კუმანი: „მეტოქემ დაცვაში კარგად ითამაშა“

„საუთჰემპტონის“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „ვესტ ბრომვიჩთან“ ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის წაგებული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მეტოქემ წარმატებას დაცვაში საიმედო თამაშის წყალობით მიაღწია. ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრაში კუმანის მოთამაშეები ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ.

„მეტოქემ დაცვაში კარგად ითამაშა და დამსახურებულადაც მოიგო. მეტოქის კარის ასაღებად ცოტა შანსი გვქონდა. დღეს მოგება ძალიან რთული იყო“, – თვლის ჰოლანდიელი სპეციალისტი.

იხილეთ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

კეინი: “ტოტენჰემმა ფრე დაიმსახურა”

“ტოტენჰემი”-“ვესტ ჰემის” მატჩში(2-2) მასპინძელთა გადამრჩენელი გოლის ავტორმა დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, “ტოტენჰემმა” ფრე დაიმსახურა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მეტი შეგვიძლია. მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გუნდის მიზანია,”
-განაცხადა “მამლების” თავდამსხმელმა.

“პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ორმა გოლმა საკმაოდ აგვრია. არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა”.

“სიტუაციის დასალაგებლად ნახევარი საათი გვქონდა. მოხარული ვარ, რადგან ჩვენ ეს შევძელით და წაგებული მატჩიდან ერთი ქულა ავიღეთ,”-დაასრულა კეინმა.

“ვესტ ჰემმა” ნენე გაიფორმა

ბრაზილიელი სეზონის მეორე ნაწილს ნისლიან ალბიონზე გამართავს.

“პსჟ”-ს ყოფილი ნახევარმცველი კარიერას “ვესტ ჰემში” გააგრძელებს.

“ჩაქუჩებმა” უკვე ოფიციალურად დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 33 წლის ბრაზილიელი სეზონის ბოლომდე გუნდში ჩარიცხეს.

“ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ინგლისის პრემიერ ლიგა მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია და აქ მოხვედრა მახარებს,”-განაცხადა ნენემ.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილი ბრაზილიელი ყატარის “ალ-გარაფაში” თამაშობდა, სადაც 44 მატჩში 21 გოლის გატანა შეძლო.

“ვესტ ჰემს” ოთხი ფეხბურთელი დაუბრუნდა

ლონდონელთა ტრავმირებული კვარტეტი, ჯეიმს კოლინსის, უინსტონ რიდის, მეტ ჯარვისის და დიეგო პოიეტის შემადგენლობით, გამოჯანმრთელდნენ და საერთო ჯგუფს დაუბრუნდნენ.

ასე რომ, თუ არ ჩავთვლით ენდი კეროლის არყონას, სემ ელერდაისს დანაკლისი აღარ აქვს.

25 ტურის შემდეგ “ვესტ ჰემი” 38 ქულით მე-8 პოზიციაზეა. 

“ვესტ ჰემმა” მოიესი შეიძლება პრემიერ ლიგაში დააბრუნოს

“ჩაქუჩებმა” დაიწყეს ახალი სპეციალისტის ძებნა, რომელიც სეზონის ბოლოს სემ ელერდაისს კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ ჩაანაცვლებს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “ვესტ ჰემი” სემ ელერდაისს ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ უპირებს და ლონდონელებმა დაიწყეს მისი შემცვლელის ძიება.

“ჩაქუჩთა” ხელმძღვანელობა დავიდ მოიესს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას უპირებს, რომელიც ამჟამად “სოსიედადს” წვრთნის. შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელი ინგლისში “ევერტონს” და “მანჩესტერ იუნაიტედს” თავკაცობდა.

თუმცა, თუ “ვესტ ჰემი” 51 წლის სპეციალისტს ვერ დაიყოლიებს, ისინი “ბეშიქთაშის” მწვრთნელს, სლავენ ბილიჩს მიადგებიან.

შეგახსენებთ, რომ 25-ე ტურის შემდეგ, “ვესტ ჰემი” პრემიერ ლიგაში მერვე პოზიციაზე იმყოფება.

სონგს “ბარსელონაში” დაბრუნება არ სურს

ესპანური “ბარსელონას” ნახევარმცველი ალექს სონგი, რომელიც არენდის წესით “ვესტ ჰემში” თამაშობს, კატალონიურ გრანდში დაბრუნება არ სურს.

“ბარსელონაში” ბევრი ძლიერი ფეხბურთელია, რომლებიც ტიტულებს იგებენ. ტიტულს სათამაშო დრო და პროგრესი მირჩევნია, ამიტომაც მჯერა, რომ გუნდი უნდა დავტოვო”.

