Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი, რომ “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელმა ბოსმა, მანუელ პელეგრინიმ სამწვრთნელო კარიერა რუსეთში განაგრძოს.
წყაროს ცნობით, “ზენიტმა” “ვალენსიას” დაასწრო და პირველმა გაუგზავნა ოფიციალური შეთავაზება. რუსები პელეგრინის ორწლიან კონტრაქტს და წელიწადში 3.5 მილიონ ევროს სთავაზობენ. თუმცა, პელეგრინი უფრო მეტ დროს ითხოვს.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჩილელი სპეციალისტით “ვალენსიაც” არის დაინტერესებული, რომელსაც ამჟამად გარი ნევილი თავკაცობს.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მანუელ პელეგრინი “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს, თუმცა სეზონის ბოლოს მას პეპ გვარდიოლა ჩაანაცვლებს.