მონტოლივო: “მილანისთვის” ახალი ერა დაიწყო”

იტალიური “მილანის” ნახევარმცველი, რიკარდო მონტოლივო აცხადებს, რომ გუნდში ზეედორფის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, კლუბისთვის ახალი ერა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, “სასუოლოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ, “შავ-წითლების” ხელმძღვანებლობამ მასიმილიანო ალეგრი გაუშვა.

“გუნდში კლარენს ზეედორფი მოვიდა, რომელიც უდიდესი ფეხბურთელი იყო. ვფიქრობ, მისი მოსვლით, კლუბისათვის ახალი ერა დაიწყო. ჩემი აზრით, საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს მონტოლივო.

კაკა: “უფრო ბევრი უნდა ვიშრომოთ და ნაკლები ვისაუბროთ”

იტალიური “მილანის” ბრაზილიელი ფეხბურთელი, რიკარდო კაკა აცხადებს, რომ “როსონერის” წევრებმა ნაკლები უნდა ისაუბრონ და მეტი იშრომონ.

შეგახსენებთ, რომ “შავ-წითლებს” ცოტა ხნის წინ სათავეში ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფი ჩაუდგა, ხოლო 22 იანვარს, გუნდმა “უდინეზესთან”, იტალიის თასზე გამართული შეხვედრა ანგარიშით 1:2 დათმო.

“რა თქმა უნდა, წაგების შემდეგ საუბარი რთულია. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. ჩემი აზრით, საჭიროა, რომ ნაკლები ვისაუბროთ და ბევრი ვიშრომოთ”, – ამბობს კაკა.

ბალოტელი: “ზეედორფი მოურინიოს გავს”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ თავისი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლონდონის “ჩელსის” თავკაც, პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოს შეადარა.

შეგახსენებთ, რომ ზეედორფი “შავ-წითლებს” სათავეში ცოტა ხნის წინ ჩაუდგა, მან “მილანში”, მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი შეცვალა.

“სიმართლე გითხრათ, კლარენს ზეედორფში ჟოზე მოურინიოს თვისებებს ვამჩნევ. კლარენსი ნამდვილი ჩემპიონია. ის დიდებული ფეხბურთელი იყო და ვფიქრობ, ასეთივე მწვრთნელი იქნება”, – ამბობს ბალოტელი.

ზეედორფის ნოუ-ჰაუ (ვიდეო)

კლარენს ზეედორფმა მწვრთნელობის პირველივე დღეებში ახალი იდეების დანერგვა დაიწყო. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა “მილანის” მოთამაშეებს ფეხბურთისთვის საკმაოდ უცნაური თამაში ათამაშა.

 

დე იონგი: “მილანი” ზეედორფის ხელში უფრო შემტევი გუნდი იქნება”

იტალიური “მილანის” ნახევარმცველმა, ნაიჯელ დე იონგმა “როსონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე თანამემამულე კლარენს ზეედორფის დანიშვნაზე ისაუბრა და თქვა, რომ გუნდი უფრო შემტევ ფეხბურთს ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ზეედორფმა მასიმილიანო ალეგრი შეცვალა. “შავ-წითლებმა” კი 19 იანვარს, “ჰელას ვერონა” ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

“ვფიქრობ, უფრო შემტევი ტაქტიკით ვითამაშეთ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. კლარენსი ყოველთვის ჩემი კერპი იყო, მას ძალია დიდი პატივს ვცემ”, – ამბობს დე იონგი.

ზეედორფმა გამარჯვება გულშემატკივრებს მიუძღვნა

იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, კლარენს ზეედორფმა “ჰელას ვერონასთან” გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მან გუნდის გამარჯვება გულშემატკივრებს მიუძღვნა.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს, იტალიის სერია A-ში, “როსონერიმ” საკუთარ მოედანზე “ჰელას ვერონა” მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე, მარიო ბალოტელიმ გაიტანა.

“მიხარია, რომ “მილანში”, მწვრთნელის რანგში ჩატარებული პირველი მატჩი წარმატებით დასრულდა. ამ მოგებას ყველა გულშემატკივარს ვუძღვნი”, – ამბობს ზეედორფი.

