“ვიტ ჯორჯიას” მეკარემ ბათუმის “დინამოს” გოლი გაუტანა (ვიდეო)

14 ივნისს, საქართველოს თასზე “ვიტ ჯორჯიამ” საკუთარ მოედანზე ბათუმის “დინამო” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეკარე ჯონი შეროზიამ გაიტანა. მასპინძელთა კარის დაჯარმა 48-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ვიდეოს ლინკი: http://www.myvideo.ge/v/3613837

ამხანაგურ შეხვედრაში “საბურთალო 2″”ვიტ ჯორჯიასთან” დამარცხდა (ვიდეო)

გუშინ “საბურთალო”-2-მა მორიგი ამხანაგური მატჩი ლიგა-2-ის წარმომადგენელ “ვიტ ჯორჯიასთან” გამართა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და “ვიტ ჯორჯიას” გამარჯვებით დასრულდა. ორივე გოლი ვეტერინარებმა პირველ ტაიმში გაიტანეს.
გეტყვით, რომ “საბურთალო”-2 მორიგ საკონტროლო შეხვედრას 10 თებერვალს “თელავთან” გამართავს.

საბურთალო: ლეჟავა, ტაბატაძე, ხუბაშვილი, ბუიღლიშვილი, ჯავახიშვილი, ბაკურაძე, ნიკოლაშვილი, სალუქვაძე, ღლონტი, აბულაძე, ტოკლიკიშვილი.

მეორე ტაიმში შევიდნენ: ნონიკაშვილი, ფურცელაძე, გულიაშვილი, ჭანტურიშვილი, ბ. ხარაიშვილი

“ვიტ ჯორჯია” ახალის ეზონისთვის სამზადისს აქტიურად შეუდგა

ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგა ორის 2018 წლის გათამაშებისათვის სამზადისს შეუდგა. 4-5 იანვარს ვიტ ჯორჯიას 34 ფეხბურთელს სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

8 იანვრიდან კი ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები საწვრთნელ პროცესს მცხეთაში შეუდგნენ.

13 იანვარს ჩვენი გუნდი ზამთრის თასის მორიგ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, ვიტ ჯორჯიელები ბ ჯგუფში დინამოს (თბილისი), კოლხეთს (ფოთი) და ნორჩ დინამოს (თბილისი) დაუპირისპირდებიან.

Witgeorgi.Ge

“ვიტ ჯორჯია” 20 წლის გახდა!

“ვიტ ჯორჯია” 20 წლის გახდა. თბილისური კლუბი 1997 წლის 30 ნოემბერს დაარსდა. “ვიტ ჯორჯიას” ამ დროის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატი ორჯერ – 2003/2004 და 2008/2009 წლებში აქვს მოგებული. ასევე, “ვიტ ჯორჯია” საქართველოს თასის (2010) და საქართველოს სუპერთასის (2009) გამარჯვებულია.

ვიტელთა გუნდში აღზრდილი ბევრი მოთამაშე გამხდარა საქართველოს ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების წევრი. ყველა პერიოდის ვიტჯორჯიელს ვულოცავთ იუბილეს!

Eliga.Ge

“ვიტ ჯორჯია” ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრეს ახალი ფეხბურთელებით ხვდება

“ვიტ ჯორჯია” ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრეს ახალი მოთამაშეებით ხვდება. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

გუნდის ღირსებას დაიცავს 22 წლის ნახევარმცველი – ბექა კაკუშაძე, რომელიც სხვადასხვა დროს ქუთაისის “ტორპედოს”, “ზესტაფონისა” და წყალტუბოს “სამგურალის’ რიგებში ირჯებოდა. ბოლო ორი სეზონი კი საფეხბურთო კლუბ “გაგრაში” გაატარა. იგი “ვიტ ჯორჯიაში” 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ასევე, აღნიშნული გუნდის რიგებში ჩაირიცხა 20 წლის გიორგი ვეკუა, რომელიც ამპლუით ნახევარმცველი გახლავთ. იგი სხვადასხვა დროს “დინამო თბილისისა” და “გაგრას” რიგებში ირიცხებოდა. გიორგიმ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ტყიბულის “მეშახტეში” გაატარა. გიორგი ვეკუა “ვიტ ჯორჯიაში” 13-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

