“ვიტ ჯორჯია” – “ტორპედო” 6:1

არაოფიციალური გათამაშების „ბენდელას თასის“ ერთ-ერთი მერვედფინალური მატჩი „მცხეთა პარკზე“ გაიმართა, სადაც ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ესტუმრა.

შეხვედრა მასპინძლებმა სოლიდური ანგარიშით 6:1 მოიგეს. პირველ-მეორე ტაიმში „ვიტ ჯორჯიამ“ თანაბრად, 3-3-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ნიკა სიჭინავასა და ელგუჯა ლობჯანიძის გოლებს ქუთაისელებმა(გიორგაძის პასით) მამუკა ღონღაძის გოლით უპასუხეს, რომელიც, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, პრესტიჟის იყო სტუმართა მხრიდან. აქედან მოყოლებული ანგარიშის სხვაობას თანდათან ნიკა მაისურაძე, გიორგი გეთიაშვილი, ლევან ცაბაძე და ლევან კუხალეიშვილი ზრდიდნენ. „ბენდელას თასის“ ნახევარფინალშიც „ვიტ ჯორჯია“ იასპარეზებს. აქვე აღსანიშნავია, რომ რევაზ ძოძუაშვილმა აღნიშნულ მატჩში სინჯებზე მყოფი კიდევ რამდენიმე ახალი სახე გამოცადა.

გუნდების შემადგენლობები – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=226

მორიგ საკონტროლო მატჩს ქუთაისის “ტორპედო” ხვალ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. მეტოქე ლანჩხუთის „გურია“ იქნება. თამაშის დასაწყისი 15:30 საათზე.

FCTorpedo.GE

ქართული ტრანსფერების მიმოხილვა

ქართული კლუბები მეორე ეტაპისთვის ემზადებიან და ბუნებრივი, რომ ტრანსფერებიც აქტუალური თემაა. მოდით ერთად შევაჯამოთ განვლილ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები ქართულ კლუბებში. 

 

დინამო თბილისი

წავიდნენ: გიორგი შაშიაშვილი (კარიერა დაასრულა), ირაკლი ლექვთაძე (ტორპედო), ლევან ხმალაძე (უგუნდოდ), თორნიკე ზარქუა (ზუგდიდი), ომარ მიგინეიშვილი (ზესტაფონი), გიორგი სეთრიძე (მეტალურგი), გიორგი მიქაბერიძე (მეტალურგი), დავით ხოჭოლავა (ფოთის კოლხეთი), ლაშა შინდაგორიძ (ჩიხურა), ჯაბა დვალი (ყარაბახი).

მოვიდნენ: გიორგი ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია), ირაკლი მოდებაძე (დილა), გიორგი ხიდეშელი (ტორპედო), გიორგი რეხვიაშვილი (ჩიხურა), მათე ცინცაძე (ტორპედო), თორნიკე გორგიაშვილი (უგუნდო), ნიკა დაუშვილი (ვიტ ჯორჯია), ლაშა შერგელაშვილი, ნიკა დიასამიძე (დინამო 2).

დილა

წავიდნენ: ირაკლი მოდებაძე (დინამო), თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული (ზესრაფონი), ნუკრი რევიშვილი, ირაკლი მასიურაძე (ვალეტა, მალტა).

მოვიდნენ: დავით რაჟამაშვილი (ზესტაფონი), კობა შალამბერიძ, ალექსანდრე კოშკაძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი (გურია).

ზესტაფონი

წავიდნენ: როინ კვასხვაძე (ტორპედო), გიორგი კაჭკაჭიშვილი (ზუგდიდი), გიორგი ადამია (სიონი), გურამ სამუშია (ზუგდიდი), მუჰამედ რეკრუკი (უგუნდოდ), დავით რაჟამაშვილი (დილა), საბა ლომია (ჩიხურა), ილია კანდელაკი (სიონი).

მოვიდნენ: თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძ, გიორგი გურული (დილა), დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა), ზაზა ჭელიძე, დავით კუპატაძე, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე, ბექა კუკუშაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (დინამო), რევაზ გეწაძე (მეტალურგი).

ტორპედო

წავიდნენ: გიორგი ხიდეშელი, მათე ცინცაძე (დინამო თბილისი), ზაზა ჭელიძე, დავით კუპატაძე, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე, ბექა კუკუშაძე (ტორპედო).

მოვიდნენ: გურამ ადამაძ (ვიტ ჯორჯია), ზურა მენთეშაშვილი (საბურთალო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი).

მეტალურგი

წავიდნენ: ლაშა ჯაფარიძე (ტირასპოლი, მოლდოვა), ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი (სპარტაკი ცხინვალი), რევაზ გეწაძე (ზესტაფონი).

მოვიდნენ: გიორგი სეთურიძე, გიორგი მიქაბერიძე (დინამო თბილისი).

ვიტ ჯორჯია

წავიდნენ: გურამ ადამაძე (ტორპედო), ლაშა კასრაძ (აზალი, აზერბაიჯანი), გიორგი ჯანელიძ, ნიკა დაუშვილი (დინამო თბილისი).

მოვიდნენ: ჯონი შეროზია, ლაშა ღონღაძე (მერანი)

ჩიხურა

წავიდნენ: გიორგი რეხვიაშვილი (დინამო), დიმიტრი ტატანაშვილი (ზესტაფონი).

მოვიდნენ: საბა ლომია (ზესტაფონი), ლაშა შინდაგორიძე (დინამო).

ზუგდიდი

წავიდნენ: ამირ აზმი მეგაჰედი (მაჰალია, ეგვიპტე), ზურაბ მამალაძე (მერანი), ჯამალ ჰამზა (ჰარს ჰოდუდი, ეგვიპტე).

მოვიდნენ: გიორგი კაჭკაჭიშვილი, გურამ სამუშია (ზესტაფონი), თორნიკე ზარქუა (დინამო).

სიონი 

წავიდნენ: გივი იოსელიანი (სპარტაკი).

მოვიდნენ: გიორგი ადამია, ილია კანდელაკი (ზესტაფონი).

სპარტაკი

წავიდნენ: ნიკა კვეკვესკირი (დინამო 2).

მოვიდნენ: ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი (მეტალურგი), გივი იოსელიანი (სიონი).

მერანი

წავიდნენ: გიორგი რეხვიაშვილი (სასკო), ჯონი შეროზია, ლაშა ღონღაძე (ვიტ ჯორჯია), კრის ბანება, მარკოს დოს სანტოსი (უგუნდოდ).

გურია

წავიდნენ: ვლადიმერ ჯოჯუა (მერანი), კობა შალამბერიძ, ალექსანდერ კოშკაძ, ნიკა ჯიშკარიანი (დილა).

მოვიდნენ: გიგა კვერენჩხილაძე (დინამო ბათუმი).

 

როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე ძირითადად შიდა ტრანსფერები განხორციელდა. არის გაურკვევლობებიც. მაგალითად, შესაძლოა ომარ მიგინეიშვილმა “ზესტაფონის” ღირსების დაცვა მიმდინარე ჩემპიონატში ვერ შესაძლოს, ვინაიდან 2013/14 წლების სეზონში “ზესტაფონი” მისთვის უკვე მესამე კლუბია. არადა, ზესტაფონელებმა “დინამოს” მეკარეში გარკვეული თანხაც გადაუხადეს.

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დრო ჯერ კიდევ არის და იმედია ჩვენი წამყვანი კლუბები კარგ შევსებას მიიღებენ.

“დინამოს” 2014 წლის პირველი მატჩი და პირველი გამარჯვება

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა 2014 წლის პირველი სპარინგი გამართეს. ჩვენი გუნდის მეტოქე ვიტ ჯორჯია გახლდათ. ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა. ჩისკოს გადაცემის შემდეგ გიორგი გველესიანმა გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ორივე კართან რამდენიმე საგოლე მომენტი შეიქმნა, ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმის დასაწყისში ვეტერინარებმა გათანაბრება მოახერხეს. 51-ე წუთზე გატანა ლობჟანიძემ შეძლო. ზუსტად სამ წუთში ჩვენი გუნდი ისევ წინ გავიდა. მერებაშვილის პასით ირაკლი მოდებაძემ დინამოელთა რიგებში პირველივე მატჩში გაიტანა. მეორე ნახევარი, პირველთან შედარებით საგოლე მომენტების სიუხვით არ გამოირჩეოდა და მოდებაძის გოლიც შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა – 2:1 დინამომ 2014 წლის პირველი ამხანაგური მატჩი გამარჯვებით დაასრულა. მიკროტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჯანელიძეს. კვლავ ტრავმირებულია და თურქულ შეკრებაზეც ვერ გაჰყვება გუნდს უსტარიცი.

დინამო (პირველი ტაიმი) – ლორია, კაკაბაძე, გველესიანი, ხიდეშელი, კვირკველია, გორგიაშვილი, ძარია, გოგა, დიასამიძე, ჩისკო, ვუო

დინამო (მეორე ტაიმი) – დაუშვილი, ხურცილავა, რეხვიაშვილი, პაპავა, შერგელაშვილი, გლიშიჩი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, მერებაშვილი, მოდებაძე

ვიტ ჯორჯია – შეროზია, საბაძე, გეთიაშვილი, ღონღაძე, მჭედლიშვილი, კორიფაძე, წყაროზია, დავლაშელიძე, სიჭინავა, ლობჟანიძე, ღიბრაძე
განაცხადში იყვნენ – ჩალიგავა, კიკნაძე, კალანდია, კუხალეიშვილი, ხვისტანი, ჩიტიშვილი, დემეტრაშვილი, გახარია, კურდღელიშვილი, კვირკვია, ჯამარაშვილი

FCDinamo.GE

“ვიტ ჯორჯიამ” “დინამოს” დუბლები დაამარცხა

აფხაზეთის ომში დაღუპული ზაზა ბენდელიანის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირზე დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გამართა. ბენდელას თასის XXIII გათამაშების სტარტი დინამოელთათვის წარუმატებელი გამოდგა.

