ვასილ მაისურაძემ 20-წლამდელები შეკრიბა

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები უკვე მეორე შეკრებაზეა. მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და 21 ფეხბურთელი მიიწვია.

ვასილ მაისურაძე, 20 წლამდელებს ვარჯიშის გარდა, ერთ ამხანაგურ მატჩშიც გამოცდის. ისინი 6 ოქტომბერს, 15 საათზე, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდებიან.

მაისურაძის მიერ შერჩეულ ფეხბურთელთა სია ასეთია:

მეკარეები: ლაშა-გიორგი გურგენიძე (ლოკომოტივი), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია), გიორგი ჩოჩიშვილი (სლავია, ჩეხეთი);

მცველები: დავით კიკალიშვილი (ლოკომოტივი), ომარ ბულუხაძე (შევარდენი), ნიკა ყურშავიშვილი (ცხინვალი), ბექა ქებაძე (ლოკომოტივი), შალვა ნონიაშვილი (თბილისი);

ნახევარმცველები: ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), ლუკა სილაგაძე (დინამო თბ), ლუკა ბაკურაძე (საბურთალო), ბექა ნიკოლაშვილი (საბურთალო), თემურ ჩოგაძე (დინამო ბთ), სანდრო შეწირული (ლოკომოტივი), გოჩა ცირდავა (გაგრა), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი), ზაურ კერელეიშვილი (დილა), აკაკი ქიმერიძე (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები: გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), გიორგი გოგილაშვილი (შუქურა), ნუგზარ სპანდერაშვილი (ლოკომოტივი).

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს ცენტრი.

18-წლამდე ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 2-4 მაისს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ჩვენი მეტოქე უზბეკეთის 18-წლამდელები იქნებიან. ორივე შეხვედრა თბილისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ეს ის ნაკრებია, რომელიც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მომავალ შესარჩევ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ უკვე შეარჩია ის 23 ფეხბურთელი, რომელიც შეკრებას ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 28 აპრილიდან დაიწყებს.

დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი), პაატა კიტეიშვილი (დინამო თბ), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), ირაკლი ჯავახიშვილი (საბურთალო), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი), ალექსანდრე შეწირული (ლოკომოტივი), დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), ბექა დარცმელია (დინამო თბ), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა ნიკოლეიშვილი (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ივანიაძე (საბურთალო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლოკომოტივი), ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), აკაკი ნინუა (სამტრედია), თამაზ ბაბუნაძე (დინამო თბ), ლუკა სილაგაძე (დინამო თბ), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ).

Gff.Ge

17-წლამდელები სომხეთთან სათამაშოდ შეიკრიბნენ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები სომხეთთან ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებლად შეიკრიბა. ვასილ მაისურაძის გუნდი 1 და 3 მარტს, 14 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ორ სპარინგს გამართავს სომხეთის 18-წლამდე ნაკრებთან.

ეს ორი შეხვედრა დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპია ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის, რომელიც 15-20 მარტს თბილისში ჩატარდება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ დაბინავდა და ვასილ მაისურაძემ შემდეგი 22 ფეხბურთელი შეარჩია:

ნიკიტა შიხაშვილი (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბილისი), ნიკა ნინუა (დინამო თბილისი), ბექა ქავთარაძე (35-ე სკოლა), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), ჯაბა კასრელიშვილი (35-ე სკოლა), ლუკა ასათიანი (იაგელონია, პოლონეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (35-ე სკოლა), ლაშა ნიკოლეიშვილი (35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი (დინამო თბილისი), დავით კერესელიძე (ცხინვალი), დიმიტრი ვირუბოვი (35-ე სკოლა), ლევანი ხარაბაძე (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბილისი), ლუკა სილაგაძე (დინამო თბილისი), სანდრო შეწირული (ლოკომოტივი), გიორგი კუცია (დინამო თბილისი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (35-ე სკოლა), ზურა დავითაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ივანიაძე (საბურთალო).

სფფ-ის პრესსამსახური

17 წლამდე ნაკრები მინსკის ტურნირზე გაემგზავრა

საქართველოს 17 წლამდე საფეხბურთო ნაკრები მინსკში, საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ვასილ მაისურაძის გუნდი ბელორუსის დედაქალაქში 16 იანვარს ჩავიდა.

მინსკის საერთაშორისო ტურნირი ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. წელს საუკეთესოს ტიტულისთვის 12 ნაკრები იბრძოლებს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები C ჯგუფში უკრაინის, მოლდოვისა და ფინეთის 17 წლამდე ნაკრებები იქნებიან.
ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ მატჩს 18 იანვარს მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 19 იანვარს ქართველი 17 წლამდელები ფინეთის ნაკრებს, ხოლო 21 იანვარს უკრაინელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრები მინსკში 20 ფეხბურთელით გაემგზავრა.