“ვიტ ჯორჯია”ს მაისური მოირგო დავით დემეტრაძემ, 20 წლის ნახევარმცველი რუსეთში, იაროსლავლის “შინიკისა” და კრასნოგორსკის “ზორკიში” გამოდიოდა. მან მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ხობის “კოლხეთში” გაატარა. დავით დემეტრაძე “ვიტ ჯორჯიაში” 18-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ვეტერინართა რიგებში ჩაირიცხა 19 წლის გოლკიპერი, ნიკოლოზ ქავთარაძე, რომელმაც კარიერა “დინამო თბილისში” დაიწყო. უკანასკნელი ორი სეზონი კი საჩხერის “ჩიხურას” რიგებში გაატარა. ახალგაზრდა კიპერი ვიტ ჯორჯიაში 31-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“ვიტ ჯორჯიას” ძირითად გუნდში დაწინაურდა ირაკლი ზარიძე, რომელიც ამპლუით თავდამსხმელი გახლავთ. მან კლუბთან გრძელვადიანი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.  ირაკლი ზარიძე 14-ნომრიანი მაისურით შეუტევს.

„დინამო“ – „ვიტ-ჯორჯია“ უამინდობის გამო გადაიდო

თბილისის „დინამოს“ დიღრმის სამწვრთნელ ბაზაზე დღეს „დინამოსა“ და „ვიტ-ჯორჯიას“ შორის ამხანაგური მატჩი უნდა გამართლიყო. „დინამოს“ ოფიციალური საიტი უწყება, რომ აღნიშნული შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ოც იანვარს „დინამოელებმა“ „საბურთალოსთან“ ისპარინგეს და ქვილითაის დუბლით, ანაგრიშით 2:1 გაიმარჯვეს.

30 იანვრიდან გია გეგუჩაძის გუნდი შეკრებას თურქეთში გაივლის, სადაც 14 თებერვლამდე დარჩება და რამდენიმე მოსამზადებელ შეხვედრასაც ჩაატარებს.

„დინამო“ – „ვიტ-ჯორჯია“ ფრედ დასრულდა

დღეს, დიღმის სამწვრთნელ ბაზაზე, თბილისის „დინამომ“ „ვიტ-ჯორჯიასთან“ სპარინგ მატჩი გამართა.

მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმი „ვიტელთა“ გამარჯვებით დასრულდა, მეორე ნახევარში კი გეგუჩაძის ფეხბურთელებმა წონასწორობა აღადგინეს – გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა.

თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტის მიმოხილვა:

“მეტალურგი” – “ვიტ ჯორჯია”: ფრე “სიონის” სასარგებლოდ

უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა რუსთავში აუტსაიდერთა დაპირისპირება იყო. თუმცა, მატჩმა მოლოდინი ვერ გაამრთლა და “ფოლადზე” მცირე რაოდენობით შეკრებილმა გულშემატკივრებმა მოსაწყენი თამაში იხილეს.

შეხვედრა “ვიტის” უპირატესობით დაიწყო, თუმცა პირველი მომენტი მე-10 წუთზე რუსთვალებმა, კუთხურიდან შექმნეს, რასაც “ვეტერინარებმა” ლობჟანიძის გარღვევით უპასუხეს, რომლის სახიფათო გადაცემას თანაგუნდელები ვერ გამოეხმაურნენ.

პირველ ტაიმში 45-ე წუთამდე განსაკუთრებული არაფერი შემქნილა. ბოლო წუთზე კი კვლავ ლობჯანიძემ იაქტიურა, თუმცა ეპიზოდი მისი არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

შესვენების შემდეგ “ვიტ ჯორჯიას” უპირატესობა კიდევ უფრო მეტად იყო თვალში საცემი. სტუმრები ფაქტობრივად მთელი 45 წუთის განმავლობაში აკონტროლებდნენ მატჩის მიმდინარეობას. განსაკუთრებით აქტიური საბაძე იყო, რომელსაც რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა, თუმცა კარში ზუსტ დარტყმამდე საქმე არ მისულა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი “მეტალურგის” კარის დარაჯმა, ნარიმანიძემ იყოჩაღა, როდესაც რამდენიმე მეტრიდან დარტყმულზე მოახდინა რეაგირება და მეტოქეს არ გაატანინა.

საბოლოოდ, “ვიტ ჯორჯიას” უპირატესობა ანგარიშზე არ აისახა და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა, რაც “სიონისთვის” იდეალური შედეგი აღმოჩნდა. ბოლნისელებმა საკუთარი შეხვედრა მოიგეს და შედეგად “მეტალურგიც” და “ვიტ ჯორჯიაც” გასავარდნ ზონაში, მე-15 და მე-16 ადგილებზე აღმჩნდნენ.