დინამო თბილისის სარეზერვო გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც კახი გოგიჩაიშვილი გახლავთ, უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. მატჩი ჩვენი გუნდის მარცხით – 0:4 დასრულდა. მცხეთა პარკზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიში ტაიმის დებიუტში გახსნეს. მესამე წუთზე გოლი ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში, დაპირისპირების 51-ე წუთზე, მატჩის მთავარმა არბიტრმა დინამოელთა კარის მიმართულების თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, პენალტის შესასრულებლად ბურთთან გიორგი კორიფაძე მივიდა, თუმცა მისი დარტყმული ჩვენი გუნდის კიპერმა, ლევან ისიანმა მოიგერია, დამატებაზე კი ლევან კუხალეიშვილმა გაიტანა. მატჩის 75-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა სამამდე გაიზარდა, გოლი ერეკლე ხვისტანმა გაიტანა, საფინალო რეზულტატი კი 79-ე წუთზე დაფიქსირდა, გატანილი გოლით ამჯერად ვანო კურდღელაშვილი გამოირჩა.

დინამო თბილისის სარეზერვო გუნდი ბენდელას თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს 26 იანვარს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ალგეთის წინააღმდეგ გამართავს.

ვიტ ჯორჯია 4:0 დინამოს დუბლები
გოლები: ლობჯანიძე 3′ კუხალეიშვილი 51′ ხვისტანი 75′ კურდღელაშვილი 79′

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მჭედლიშვილი, ღონღაძე, გეთიაშვილი, იაშვილი, წყაროზია, გახარია, კორიფაძე, ღიბრაძე, სიჭინავა, ლობჯანიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ჩალიგავა, საბაძე, ჩიტიშვილი, კალანდია, კურდღელაშვილი, დემეტრაშვილი, კუხალეიშვილი

დინამოს დუბლები: ისიანი, ჭიღვარია (გალდავაძე 55’), თევზაძე, შენგელია (ნემსაძე 45’), გურეშიძე (მურუსიძე 61’), კახნიაშვილი, კვარაცხელია (სადღობელაშვილი 76’), მარაქველიძე (კვერნაძე 55’), არჩილ მესხი, ცოტნე მესხი (ვეკუა 45’), როსტიაშვილი (კობახიძე 64’)

FCDinamo.GE

პირველი ეტაპი – ვიტ ჯორჯია

Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “ვიტ ჯორჯია” იქნება.

“ვიტ ჯორჯიამ” წლეავნდელი გათამაშება ახალგაზრდული შემადგენლობით დაიწყო და მიზნად უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება დაისახა. ზურაბ ბერიძის გუნდმა უმაღლესი კარგად დაიწყო, თუმცა ჯერ სექტემბერში ჰქონდა მცირე ჩავარდნა, შემდეგ კი ნოემბერში იყო წარუმატებელი სერია.
მიუხედავად ამისა, გუნდმა პირველ ეტაპზე რამოდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.
მცხეთაში “ვიტ ჯორჯიამ” რუსთავის “მეტალურგი” გაანადგურა (5-2). საუკეთესო შედეგი კი ბერიძის გუნდმა დეკებმერში აჩვენა.
ზამთრის პირველი თვე “ვიტ ჯორჯიამ” წაუგებლად ჩაატარა და 4 მატჩიდან 3-ჯერ მოიპოვა გამარჯვება.
ვიტელებმა ჯერ მარტვილის “მერანი” დაამარცხეს სამტრედიაში ჩატარებულ მატჩში, შემდეგ შესანიშნავ ფორმაში მყოფ ბოლნისის “სიონს” დაუზავდნენ. უკანასკნელი ორი შეხვედრა კი ნამდვილად სამაგალითო იყო.
ახალგაზრდულმა “ვიტ ჯორჯიამ” თბილისი “დინამო” დაამარცხა “დინამო არენაზე” (0:1), პირველი ეტაპის უკანასკნელ მატჩში კი “ვეტერინარებმა” ქუთაისის “ტორპედო” გაანადგურეს (5:0).

პირველ ეტაპზე “ვიტ ჯორჯიას” ყველაზე გამორჩეული მოთამაშე რა თქმა უნდა გუნდის კაპიტანი, გიორგი ჯანელიძე იყო. 24 წლის ნახევარმცველი გუნდის ყველა შეტევის წამომწყები იყო და ხშირ შემთხვევაში დიდი თავსატეხს უჩენდა მეტოქეთა მცველებს. მეორე ეტაპიდან ჯანელიძე კარიერას თბილისის”დინამოში” გააგრძელებს. საინტერესოა, როგორი იქნება “ვიტი” ჯანელიძის გარეშე. ამ კითხვაზე პასუხს უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპი გაგვცემს.

უმაღლესი ლიგის პირველ ეტაპზე ჩატარებული 18 მატჩიდან ვიტელებმა 7-ჯერ მოიგეს, 4 ფრე ითამაშეს და 7 შეხვედრაში დამარცხდნენ. ბურთების შეფარდება 25/23-ზე.

გოგა დანელია – ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც “ესპანიოლის” სინჯებზე პირველი ადგილი დაიკავა

დღეისათვის ევროპის ტოპ ჩემპიონატებში, თუ არ ჩავთვლით ჰოლანდიის ერედივიზიონს და გერმანიის ბუნდესლიგას, ქართველი ფეხბურთელები საერთოდ არ თამაშობენ. თუმცა, დიდი შანსია, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბინადარ, კატალონიურ “ესპანიოლში” ახალგაზრდა ქართველი მარცხენა მცველი, გოგა დანელია ვიხილოთ. ამის თქმის საბაბს კი ის გვაძლევს, რომ გოგამ სინჯებზე ყოფნისას შერჩეულ საუკეთესო ათ ფეხბურთელს შორის, პირველი ადგილი დაიკავა. 18 წლის მოთამაშე ორივე ფეხს კარგად იყენებს, რაც მისთვის დიდი პლუსია.

Fanebi.Com-ი გოგა დანელიას დაუკავშირდა და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– როგორ მოხვდი “ესპანიოლში”?
– ჩემი ესპანეთში წასვლა ზაფხულიდან იგეგმებოდა. მენეჯერი თორნიკე მაისურაძე დამიკავშირდა. ის 12 წელია ესპანეთში იმყოფება. ესპანეთში, თორნიკემ აგენტ ისიდრო სივერიო ლუისს შემახვედრა. სწორედ ამ ორი ადამიანის წყალობით მოვხვდი “ესპანიოლში”.

– სინჯები რამდენ ხანს გაგრძელდა?
– ესპანეთში 15 დეკემბერს ჩავედი, სინჯები კი 16 დეკემბერს დაიწყო და დაახლოებით, ერთ კვირას გაგრძელდა. სამი ვარჯიში და ორი მატჩი ჩავატარე.

– სინჯების შემდეგ, როგორ გადაწყდა შენი საკითხი?
– მწვრთნელებსა და კლუბის სპორტულ დირექტორს ძალიან მოვეწონე. საუკეთესო ათეულის შედგენისას კი, პირველი ადგილი მომანიჭეს. როცა ჩვენი სინჯები სრულდებოდა, ესპანეთში საახალწლო არდადეგები დაიწყო, ამიტომ საბოლოო პასუხი 10 იანვრის შემდეგ მეცოდინება. როგორც აგენტისგან შევიტყვე, ჩემით სხვა, ძირითადად ბარსელონური კლუბებიც დაინტერესდნენ. კარიერას იქ გავაგრძელებ, სადაც უკეთესს პირობებს შემომთავაზებენ. ვიცი, რომ “ესპანიოლში” მოხვედრა ძნელი იქნება, თუმცა მე ყველაფერი გავაკეთე და საუკეთესო შეფასებაც მივიღე.

– აქამდე რომელ გუნდებში თამაშობდი?
– 6 წლიდან მოყოლებული, 10 წლის განმავლობაში, “ნორჩ დინამოელში” ვთამაშობდი, იქ ვაჟა ჩიტაური მავარჯიშებდა. ამის შემდეგ, კარიერა “ვიტ ჯორჯიაში” გავაგრძელე, სადაც ჭაბუკებში თენგიზ კობიაშვილი, ხოლო დუბლებში ზურაბ ბერიძე მავარჯიშებდა.

– მარცხენა მცველის გარდა, კიდევ რომელ პოზიციაზე შეგიძლია თამაში?
– ყოველთვის მარცხენა ან ცენტრალურ ნახევარმცველად ვთამაშობდი, მაგრამ “ვიტ ჯორჯიაში” თენგიზ კობიაშვილმა მარცხენა მცველად ჩამომაყალიბა. ეს ყოველივე ესპანეთში ყოფნისას ძალიან გამომადგა, რისთვისაც თეგიზ კობიაშვილს მადლობას ვუხდი.


2 3

როგორც გოგასგან შევიტყვეთ, მასთან ერთად “ესპანიოლში” სინჯებზე 17 წლის მარჯვენა მცველი, ნიკოლოზ ველიაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც საუკეთესო ათეულში მეოთხე პოზიცია დაიკავა.

5

ასევე, შევიტყვეთ, რომ “ესპანიოლში” ქართველი ახალგაზრდები სინჯებზე გასულ სეზონშიც იმყოფებოდნენ. მაშინ ოთო ჭიჭაღუამ პირველი ადგილი დაიკავა, ახლა კი კარიერას ბარსელონაში, “ბადალონაში” აგრძელებს.

 დიტო ჭიჭინაძე

უმაღლესში არდადეგების დროა

დღეს გამართული შეხვედრებით დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტური და პირველი ეტაპი. უმაღლესი ლიგა თებერვლის ბოლოს განახლდება.

ვიტ ჯორჯია 5-0 ტორპედო

მცხეთაში “ვიტ ჯორჯიამ” ქუთაისის “ტორპედო” გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. ქუთაისელების მდგომარეობა უკვე კატასტროფულია. გუნდმა მეცხრე ადგილზე დაასრულა პირველი ეტაპი. ჟერარდ სარაგოსოს გუნმა პირველი ეტაპის მეორე ნახევარი ჩააგდო. “ვიტელებმა” კი მორიგი კარგი მატჩი ჩაატარეს და “დინამოს” შემდეგ ქვეყნის კიდევ ერთი გამორჩეული კლუბის დამარცხება შესძლეს. ანგარიში მასპინძლებმა მე-6 წუთზე კუხალეიშვილის დატყმით გახსნესნ. პირველი ტაიმის ბოლოს კი უპირატესობა ორამდე ჯანელიძემ გაზარდა. 74-ე წუთზე ლობჯანიძემ მესამე გოლი გაიტანა “ტორპედოს” კარში. 82-ე და 86-ე წუთებზე კი ჯერ იაშვილმა, ხოლო შემდეგ სიჭინავამ შეაგდეს გოლები და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.

ჩიხურა 1-1 სიონი

გორში გამართული მატჩი ფრედ დასრულდა. ამ ქულამ “სიონი” მეოთხე ადგილზე აიყვანა, “ჩიხურა” კი საშობაო არდადეგებს მეორე პოზიციაზე ხვდება.
გოლები მატჩის მეორე ნახევარში გავიდა. 47-ე წუთზე ნომინალური მასპინძლები რეხვიაშვილმა დააწინაურა, რომელმაც 86-ე წუთზე წითელი ბარათიც მიიღო. თუმცა მანამდე 6 წუთით ადრე, ბოლნისელებმა გიორგი განუგრავას გოლით აღადგინეს წონასწორობა.

სპარტაკი 0-0 დილა 

“ნეიტრალური მოედნების ტურის” კიდევ ერთი შეხვედრა რუსთავში გაიმართა, სადაც ნომინალური მასპინძლის სტატუსით ცხინვალის “სპარტაკი” გორის “დილას” მასპინძობდა და ქული მოპოვებაც შესძლო. შეხვედრა საკმაოდ დაბალ ტემპში წარიმართა და საბოლოოდ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. პირველი ეტაპი “დილამ” მესამეზე, ხოლო “სპარტაკმა” მეათე პოზიციაზე დაასრულა.

 

დინამო – მერანი 

დაწვრილებით: http://fanebi.com/dinamos-gamarjveba-da-areuloba-tribunebze/#.UrNArNIW1Bg

გურია – ზესტაფონი

ზუგდიდი – მეტალურგი

დაწვრილებით: http://fanebi.com/zugdidis-zedized-meore-gamarjveba/#.UrNAsNIW1Bg

 

 

19 დეკემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ ზედიზედ მეორედ ეწვევა მცხეთის საფეხბურთო არენას, სადაც ამჯერად სტუმრის სტატუსით გამართავს ეროვნული ჩემპიონატის მე-18 ტურის და ამასთან, მიმდინარე წლის უკანასკნელ მატჩსაც, რომელშიც თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და მის ინტერნეტ-ტრანსლაციას, ტრადიციულად, ჩვენი ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

საქართველოს 2-გზის ჩემპიონ „ვიტ ჯორჯიას“ მისი დაარსებიდან დღემდე არასდროს დაუტოვებია უმაღლესი ლიგა, რაც ამ გუნდის ისტორიის ერთ-ერთი საპატიო ნაწილია. თბილისური კლუბი მისი ყველა ქართული ოპონენტისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, „ტორპედოსთვისაც“, უხერხულ მეტოქედ არის ჩამოყალიბებული, განსაკუთრებით კი ლიდერებისთვის. ამის დასტურია წინა ტურში თბილისის „დინამოსთან“ სტუმრად მოპოვებული სენსაციური, თუმცა დამსახურებული გამარჯვება(1:0), რითაც „ვიტ ჯორჯია“ სატურნირო ცხრილში დაგროვილი 22 ქულით ჩვენს გუნდს გაუთანაბრდა, რომელსაც გასულ ტურში ჩემპიონატის ბოლოადგილოსანთან განცდილი მარცხის დავიწყება მართებს…

ზურაბ ბერიძის გაწვრთნილებთან მიმდინარე ჩემპიონატის პირველი მატჩი ქუთაისში „ტორპედოს“ სამბურთიანი უპირატესობით დასრულდა – 4:1, გოლები: მერაბ გიგაური(პენ), თორნიკე კაპანაძე, გიორგი ფანცულაია, მათე ცინცაძე. თუმცა, სამართლიანობისთვის, უნდა ითქვას, რომ გუნდებს შორის ისეთი სხვაობა არ ყოფილა, როგორიც ეს ტაბლოზე დაფიქსირებულმა ციფრებმა აჩვენეს. აქვე იხილეთ 30 სექტემბერს ჩატარებული მატჩის პროტოკოლი – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=209

გარდა იმისა, რომ დამდეგ პრინციპული ხასიათის შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ასევე, ორივე გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა, 2013 წლის დადებითი შედეგით დასრულება. ასე რომ, ვფიქრობთ, უკომპრომისო თამაში უნდა შედგეს.

ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” თბილისის “ვიტ ჯორჯიას” (ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში გამოსვლის პირველი სეზონის პირველ წრეში “მორკინალი-კოდაკოს” სახელს ატარებდა) უმაღლეს ლიგაში 35-ჯერ, ხოლო თასის გათამაშებაში 8-ჯერაა შენახვედრი. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: “ტორპედომ” 19 შეხვედრა მოიგო, “ვიტ ჯორჯიამ” 10, ფრედ კი, 14 დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც ჩვენი გუნდის უპირატესობაზე მეტყველებს 47:35.
აქვე დავაკონკრეტებთ ჩემპიონატისა და თასის მონაცემებს. ჩემპიონატზე “ტორპედომ” 14 მოიგო, 14 ფრედ ითამაშა და 7 წააგო (ბურთები 41:27), ხოლო თასზე 5 მოიგო და 3 წააგო (ბურთები 6:8).

„ვიტ ჯორჯიასთან“ ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისური გუნდის მოგება ისტორიაში 2002 წლით თარიღდება – 3:0, „უმწარესი“ მარცხი კი 2005 წელს ქუთაისში, სათასო გათამაშებაში განვიცადეთ – 0:5.

ბოლოს კი „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ „ტორპედოს“ მეგოლეთა ვინაობებს და თითოეული მათგანის ანგარიშზე არსებულ რაოდენობას გთავაზობთ.

6 გოლი – ზურაბ იონანიძე

4 გოლი – გიორგი მეგრელაძე

3 გოლი – ზვიად ქუთათელაძე, ანდრეი პოროშინი

2 გოლი – მალხაზ ასათიანი, გივი დიდავა, გიორგი ნერგაძე, დავით გამეზარდაშვილი, ზურაბ მუშკუდიანი, გიორგი ბერიაშვილი

1 გოლი – შალვა ხუჯაძე, ირაკლი ვაშაკიძე, სევასტი თოდუა, ვახტანგ ხვადაგიანი, შოთა ბაბუნაშვილი, დავით ბოლქვაძე, ალექსანდრე კოშკაძე, ა. ფოფხაძე, კობა შალამბერიძე, რევაზ გოცირიძე, გიორგი კუხიანიძე, ნიკა ფირცხალავა, გიორგი დათუნაიშვილი, ნიკა საბანაძე, ბექა ტუღუში, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე, გიორგი ფანცულაია, მათე ცინცაძე.

FCTorpedo.GE

“დინამოს” პირველი საშინაო მარცხი

მალხაზ ჟვანიას პირველი საშინაო შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა. თბილისის “დინამომ” მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველი მარცხი განიცადა. “დინამოელებმა” თბილისური დერბი წააგეს “ვიტ ჯორჯიასთან”.

შეხვედრის პირველ ნახევარში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. “დინამოს” უფრო მეტი საგოლე მომენტი კი ჰქონდა, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მასპინძლებს მსაჯთან ჰქონდათ პრეტენზიები. მთავარმა არბიტრმა ჯერ გოლი არ ჩათვალა, რომელიც საჯარიმოში ბრძოლას მოჰყვა, შემდეგ კი საკამათო სიტუაციაში პენალტი არ დანიშნა. თავის გამოჩენის შანსი “ვიტელებსაც” ჰქონდათ. გიორგი ჯანელიძის გარღვევას დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ლორიამ შესძლო რთული ბურთის მოგერიება.

მეორე ნახევარში სტუმრებმა უკან დაიხიეს. “დინამო” ტერიოტრიულ უპირატესობათ დაეუფლა, მაგრამ “ვიტელები” ძალიან კარგად იცავდნენ თავს და თავის შანსსაც ელოდებოდნენ. შანსი სტუმრებს 89 წუთზე მიეცათ, რაც მათ მშვენივრად გამოიყენეს. სტანდარტიდან ჩამოწოდებულ ბურთს კასრაძე გამოეხმაურა და თავით გადაგზავნა “დინამოს” კარში.
დარჩენილ დროში მასპინძლები მთელი გუნდით გადავიდნენ შეტევაზე, მაგრამ ხეირიანი ვერაფერი შექმნეს.
მალხაზ ჟვანიას გუნდმა მთლიანობაში ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარა და დაფიქსირებული შედეგი ლოგიკურიც იყო.

მატჩის შემდეგ:

ზურაბ ბერიძე – რთულ თამაშს ველოდით და ასეც გადმოდგა. იქიდან გამომდინარე, რომ დინამო ძალიან კარგი გუნდია და ახალი მწვრთნელი ჰყავს, ეს ახალ სტიმულსაც მატებდა ჩვენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს. რაც შეეხება ვიტ ჯორჯიას, ბიჭებმა თითქმის ყველა ის დავალება შეასრულეს, რომელიც მატჩამდე მივეცით. კმაყოფილი ვარ, შედეგითაც და თამაშის ხარისხითაც.

 

მალხაზ ჟვანია – პირველ რიგში მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას. სამწუხაროდ დღევანდელ შეხვედრაში დინამოელების მხრიდან არ იგრძნობოდა ბრძოლის ჟინი, მონდომება.  დაუშვებელია მეტოქის შეუფასებლობა. მოედანზე თუ ბოლომდე არ იბრძოლე გამარჯვებას ვერ მიაღწევ. საჭიროა უფრო მეტი მუშაობა.