“მოხარული ვარ “ვესტ ჰემში” თამაშით. აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. დავრჩები თუ არა ლონდონურ გუნდში? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, ეს საკითხი სეზონის ბოლოს გაირკვევა,”-განაცხადა კამერუნელმა.

ფიფამ “ვესტ ჰემი” 71 ათასი ფუნტით დააჯარიმა

ფიფამ “ვესტ ჰემ იუნაიტედი” 71 ათასი ფუნტ სტერლინგით დააჯარიმა.

ლონდონურმა კლუბმა სენეგალელი თავდამსხმელი დიაფრა სახო აფრიკის თასზე იმ მიზეზით არ გაუშვა, რომ მას ტრავმა აწუხებდა, თუმცა ფეხბურთელი გასაკვირად სწრაფად გამოჯანმრთელდა და ინგლისის თასზე “ბრისტოლ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) გოლიც გაიტანა. ამ დროს სენეგალის ნაკრები ჯერ კიდევ მონაწილეობდა აფრიკის თასის გათამაშებაზე.

დაჯარიმების გარდა, კლუბსაც და ფეხბურთელსაც საყვედური გაუგზავნეს.

 

კეროლი: „ბრენდან როჯერსს პატივს აღარ ვცემ“

„ვესტ ჰემის“ თავდამსხმელმა ენდი კეროლმა „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელთან ბრენდან როჯერსთან შექმნილი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

„როჯერსთან ბევრი რამ მომსვლია. იგი ერთს მეუბნებოდა, თუმცა მეორეს აკეთებდა. შეხვდრის დროს მეუბნებოდა, რომ სუარესთან ვითამაშებდი, თუმცა შემდგომ მირეკავდა და „ვესტ ჰემის“ მხრიდან ინტერესის შესახებ მეყვებოდა. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ განმეორებულა. მისსადმი პატივისცემა დავკარგე.

კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ – „ჰართსთან“ ევროპის ლიგის მატჩის წინ როჯერსმა მითხრა, რომ ძირითად შემადგენლობაში პირველი წუთიდან ვითამაშებდი. მეორე დღეს კი გადაიფიქრა, რაც ჩემი ტრავმით ახსნა, თუმცა მე მას ვუთხარი, რომ თავს კარგად ვგრძნობდი. შედეგად, შეხვედრის განაცხადშიც კი ვერ მოვხვდი.

როჯერსი ასე სხვა ფეხბურთელებსაც ექცეოდა, რომლებიც ახლა „ლივერპულში“ აღარ თამაშობენ“, – ციტირებს კეროლს „Times“-ი.

“ჩელსის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა “ვესტ ჰემს” ზლატანის სტილში გაუტანა (ვიდეო)

გასულ დღეებში, “ჩელსისა” და “ვესტ ჰემის” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ მატჩში 18 წლის კეის პალმერმა “ვესტ ჰემს” ეფექტური გოლი გაუტანა.

სონგმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა

„ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა ალექს სონგმა კამერუნის ნაკრებში თამაშის დასრულება გადაწყვიტა.

27 წლის ფეხბურთელს, რომლის კონტრაქტი „ბარსელონას“ ეკუთვნის, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია. ხორვატიასთან შეხვედრაში მან წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მას გუნდის ცუდ გამოსვლაში დასდეს ბრალი.

სონგი აფრიკის ერთა თასზე არ გამოიძახეს, გადსაწყვეტილება კი მან კამერუნის ფეხბურთის ფედერაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

ცნობისთვის, თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების რიგებში ალექსმა ჯამში 38 შეხვედრა ჩაატარა.

“ვესტ ჰემმა” კანადელი მცველი დაიმატა

კანადის ნაკრების ცენტრალური მცველი დონიელ ანრი კვიპროსული “აპოლონიდან” “ვესტ ჰემ იუნაიტედში” გადავიდა.

21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. ის უკანასკნელად იჯარის წესით “ტორონტოში” თამაშობდა.

ცნობილია, რომ დონიელ ანრიმ ლონდონურ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

“მეთოფეებმა” სტუმრად იმარჯვეს

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტური “მეთოფეებისთვის” წარმატებული გამოდგა. მათ სტუმრად ,,ვესტ ჰემი” დაამარცხეს. მატჩში ანგარიში 41-ე წუთზე გაიხსნა. “არსენალის” მხრიდან თავი სანტი კასორლამ გამოიჩინა. მან თერთმეთმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა.

სამ წუთში “მეთოფეებმა” უპირატესობა ორბურთამდე გაზარდეს. გოლის ავტორი დანი უელბეკი გახდა. მატჩის  მეორე ნახევარში მასპინძლებმა მოახერხეს საპასუხო გოლის გატანა, თავი შეიხუ კუიატემ გამოიჩინა. 54-ე წუთზე ანგარიში 1-2 გახდა და მატჩი ასევე დასრულდა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.