 

მეტალურგი 0-0 ვიტ ჯორჯია

მეტალურგი: ნადირაძე, ნარიმანიძე, ნოზაძე, მინდორაშვილი, მიქაუტაძე, ბერუაშვილი, სარიშვილი, ზვიადაძე, ბარამიძე, ჩიკვაიძე, ბარაბაძე

სათადარიგოები: ბეგიაშვილი, ფაცხაშვილი, ხიზანეიშვილი, გაბაშვილი, ოქროპირიძე, კილასონია, ციცქიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, დანელია, დავლაშელიძე, მაისურაძე, გახარია, დემეტრაშვილი, კახაბრიშვილი, ლობჯანიძე. 

სათადარიგოები: ისერგიშვილი, მერაბიშვილი, ებანიძე, კურდღელაშვილი, ხვისტანი, დადიანი, ბუნტური. 

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

აჭარლები შინ სამი ქულით ბრუნდებიან

დღეს საქართველოს უმაღლესი ლიგის 27-ე ტური დაიწყო. ორიდან ერთ-ერთი შეხვედრა „მცხეთა პარკზე“ გაიმართა, სადაც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლმა „ვიტ-ჯორჯიამ“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა.

ამ ტურის წინ „ვიტელები“ 22 ქულით ბოლო ადგილზე იყვნენ, ხოლო „შუქურა“ 34 ქულით ქუთაისის „ტორპედოსთან“ მეათე ადგილს იყოფდა.

შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ორივე გუნდი ბურთს ფლობდა, თუმცა განსაკუთრებული მომენტებით არ გამორჩეულა. ნელ-ნელა მასპინძლებმა პირველ ნორმად თამაში დაიწყეს. აღსანიშნავი იყო მათი მარჯვენა ფლანგიდან შეტევები, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ექვსი ნომერი ბადრი დემეტრაშვილი იყო. მე-17 წუთზე „ვიტ-ჯორჯიამ“ პირველი კუთხური მოაწოდა. თბილისელები შეტევას აგრძელებდნენ – მე-19 წუთზე მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებულს ელგუჯა ლობჯანიძე თავით ვერ მიწვდა. ცოტა ხანში, კერძოდ კი 22-ე წუთზე, პირველი კუთხური აჭარლებმაც მოაწოდეს, რომელსაც განსაკუთრებული არაფერი მოჰყოლია. 24-ე წუთზე საჯარიმოს ხაზთან გიორგი გეთიაშვილის დარტყმა „შუქურას“ მეკარისთვის პრობლემა არ ყოფილა. 28-ე წუთზე ვალიკო გახარიამ თითქმის ცენტრში დანიშნული ჯარიმის შედეგად ბურთი მეტოქის საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, თუმცა გეთიაშვილი თამაშგარეში მოხვდა. ცოტა ხანში მასპინძებმა უფრო სახიფათო ჯარიმა შეასრულეს – ამჯერად მათ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდეს, თუმცა ამ პასს ადრესატი არ ჰყოლია. აღსანიშნავია, რომ „ვიტელები“ შეტევების დასრულებას ჩაწოდებებით ხშირად ცდილობდნენ. 34-ე წუთზე „შუქურას“ კართან შექმნილი არეულობის შემდეგ სტუმართა მცველებმა ნელი დარტყმულის კარის ხაზიდან გამოტანა შეძლეს. 44-ე წუთზე სტუმართა ზაზა ტუღუშმა მასპინძლებს გაუტანა, თუმცა გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მეორე ტაიმის დასაწყისში პუკანიჩის დარტყმულს „ვიტ-ჯორჯიას“ მცველი გადაეღობა და ბურთი კუთხურზე გადავიდა. ცოტა ხანში ეპიზოდი „შუქურას“ კართანაშ შეიქმნა – კახაბრიშვილის ჩაწოდებას ლობჯანიძე გამოეხმაურა, რომელიც აკრობატული დარტყმით გოლის გატანას ცდილობდა, თუმცა ბურთი მეტოქის კარს დიდი მანძილით ააცილა. ამის შემდეგ თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა – ერთ-ერთ ეპიზოდში „ვიტ-ჯორჯიას“ მცველმა გიორგი გეთიაშვილმა თავის ტრავმა მიიღო. 70-ე წუთზე არჩილ ტვილდიანი მარჯვენა ფლანგზე მეტოქეს ჩინებულად გასცდა და საჯარიმოში შესულმა პასი ზვიად მეტრეველს გაუკეთა, რომელსაც ნელი და ზუსტი დარტყმის განხორცეიელება არ გასჭირვებია – 0:1.

