სიმეონემ ჰალკს მაისური სთხოვა

საინტერესო ფაქტი მოხდა პეტერბურგში “ზენიტი” – “ატლეტიკოს” მატჩის შემდეგ. მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე “ზენიტის” გასახდელში შევიდა და ჰალკს მაისური სთხოვა.

“უბრალოდ მე ძალიან მომწონს ეს მოთამაშე” –  ასე ახსნა სიმეონემ თავისი უცნაური საქციელი ტელეკომპანია “ნტვ” – ს პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 1-1 დასრულდა. ჰალკმა მოედანი უგოლოდ დატოვა.

“ზენიტი” – “ატლეტიკო” ფრედ დასრულდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის პიველი შეხვედრა “ზენტისა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის ფრედ, 1-1 დასრულდა

პეტერბურგში გამართულ მატჩში, ანგარიში სტუმრებმა 53-ე წუთზე, ადრიანის დარტყმით გახსნეს. მასპინძლებმა ანგარიში 74-ზე გაათანაბრეს. მათ “ატლეტიკოს” ბელგიელი ლეგიონერი, ტობი ალდერვერელდი დაეხმარა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

რამოდენიმე წუთში მეხუთე ტურის დანარჩენი შეხვედრები დაიწყება.

„ატლეტიკომ“ რუსეთში 600 კგ. თბილი ტანსაცმელი ჩაიტანა

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩები გაიმართება. მადრიდის „ატლეტიკო“ სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივ „ზენიტს“ დაუპირისპირდება. ესპანელები ცივი ამინდისთვის კარგად მოემზადნენ.

სითბოსმოყვარულმა მადრიდელებმა რუსეთში 600 კგ. თბილი ტანსაცმელი ჩაიტანეს: ქუდები, ხელთათმანები, საბნები, სვიტერები.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკოსთვის“ რუსული სიცივე უცხო არ არის: ამ წლის თებერვალში მადრიდელებმა ევროპის ლიგის ტურნირზე, მოსკოვში, ყაზანის „რუბინის“ წინააღმდეგ ითამაშეს. რუსული პრესის ცნობით, იმ მატჩზე ესპანელებმა 700 კგ. თბილი ტანსაცმელი ჩაიტანეს.

მატჩი „ზენიტსა“ და „ატლეტიკოს“ შორის სამშაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი

ფეხბურთში, ძლიერი დარტყმის შემდეგ, არაერთი ლამაზი გოლი გასულა. პერუში კი, ერთ-ერთმა პორტალმა – Depor.pe-მ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც დარტყმებს ყველაზე ძლიერად ასრულებენ.

1. რონი (“ჰერტა” / მარცხენა ფეხი)

27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველია. “კორინთიასისა” და “სპორტინგის” ყოფილი მოთამაშე დარტყმებს რომ ძალიან კარგად ასრულებს, ამაში თავადაც დარწმუნდებით.

2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / მარჯვენა ფეხი)

33 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ძლიერი და რაც მთავარია ზუსტი დარტყმით გამოირჩევა. მას შორეული მანძილიდან არაერთი ულამაზესი გოლი გაუტანია.

3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / მარჯვენა ფეხი)

28 წლის პორტუგალიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მიმდინარე სეზონში, ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი პრეტედენტია. რონალდუს ძლიერი დარტყმების შესრულება ორივე ფეხით შეუძლია.

4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / მარჯვენა ფეხი)

ზლატანის დარტყმის შესახებ, ყველამ კარგად იცის. მეკარეები, ამის გამო, მას ხშირად უფრთხიან.

5. ჰალკი (“ზენიტი” / მარცხენა ფეხი)

მისი ზედმეტსახელიც კი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ბრაზილიელს ბრწყინვალე დარტყმა აქვს.

ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი

1. რონი (“ჰერტა” / ბრაზილია / 96 კმ/სთ)
2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / ინგლისი / 95 კმ/სთ)
3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / პორტუგალია / 94 კმ/სთ)
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / შვედეთი / 93 კმ/სთ)
5. ჰალკი (“ზენიტი” / ბრაზილია / 92 კმ/სთ)
6. ფრედი გუარინი (“ინტერი” / კოლუმბია / 92 კმ/სთ)
7. ქაბული (“ტოტენჰემი” / საფრანგეთი / 92 კმ/სთ)
8. პიტი (“გრანადა” / ესპანეთი / 92 კმ/სთ)
9. ილიჩიჩი (“ფიორენტინა” / სლოვენია / 91 კმ/სთ)
10. ტინო კოშტა (მოსკოვის “სპარტაკი” / არგენტინა / 91 კმ/სთ)

დიტო ჭიჭინაძე

ჰალკის “რაკეტა” მოსკოვის “სპარტაკთან” მატჩში

10 ნოემბერს, რუსეთის ჩემპიონატში, მოსკოვის “სპარტაკმა” საკუთარ მოედანზე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, 64-ე წუთზე, ბრაზილიელმა ჰალკმა საჯარიმო დარტყმით გოლის გატანა მოახერხა.

“პორტოს” ფეხბურთელმა 20 წამში ორი ყვითელი ბარათი მიიღო

22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “პორტომ” საკუთარ მოედანზე “ზენიტი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, პორტუგალიელთა ნახევარმცველმა, ჰექტორ ჰერერამ 20 წამის განმავლობაში, ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

ჰალკის ბრწყინვალე გოლი “ცსკა”-ს კარში

18 ოქტომბერს, რუსეთის ჩემპიონატში “ზენიტმა” საკუთარ მოედანზე “ცსკა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ერთ-ერთი გოლი ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ჰალკმა გაიტანა. გოლი კი, მართლაც ბრწყინვალე აღმოჩნდა.

“ზენიტის” ახალგაზრდა ფეხბურთელის მშენიერი გოლი

“ზენიტისა” და “აუსტრიას” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში, სანკტ-პეტერბურგელთა ფეხბურთელმა, საშა ჰორვატმა ლამაზი გოლი გაიტანა.

უხეში თამაშის გამო გაძევებული აქსელ ვიტსელი

1 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, “ზენიტსა” და “აუსტრიას” შორის გამართულ შეხვედრაში, “ზენიტის” ნახევარმცველმა, აქსელ ვიტსელმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის გამო ის მსაჯმა მოედნიდან გააძევა.