17 წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბილისი), დავით კერესელიძე (ცხინვალი), ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი ( სამივე 35-ე საფეხბურთო სკოლა, თბილისი), ნიკა შიხაშვილი ( საბურთალო, თბილისი), ნუგზარ სპანდერაშვილი ( 35-ე საფეხბურთო სკოლა, თბილისი), ლუკა სილაგაძე (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), იური ტაბატაძე, ნიკა ღლონტი (ორივე საბურთალო, თბილისი), სანდრო ანდრონიკაშვილი, ლაშა ობოლაძე (ორივე 35-ე საფეხბურთო სკოლა, თბილისი), ლუკა ასათიანი (იაგელონია, პოლონეთი), დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კუცია ( ყველა დინამო თბილისი), ბექა ქავთარაძე ( სლავია პრაღა).

მინსკის ტურნირი 2005 წლიდან ტარდება, 2016 წლის გათამაშებაში კი მონაწილეობას ბელორუსიის, ლატვიის, სლოვენიის, ირანის, რუსეთის, ლიტვის, ისრაელის, სომხეთის, მოლდოვას, უკრაინის, ფინეთისა და საქართველოს 17 წლამდე ნაკრებები მიიღებენ. ტურნირის გამარჯვებული გუნდი 24 იანვარს გამოვლინდება.

სფფ-ის პრესსამსახური

მაისურაძე: „წინა მატჩებთან შედარებით დღეს კარგად ვითამაშეთ“

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ქობულეთის „შუქურასთან“ ფრედ, 0:0 დასრულებული მატჩი შეაფასა.

„გამარჯვება შეგვეძლო. წინა მატჩებთან შედარებით, დღეს კარგად ვითამაშეთ. ამ შეხვედრაში უმაღლეს ლიგაში ჩვენმა რამდენიმე ფეხბურთელმა მხოლოდ პირველად ითამაშა. ჯამში, თამაში კარგი გამოვიდა. ვფიქრობ, მატჩებზე მეტი გულშემატკივარი უდნა დადიოდეს“, – განაცხადა „რკინიგზელთა“ თავკაცმა.

ვასილ მაისურაძის 19-წლამდელებმა “გალათასარაი” დაამარცხეს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ამჟამად თურქეთში შეკრებაზე იმყოფება, პირველ ტესტ მატჩში “გალათასარაის” 20-წლამდელთა გუნდი 2:1 დაამარცხა – ამ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური Facebook გვერდი ადასტურებს. თურქთა კარის დალაშქვრა მათე ცინცაძემ (პენალტით) და გიორგი პაპუნაშვილმა მოახერხეს.

მეორე ტესტ-მატჩს ვასილ მაისურაძის გუნდი ზეგ, 7 მარტს გამართავს და “ქასიმფაშას” 20-წლამდელებს დაუპირისპირდება.

თბილისის “ლოკომოტივს” ვასილ მაისურაძე გაწვრთნის

თბილისის “ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც “ლოკომოტივის” ფეისბუქ-გვერდი იტყობინება, გია ცეცაძეს ვასილ მაისურაძე ჩაანაცვლებს.

“გია ცეცაძესთან თანამშრომლობა ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში!

“ლოკომოტივის” ახალი მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე იქნება.

იანვრის ბოლოს მოსამზადებელი ეტაპის გავლა ესპანეთში იგეგმება”, – ვკითხულობთ თბილისელთა განცხადებაში.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტ-რაუნდშია

15 ნოემბერს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, “მიხეილ მესხზე” მოლდოვის ნაკრებიც დაამარცხა და ელიტ-რაუნდის საგზური გაინაღდა. უელსის ნაკრებთან გამართული მატჩის მსგავსად, ქართველმა ახალგაზრდებმა მოლდოველ თანატოლებს საქმე პირველ ტაიმშივე მოუმთავრეს.

პირველი გოლი მე-3 წუთზე გავიდა. საჯარიმოში შეჭრილ ზარანდიას დარტყმა მეტოქე გუნდის მცველებმა არ აცალეს, თუმცა ბურთი კიკაბიძეს მიუვიდა, რომელმაც ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიშორა, შემდეგ კი, ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა – 1:0.

მე-7 წუთზე, აბურჯანიამ და პაპუნაშვილმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა გორის “დილას” ნახევარმცველმა კი, დარტყმა ზუსტად შეასრულა – 2:0.

მე-13 წუთზე, ზარანდიას შორეული დარტყმა მეკარემ მოიგერია. 43-ე წუთზე, მოლდოველთა კარს შორიდან, ძლიერი დარტყმით დავით ჯიქიაც დაემუქრა, თუმცა გალაცმა ბურთი კუთხურზე გადააგდო.

მეორე ნახევარში, უპირატესობას კვლავაც ვასილ მაისურაძის შეგირდები ფლობდნენ. 49-ე წუთზე, ზარანდიამ ხელსაყრელი პოზიციიდან მეკარეს ვერ აჯობა. მალევე დავით ჯიქიამ მეტოქეს ბურთი მოპარა, შორიდან დაარტყა, თუმცა – არაზუსტად.

57-ე წუთზე, გოროზიას მიერ ჩაწოდებულ კუთხურს მათე ცინცაძე გამოეხმაურა, მაგრამ მისი დარტყმული კარს აცდა. მოლდოველები ქართველთა კარს პირველად მე-60 წუთზე დაემუქრნენ, თუმცა ბექა ქურდაძემ დამაჯერებლად ითამაშა.

61-ე წუთზე, ჯიქია-აბურჯანიას კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, მაგრამ მოლდოველთა მეკარე ისევ კარგი იყო.

ამის შემდეგ, ქართველებს უპირატესობის გაზრდის მცდელობა არაერთხელ ჰქონდათ, მაგრამ მოლდოველთა მეკარე დამაჯერებლად მოქმედებდა.

ვასილ მაისურაძე: “ყველა გულშემატკივარს ვულოცავ. ძალიან გახარებულები ვართ. ვიცოდით, რომ უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც. ჯერ არ ვიცი, რა შემადგენლობით ვითამაშებთ ჰონალდიის ნაკრების წინააღმდეგ, თუმცა ბირთვი არ შეიცვლება. ჰოლანდიელებთან საინტერესო მატჩს ველით. ვფიქრობ, შეიძლებოდა, რომ სტადიონზე უფრო მეტი გულშემატკივარი მოსულიყო.”

ბექა ქურდაძე: “დიდი მადლობა ყველას. კარგად ვითამაშეთ. სწრაფი გოლი ძალიან დაგვეხმარა. შევეცდებით, ჰოლანდიის ნაკრებთანაც კარგად ვითამაშოთ.”

იური ოსპინენკო: “საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. სწრაფმა გოლებმა ნამდვილად გაგვტეხეს. კონცენტრაცია ვეღარ მოვახდინეთ. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით.”

საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი (გოროზია 46′), ჯიქია, კიკაბიძე (კერძევაძე 61′), თევზაძე, ზარანდია.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

მოლდოვა: გალაცი, ვლას, როგაცი, მაკრიტჩი, კალუგერი, ბირდანი, პაირელი, ბეიანი, როსკა, ჩემში, დამასკანი.
მთავარი მწვრთნელი: იური ოსპინენკო.

გოლები: კიკაბიძე 3′, აბურჯანია 7′.
გაფრთხილებები: ვლასი 31′, ბირდანი 42′.
მთავარი მსაჯი: ოლივერ დრაჩტა.

დიტო ჭიჭინაძე

* GFF.GE-ს ფოტო.

ვასილ მაისურაძე: “აქცენტს პირველ მატჩზე ვაკეთებთ”

13 ნოემბრიდან, საქართველოში, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ჩატარდება. ტურნირის შეხვედრები “მიხეილ მესხსა” და “დინამო არენაზე” გაიმართება. საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები მოლდოვის, ჰოლანდიისა და უელსის ნაკრებები იქნებიან.

ტურნირის დაწყების წინ, 12 ნოემბერს, “მიხეილ მესხზე” ოთხივე გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართეს.

ვასილ მაისურაძე (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “აქცენტს პირველ მატჩზე ვაკეთებთ. ამჟამად, მხოლოდ უელსის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაზე ვფიქრობთ. ტურნირის ფავორიტების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ოთო გოშაძე დაშავდა, მაგრამ სხვა ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ.”

ჯეფ ვუდი (უელსის ნაკრების მეკარეების მწვრთნელი): “პირველი შთაბეჭდილებები დადებითია. ჩვენი მეტოქეების მსგავსად, კარგი შემადგენლობა გვყავს. იმედი მაქვს, რომ კარგი ტურნირი გამოვა.”

ვიმ ვან ზვამი (ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მართალია, სექტემბერ-ოქტომბერში მატჩები ჩავატარეთ, მაგრამ ხვალ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გველის. ამ დროისთვის, მხოლოდ მოლდოვის ნაკრებზე ვფიქრობთ. ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ. ჩემი აზრით, ასეთ ტურნირებზე, შესაძელებელია, ყველაფერი მოხდეს.”

იური ოსპინენკო (მოლდოვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მოლდოვასა და საქართველოს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებს, ამიტომ აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. გვინდა, ტურნირზე ღირსეულად გამოვიდეთ.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პირველ მატჩს ხვალ, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა “მიხეილ მესხზე”, 14:00 საათზე დაიწყება.

დიტო ჭიჭინაძე