ამის შემდეგ მასპინძლებს ანგარიშს გათანაბრების რამდენიმე შანსი ჰქონდათ. 87-ე წუთზე შოტა თავლაბერიძის ერთი შეხებით ლამაზი და უძლიერესი დარტყმა მეკარე კაკალაძემ ერთი ხელით მოიგერია, დანიშნული კუთხურის შედეგად „შუქურამ“ კონტრშეტევა დაიწყო, რომლის ბოლოს მეტრეველს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მას მცველებმა აჯობეს და კუთხურიც დაინიშნა. ცოტა ხანში თავისი გუნდის უპირატესობის გაზრდა გიორგი კუხიანიძესაც შეეძლო, რომელმაც საჯარიმოს ხაზთან ახლოს დაარტყა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხსენებული პაუზის გამო მსაჯმა შეხვედრას 6 წუთი დაამატა, რომლის დროსაც აჭარლები შეტევას აგრძელებდნენ. კუხიანიძემ შეცვლაზე შესულ პაულო ვიქტორს ჩინებული პასი გაუკეთა, თუმცა ბრაზილიელი თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა. ორ წუთში პუკანიჩი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. საბოლოოდ, 0:1 და „შუქურა“ 37 ქულით მინიმუმ ხვალამდე მეშვიდე ადგილზე ავიდა.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „მერანმა“ უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის კიდევ ერთი მებრძოლი გუნდი დაამარცხა – მარტვილელებმა რუსთავის „მეტალურგს“ ანგარიშით 3:0 მოუგეს.

„ვიტ-ჯორჯია“ – „შუქურა“ 0:1
გოლი: მეტრეველი 70′
„მცხეთა პარკი“
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

„ვიტ-ჯორჯია“: შეროზია, გეთიაშვილი, საბაძე, კალანდია, მაისურაძე, დემეტრაშვილი, დავლაშელიძე, კახაბრიშვილი, გახარია, დანელია, ლობჯანიძე

„შუქურა“: კაკალაძე, ჩალაძე, გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, კუხიანიძე, პუკანიჩი, ტუღუში, ხუჭუა, მეტრეველი, კოპალიანი

„დინამომ“ „ვიტ ჯორჯიას“ უპრობლემოდ სძლია

საქართველოს უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში თბილისის „დინამომ“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და აუტსაიდერი უპრობლემოდ, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მე-14 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შესულ პაპუნაშვილს ანგარიშით გახსნა არ გასჭირვებია – 1:0. ორ წუთში მაპსინძლებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს, ამჯერად კიტეიშვილის დარტყმა „ვიტელთა“ კარს ასცდა. „დინამოელები“ შეტევას აგრძელებდნენ, რასაც შედეგი 42-ე წუთზე მოჰყვა, როდესაც თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე მათე ცინცაძემ გაზარდა. პირველი ნახევარი ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მეორე 45 წუთში სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა – გოგიჩაიშვილის ფეხბურთელები შეტევებს აგრძელებდნენ, „ვიტელები“ კი მათ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. სტუმართა მხრიდან აღსანიშნავი ამ პერიოდში მხოლოდ 58-ე წუთზე ბადრი დემეტრაშვილის ჩაწოდებაა. 70-ე წუთზე პირველი გოლის ავტორმა გიორგი პაპუნაშვილმა მარჯვენა ფლანგზე ბურთი მიიღო და უძლიერესი დარტმით მეკარე ჯონი შერიოზია უშანსოდ დატოვა და დუბლიც შეასრულა – 3:0. დარჩენილ დროში ტემპი კიდევ უფრო დაეცა – ბურთს კვლავ „დინამო“ ფლობდა. 90-ე წუთზე ტაბატაძის სახიფათო დარტმული შეროზიამ კუთხურზე გაგზავნა.

საბოლოოდ 3:0 და ამ გამარჯვებით თბილისელებმა 47 ქულა დააგროვეს, რითაც ბათუმის „დინამოს“ ორი ქულით გაუსწრეს.

„დინამო“ – „ვიტ ჯორჯია“ 3:0

გოლები: პაპუნაშვილი 14′, 70′, ცინცაძე 42′

„დინამო“: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (ტაბატაძე 74′), თთაძე, ფერეირა, შერგელაშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ბუკორაცი 64′), ჭანტურიშვილი, ონვუ (ლობჟანიძე 67′)

„ვიტ ჯორჯია“: შეროზია, თათხაშვილი, კალანდია, გეთიაშვილი, მაისურაძე, დავლაშელიძე, კურდღელაშვილი (ლებანიძე 82′), გახატია, დემეტრაშვილი (კახაბრიშვილი 73′), საბაძე, ლოგჯანიძე (დადიანი 87′)

გაფრთხილებები: პაპუნაშვილი 70′ – კურდღელაშვილი 75′

დინამო vs ვიტ ჯორჯია – მატჩამდე

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 24- ე ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება. 19 აპრილს დინამო არენაზე მოქმედი ჩემპიონებისა და ვეტერინართა დაპირისპირება 16.00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ტრადიციულად შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია საქართველოს ჩემპიონატში 1997/1998 წლების სეზონში გამოჩნდა. გუნდის სიმბოლიკა ძირითადად მწვანე და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ვიტ ჯორჯია საშინაო მატჩებს მცხეთაში, მცხეთა პარკზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. 1997 წლის მიწურულს შექმნილმა კლუბმა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე მორკინალი ჩაანაცვლა. ქართულ საფეხბურთო ელიტაში მოხვედრიდან სამი წლის შემდეგ გუნდმა პირველი მედლების მოპოვებაც მოახერხა, გუნდმა 1999/2000 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მეორე პოზიცია დაიკავა და ვეტერინარები ვერცხლის მედლებს დაეპატრონენ. მას შემდეგ 10 წლის განმავლობაში ვიტ ჯორჯია სტაბილურად ახერხებდა ევროთასებზე გამსვლელი საგზურის მოპოვებას. ვეტერინარებმა ევროტურნირებზე უკანასკნელად 2010/2011 წლების სეზონში იასპარეზეს. უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაზე ჩვენი მომავალი მეტოქე ჩეხურ ბანიკ ოსტრავას დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში ანგარიშით – 0:6 დამარცხდა. ვიტ ჯორჯიამ ისტორიაში დიდ წარმატებას 2003/2004 წლების სეზონში მიაღწია, გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა და თავისი პირველი ტიტული მოიპოვა. ვეტერინარებმა ანალოგიური შედეგი 2008/2009 წლების სეზონში გაიმეორეს და საქართველოს ჩემპიონის წოდებას მეორედ დაეუფლნენ. 2009/2010 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე იმარჯვა. დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში, რომელსაც 12 000 მაყურებელი ესწრებოდა, ერთმანეთს ჩვენი გუნდი და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით – 0:1 წააგეს. 2009 წელს საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში დინამოელთა და ვეტერინართა გზები გადაიკვეთა. რუსთავში, ფოლადის სტადიონზე საქართველოს თასის მფლობელი დინამო თბილისი ჩემპიონ ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა, 15 წუთიან დამატებით ტაიმებში კი ვეტერინარებმა გოლის გატანა შეძლეს.

მწვრთნელი და ვიტ ჯორჯია

ვიტ ჯორჯიელთა მთავარი მწვრთნელი 2015 წლის მარტიდან თენგიზ კობიაშვილი გახლავთ. მან ზურაბ ბერიძე ჩაანაცვლა, რომელიც 2012/13 სეზონიდან მუშაობდა ვეტერინარებთან. კლუბს ჩატარებული 23 მატჩიდან 16 ქულა აქვს დაგროვილი და გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.

დინამომდე

ზამთრის პაუზის შემდეგ ვიტ ჯორჯიამ თასის მეოთხედფინალით განაახლა მეორე წრე. პირველი სათასო მატჩი სტუმრად ცხინვალთან ვეტერინარების გამარჯვებით 5:4 დასრულდა. ამას მოჰყვა ფრე მარტვილის მერანთან 2:2 და ორი მარცხი- სამტრედიასთან 0:1 და ცხინვალთან 0:1. თასის საპასუხო მატჩი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 1:4 დათმო. ამას მოჰყვა ორი მარცხი ტორპედოსთან 0:1 და ბათუმის დინამოსთან 1:2. შემდეგ ვიტ ჯორჯიამ ორი უპასუხო ბურთით ზუგდიდი დაამარცხა, რასაც ისევ 2 მატჩიანი წაგება მიაყოლა- გურიასთან 1:4 და ჩიხურასთან 1:2.

დინამო VS ვიტ ჯორჯია

ამ გუნდებს შორის ჩატარებული შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს (შეიძლება ითქვას, რომ ვიტ ჯორჯია დინამოსთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა). 50 ჩატარებულ შეხვედრაში 19 მატჩი დინამომ მოიგო, 12 შემთხვევაში იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და 19 თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ არის-61/40. აღსანიშნავია, რომ 10 შემთხვევაში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 1:0 კი ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ამ შედეგით 13 მატჩი დასრულდა. ოთხბურთიანი სხვაობით დინამომ 2000 წლის 25 ნოემბერს იმარჯვა. მეთორმეტე ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში ჩატარებული მატჩი ჩვენმა გუნდმა ოთხი უპასუხო ბურთით მოიგო. დიდი სხვაობით, კი დინამო 2001 წლის 17 ნოემბერს, მეცამეტე ჩემპიონატის მეთექვსმეტე სათამაშო დღეს საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

უკანასკნელი მატჩი, რომელიც დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის 18 ოქტომბერს მცხეთა პარკზე გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. გამარჯვების გოლი 36- ე წუთზე ჩისკო მუნიოსმა გაიტანა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას ორივე გუნდი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ხვდება.

დინამო VS ვიტ ჯორჯია – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის 24- ე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 19 აპრილს თბილისში ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას . ერქვანიადა ჭაავა გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი კვარაცხელია შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 18 თებერვალს საქართველოს თასის მეოთხედფინალში იმსაჯა. დინამო თბილისმა გორში ადგილობრივ დილასთან 0:0 ითამაშა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ შვიდჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 15 აპრილს პირველ ლიგაში გამართული- ლოკომოტივი 0:1 საბურთალო გახლავთ. ჩატარებულ პაექრობაში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელებს სამჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია  (8.06.1977)

===========================================

უმაღლესი ლიგა – 134 თამაში / 558 ყვითელი / 24 წითელი / 36 პენალტი

პირველი ლიგა – 12 თამაში / 29 ყვითელი / 2 წითელი / 4 პენალტი

მეორე ლიგა – 37 თამაში / 99 ყვითელი / 3 წითელი / 11 პენალტი

საქართველოს თასი – 12 თამაში / 47 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

ვიტ ჯორჯიას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ვიტ ჯორჯიას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

შეროზია – საბაძე, გეთიაშვილი, ჩიტიშვილი, თათხაშვილი – დავლაშელიძე, გახარია, მაისურაძე,დემეტრაშვილი – ლობჯანიძე, კურდღელაშვილი

FCDinamo.GE

“ვიტ ჯორჯიას” კობიაშვილი უთავკაცებს

საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას” მთავარ მწვრთნელად, გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, 39 წლის თენგიზ კობიაშვილი იმუშავებს.

კობიაშვილი წლების მანძილზე იცავდა “ვეტერინართა” ღირსებას და 2004 წელს კლუბთან ერთად ჩემპიონობაც მოიპოვა. 2011 წლიდან  თენგიზ კობიაშვილი “ვიტ ჯორჯიას” საკლუბო სისტემაში მუშაობს. ჯერ ჭაბუკთა უფროსი ასაკობრივი გუნდის მწვრთნელის თანაშემწედ, შემდეგ იმავე გუნდის მთავარ მწვრთნელად. 2013 წელს მისი ხელმძღვანელობით გუნდი ვერცხლის მედლებს დაეუფლა. იმავე წელს დაინიშნა ვიტ ჯორჯიას დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელად და 2013/14 წლების სეზონში გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობა ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშებას, რაშიც თენგიზ კობიაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

შეგახსენებთ, რომ კლუბის აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა, ზურაბ ბერიძემ თანამდებობა “ცხინვალთან” თასის 1/4 ფინალში მარცხის შემდეგ დატოვა. ცნობილია, რომ “ვიტ ჯორჯიას” ხელმძღვანელობა ბერიძეს კლუბის სტრუქტურაში შესთავაზებს დასაქმებას.