მაიკ ტაისონი სუარესის კბენას გამოეხმაურა

ყოფილი ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი სუარესის ინციდენტს გამოეხმაურა და თქვა, რომ სპორტსმენებს ასეთი რამ ხშირად ემართებათ.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, იტალიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა.

“სუარესი კბენა? მისი ნამდვილად მესმის, რადგან ეს ისეთი რამაა, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. როცა ბრძოლობ, სისხლი გიდუღს, ამ დროს შენ თავს კარგავ და უცნაურ საქციელს ჩადიხარ”, – ამბობს ტაისონი.

ესპანეთში უკვე იყიდება „ბარსელონას“ ფორმა სუარესის გვარით

ბარსელოანს ერთ-ერთ ცნობილ სპორტულ მაღაზიაში გასაყიდად გამოტანეს „ბარსელონას“ ფორმა, რომელსაც ზურგზე ლუის სუარესის გვარი აწერია. მწარმოებელთა აზრით, „ლივერპულის“ ურუგვაელი თავდამსხმელი კატალონიურ კლუბში გადავა და 9-ნომრიან ფორმას მოირგებს, რომელიც წინა სეზონში ალექსის სანჩესს ემოსა. თავად სანჩესის გადაბირებას კი ლონდონის „არსენალი“ ცდილობს.

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა განაცხადა, რომ სუარესის „ბარსელონაში“ გადასვლა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის თვეში იყო შეთანხმებული. როგორც მოგეხსენებათ, დეკემბერში „ლივერპულმა“ ურუგვაელ ფორვარდს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ხელშეკრულებაში ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაც მიუთითა.

 

„სუარესი „ბარსელონას“ მხრიდან დაინტერესებაზე ჯერ კიდევ ნოემბერში მიყვებოდა. მაშინ კლუბებმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს, თუმცა „ლივერპულს“ ასეთი სეზონის შემდეგ ლუისის გაშვება არ სურს. ინგლისურმა კლუბმა „ბარსელონასთან“ მანამდე არსებული ყველა შეთანხმება გააუქმა.

ლუისმა ამის შესახებ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ შეიტყო და ძალიან გაბრაზდა. ის სხვა ადამიანად გადაიქცა. სუარესი ძირითად გუნდთან ერთად არც ვარჯიშობდა, ინდივიდუალურად ემზადებოდა“, – ტაბარესის სიტყვები სხვადასხვა ევროპულ სპორტულ ინტერნეტგვერდებზე ქვეყნდება.

 

იტალიური ორგანიზაცია სუარესს უჩივის

იტალიური ორგანიზაცია Codacons-ი (გარემოს, ადამიანის უფლებების და მომხმარებელთა დაცვის ასოციაციათა გაერთიანება) ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელ ლუის სუარესს იტალიის ეროვნული გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის კბენისთვის სასამართლოში უჩივის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სარჩელთან არც თავად იტალიელ ფეხბურთელს და არც იტალიის ფეხბურთის ფედერაციას კავშირი არ აქვს. საქმე განხილვის პროცესშია, თუმცა სარჩელის ბედი უკვე ცნობილია – იტალიის სასამართლო ქვეყნის საზღვრებს გარეთ მომხდარ ქმედებაზე ვერ იმსჯელებს.

ცნობისთვის, აღნიშნული ორგანიზაცია ცოტა ხნის წინათ იტალიის სერია А-ს მსაჯებსაც უჩიოდა, აქაოდა – არბიტრების მიერ დაშვებული შეცდომებით იმათი უფლებები ილახება, ვინც მატჩის ყურებაში ფულს ხარჯავს ან ფსონს აკეთებსო.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ სუარესი კიელინის კბენისთვის ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

 

“აქ იყო სუარესი”

ერთ-ერთმა ფეხბურთის გულშემატკივარმა საკმაოდ საინტერესო ტატუ გაიკეთა, რომელიც ლუის სუარესს ეხება.

“აქ იყო სუარესი”

suareez

სუარესს დისკვალიფიკაცია შეუმსუბუქეს

როგორც იცით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა. ფიფამ ურუგვაელი ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა, ოთხი თვის განმავლობაში “ლივერპულის” თავდამსხმელს მატჩებში მონაწილეობის მიღება, ვარჯიში და სტადიონზე ყოფნა აეკრძალა.

თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფიფა ფეხბურთელს დისკვალიფიკაციას ცოტათი შეუმსუბუქებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ლუის სუარესს ოთხი თვის მანძილზე გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება მიეცემა. ამ ინფორმაციას ფიფას დისციპლინარული კომიტეტის თავჯდომარე ადასტურებს.

გულშემატკივარმა ჰანიბალ ლექტერის ნიღაბში გამოწყობილი ლუის სუარესის ტატუ გაიკეთა

ურუგვის ნაკრების თავდამსხმელის ლუის სუარესის ჯორჯო კიელინისთან ინციდენტის შემდეგ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა „ლივერპულის“ თავდამსხმელის ტატუს გაკეთება გადაწყვიტა, რომელზეც ფეხბურთელს ცნობილი ამერიკული ფილმის „კრავთა დუმილის“ გმირის ნიღაბი უკეთია.

Suarez tattoo

კიელინის პასუხი სუარესს: “მე ყველაფერი დავივიწყე”

როგორც იცით, 30 ივნისს, ლუის სუარესმა “თვითერში” ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინის ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ მომავალში ასეთ საქციელს აღარ ჩაიდენს.

მალევე, ამ განცხადებას ჯორჯო კიელინიც გამოეხმაურა, რომელიც წერს: “ყველაფერი დავივწყე. იმედი მაქვს, დისკვალიფიკაციას შეგიმცირებენ.”

Screen-Shot-2014-06-30-at-9.10.03-PM

სუარესმა კიელინის ბოდიში მოუხადა

ურუგვაის ნაკრებისა და “ლივერპულის” ფეხბურთელი ლუის სუარესი ჯორჯო კიელინის უბოდიშებს.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, ფიფამ კი ურუგვაელი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

“რამდენიმე დღეა, რაც ოჯახთან ერთად ვიმყოფები. მომეცა საშუალება, რომ დავმშვიდებულიყავი და 24 ივნისს მომხდარ ინციდენტზე მესაუბრა.

  • ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა.
  • მინდა, ბოდიში მოვუხადო ჯორჯო კიელინისა და მთელ საფეხბურთო ოჯახს.
  • საზოგადოებას ვპირდები, რომ მომავალში ასეთი ინციდენტი აღარ გამეორდება.”

ლუის სუარესს ალტერნატივა გაუჩნდა — კოსოვოში თამაში

„ლივერპულის“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელმაც ჯორჯო კიელინის კბენისთვის ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, შესაძლოა რთული ვითარებიდან გამოსავალი მაინც იპოვოს.

კოსოვოს კლუბი „ჰაიავალია“ მზად არის, სუარესს კონტრაქტი შესთავაზოს.

როგორც მოგეხსენებათ, კოსოვო ფიფას წევრი არ გახლავთ. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ურუგვაელი ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია არ ვრცელდება.

„სუარესი დამდეგი ოთხი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ფიფას წევრი, ამიტომ მას კოსოვოში თამაშის უფლება აქვს. მზად ვართ, „ლივერპულს“ წინადადებით მივმართოთ. ტრანსფერში 30 ათას ევროს გადავიხდით, თავად სუარესს კი ხელფასის სახით თვეში 1 500 ევროს მივცემთ. ეს მისთვის, ალბათ, სიცილის მომგვრელია, მაგრამ მეტის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. თუ სუარესს ჩვენთან თამაშის სურვილი ექნება, მისთვის კარი ღიაა. ეს ურუგვაელი ფეხბურთელისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა“, – განაცხადა „ჰაიავალიას“ დირექტორმა ქსავიტ პაკოლიმ.

ცნობისთვის, „ჰაიავალიამ“ კოსოვოს სუპერლიგის გასულ გათამაშებაში მე-6 ადგილი დაიკავა.

ასე რომ, ლუის სუარესს ალტერნატივა გაუჩნდა: ან გრძელვადიან დისკვალიფიკაციას უნდა დასჯერდეს, ან კოსოვოში თამაშს დაყაბულდეს. ფიფას გადაწყვეტილების თანახმად, სუარესს არამცთუ თამაშის, ოფიციალურ ვარჯიშში მონაწილეობის მიღების უფლებაც არ აქვს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გრძელვადიანი დისკვალიფიკაციის მიუხედავად, სუარესის ტრანსფერის გაჩარხვას აქტიურად ცდილობს კატალონიური „ბარსელონა“.

 

კოლუმბიამ ურუგვაის აჯობა

ხოსე პეკერმანის გუნდმა 1/8-ფინალურ მატჩში ურუგვაის იოლად სძლია. 

კოლუმბიელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მეშვიდე წუთისთვის ორი სახიფათო მომენტიც შექმნეს. გოლის გატანის შანსი კუადრადოს და სუნიგას ჰქონდათ.

ტაიმის შუაში ტემპი საგრძნობლა დაეცა. ყველაფერი უგოლო პირველი ტაიმისკენ მიდიოდა, თუმცა მოვლენათა ასეთ განვითარებას ხამეს როდრიგესი არ ეთანხმებოდა, რომელმაც ულამაზესი დარტყმით მოახერხა ანგარიშის გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ ურუგვაელებმა შეუტიეს და ფორლანი-კავანის კომბინაციის შემდეგ გათანაბრებაც შეეძლოთ.

მეორე ტაიმში კოლუმბიელებმა კიდევ უფრო მოუმატეს და მალევე კუადრადოს კარგი თამაშის შემდეგ ხამეს როდრიგესმა დუბლი გაიფორმა. ტაბარესმა შეტევის გაძლიერებმა ცვლილებებით სცადა, ურუგვაი კი ანგარიშის შენარჩუნებაზე გადაერთო.

ბოლო წუთებზე ურუგვაელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ოსპინას კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდიც შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

კოლუმბიელებმა ურუგვაის საკმაოდ დამაჯერებლად სძლიეს და ახლა ტურნირის მასპინძებთან მატჩისთვის მოემზადებიან.

კოლუმბია 2:0 ურუგვაი

გოლები: ხამეს როდრიგესი 28′ ; 50′ 

კოლუმბია – ურუგვაი 2:0

სანახაობრივი გამოდგა მეორე 1/8-ფინალური მატჩი კოლუმიის და ურუგვაის ნაკრებებს შორის. ხამეს როდრიგესის 28-ე და 50-ე წუთებზე გატანილი გოლებით გამარჯვება და მომოდევნო ეტაპის საგზური კოლუმბიამ მოიპოვა.

 

ტაბარესი: „ხამეს როდრიგესი მუნდიალის საუკეთესო მოთამაშეა“

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა აღიარა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე მის გუნდსა და კოლუმბიის ნაკრებს შორის გამართულ მატჩში (0:2) მეტოქემ უკეთ წარმოაჩინა თავი. გარდა ამისა, ფეხბურთის ურუგვაელმა სპეციალისტმა კოლუმბიელთა ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი გამოარჩია, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

„ვიცოდით, რომ კოლუმბიას კარგი გუნდი ჰყავს. კოლუმბიელებს ისეთი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებსაც თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლიათ. მოედანზე მეტოქე დომინირებდა. როდრიგესის მიერ გატანილი პირველი ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლია. მცველები დანაშავეები არ არიან, ეს გოლი ასი პროცენტით დამრტყმელის დამსახურებაა. ვცდილობდით, რომ ინტრიგა დაგვებრუნებინა, მაგრამ მეტოქის მეკარე კარგად თამაშობდა, საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.

ეს წაგება უნდა ვაღიაროთ და კოლუმბიას მივულოცოთ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.

ხამეს როდრიგესის შესაძლებლობების შესახებ ვიცოდი. მას მოედანზე ისეთი რაღაცების გაკეთება შეუძლია, რასაც სხვა ვერ გააკეთებს. ის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა. იმედი მაქვს, ასევე გააგრძელებს. ფეხბურთში საჭიროა ასეთი ხალხი.

ახლა ნამდვილად არ არის ტურნირზე ჩვენი ასპარეზობის გაანალიზების დროს. ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს ვაჯობეთ“, – განაცხადა ტაბარესმა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე მასპინძელ ბრაზილიას დაუპირისპირდება.