 

“დინამო თბილისი” 0-1 “ვიტ ჯორჯია”

გოლი: კასრაძე 89′

“დინამო”: ლორია, ხურცილავა, შაშიაშვილი, კვარაცხელია, კვირკველია, გრიგალაშვილი, პაპავა, გოგა (მერებაშვილი 55′), გრიგალაშვილი (პაპუნაშვილი 85′), ჩისკო, ვუო (დვალი 68′)

“ვიტ ჯორჯია”: დაუშვილი, გეთიაშვილი, კასრაძე, კორიფაძე, ადამაძე, კუხალეიშვილი (ლობჯანიძე 56′), მჭედლიშვილი, მაისურაძე, სიჭინავა (ღიბრაძე 86′), წყაროზია, (დავლაშელიძე 77′) ჯანელიძე

ფოტო: fcdinamo.ge

ვიტ ჯორჯია VS დინამო – მატჩამდე

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVII ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდება. 15 დეკემბერს დინამო არენაზე დინამოელთა და ვეტერინართა დაპირისპირება 14:00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია საქართველოს ჩემპიონატში 1997/1998 წლების სეზონში გამოჩნდა. გუნდის სიმბოლიკა ძირითადად მწვანე და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ვიტ ჯორჯია საშინაო მატჩებს მცხეთაში, მცხეთა პარკზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. 1997 წლის მიწურულს შექმნილმა კლუბმა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე მორკინალი ჩაანაცვლა. ქართულ საფეხბურთო ელიტაში მოხვედრიდან სამი წლის შემდეგ გუნდმა პირველი მედლის მოპოვებაც მოახერხა, გუნდმა 1999/2000 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მეორე პოზიცია დაიკავა და ვეტერინარები ვერცხლის მედლებს დაეპატრონენ. მას შემდეგ 10 წლის განმავლობაში ვიტ ჯორჯია სტაბილურად ახერხებდა ევროთასებზე გამსვლელი საგზურის მოპოვებას. ვეტერინარებმა ევროტურნირებზე უკანასკნელად 2010/2011 წლების სეზონში იასპარეზეს. უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაზე ჩვენი მომავალი მეტოქე ჩეხურ ბანიკ ოსტრავას დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში (0:6, 0:0) ანგარიშით – 0:6 დამარცხდა. ვიტ ჯორჯიამ ისტორიაში დიდ წარმატებას 2003/2004 წლების სეზონში მიაღწია, გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა და თავისი პირველი ტიტული მოიპოვა. ვეტერინარებმა ანალოგიური შედეგი 2008/2009 წლების სეზონში გაიმეორეს და საქართველოს ჩემპიონის წოდებას მეორედ დაეუფლნენ. 2009/2010 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე იმარჯვა. დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში, რომელსაც 12 000 მაყურებელი ესწრებოდა, ერთმანეთს ჩვენი გუნდი და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდნენ. ფინალური შეხვედრა დინამოელებმა მინიმალური ანგარიშით – 0:1 წააგეს. 2009 წელს საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში დინამოელთა და ვეტერინართა გზები გადაიკვეთა. რუსთავში, ფოლადის სტადიონზე საქართველოს თასის მფლობელი დინამო თბილისი ჩემპიონ ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა, 15 წუთიან დამატებით ტაიმებში კი ვეტერინარებმა გოლის გატანა შეძლეს. საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში დინამო 1:2 დამარცხდა.

მწვრთნელი და ვიტ ჯორჯია

ვიტ ჯორჯიელთა მთავარი მწვრთნელი 2013 წლის აპრილიდან ზურაბ ბერიძე გახლავთ. 2012/2013 წლების სეზონის პირველ ეტაპის შემდეგ, ვიტ ჯორჯიამ გათამაშების მეორე ნახევარი ქვედა ექვსეულში გაატარა. გასავარდნ ზონაში მყოფი ვიტ ჯორჯია ზურაბ ბერიძემ ჩაიბარა და მასთან ერთად გუნდი საფეხბურთო ელიტაში დარჩა. მიმდინარე სეზონში ვიტ ჯორჯიამ 16 ჩატარებული მატჩიდან 5 შეხვედრა გამარჯვებით, 4 თამაში საყაიმო ანგარიშით 7 მატჩი კი მარცხით დაასრულა. ზურაბ ბერიძის შეგირდებმა უმაღლეს ლიგაში 16 ჩატარებულ თამაშში მეტოქეთა კარში 19 გოლი გაიტანეს, სანაცვლოდ კი 23 გაუშვეს.

დინამომდე

მცხეთაში გამართული ვიტ ჯორჯია 0:2 დინამოს შემდეგ, ვეტერინარებმა უმაღლეს ლიგაში 12 მატჩი გამართეს. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩატარებული თორმეტი მატჩიდან 4 თამაშში იმარჯვა, 2 ფრედ დაასრულა, 6 შემთხვევაში კი დამარცხდა.

დინამო VS ვიტ ჯორჯია

ამ გუნდებს შორის ჩატარებული შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. 48 ჩატარებულ შეხვედრაში 18 მატჩი დინამომ მოიგო, 11 შემთხვევაში იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და 18 თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ 60:39 არის. უკანასკნელი მატჩი, რომელიც დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის გაიმართა ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. მეტოქის კარში გოლები დორინ გოგამ და ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანეს.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ შეხვედრას ჩვენი გუნდიდან გიორგი გველესიანი გამოტოვებს. ვიტ ჯორჯია ხვალინდელ მატჩს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ხვდება.

ვიტ ჯორჯია VS დინამო – მსაჯი

დინამო თბილისისა და ვიტ ჯორჯიას ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, ბაკურ ნინუა განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ი. უკლება და ზ. ბერულავა გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს ა. კრიჭაშვილი შეასრულებს.

ვიტ ჯორჯიას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ვიტ ჯორჯიას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

დაუშვილი – ადამაძე, გეთიაშვილი, კასრაძე, მჭედლიშვილი – დავლაშელიძე, კორიფაძე, ღიბრაძე – წყაროზია, ჯანელიძე, სიჭინავა

FCDinamo.GE

“ზესტაფონის” დუბლებმა “ვიტ ჯორჯია” დაამარცხეს

21 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცხრე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე თბილისის ”ვიტ-ჯორჯიას” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ნაცვლიშვილი, რობაქიძე (შალამბერიძე, 55), კუპრაშვილი, რაჟამაშვილი (ბარბაქაძე, 84), ჭანტურიშვილი (მაკარიძე, 63), კიკნაველიძე, რეკრუკი (კვარაცხელია, 73), სამუშია (გოგია, 63), სარდალიშვილი, კვერნაძე.

შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელთა უდიდესი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა გოლის გატანა მათ მხოლოდ ერთხელ, 36-ე წუთზე მოახერხეს – სტუმართა კართან კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ბურთი მარტო მყოფ მოჰამედ რეკრუკს მიუვიდა და მისი ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიშიც გაიხსნა. მარგველები გოლამდეც და გოლის შემდეგაც ბევრს უტევდნენ თბილისელთა კარს, რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა ყველა ეს შესაძლებლობა გაანიავეს…

მასპინძლებმა მომენტების განიავება, პირველი ტაიმის მსგავსად, მეორე ტაიმის პირველ ნაწილშიც განაგრძეს – გურამ სამუშიას, ოთარ კვერნაძეს, მიხეილ სარდალიშვილსა და იმერელთა სხვა ფეხბურთელებს ყველა მომენტი რომ გამოეყენებინათ, ანგარიში ნამდვილად ორნიშნა გახდებოდა. და მაინც, 72-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა – გიორგი მაკარიძემ მშვენიერი სოლორეიდი განახორციელა, შეტევის მარჯვენა ფრთიდან სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა და უზუსტესი დარტყმით ბურთი სტუმართა კარის ბადეში გადაგზავნა.

85-ე წუთზე, სტანდარტული მდგომარეობიდან ნოდარ კიკნაველიძის კარგი ჩაწოდების შემდეგ თავის გოლი ოთარ კვერნაძემ მაინც გაიტანა. ბოლო წერტილი კი მასპინძლელთა მიერ მშვენივრად გაათამაშებული სწრაფი იერიშისა და ოთარ კვერნაძის ზუსტი პასის შემდეგ ბერიკა ბარბაქაძემ 87-ე წუთზე დასვა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” “ვიტ-ჯორჯიას” დაუზავდა

მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრები. ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლა.

უფრო აქტიურად შეხვედრა სტუმრებმა დაიწყეს და მატჩის დებიუტში ერთმანეთის მიყოლებით ორი სახიფათო მომენტიც შექმნეს როინ კვასხვაძის კართან. მასპინძლები გონს მალე მოვიდნენ და 16-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმო მოედნის სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა გოლად აქციეს – სანდრო გურულის ჩაწოდების შემდეგ საბა ლომიამ ბურთი სტუმართა კარში თვით გადაგზავნა. იმის მიუხედავად, რომ გატანილი გოლის შემდეგ იმერლები კვლავაც აქტიურობდნენ, პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გათანაბრდა – 38-ე წუთზე მიზანს ლაშა კასრაძის ზუსტმა თავურმა მიაღწია.

დღევანდელი მატჩის მოერე ნახევარი ზესტაფონელთა კარნახით წარიმართა და გოლის გატანის შესაძლებლობა ჯერ ალექსანდრე გურულს მიეცა, როდესაც ის ახლო მანძლიდან თავით ურტყავდა, შემდეგ გურამ სამუშიას მახვილგონივრული დარტყმა სტუმართა კარის ძელს მოხვდა. კარის აღებასთან ახლოს ლევან შარიქაძე და საბა ლომიაც იყვნენ, თუმცა შეხვედრის ბოლომდე პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა – ფრე 1-1.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური