ლანჩხუთში გასამართი მატჩის წინ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისთვის ემზადება. 2014 წლის 6 მაისს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეათე ტურის შეხვედრაში, მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას” ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან.

ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” და “გურია” ერთმანეთს სულ სამჯერ, აქედან პირველად გასული წლის 29 სექტემბერს “დავით აბაშიძეზე” დაუპირისპირდნენ. ერთადერთი და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე გავიდა – ზემოიმერელთა უსწრაფესი შეტევა ირაკლი ქობალიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.

გურულთა და მარგველთა მორიგი შეხვედრა 2013 წლის 18 დეკემბერს შედგა. ეს მატჩი ქობულეთში გაიმართა და გიორგი ადამიას მიერ გატანილი გოლის წყალობით ზესტაფონელებმა ისევ 1-0 გაიმარჯვეს.

ლანჩხუთელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის 5 აპრილს შედგა.იმის მიუხედავად, რომ მატჩი ზესტაფონელთა უდიდესი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, გამარჯვების გოლის გატანა მასპინძლებმა მხოლოდ მატჩის არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს – სტუმართა კარის ბადეში ბურთი ლევან შარიქაძემ გადაგზავნა.

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები ერთმანეთს 2006-2007 და 2012-2013 წლების გათამაშებებში დაუპირისპირდნენ. 2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძის გოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები. იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა.

სენსაციური შედეგით დასრულდა ზემოიმერელთა და გურულთა რიგით მეორე სათასო დუელი, რომლის ორივე მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 2013 წლის 26 თებერვალს მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრის სტატუსით მოპოვებული გამარჯვების 1-0 (გოლი – ბოტი გოა დემელი) შემდეგ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ განმეორებით მატჩში ზესტაფონელებმა მოულოდნელი მარცხი 2-3 (გოლები – ალექს ბენაშვილიბოტი გოა დემელი; მიხეილ კაკალაძელაშა  ჩალაძედავით მაისაშვილი) განიცადეს და თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური ლანჩხუთელებს დაუთმეს.

“გურიასა” და “ზესტაფონს” შორის მაისს გასამართი შეხვედრა, რომელსაც გორელი არბიტრი ხვიჩა გაგნიძე განსჯის, 17:00საათზე დაიწყება.

 საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მალხაზ ჟვანიას მატჩისშემდგომი კომენტარი

ზესტაფონში დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამო ადგილობრივ ზესტაფონთან 2:3 დამარცხდა, დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა- მალხაზ ჟვანიამ კომენტარი გააკეთა.

მალხაზ ჟვანია: თავიდანვე ვგეგმავდით მოგებას, რადგან წარმატება ჩემპიონობის ტოლფასი იქნებოდა. თამაშიც კარგი გამოდგა და მატჩიც მოსაგები იყო, თუმცა  გამოუყენებელი პენალტის მერე საკუთარ კარში მივიგეთ ბურთი. კმაყოფილი ვარ ბიჭებით და ისღა დაგვრჩენია, რომ საშინაო არენაზე გავხდეთ ჩემპიონები.

FCDinamo.GE

ზესტაფონმა დინამო დაამარცხა

ზესტაფონში “დავით აბაშიძის” სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი “ზესტაფონსა” და თბილისის “დინამოს” შორის უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების მშვენება გახდა. ზესტაფონელებმა “დინამოს” ჩემპიონობის გაფორმების საშუალება საკუთარ მოედანზე არ მისცეს.

მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა სწრაფი გოლიც იხილა. მე-14 წუთზე კვირკველიას ჩაწოდების შემდეგ ჩისკომ ვარდნაში შესძლო ულამაზესი გოლის გატანა და სტუმრები დააწინაურა. ამის შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და მალევე გაათანაბრეს. 23-ე წუთზე დოლიძის პასი რევაზ გეწაძემ გამოიყენა და ბურთი სტუმართა კარში გადაგზავნა. სულ რაღაც 5 წუთში “ზესტაფონი” წინ გავიდა. საბანაძემ ლორიას უხეში შეცდომით ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

“დინამოელები” არ დანებდნენ და 34-ე წუთზე სახიფათო იერიში განახორციელეს. კარში დარტყმის შემდეგ პავლოვიჩმა ბურთის დაფიქსირება ვერ შესძლო. დამატებაზე ყველას ოთარ მარცვალაძემ დაასწრო და გუნდებიც შესვენებაზე შედეგიანი ფრით გავიდნენ.

უხვგოლიანი პირველი ტაიმიშ შემდეგ თამაშის ტემპი მეორე ნახევარში არ დაეცა. ცინცაძის და ძარიას შორეული დარტყმები მასპინძელთა კარის ხარიხამ მოიგერია. კარის ძელი ერთ ეპიზოდში “დინამოსაც” დაეხმარა.

გადამწყვეტი მომენტი 76-ე წუთზე მოხდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ოთარ ხეცაძემ მერებაშილზე წესების დარღვევის გამო “ზესტაფონის” კარში პენალტი დანიშნა, რომლის შესრულება ჩისკომ ითავა, თუმცა ესპანელმა ლეგიონერმა კვლავ ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი… მასპინძლებმა ამ მომენტის შემდეგ შეუტიეს, რაც დაუფასდათ კიდეც. 81-ე წუთზე მოედანზე ახლადშემოსულმა თორნიკე კაპანაძემ “ზესტაფონი” კიდევ ერთხელ დააწინაურა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

 

ზესტაფონი 3-2 დინამო

გოლები: ჩისკო 14′ (0:1); გეწაძე 23′ (1:1); საბანაძე 28′ (2:1); მარცვალაძე 34′ (2:2); კაპანაძე 81′ (3:2)

ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე, რენე ფერეირა (გრიგალაშვილი 14′), ჭელიძე, გურული, შარიქაძე, კუხიანიძე (ჭანკოტაძე 65′), ჭანტურიშვილი, დოლიძე, გეწაძე (კაპანაძე 80′), საბანაძე.

სათადარიგოები: მეშველიანი, ფანცულაია, ტატანაშვილი, ენდელაძე. 

დინამო: ლორია, ხიდეშელი, ცინცაძე, გორგიაშვილი (მოდებაძ 84′), მერებაშვილი, ხურცილავა, კვირკველია, მარცვალაძე, რეხვიაშვილი, ჩისკო, ძარია.

სათადარიგოები: მიგინეიშვილი, პაპავა, გოგა, გველესიანი, გლიშიჩი. 

 

დინამომ ივარჯიშა და გეზი დასავლეთისკენ აიღო

დინამოელები ემზადებიან ხვალ ზესტაფონში ჩასატარებელი მატჩისთვის. დღეს მალხაზ ჟვანიამ დიღმის ბაზაზე ავარჯიშა გუნდი. მზადების დასრულების შემდეგ საქართველოს ჩემპიონმა გეზი დასავლეთისკენ აიღო. დინამო TV გთავაზობთ მზადების ვიდეო კოლაჟს.

FCDinamo.Ge

ზესტაფონი vs დინამო – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXV  ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის შეხვედრას ზესტაფონში, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. 3 მაისს დაპირისპირებას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი კი ტრადიულად ტექსტურ და ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

ჩვენი მეტოქე

ზესტაფონის საფეხბურთო კლუბი 2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა, ამავე წელს საქართველოს XIV ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთო და მას შემდეგ უმაღლესი ლიგა არ დაუტოვებია. ზესტაფონი საშინაო მატჩებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 4 600 მაყურებელს იტევს. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ლურჯ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. თავისი პირველი ტიტული ზესტაფონმა 2007/2008 წლების სეზონში მოიპოვა – იმერელმა ფეხბურთელებმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში თბილისის ამერი ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელები გახდნენ. 2010/2011 წლების სეზონში ზესტაფონმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამავე სეზონში მარგველმა ფეხბურთელებმა საქართველოს სუპერთასის მოგებაც მოახერხეს. ზესტაფონმა ჩემპიონობა უკანასკნელად 2011/2012 წლების სეზონში იზეიმა, გუნდმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ოქროს მედლების მოპოვება.

მწვრთნელი და ზესტაფონი

ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის მთავარ მწვრთნელად ნოემბრიდან კვლავ გია გეგუჩაძე მუშაობს, რომელთან ერთადაც ზესტაფონმა არაერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობთ 17 მატჩი ჩაატარა ჩემპიონატში საიდანაც 12– ში იმარჯვა. 4 მარცხი და ერთი ფრე.

დინამომდე…

ზამთრის შესვენების შემდეგ ზესტაფონმა 11 შეხვედრა ჩაატარა და ამათგან 9 მატჩი მოგებით დაასრულა. 2 მარცხი კი დინამოსთან 0:1 და სიონთან 1:2 დაფიქსირდა. მოგება სპარტაკთან და ზუგდიდთან 3:0, ვიტ ჯორჯიასთან და მერანთან 2:0, სიონთან 1:0, მეტალურგთან 2:0, გურიასთან 1:0, ჩიხურასთან 2:1 და მეტალურგთან 1:0.

დინამო VS ზესტაფონი

დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 32–ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 18 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 8 შეხვედრაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 46/28 არის.

დინამო–ზესტაფონის დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც 11 შეხვედრაში დაფიქსირდა. დიდი ანგარიში ოთხ შეხვედრაში დაფიქსირდა. გასული სეზონის ბოლო ტურის მატჩში, 2013 წლის 18 მაისს, დინამომ მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით – 6:1 დაამარცხა. 2009 წლის 10 აპრილს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე წლის 29 აგვისტოს ზესტაფონში მარგველ ფეხბურთელებთან 1:4 დამარცხდნენ. 2012 წლის 14 დეკემბერს კი დინამომ სტუმრად – 1:5 წააგო.

დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. 21 ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ 2–ჯერ იმარჯვეს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82:15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს 10-1 იმარჯვა. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ 8 უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6–0 და 6–1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.

უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის მიმდინარე სეზონის ოცდამეოთხე ტურში, 29 მარტს თბილისში გაიმართა. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. ზესტაფონელთა კარში გამარჯვების გოლი ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ დააკლდება.

დინამო VS ზესტაფონი – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის 29- ე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ზესტაფონში, სკ ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ი. უკლება და გ. ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ა. ნონიკაშვილი და გ. ყრუაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. კიკაჩეიშვილი შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ოთარ ხეცაძემ იმსაჯა 26 აპრილს, პირველ ლიგაში გამართული სამტრედია 4:0 ხობის კოლხეთი. აღნიშნულ მატჩში ოთარ ხეცაძემ ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა. ჩვენი გუნდის მონაწილეობით ოთარ ხეცაძემ ბოლოს 20 მარტს, თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა დინამო 4:1 მეტალურგი იმსაჯა. თბილისში გამართულ მატჩის მონაწილე ფეხბურთელები ოთარ ხეცაძემ სამჯერ გააფრთხილა.

ზესტაფონის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზესტაფონელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
პავლოვიჩი – ღონღაძე, ჭელიძე, გურული, დოლიძე – რენე, გეწაძე, ენდელაძე, კუხიანიძე – საბანაძე, ტატანაშვილი

FCDinamo.GE

დინამო VS ზესტაფონი – ურთიერთშეხვედრები

3 მაისს, 18:00 საათზე ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე XXV ეროვნული ჩემპიონატის XXIX ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ზესტაფონი და დინამო თბილისი დაუპირისპირდებიან.

დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 32–ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 18 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 8 შეხვედრაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 46/28 არის.

დინამო–ზესტაფონის დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც 11 შეხვედრაში დაფიქსირდა. დიდი ანგარიში ოთხ შეხვედრაში დაფიქსირდა. გასული სეზონის ბოლო ტურის მატჩში, 2013 წლის 18 მაისს, დინამომ მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით – 6:1 დაამარცხა. 2009 წლის 10 აპრილს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე წლის 29 აგვისტოს ზესტაფონში მარგველ ფეხბურთელებთან 1:4 დამარცხდნენ. 2012 წლის 14 დეკემბერს კი დინამომ სტუმრად – 1:5 წააგო.

დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. 21 ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ 2–ჯერ იმარჯვეს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82:15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს 10-1 იმარჯვა. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ 8 უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6–0 და 6–1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.

უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის მიმდინარე სეზონის ოცდამეოთხე ტურში, 29 მარტს თბილისში გაიმართა. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. ზესტაფონელთა კარში გამარჯვების გოლი ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.

FCDinamo.GE

“ზესტაფონი” მორიგი მატჩისთვის მზადებას შეუდგა

მცირე დასვენების შემდეგ ზემოიმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. გუშინ საღამოს გუნდმა ერთხელ ივარჯიშა, დღეს ერთი, დილით გასამართი ვარჯიში იგეგმება, ხვალიდან კი გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადადის.

ზესტაფონელები 3 მაისს თბილისის “დინამოსთან” საშინაო კედლებში გასამართი შეხვედრისათვის სრული შემადგენლობით ემზადებიან. სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის ამბავი, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა ნიგერიელი ნახევარმცველი ნაემეკა აჯურუ , რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა.

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა გუშიანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC07270

DSC07314

DSC07285

DSC07361

DSC07395

DSC07410

DSC07391

DSC07368

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” გამარჯვება რუსთავში და 600 ქულა უმაღლეს ლიგაში

2014 წლის 27 აპრილს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამერვე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ “ფოლადზე” ერთმანეთს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის პირველი ნახევარი სანახაობრიობით დასამახსოვრებელი ვერ გამოდგა. ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და სტუმარ-მასპინძელმა სულ რაღაც 2-2 მომენტის შექმნა მოახერხეს. თავდაპირველად სახიფათო დარტყმები ზესტაფონელმა გრიგოლ დოლიძემ და რუსთაველმა გიორგი მიქაბერიძემ გაცვალეს, ტაიმის ბოლოს კი ორივე მხარეს ანგარიშის გახსნის შანსებიც მიეცა – სტუმართაგან მიზანთან ახლოს დიმიტრი ტატანაშვილი იყო, მასპინძელთა მხრიდან კი გიორგი ჩირგაძე.

მეორე ტაიმი უფრო კარგი საყურებელი გამოდგა. ზესტაფონელები სათამაშო ინიციატივას დაეუფლნენ და რუსთაველთა კარის გასაღების ძიებას გეგმაზომიერად შეუდგნენ. გოლის გატანასთან ძალიან ახლოს გახლდათ ნიკა საბანაძე, თუმცა მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა, შემდეგ კი ზედიზედ ორ ეპიზოდში თავის გუნდის დაწინაურებასთან ახლოს დიმიტრი ტატანაშვილი იყო, თუმცა მასპინძელთა გოლკიპერმა კონსტანტინე სეფიაშვილმა თავის კარის მშრალად შენახვა კვლავაც მოახერხა.

მეორე ნახევრის 21-ე წუთზე მომენტი ქვემოქართლელებმაც შექმნეს – მასპინძელთა კონტრიერიშისას დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ჩირგაძე აღმოჩნდა, მაგრამ ბურთი კარს ძალიან დიდი მანძილით ააცილა. იქვე რუსთაველები გოლის გაშვებას გადაურჩნენ – გრიგოლ დოლიძის ჩამოწოდებულის მოგერიებისას მერაბ გიგაურს ბურთი აეჭრა და “მეტალურგის” კარის ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ნიკა საბანაძეს კარის დასალაშქრად ოდნავ დააკლდა.

გამარჯვების მომტანი გოლი სტუმრებმა მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე, გაიტანეს – მოედნის ცენტრთან ახლოს კარგად ითამაშა თეიმურაზ ღონღაძემ, რომელმაც “მეტალურგის” იერიში ჩაშალა და შეტევაში მარჯვენა ფლანგზე გაჭრილი გრიგოლ დოლიძე ჩართო, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოს მიმართულებით გაკეთებული გამჭოლი გადაცემით გიორგი ჭანკოტაძე მოძებნა. ზესტაფონელთა ნახევარმცველმა ქვემოქართლელთა მცველი ერთი მოძრაობით ტექნიკურად ჩამოიშორა და ბურთი უძლიერესი დარტყმით კარის ბადეში გადაგზავნა.

დარჩენილ დროში, თუ არ ჩავთვლით გიორგი ფანცულაიას სახიფათო დარტყმას, აღსანიშნავი აღარაფერი მომხდარა და სტუმრებმა მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს – 1-0. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ შეხვედრაში მოპოვებული 3 ქულის წყალობით, საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სადღეისოდ ჩატარებულ 316 მატჩში მოპოვებულ ქულათა ჯამი 600-ან ნიშნულამდე გაზარდა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ირაკლი ქობალიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე პირველობის პირველი ეტაპის მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ფორვარდმა ირაკლი ქობალიამ, რომლის ანგარიშზე მარგველთა მაისურით გამართული 8 შეხვედრა და 4 გატანილი გოლია, მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო.

იმერელთა თავდამსხმელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი დაუზიანდა. ამის გამო ქობალია გუნდს არც ზამთრის საწვრთნელ შეკრებაზე გაჰყოლია და არც ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპის მსვლელობისას გამოჩენილა მოედანზე.

2014 წლის 25 აპრილს საქართველოში საგანგებოდ ჩამოსულმა გერმანელმა სპეციალისტმა ალბერტ გუზბახერმა, რომელიც გერმანიის ოლიმპიური ნაკრების ექიმი გახლავთ, სამედიცინო კლინიკა “ტრავმატოლოგში” ირაკლის ოპერაცია გაუკეთა. ოპერაცია, რომლის გაკეთებაშიც გერმანელ ორთოპედს ქართველი სპეციალისტი გიორგი ოგბაიძეეხმარებოდა, წარმატებით ჩატარდა.

დღეს კლინიკაში მყოფი პაციენტი საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა მოინახულა. წინ ირაკლი ქობალიას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის. ჩვენ კი გუნდის “თერთმეტ” ნომერს გამოჯანმრთელებასა და მინდორზე მალე დაბრუნებას ვუსურვებთ!

გთავაზობთ ირაკლი ქობალიას მცირე კომენტარს, რომელიც მან ოპერაციის დასრულების შემდეგ სპეციალურად ჩვენი კლუბის ინტერნეტ-გვერდისთვის გააკეთა: “პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ხელმძღვანელობას, რომელმაც ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯები მთლიანად დაფარა… ვიცი, რომ ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივია… ძალიან მომენატრა ბურთი და მწვანე მინდორი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად წარიმართება, მეც მალე ჩავდგები მწყობრში და ჩვენი გუნდის ერთგულ ქომაგს გატანილი გოლებით კიდევ ბევრჯერ გავახარებ“.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

რუსთაველებთან მატჩის წინ სათქმელი

კვირას, 27 აპრილს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. რუსთავის სტადიონ “ფოლადზე” გასამართ საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე წრის სასტარტო, რიგით კი ოცდამერვე ტურის შეხვედრაში იმერული კლუბი ადგილობრივ “მეტალურგს” ესტუმრება.

ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და რუსთაველებს (“ოლიმპი” და “მეტალურგი“) ერთმანეთში 24მატჩი აქვთ გამართული. უნდა შეგახსენოთ, რომ აქედან ერთ შეხვედრაში შედეგი არ დაფიქსირებულა – ზესტაფონში 2010 წლის 20 მარტს გამართული მატჩი, რომელშიც 89-ე წუთამდე 1-1 იყო, არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მინდორზე შექმნილი არასაფეხბურთო სიტუაციის გამო არ დაამთავრა და საბოლოოდ ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა. დანარჩენ მატჩებში 10-ჯერ იმარჯვეს ზესტაფონელებმა, დასრულდა ფრედ, კი მოიგეს რუსთაველებმა. რა გასაკვირია, რომ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში უპირატესობა იმერელ ფეხბურთელთა მხარესაა – 25:16.

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში რუსთავურ-ზესტაფონური “დუელი” სამჯერ შემდგარა. უპირატესობა სათასო მატჩებშიც მარგველთა მხარესაა: სადღეისოდ გამართულ სათასო შეხვედრაში მათ 4-ში იმარჯვეს, მატჩიც ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობა 7:1 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

საინტერესოა ისიც, რომ ზესტაფონელთაგან გატანილი გოლებით ქვემოქართლელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილსდაუმწუხრებია – დღესდღეობით აზერბაიჯანული “ყარაბახის” ფორვარდს რუსთაველთა კარში გოლი აქვს გატანილი (სათასო მატჩების ჩათვლით – 8). ჯაბა დვალს “ოლიმპისა” და “მეტალურგის” კარი 3-ჯერ აქვს აღებული (თასის ჩათვლით – 4).

რუსთავში 27 აპრილს გასამართი შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა “მეორე არხის” ეთერშია შესაძლებელი, ხოლო პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” გადამწყვეტი მატჩებისათვის მზადებას შეუდგა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ორდღიანი დასვენების შემდეგ მარგველები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. როგორც მოგეხსენებათ, 27 აპრილს ქალაქ რუსთავის სტადიონ “ფოლადზე” გაიმართება ეროვნული ჩემპიონატის ოცდამერვე ტურის შეხვედრა, რომელშიც ზესტაფონელები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ “მეტალურგს” დაუპირისპირდებიან.

გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC06971 DSC06984 DSC06989 DSC06998 DSC07006 DSC07023 DSC07034 DSC07041 DSC07042 DSC07047 DSC07051

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“სიონმა” “ზესტაფონი” დაამარცხა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა დღეს უმაღლესი ლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს ბოლნისის “სიონი” და “ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ მშვიდად დაიწყო. პირველი მომენტის შექმნა ნომინალურმა მასპინძლებმა მოახერხეს, თუმცა “ზესტაფონელთა” კიპერი ბოიან პავლოვიჩი ბურთს ადგილზე დახვდა. ამას კახელიშვილის ფლანგური გარღვევა მოჰყვა, რომელსაც გრიგალაშვილი ვერ გაუმკლავდა და სიონის შემტევი პავლოვიჩთან ფაქტობრივად პირისპირ დატოვა, თუმცა სტუმართა მეკარე კვლავ დამაჯერებელი იყო. “სიონის” იერიშებს “ზესტაფონი” შორეული, მაგრამ არაზუსტი დარტყმებით პასუხობდა.

ანგარიში შეხვედრაში 33-ე წუთზე გაიხსნა. “სიონის” შეტევის მარჯვენა ფლანგზე, აუტის ხაზთან ახლოს დანიშნული ჯარიმი შესრულება ბოლნისელთა კაპიტანმა. ალექსანდრე გოგობერიშვილმა ითავა და როგორც შემდეგ გაირკვა სწორადაც მოქცეულა. გოგობერიშვილის ჩაწოდებული ბურთი პავლოვიჩის კარში ისე შევარდა, რომ მას არც მასპინძელთა და არც სტუმართა გუნდის ფეხბურთელი არ შეხებია.

მასპინძელთა სიხარული ხანკომკლე აღმოჩნდა. სულ რაღაც 5 წუთში “სიონის” საჯარიმოსთან დაინიშნა სახიფათო სტანდარტი, რომელიც გეწაძემ გოლად აქცია და ანგარიშიც გაათანაბრა.

მეორე ნახევარში გუნდებმა ტემპს უმატეს. შეხვედრის განახლებიდან 2-3 წუთი იქნებოდა გასული, როდესაც გიორგი კახელიშვილს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ბურთს ვერ შეწვდა. ამ მომენტიდან ზუსტად ერთ წუთში კი, “ზესტაფონის” დაწინაურება დოლიძეს შეეძო, რომელიც მერლანთან პირისპირ აღმოჩნდა. ბოლნისელთა გოლკიპერმა ბურთის კუთხურზე მოგერიება შესძლო.

ტაიმი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. უნდა აღინიშნოს შარიქაძის კარგი თამაში, რომელიც “ზესტაფონის” ყველა შეტევას დირიჟორობდა. თუმცა, 75-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში სწორედ შარიქაძის მიერ თამაშის წესების დარღვევას “ზესტაფონის” კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა, რომელიც გოგობერიშვილმა ზუსტას შეასრულა და საკუთარი გუნდი შეხვედრაში მეორედ დააწინაურა.

დარჩენილ დროში “ზესტაფონი” სრული ძალებით უტევდა, მაგრამ უშედეგოდ. “სიონმა” კიდევ ერთი ლიდერის დამარცხება მოახერხა და ევროთასებს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

 

სიონი 2-1 ზესტაფონი

გოლები: გოგობერიშვილი 33′ (1:0): გეწაძე 38′ (1:1); გოგობერიშვილი 75′ (2:1)

სიონი: მერლანი, აბრამიძე, ფოფხაძე, სვანიძე, ცხადაია, გოგობერიშვილი, იმედაშვილი, ლობჟანიძე (კანდელაკი 90′), თოთაძე, სამხარაძე (განუგრავა 62′), კახელიშვილი (უგრეხელიძე 82′)

სათადარიგოები: ზუხბაია, ადამია, ქემოკლიძე, მამასახლისი

მწვრთნელი: ვლადიმერ ბურდული

ზესტაფონი: პავლოვიჩი, გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, ჭელიძე, გურული, შარიქაძე, ჭანკოტაძე (კაპანაძე 77′), ჭანტურიშვილი, დოლიძე (ფანცულაია 70′), გეწაძე, ტატანაშვილი (საბანაძე 64′)

სათადარიგოები: მეშველიანი, გრიგალაშვილი, სარდალიშვილი, გაგოშიძე.

მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე

IMG_0553IMG_0558IMG_0532IMG_0517IMG_0501IMG_0495IMG_0560IMG_0561IMG_0489IMG_0436IMG_0392IMG_0456IMG_0378IMG_0340IMG_0565

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები