ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები მზად არიან პირველი ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნონ ხოსე გაიას შესაძლო ტრანსფერის თაობაზე. ამ ინფორმაციას Daily Mirror-ის რედაქცია ავრცელებს.
როგორც იცით, გაია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთლად სახელდება, “ვალენსია” კი მზადაა, შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის გამო, მას “მესტალიას” დატოვების უფლება მისცეს.
მართალია, ესპანელ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსისაც” უკავშირებდნენ, მაგრამ ის ახლა ყველაზე მეტად “არსენალს” სჭირდება, რადგანაც ნაჩო მონრეალი თებერვლის თვეში 31 წლის გახდება, კირან გიბზი კი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
ამასთანავე, როგორც ცნობილი გახდა, ვენგერი მისთვის საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს.