“ლაციომ” “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” ყოფილი მცველი დაიმატა

“ლაციოს” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ვერონასა” და ურუგვაის ნაკრების მცველი, მარტინ კასერესი მომავალი ერთი წლის განმავლობაში რომაული კლუბის ღირსებას დაიცავს. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მომავალში შესაძლებელი იქნება კონტრაქტის გახანგრძლივებაც.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა, რომელსაც პრაქტიკულად ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია დაცვაში ითამაშოს, მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და უმეტესწილად მარჯვენა მცველის როლში გვევლინებოდა.

30 წლის ფეხბურთელს “დეფენსორში”, “ვილიარეალში”, “რეკრეატივოში”, “ბარსელონაში”, “იუვენტუსში”, “სევილიასა” და “საუთჰემტპონის” რიგებში თამაშის გამოცდილება აქვს.

ურუგვაის ნაკრებში კასერესს 75 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ პერიოდში 4 გოლის გატანაც შეძლო.

ბროკი: „პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ბროკიმ განაცხადა, რომ ბოლოადგილოსან „ვერონასთან“ ანგარიშით 1:2 მარცხისთვის პასუხისმგებელია.

„ახლა ამ გუნდის წარმომადგენელი ვარ და პასუხისმგებლობას ვიღებ. გუნდმა ცუდად ითამაშა, ისე ვერ ვმოქმედებდით, როგორც გვინდოდა. მსგავსი სირთულეების დროს საკუთარ თავზე გაერთიანებით უნდა ვმუშაობდეთ. „მილანმა“ თამაშის გაკონტროლება და გუნდი ფეხბურთს ჩვენება ვერ მოახერხა. გულდაწყვეტილები ვართ, მაგრამ დარტყმის მიღება და მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. გუნდი ერთიანი არ იყო, რამაც მეტოქეს ძალა მისცა. ტაქტიკასა და ფსიქოლოგიაში ბევრია შესაცვლელი. ამ მდგომარეობიდან უფრო ძლიერები გავალთ“, – ციტირებს ბროკის „Football-Italia“.

სერია ა-ს სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „როსონერი“ 54 ქულთ მე-6 ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ „სასუოლოს“ მხოლოდ 1 ქულით სჯობნის.

“ვერონამ” მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

იტალიური “ვერონას” ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეა მანდორლინი გაათავისუფლა. გუნდი მანდორლინის თანაშემწეებმაც დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა მანდორლინი “ვერონას” 2010 წლიდან თავკაცობდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დაბრუნდა გუნდი იტალიის რანგით უმაღლეს დივიზიონში.

“ვერონას” ამ დროისთვის აქტივში მხოლოდ 6 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი უკავია.

 

„ვერონა“, შესაძლოა, იტალიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ჩაიბაროს

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ, შესაძლოა, „ვერონა“ ჩაიბაროს, რის შესახებაც Football-Italia.net წერს.

დონადონი ანდრეა მანდორლინის შესაძლო შემცვლელთა შორის მთავარი კანდიდატია. სავარაუდოდ, ვერონელთა ამჟამინდელ თავკაცს კლუბის ხელმძღვანელობა სულ მალე გაუშვებს.

დონადონის გარდა, „ვერონას“ შესაძლო მომავალ თავკაცებს შორის ფრანჩესკო გვიდოლინია, რომელიც „უდინეზეში“ მუშაობითაა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ დონადონიმ ბოლოს გაკოტრებულ „პარმაში“ იმუშავა.

ტონიმ ოპერაცია გაიკეთა

„ვერონას“ 38 წლის თავდამსხმელს ლუკა ტონის მუხლის ოპერაცია ჩაუატრდა. აქამდე გამოთქმული ვარაუდით, გამოცდილ ფორვარდს დაახლოეით ორი თვე უნდა გამოეტოვებინა.

„პროცედურამ წარმატენბით ჩაიარა. გამოჯანმრთელების პერიოდი ფეხბურთელის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც რეგუალრულად შევამოწმებთ“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

„ნაპოლი“ ახალგაზრდა ნახევარმცველს გამოისყიდის

ცენტრალური ნახევარმცველი ჟორჟინიო „ნაპოლის“ სრულყოფილი მოთამაშე გახდება

როგორც „ტუტოსპორტი“ წერს, ამჟამად 23 წლის ფეხბურთელისთვის „ნაპოლი“ და „ვერონა“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„ნაპოლი“ „ვერონასთან“ მოთამაშის გამოსყიდვას განიხილავს. მისი სატრანსფერო უფლებების მეორე ნაწილის ფასი 4,5 მილიონ ევროს შეადგენს“, – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ჯოაო სანტოსმა.

„სარის ხელმძღვანელობით ჩვენ ახალ ჟორჟინიოს ვიხილავთ. ჩემს კლიენტს საუკეთესო თვისებების ჩვენება სჭურდება. ბენიტესის დროს მას ნაკლები სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა“, – დაამატა მოთამაშის წარმომადგენელმა.

ჭანტურია “ვერონაში” დაბრუნდა

“კლუჟში” დასრულებული იჯარის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი ჭანტურია “ვერონას” დაუბრუნდა.

tuttomercatoweb.com-ის ცნობით, ქართველის მომავალი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. შესაძლოა, ის იტალიურ გუნდში დარჩეს კიდეც, თუმცა ვერონელები არც მის გასხვისებას გამორიცხავენ.

დასრულებულ სეზონში ჭანტურიამ რუმინეთის ჩემპიონატის 22 შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო.

38 წლის ტონი კიდევ ერთი წლით რჩება

„ვერონას“ თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთ წლით გაახანგრძლივა.

ვერონულ გუნდთან ახალი შეთანხმება 38 წლის ფორვარდს 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში იტალიის სერია ა-ს 38 მატჩში ტონიმ 22 გოლი გაიტანა, რითაც მაურო იკარდისთან ერთად ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა.

“იუვემ” ჩემპიონატი გამარჯვებით ვერ დაასრულა

ტურინის “იუვენტუსი” სერია ა-ს უკანასკნელ ტურში “ვერონას” ესტუმრა და გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

“იუვემ” დაწინაურება 42-ე წუთზე პერეირას გოლით შეძლო, თუმცა შესვენების შემდეგ 3 წუთში ლუკამ ტონიმ წონასწორობა აღადგინა. ტურინელები კიდევ ერთხელ 57-ე წუთზე ლიორენტეს გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ამჯერადაც ვერ შეინარჩუნეს. 93-ე წუთზე ტალებმა საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდამდე კარლოს ტევესმა პენალტის გატანა ვერ შეძლო, შეცვლაზე შესულმა სიმონე პეპემ კი წითელი ბარათის მიღება მოასწრო.

37 წლის ლუკა ტონიმ “სასუოლოს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

26 აპრილს, იტალიის სერია A-ში, “ჰელას ვერონამ” საკუთარ მოედანზე “სასუოლო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში დუბლის გაფორმება მოახერხა მასპინძელთა 37 წლის თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ, მისი ერთ-ერთი გოლი კი ძალიან ლამაზი გამოვიდა.

“ვერონა” 1:3 “მილანი” (გოლები)

დასრულდა იტალიის სერია ა-ს 7-ე ტურის მატჩი. “ვერონამ” “მილანს” უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით 1:3 დამარცხდა.

გოლები: 21′ მარკესი(ავტოგოლი), 27′ 56′ ჰონდა,  87′ ლოპესი.

ოფიციალურად: გიორგი ჭანტურიამ ”ვერონასთან” 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

იტალიური ”ვერონას” ქართველმა შემტევმა, გიორგი ჭანტურიამ, კლუბთან თავისი მომავალი გაარკვია.

21 წლის ფეხბურთელმა, კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, იანვრამდე კი იჯარის წესით რუმინულ ”კლუჟში” ითამაშებს.

”ოფიციალურად! საბოლოოდ დამთავრდა ყველანაირი გაუგებრობა, 4 წლიანი კონტრაქტი ”ვერონასთან” და იანვრამდე განათხოვრებით ”კლუჟში”. მადლობა ღმერთს ყველაფერი დალაგდა.” – ასეთი განცხადება გამოაქვეყნა დღეს გიორგი ჭანტურიამ, საკუთარ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

sdqd