“ვალენსიას” დირექტორი: “არ მჯერა, რომ “რეალის” ხელმძღვანელობა გუედეშს ესაუბრა”

“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი, გონსალო გუედეში ამჟამად “ვალენსიაშია” განათხოვრებული და შესაიშნავი სეზონიც აქვს. ერთწლიანი იჯარის მშვენიერი სტარტის შემდეგ, 23 წლის პორტუგალიელზე გავრცელდა ხმები, რომ მისით მადრიდის “რეალი” იყო დაინტერესებული. მეტიც, თითქოს, “ბლანკოსი”, როგორც პარიზელებთან, ასევე თავად მოთამაშესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

აღნიშნულ საკითხზე “ღამურების” გენერალურმა დირექტორმა, მატეო ალემანიმ ისაუბრა.

“არაფერი მსმენია იმ ფაქტზე, რომ “რეალი” გუედეშს მართლა დაუკავშირდა. არავის უთქვამს ჩემთვის რამე. პორტუგალიელს ჩვენთან კიდევ შვიდთვიანი კონტრაქტი აკავშირებს.  მისით ძალიან ბედნიერები ვართ. დარწმუნებული ვარ, გონსალოც იამვეს გრძნობს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. თუმცა, ახლა ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ზაფხულამდე ლოდინია. გუედეშმა კი განვითარება და “ვალენსიას” დახმარება უნდა გააგრძელოს,” – აცხადებს ალემანი.

“ვალენსია” სანდრო რამირესის ტრანსფერზე მუშაობს

უცხოურ მედიაში საკმაოდ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სანდრო რამირესის “ევერტონიდან” “ვალენსიაში” შესაძლო გადასვლის შესახებ, რაც საკითხის ღრმად განხილვის შემდეგაც საკმაოდ რეალური ჩანს.

როგორც ცნობილი ხდება, “მესტალიას” ბინადრები სანდრო რამირესის არენდის წესით აყვანას გეგმავენ. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, სანდრო 2017/18 წლების სეზონის მეორე ნახევარს ესპანეთში გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელი “ევერტონში” გასულ ზაფხულს, 5.2 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა “მალაგადან”. მიმდინარე სეზონში კი მან პრემიერ ლიგის მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ფეხბურთელმა ამ პერიოდში თავი ვერაფრით გამოიჩინა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩემპიონატში ნათამაშები 6 მატჩის მანძილზე სანდრომ მოედანზე სულ რაღაც 39 წუთი გაატარა.

მსაჯთა კომიტეტის უფროსი ვიდეოგამეორებებზე: “ლა ლიგას ფულის დახარჯვა არ უნდა”

კრიტიკის ქარცეცხლში მყოფი იგნასიო იგლესიას ვილანუევა ესპანეთის მსაჯთა კომიტეტის პრეზიდენტმა, ვიქტორიანო სანჩეს არმინიომ დაიცვა და აღნიშნა, რომ “ბარსელონასთან” მატჩში დაშვებული შეცდომის გამო მისი გაწირვა უსამართლობაა.

“ხალხს ყოველთვის ურჩევნია, მსაჯების წინააღმდეგ იყოს. არავის უყვარს მათ გვერდში ყოფნა.

იგლესიას ვილანუევას ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა და მხოლოდ ერთ მომენტში დაუშვა შეცდომა, სადაც გარკვევა ძალიან რთული იყო. მას ვესაუბრე და ვიცი რა მდგომარეობაშიც არის ამის გამო და ეს უსამართლობად მიმაჩნია.

ვფიქრობ, რომ მას ასე არ უნდა ექცეოდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წავაქეზოთ და ეს პერიოდი დავაძლევინოთ. ის უნდა გაძლიერდეს და თავისი საქმის კეთება გააგრძელოს.

რაც შეეხება ვიდეოგამეორებების დანერგვას, ამისთვის ლა ლიგას ფიფას თანხმობა და 4 მილიონი ევრო სჭირდება (ერთ-ერთი ტექნოლოგიის Hawk-eye-ს შესასყიდად). მათ კი ფულის გადახდა უბრალოდ არ უნდათ,” – აცხადებს არმინიო.

კარიკატურა: მესი მსაჯთან ერთად ვიდეო-რეფერის ესტუმრა

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურის შეხვედრაში “ვალენსია” “ბარსელონას” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ფრე, 1-1 ითამაშა. საგულისხმოა, რომ კატალონიელთა სუპერვარსკვლავს, ლიონელ მესის ერთ-ერთ მომენტში ასპროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

ვალვერდე: “ხშირად თავს ვერ ვიცავდით, რადგან “ვალენსია” საუკეთესოა კონტრ-შეტევაზე”

გუშინ ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურში კატალონიის “ბარსელონამ” “ვალენსია” მიიღო და მეტოქესთან ფრე, 1-1 ითამაშა.

პრინციპული შეხვედრის შემდეგ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ურთულესი თამაში გამოვიდა. ჩვენ ხშირად კარგად ვერ ვიცავდით თავს, რადგან “ღამურები” კონტრ-შეტევაზე შესანიშნავად გადმოდიოდნენ. ვიცით, რომ ეს გუნდი სახლშია განსაკუთრებით ძლიერი. სწორედ ამიტომ, უკმაყოფილო არ ვარ – დაძაბული წუთების შემდეგ, ანგარიში გავათანაბრეთ და ერთი ქულა მაინც მოვიპოვეთ. მათ დაბალანსებული თამაში დავუპირისპირეთ. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვთამაშობდით მათი ორი თავდამსხმელის წინააღმდეგ. განსაკუთრებით, გუედეშს გამოვარჩევდი,” – აცხადებს ვალვერდე.

“ვალენსიას” მწვრთნელი: “ჩვენთვის ჩემპიონატის მოგება შეუძლებელია”

ესპანური ლა ლიგის 12 ტურის შემდეგ “ვალენსია” სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, “ღამურების” თავკაცს არ სჯერა, რომ “მესტალიას” ბინადრებს ჩემპიონობის რაიმე შანსი აქვთ.

“ვფიქრობ, ესპანეთის ჩემპიონატის მოგება ჩვენთვის შეუძლებელია. შეუძლებელი თუ არა, ეს მინიმუმ წარმოუნდგენლად რთული მაინც არის. ჩემპონობისთვის 90 ქულის მოპოვებაა საჭირო. მსგავსი რამ ისეთი კლუბებისთვის, როგორიც “ვალენსია” და “ატლეტიკო” არიან, შეუძლებელია.

სხვა გუნდები გაჩემპიონების შანსს მხოლოდ მაშინ მიიღებენ, თუ “რეალი” და “ბარსელონა” ბევრ ქულას დაკარგავენ. ამ დროისთვის კი ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, მათი დამარცხება სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია. “ვალენსიამ” ეს “რეალთან” მატჩში უკვე დაამტკიცა. იმედი მაქვს, იგივე მოხდება “ბარსასთანაც”, ” -აცხადებს მარსელინიო.

გარი ნევილი მწვრთნელად მუშაობის ვარიანტს კატეგორიულად გამორიცხავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, გარი ნევილი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, მან მწვრთნელობაზე საბოლოოდ აიღო ხელი.

შეგახსენებთ, რომ ნევილმა საკუთარი შესაძლებლობები გასულ სეზონში “ვალენსიას” თავკაცის პოსტზე გამოსცადა, სადაც მხოლოდ 16 მატჩის ჩატარება მოასწრო – მათგან მხოლოდ 3 დასრულდა “ღამურების” გამარჯვებით.

“მწვრთნელად აღარსდროს ვიმუშავებ, ეს გამორიცხულია. შესაძლოა, 10 წლის შედმეგ გავიღვიძო და გავიფიქრო, რომ მწვრთნელობა მინდა, მაგრამ ახლა ასე ნამდვილად არ ვფიქრობ.

ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მაგრამ აღარ მინდა ოდესმე ისეთ მდგომარეობაში მოვხვდე, როგორშიც მაშინ ვიყავი. მას შემდეგ შემოთავაზებები პრემიერ ლიგის კლუბებიდანაც მქონდა, მაგრამ ყველა წინადადებას უარით ვუპასუხე.

“ვალენსიაში” კი ჩემი ბიზნეს პარტნიორის, პიტერ ლიმის (“ვალენსიას” მფლობელი) თხოვნით მივედი, რადგანაც მეგონა, რომ აქიდან რამე გამოვიდოდა,” – აცხადებს ნევილი.

“ვალენსიამ” “სევილია” გაანადგურა (ვიდეო)

ესპანური ლა ლიგის მეცხრე ტურში ერთმანეთს მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი ორი სახელოვანი კლუბი, “ვალენსია” და “სევილია” დაუპირისპირდა. “მესტალიაზე” შეკრებილმა 44 307-მა გულშემატკივარმა ოთხი გატანილი გოლი, თუმცა არც ისე დაძაბული თამაში იხილა.

სტუმრებმა თამაში ძალიან ხისტად დაიწყეს, პირველ ტაიმში გაფრთხილება ოთხმა “დალაქმა” მიიღო. ანგარიში კი შეხვედრის 43-ე წუთზე გაიხსნა გედეშის გოლით. 51-ე წუთზე ძაძამ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, სანტი მინამ კი 85-ე წუთზე – სამამდე. მატჩს საბოლოო წერტილი დამატებით დროში გედეშის მიერ გატანილმა მეორე გოლმა დაუსვა – 4:0.

ცხრა ტურის შემდეგ “ვალენსიას” 21 ქულა უგროვდება და 5 ქულით უსწრებს მე-6 ადგილზე მყოფ “სევილიას”. მომდევნო ტურში “ვალენსია” “ალავესს” ეწვევა, “სევილია” კი”ლეგანესს” მიიღებს.


მარსელინიომ “ვალენსიას” გაჩემპიონების შანსები შეაფასა

“რეალ ბეტისის” განადგურების (6-3) შემდეგ, “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინიომ, რომლის გუნდიც ამ დროისთვის მეორე პოზიციას იკავებს ლა ლიგის სატურნირო ცხრილში, პრესასთან ჩემპიონობის შანსებზე ისაუბრა.

“ბარსელონასა” და “რეალთან” ტიტულის მოგებისთვის ბრძოლა თითქმის წარმოუდგენელია,” – აცხადებს მარსელინიო Cadena Cope-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

“თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გზას არ გადავუხვიოთ და კვლავ დაუმარცხებლად გავაგრძელოთ ასპარეზობა. ბუნებრივია, რომ ამბიციები ჩვენც გაგვაჩნია. ვეცდებით, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გავაკეთოთ.

საერთო ჯამში, გუნდში კარგი ატმოსფეროა და შედეგით კმაყოფილები ვართ. რაც მთავარია, კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ,” – აცხადებს მარსელინიო.

“ვალენსია” რაულ ალბიოლის დაბრუნებას გეგმავს

უცხოურ პრესაში ესპანური “ვალენსიას” ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ აკავშირებენ “ნაპოლის” მცველთან, რაულ ალბიოლთან, რომელიც მადრიდის “რეალში” გადასვლამზე (2009) სწორედ “ღამურების” რიგებში გამოდიოდა.

Calciomercato.it-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ ვენდობით, 32 წლის ფეხბურთელი მზადაა, თავის მშობლიურ კლუბს 2018 წლის ზამთარში დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ “რეალის” ექს-ფეხბურთელი “ნაპოლიში” 2013 წელს გადაბარგდა, ნეაპოლურ კლუბთან კი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. “ღამურების” საბედნიეროდ, მისი გამოსასყიდი თანხა სულ რაღაც 8 მილიონი ევროა.

თუმცა საკითხავი ისაა, რამდენად მოინდომებს ალბიოლი “ნაპოლის” შუა სეზონში დატოვებას, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ იტალიელები კვლავაც იქნებიან “სკუდეტოსთვის” ბრძოლის მთავარი ფავორიტები.

სიმონე ძაძას ჰეთ-ტრიკი და “ვალენსიას” მორიგი გამარჯვება (ვიდეო)

ესპანური ლა ლიგის მეხუთე ტურში “ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე ბოლოადგილოსანი “მალაგა” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.

მატჩის პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, თავი მე-17 წუთზე სანტი მინამ გამოიჩინა. მეორე ტაიმის რვა წუთში კი სიმონე ძაძამ ჰეთ-ტრიკის გაფორმება შეძლო (55′;60′; 63′;). მატჩის საბოლოო ანგარიში კი როდრიგომ, 86-ე წუთზე დააფიქსირა.

შედეგად, 5 მატჩის შემდეგ “ღამურებს” 9 ქულა უგროვდებათ და ჯერაც წაუგებლები არიან (ამ დროისთვის მესამე პოზიციას იკავებენ), “მალაგა” კი 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.

მომდევნო ტურში “ვალენსია” “რეალ სოსიედადს” ეწვევა, “მალაგა” კი “ატლეტიკს” მიიღებს.


“ვალენსია”: ნეტო; ლატორე, მურილო, გაბრიელი, მონტოია; გედეში, კონდოგბია (პერეირე 64′), პარეხო (მაქსიმოვიჩი 73′), ზოლერი; სიმონე ძაძა (როდრიგო 67′), სანტი მინა

მთავარი მწვრთნელი: მარსელინიო

“მალაგა”: ხიმენესი; სიფუ, ჰერნანდესი, გონსალესი (ბაისე 70′), რიკა; კუზმანოვიჩი; მულა (ხუანპი 61′), როლონი, რედო, ჯონი, როლანი

მთავარი მწვრთნელი: ხ. მ. გონსალესი


“მარკო ასენსიო “რეალის” აწმყოა და არა მომავალი”

მადრიდის “რეალის” ესპანელმა მცველმა, დანიელ კარვახალმა მარკო ასენსიოს შეაქო, რომელმაც “ვალენსიასთან” მატჩში (2-2) დუბლის გაფორმება შეძლო და “თეთრებს” ქულა გადაურჩინა.

“არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ მარკო ასენსიო “რეალის” აწმყოა და არა მომავალი.

რაც შეეხება მატჩს, ჩვენ ერთი ქულა არ მოგვიპოვებია, ორი დავკარგეთ. ძალიან მძიმე თვე იყო და ამ დროს მომენტების გამოუყენლობა მომაკვდინებელია გუნდისთვის. მეტი შეგვეძლო,” – აცხადებს კარვახალი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მარკო ასენსიო “რეალის” ნამდვილ ლიდერად გვევლინება. გეტყვით იმასაც, რომ “ვალენსიასთან” მატჩში მარკომ თავისი პირველი საჯარიმოც შეაგდო მეორე მცდელობიდან.