ზეედორფი: “მიხარია, რომ შინ დავბრუნდი”

იტალიური “მილანის” ახალი მთავარი მწვრთნელი, კლარენს ზეედორფი აცხადებს, რომ ის შინ დაბრუნებით გახარებულია.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ჰოლანდიელმა “როსონერის” თავკაცის პოსტზე რამდენიმე დღის წინ მასიმილიანო ალეგრი შეცვალა.

“ძალიან მიხარია, რომ შინ დავბრუნდი. “მილანში” დიდი მოტივაციით მოვედი და რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. სიმართლე გითხრათ, “როსონერის” კარგი პერიოდი არ უდგას, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ”, – ამბობს ზეედორფი.

კონტე: „ზეედორფს შეუძლია დიდებული მწვრთნელი გახდეს“

ტურინის „იუვენტუსის“ თავკაცი, ანტონიო კონტე აცხადებს, რომ კლარენს ზეედორფს შეუძლია დიდებული მწვრთნელი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ჰოლანდიელი „როსონერის“ სათავეში რამდენიმე დღის წინ, მასიმილიანო ალეგრის წასვლის შემდეგ ჩაუდგა.

„ვფიქრობ, „მილანის“ ხელმძღვანებლობამ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზეედორფის დანიშვნით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. კლარენსი ნამდვილი ჩემპიონია, რომელმაც კარიერის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მიიღო. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მგონია, რომ დიდებული სპეციალისტი გახდება“, – ამბობს კონტე.

ბალოტელი: „ძალიან მიხარია, რომ ზეედორფი ჩვენი მწვრთნელი გახდა“

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი აცხადებს, რომ ის ზეედორფის „როსონერის“ მწვრთნელად დანიშვნით ძალიან გახარებულია.

შეგახსენებთ, რომ „შავ-წითლების“ ხელმძღვანებლობამ მასიმილიანო ალეგრი „სასუოლოსთან“ წაგებული მატჩის (3:4) შემდეგ დაითხოვა.

„სამწუხაროა, რომ მასიმილიანო ალეგრი გუნდიდან გაუშვეს, თუმცა ჩვენი ახალი მწვრთნელი ზეედორფია, რაც ძალიან მახარებს. ვფიქრობ, კლარენსს უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა და მას ნამვილად შეუძლია, „მილანი“ უფრო ძლიერი გუნდი გახადოს“, – ამბობს ბალოტელი.

გალიანი: ზეედორფი შესანიშნავი მწვრთნელი გახდება

“მილანი” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ დარწმუნებულია კლარენს ზეედორფის შესაძლებლობებში. მისი აზრით ჰოლანდიელი წარმატებულ მწვრთნელად ჩამოყალიბდება.

“კლარენსმა “მილანში” სიტუაცია განტვირთა. ალეგრიზე გული მწყდება, თუმცა ასეთია მწვრთნელის ბედი. ზეედორფი შესანშნავი ფეხბურთელი იქნება და ასეთივე მწვრთნელიც გახდება. ის ძალიან მოტივირებულია.

მასთან სატრანსფერო საკითხებზე ჯერ არ მისაუბრია. საუბრის შემთხვევაში კი, ჟურნალისტებთან ამაზე ხმამაღლა არ ვისაუბრებდი” – განაცხადა გალიანიმ.

ზეედორფის პირველი დღე მწვრთნელის რანგში (ვიდეო)

კლარენს ზეედორფი “მილანის” მწვრთნელი დღეს ოფიციალურად გახდა. ჰოლანდიელმა კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა, რომელშიც თავადაც აქტიური მიიღო მონაწილეობა.

ზეედორფი “ბოტაფოგოს” დაემშვიდობა და მილანში გაემგზავრა

მოგეხსენებათ, რომ კლარენს ზეედორფმა მოთამაშის კარიერა დაასრულა და მუშაობას “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გააგრძელებს.

ვეტერანი ჰოლანდიელი გუშინ უკვე ყოფილ გუნდს “ბოტაფოგოს” და დიდ ფეხბურთს დაემშვიდობა.
ზეედორფი „მილანის“ ღირსებას 2002-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის გახდა იტალიის ჩემპიონი (2001, 2011), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2003, 2007), იტალიის თასის მფლობელი (2003) და იტალიის სუპერთასის მესაკუთრე (2004, 2011).

გთავაზობთ დამშვიდობების საკმაოდ ემოციურ კადრებს: