმდეგ ცუდად. მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა. ლამის საჯარიმოს ხაზზე დანიშნული ჯარიმა ცინცაძემ შასრულა და ცოცხალ კედელს გაარტყა. სულ ცოტა ხნის შემდეგ, კი სარდალიშვილმა მუცელში მოარტყა ფეხი პაპუნაშვილს და ყვითელი ბარათიც მიიღო.

უხეში თამაშით “დინამოც” არ ჩამორჩა “ჩიხურას”. რენე ფერეირამ საჩხერელთა ფეხბურთელი წააქცია. განუგრავამ ჩააწოდა, თუმცა ბურთი კარს გადასცდა.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა საკუთარი კარის მშრალად შენახვას და მეტ-ნაკლებად – შეტევასაც. 52-ე წუთზე დეკანოიძემ დაარტყა ჯარიმა, მაგრამ  ამაოდ.

ცოტა ხანში დვალიშვილს მიუვიდა ფლანგზე ბურთი. მან მარტივად შეიგდო საჯარიმოში და მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.

74-ე წუთზე ყოფილ “ჩიხურელს”, ჯამბულ ჯიღაურს ჰქონდა მომენტი. საჯარიმოდან გამოვარდნილი მაღალი ბურთი, ტექნიკურად დაარტყა იმერელთა კარისკენ, თუმცა დინო ჰამზიჩმა უბადლოდ ითამაშა და ანგარიშის გახნსას ხელი შეუშალა. სულ მალე პაპუნაშვილმა ახლოდან დაურტყა “ჩიხურელთა” მეკარეს, თუმცა უცხოელ ლეგიონერს ბურთი ხელებში მიუვიდა.

“დინამო” უფრო გააქტიურდა. პაპუნაშვილმა 81-ეზე კუთხური მოაწოდა. დაახლოებით, 5-6 მეტრიდან ცინცაძემ თავით დაარტყა, თუმცა კარს მაღლიდან გადააცილა.

შეხვედრაში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და, საბოლოოდ, იგი უგოლო ფრით – 0-0 დასრულდა.

საჩხერის “ჩიხურა”: დინო ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი განუგრავა, მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი ივანიშვილი (ირაკლი ლექვთაძე 87 წთ.), ლაშა ჩიკვაიძე, თორნიკე გორგიაშვილი (გიორგი გაბედავა, 9 წთ.), დენის დობროვოლსკი, შოთა კაშია, გიორგი რეხვიაშვილი, ბესო დეკანოიძე (დიმიტრი ტატანაშვილი, 62 წთ.).

სათადარიგო შემადგენლობა: კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე მუმლაძე, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა, ირაკლი ლექვთაძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

თბილისის “დინამო”: ანტონ სკრიბე, უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მათე ცინცაძე, ვლადიმერ დვალიშვილი (ჯამბულ ჯიღაური 67 წთ.), გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი (ლაშა პარუნაშვილი, 90 წთ.), მათიას კურიე (ვახტანგ ჭანტურიშვილი, 56 წთ), მიკელ ალვარო, რენე ფერეირა, მატია შპიჩიჩი.

სათადარიგო შემადგენლობები: გიორგი ლომაია, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი თევზაძე, ბექა მიქელთაძე, ჯამბულ ჯიღაური, ზაზა თევზაძე.

მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი.

გაფრთხილებები: კაშია (34 წთ), სარდალიშვილი (35 წთ.), გაბედავა (85 წთ.), რენე (38 წთ.), ამისულაშვილი (42 წთ.).

 

 

“დილამ“ „დინამოს“ სეზონში მეორედ მოუგო

„დინამო არენაზე“ უმაღლესი ლიგის პირველ და მეორეადგილოსან „დინამოსა“ და „დილას“ შორის 21-ე ტურის ცენტრალური მატჩი, გორელთა გამარჯვებით , 1:0 დასრულდა. პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრაში ასევე „დილამ“, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

ამჯერად ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე თაიმურაზ ღონღაძემ გაიტანა.

ამ გამარჯვებით „დილამ“ 44 ქულა დააგროვა და ამჟამად „დინამოს“ 11 ქულით ჩამორჩება.

შემდეგ ტურში უჩა სოსიაშვილის გუნდი „სამტრედიას“ უმასპინძლებს, თბილისელები კი ბათუმის „დინამოელებთან“ ჩავლენ.

„დინამო“ – „დილა“ 0:1
გოლი: ღონღაძე 22′
გაფრთხილებები: რენე ფერეირა 53′ – ფალავანდიშვილი 37′

„ზუგდიდი“ – „ცხინვალი“ 1:1 (გოლები)

საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ პრესსამსახურმა „ზუგდიდთან“ საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის გუშინდელი მატჩის გოლების ამსახველ ვიდეო გამოაქვეყნა.

შეხვედრა, ფრედ, 1:1 დასრულდა – 58-ე წუთზე ანგარიში ევგენი კოვალენკომ გახსნა, ექვს წუთში კი ირაკლი ლექვთაძემ წონასწორობა აღადგინა.

ამჟამად „ცხინვალი“ 35 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, „ზუგდიდი“ 9 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზეა.

საფეხბურთო კლუბ „გურიას“ განცხადება

საფეხბურთ კლუბ „გურიაშ„ პრესსამსახურმა თავისი „ფეისბუყქის“ გევრდზე კლუბის გარშემო ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშრებით სპეციალური განცხადება გამმოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად წარმოგიდგენთ:

„გურიას“ მიერ „შუქურასთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ერთ-ერთმა მედია-საშუალებამ გაავრცელა მატჩის მიმოხილვა, რომელიც ჟურნალისტის პირად მოსაზრებებს შეიცავს, რასაც ის არც მალავს.
საკუთარ მოედანზე პირველი თამაშის ფსიქოლოგიური წნეხი, ფართომასშტაბიანი სასელექციო მუშაობის გამო შეუთამაშებლობის პრობლემა და უამინდობის გამო მიდვრის საფარის დაბალი ხარიხი – ყოველივე ამან ჩვენი კლუბის თამაშს დიდი დაღი დაასვა. ქომაგთან ერთად შედეგით იმედგაცუებულია გუნდის ხელმძღვანელობაც, თუმც ვფიქრობთ, ახლა ჩასაფრებული პოზიციების დაფიქსირებას ჯობს ყველა „გურიას“ ირგვლივ გავერთიანდეთ!
სამწუხაროდ, კლუბის სპორტული შედეგის გამო, კვლავ ისმის უსაფუძვლო კრიტიკა ლაჩხუთის გამგებლისა და ამავდროულად “გურიას” პრეზიდენტ ზაზა ურუშაძის მიმართ. არ ჩამოვთვლით ამ ადამიანის მხარდაჭერას „გურიასადმი“ და ვწუხვართ, რომ ის ამ გვერდზე დგომისთვის დაუსაბუთებელ საყვედურებს იღებს.
არადა, ამასწინათ, კლუბების შეხვედრაზე რამდენიმე მუნიციპალური კლუბის თავკაცმა ღიად აღნიშნა, ზაზა ურუშაძე ნეტა ჩვენ რაიონის ხელმძღვანელი იყოსო!
ამ ლეგიონერებში ბიუჯეტიდან 15-15 ათასის გადახდას ჯობდა ეს ფული ადგილობრივ კადრებზე დაეხარჯათო – ეს მორიგი უსაფუძვლო ბრალდებაა!
ყველაზე მეტად ჩვენს ინტერესში შედის გუნდში ადგილობრივების დაწინაურება, თან ჩვენ არც არავინ გაგვიშვია – ნაწილმა თავად ითხოვა სხვა გუნდში გადასვლა, ხოლო ნაწილმა ჩათვალა, რომ უმაღლესი ლიგისთვის მზად არ იყო და პრაქტიკის გამო მიაშურა სხვა გუნდს!
რაც შეეხება „ბიუჯეტიდან გადაყრილ“ 15-15 ათასს, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ეს ფული დაფარულია სპონსორის მიერ, რომელმაც ასევე სრულად დააფინანსა გუნდის თბილისური შეკრება.
ამ და სხვა თემებზე კონკრეტულად, ასევე თითოეული თეთრის ხარჯვის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, ხუთშაბათს, 11 საათზე, კლუბის ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც ოთხშაბათისთვის გვქონდა დაგეგმილი და მედიის წარმომადგენელთა თხოვნით ერთი დღით გადავდეთ“.

„დილა“ ბათუმის „დინამოს“ დაუზავდა, „ჩიხურამ“ „საბურთალო“ გაანადგურა

დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის 7 შეხვედრა.

ქობულეთში, ბათუმის „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა. შეხვედრა, ფრედ, 2:2 დასრულდა.

უკვე მე-8 წუთზე ანგარიში ბათუმელებმა კამაზეცის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნეს. თერთმეტ წუთში ანგარიში ოთარ მარცვალაძემ გაათანაბრა. პირველი ნახევრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე შონიამ „დინამოელებნი“ კვლავ დააწინაურა. 63-ე წუთზე კი მარცვალაძემ დუბლი შეასრულა და წონასწორობაც აღადგინა.

ამრიგად, „დილა“ 39 ქულით მეორე ადგილზეა და თბილისის „დინამოს“ 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა „ლურჯ-თეთრები“ 18:00 საათზე, „დინამო არენაზე“, თანალქალაქელ „ლოკომოტივს“ შეხვდებიან. . რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“ 31 ქულით გუნდი მე-7 ადგილზე დაეშვა.

„დინამო ბათუმი“ – „დილა“ 2:2
გოლები: კამაზეცი 8′ (პენ), შონია 39′ – მარცვალაძე 19′, 63′
გაფრთხილებები: მიჰაილოვიჩი 58′ – ჩელებაძე 54′

სხვა შედეგები:

აღსანიშნავია „ჩიხურა“ – „საბურთალოს“ მატჩიც, რომელიც საჩერულმა კლუბმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა.

„ჩიხურა“ – „საბურთალო“ 5:0
გოლები: ჭანკოტაძე 2′, 65′, კირკიტაძე 14′, სარდალიშვილი 41 (პენ), განუგრავა 90′
გაფრთხილებები: დობროვოლსკი 56′, განუგრავა 81′ – თოთაძე 41′, ცაწკრიალაშვილი 69′

„სამტრედია“ – „საპოვნელა“ 3:0
გოლები: ზივზივაძე 9′, მარკოზაშვილი 28′, ჯიქია 83′
გაფრთხილება: ჯიქია 65′

„ცხინვალი“ – „მერანი“ 1:1
გოლები: ქოჩლაძე 17′ – საბელაშვილი 19′

„ტორპედო“ – „ზუგდიდი“ 2:0
გოლები: კუხიანიძე 27′, კაპანაძე 90′
გაფრთხილებები: კუხიანიძე 27′ – ტყემალაძე 21′

„გურია“ – „შუქურა“ 0:0

„სიონი“ – „კოლხეთი“ 3:1
გოლები: ტატანაშვილი 27′, გოგინაშვილი 55′, ტატანაშვილი 90′ (პენ) – ნიქაბაძე 73′
გაფრთხილებები: საჯაია 61′, გოგობერიშვილი 75′, შალამბერიძე 79′ – თევზაძე 35′, თუხარელი 45′, სიჭინავა 52′, გოგონაია 82′
გაძევება: სეფიაშვილი 90′

„ლოკომოტივი“ „ჩიხურას“ დაუზავდა

საქართველოს უმაღლესი ლიგის მეორე წრის პირველი ტურის ბოლო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც „ლოკომოტივმა“ „ჩიხურას“ უმასპინძლა. შეხვედრა, ფრედ, 2:2 დასრულდა.

ამ ანგარიშის მიუხედავად, შეხვედრა ბევრი სახიფათო მომენტით არ გამორჩეულა. მე-15 წუთზე სულთანიშვილმა „ჩიხურას“ კარის მიმართლებით დარტყმა შორიდან სცადა. მე-18 წუთზე სტუმართა ანალოგიური დარტყმის ჯერი დადგა, რომელიც დენის დობროვოლსკიმ შეასრულა. ერთ წუთში საჩხერელთა ნახევარმცველი მსგავსი დარტყმით კვლავ გამოირჩა – ისევ უშედეგოდ.

25-ე წუთზე „ლოკომოტივის“ კარის მიმართლებით ჯარიმა დაინიშნა, ჩაწოდების შემდეგ „ლოკომოტივის“ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ბურთი საბოლოოდ კირკიტაძეს მიუვიდა, რომელმაც მეკარისაგან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და ანაგრიშიც გახსნა.

38-ე წუთზე მსგავსი გოლი „ლოკომოტივმა“ გაიტანა – გაბაშელიშვილმა, ჯარიმის შემდეგ, „ჩიხურას“ მცველთა და მეკარის შეცდომით ისარგებლა.

პირველი ტაიმი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის მეორე წუთზე კუჭუხიძის თავური დარტყმა მეკარე თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია, რომელმაც ასევე ხიფათი გამოიწვია – რეხვიაშვილს დარტყმულს „რკინიგზელთა“ მცველები გადაეღობდნენ. ცოტა ხანში, კუთხურის შემდეგ, გეთიაშვილის თავური დარტყმული სტუმართა კარს სულ მცირედით ასცდა.

77-ე წუთზე სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ და გოლი ისევ სტანდარტული მდგომარეობის დახმარებით გაიტანეს – თავი ლაშა ჩიკვაიძემ გამოიჩინა. ხუთ წუთში „ლოკომოტივის“ სწრაფი შეტევა საჯარიმოში მყოფი კიკნაძის ზუსტი დარტყმით დასრულდა – 2:2.

89-ე წუთზე სამურქასოვი „ჩიხურას“ საჯარიმოში“ შევიდა, მაგრამ სუსტად დაარტყა. შემდეგ ეპიზოდში კი გოლის გატანა უკვე ფრუიძის გუნდს შეეძლო, როცა მარცხენა ფლანგიდან რეხვიაშვილის პასის შემდეგ საჯარიმოში მყოფმა ჭანკოტაძემ ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ თევდორაძემ ბურთის მოგერიება შეძლო.

ამრიგად, 15 ქულით „ლოკომოტივი“ მეთორმეტე ადგილზე დარჩა, „ჩიხურა“ კი 27 ქულით მეშვიდეა.

შემდეგ ტურში „ჩიხურა“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს, „ლოკომოტივს“ კი „დინამო არენაზე“ „დინამოსთან“ დერბი ელის.

„ლოკომოტივი“ – „ჩიხურა“ 2:2
გოლები: გავაშელიშვილი 38′, კიკნაძე 82′ – კირკიტაძე 25′, ჩიკვაიძე 77′

„ლოკომოტივი“: თევდორაძე, ჩიტეიშვილი, ჭანტურია (სამურქასოვი 61′), გეთიაშვილი, გავაშელიშვილი (კიკნაძე 74′), ქიქავა, სულთანიშვილი, მზევაშვილი (ცხადაძე 41′), მახარაძე, ბენაშვილი, არდაზიშვილი

„ჩიხურა“: კუპატაძე, კირკიტაძე (კუჭუხიძე 46′), რეხვიაშვილი, განუგრავა, დეკანოიძე, კორიფაძე, ჭეჭელაშვილი (ენუქიძე 46′, ჭანკოტაძე 72′), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია

გაფრთხილებები: ჭანტურია 13′, ბენაშვილი 49′, ქიქავა 67′, ჩიტეიშვილი 72′ – განუგრავა 63′, ჭანკოტაძე 81′

„დინამომ“ „საპოვნელას“ ბოლო წუთზე მოუგო, „დილამ“ „კოლხეთი“ დაამარცხა

დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მეორე წრის პირველი ტურის შვიდი მატჩი.

ზესტაფონში ფორმალურმა მასპინძელმა, აუიტსაიდერმა თერჯოლის „საპოვნელამ“, გათამაშების ცხრილის ლიდერი თბილისის „დინამო“ მიიღო.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარი კი უფრო საინტერესო და შედეგიანი გამოდგა. 67-ე წუთზე თენგიზ ჩიკვიალძემ შორუელი პოზიციიდან დანიშნული ჯარიმა ზუსტად შეასრულა – „საპოვნელა“ დაწინაურდა. თორმეტ წუთში თერჯოლეთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, საბოლოოდ, ეპიზოდი ქვილითაიას გოლით დასრულდა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეოთხე წუთზე კი „საპოვნელს“ კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. ნიშნულთან ალექსანდრე იაშივლი მივიდა – პირველი დარტყმა „საპოვნელას“ ფეხბურთელის საჯარიმოში სწრაფად შესვლის გამო არ ჩაითვალა, რის გამო იაშვილს მეორედ დარტყმა მოუწია, რომელიც ამჯერად ზუსტი გამოდგა – 1:2.

ამგვარად, „დინამომ“ 43 ქულა დააგროვა და მეორეზე მყოფ „დილას“ კვლავ 7 ქულით უსწრებს.

„საპოვნელა“ – „დინამო“ 1:2
გოლები: ჩიკვილაძე 67′ – ქვილითაია 78′, იაშვილი 90+5′
გაფრთხილებები: მაკარიძე 17′, შარიქაძე 25; – გურული 45′

სხვა მატჩების შედეგები:

„კოლხეთი“ – „დილა“ 0:1
„ცხინვალი“ – „საბურთალო“ 2:2
„სიონი“ – „გურია“ 1:1
„ზუგდიდი“ – „დინამო ბათუმი“ 0:1
„შუქურა“ – „სამტრედია“ 1:1
„მერანი“ – „ტორპედო“ 2:1

20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტურის ბოლო მატჩი შედგება, რომელშიც „ლოკომოტივი“ „ჩიხურას“ უმასპინძლებს.

„კოლხეთი“ უკრაინულ გუნდთან ამხანაგურს ითამაშებს

ფოთის „კოლხეთი“ უმაღლესი ლიგის მეორე წრისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ხვალ, 11 თებერვალს, მორიგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ფოთელთა მეტოქე ამჯერად უკრაინული ჩერნიგოვოს „დესნა“ იქნება. ეს კლუბი უკრაინის რანგით მეორე ლიგაში „პერშა ლიგაში“ გამოდის და 16-გუნდიან ჩემპიონატში ამჟამად მე-11 ადგილს იკავებს. შეხვედრა ურეკში 14:00 საათზე დაიწყება.

„საპოვნელა“ თურქეთში ჩავიდა

თორჯილის „საპოვნელა“ უმაღლესი ლიგის მეორე წრისთვის მზადებას თურქეთში აგრძელებს. როგორც კლუბის პრესსამსახური იუწყება, გუნდი ანტალიის მახლობლად, დაბა სიდეში ჩავიდა. თერჯოლელები სასტუმრო „სიდესტარში“ იცხოვრებენ. როგორც ცნობილია, „საპოვნელას“ თავკაცმა ზვიად ჯელაძემ პირველი ვარჯიში დღესვე დაგეგმა.