“ზესტაფონი” ბელეკში დაბინავდა

2014 წლის 1 თებერვალს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩავიდა თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ბელეკში, სადაც გუნდი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის მატჩებისათვის მზადების მეორე ეტაპს გაივლის.

დილის 06:00 საათზე ავიაკომპანია “ატლას-ჯეტის” თვითმფრინავი, რომელშიც მარგველები და მათთან ერთად ბოლნისის საფეხბურთო კლუბი “სიონი” იმყოფებოდნენ, ასაფრენად იყო მზად, როდესაც თვითმფრინავი, რომელიც ასაფრენ ზოლზე სულ რამდენიმე წუთით ადრე შევიდა, მოცურდა და საფრენი ბილიკიდან გადავიდა. ამ ინციდენტის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განსახორციელებელი ერთბაშად ექვსი რეისი გადაიდო. თავისთავად, მათ რიცხვში ჩვენი გუნდის რეისიც აღმოჩნდა.

ბოლო-ბოლო ზესტაფონელები სტამბულშიც და შემდგომ ბელეკში კი ჩაფრინდნენ, თუმცა ეს 5-საათიანი დაგვიანებით მოხდა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღის განრიგი მთლიანად აირია. იმერელთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ მიიღო გადაწვეტილება დღეს გასამართი ვარჯიშის გაუქმების შესახებ. ფეხბურთელებს დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება მიეცათ. რაც შეეხება თურქული შეკრების პირველ ვარჯიშს, მისი გამართვის თარიღმა ხვალისთვის გადაიწია.

DSC04521

DSC04528

DSC04536

DSC04538

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” და “სიონი” უამინდობამ შეაფერხა

საქართველოში მოსულმა დიდმა თოვლმა “ზესტაფონს” და “სიონს” თურქეთში შეკრებაზე გამგზავრებისას პრობლემები შეუქმნა. ქართული ანტალიაში სტამბოლის გავლით მიფრინავდნენ. თბილისიდან უამინდობის გამო რეისი 5 საათის დაგვიანებით გაფრინდა, რის გამოც ქართველმა ფეხბურთელებმა სტამბოლი-ანთალიის რეისზე დაიგვიანეს. თურქულმა მხარემ “ზესტაფონს” და “სიონს” დამატებითი რეისი გამოუყო და საღამოს გუნდები უკვე ანტალიაში იყვნენ. თუმცა, ამ გაუგებრობის დროს დაიკარგა ბარგის დიდი ნაწილის, რის გამოც საწვრთნელი პროცესი ფაქტობრივად ჩავარდნილია.

”ზესტაფონი” თურქეთში მიემგზავრება

ხვალ დილით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი გაემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც 1 თებერვლიდან 17 თებერვლამდე პერიოდში გაიმართება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილისათვის მზადების დასკვნითი მეორე ეტაპი.

საგაზაფხულო ბატალიებისათვის მომზადების მეორე ეტაპის გასავლელად, მარგველთა დამრიგებლის გია გეგუჩაძის გადაწყვეტილებით, თურქეთში 25 ფეხბურთელი მიემგზავრება:

მეკარეები: კახაბერ მეშველიანი, დავით კუპატაძე;

 

მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, მალხაზ გაგოშიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა დოს სანტოსი, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე;

 

ნახევარმცველები: გიორგი ჭანკოტაძე, მიხეილ სარდალიშვილი, ლევან შარიქაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, იგორ იელიჩი, ავთო ენდელაძე, ნაემეკა აჯურუ, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, რევაზ გეწაძე, ბექა კაკუშაძე, გიორგი მაკარიძე;

 

თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, თორნიკე კაპანაძე.

საქართველოს ორგზის ჩემპიონი თურქეთის რესპუბლიკაში 1 თებერვალს, თბილისი – სტამბული – ანტალია – ბელეკისმარშრუტით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 06:20 საათზე გაემგზავრება. როგორც მოგეხსენებათ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ზესტაფონელები ანტალიიდან 30 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქალაქ ბელეკის კომფორტაბელურ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “Susesi Luxury Resort“-ში დაბინავდებიან და შეკრების მიმდინარეობისას 5 საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” ამხანაგური მატჩი თერჯოლელებთან

2014 წლის 29 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ორგზის ჩემპიონი ზემოიმერლები თერჯოლის საფეხბურთო კლუბ “საპოვნელას” დაუპირისპირდნენ.

დღევანდელმა შეხვედრამ ფეხბურთის მოყვარულთა შორის საკმაო ინტერესი გამოიწვია და დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის ტრიბუნებზე თავი 300-ზე მეტმა ადგილობრივმა და თერჯოლელმა ქომაგმა მოიყარა. უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარ გუნდს დღეს ომარ მიგინეიშვილი, ნაემეკა აჯურუ და გიორგი კუხიანიძე ვერ ეხმარებოდნენ.

მარგველთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ მეზობლებთან შეხვედრაში ასეთი შემადგენლობა დააყენა: მეშველიანი (კუპატაძე, 46), ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), თედორე გრიგალაშვილი (გურული, 46), ჭელიძე (ფერეირა, 46), ენდელაძე (გაგოშიძე, 46), გეწაძე (სარდალიშვილი, 46), მაკარიძე (შარიქაძე, 46), ჭანტურიშვილი (ჭანკოტაძე, 46), დოლიძე (კაკუშაძე, 46), კაპანაძე (ფანცულაია, 46), ტატანაშვილი (საბანაძე, 46).

პირველივე წუთებიდან მოყოლებული შეხვედრა მასპინძელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. 26-ე წუთზე თავის გუნდი თორნიკე კაპანაძემ დააწინაურა. 36-ე წუთზე რევაზ გეწაძემ მეორედ აიღო თერჯოლელთა კარი, რასაც 38-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის მირე გატანილი კიდევ ერთი გოლი და 40-ეზე გრიგოლ დოლიძის ზუსტი დარტყმა მოყვა.

შესვენების შემდეგ ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავალი ცვლილება განხორციელდა, თუმცა ამ გარემოებას მასპინძელთა უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. 58-ე წუთზე მარგველთა უპირატესობა ხუთამდე გიორგი ფანცულაიამ გაზარდა; 60-ე და 68-ე წუთებზე კი ორი გოლი ნიკა საბანაძემ გაიტანა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 7-0.

7

1

2

3

4

5

6

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონმა” ახალწვეულები წარადგინა

2014 წლის 29 იანვარს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბართან ერთად, ფართო საზოდოებას წარედგინა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რამდენიმე ახალწვეული და ფეხბურთელებს მიენიჭათ პერსონალური ნომრები.

პრეს-კონფერენციის დასაწყისში ზესტაფონელთა დამრიგებელმა გიორგი გეგუჩაძემ ისაუბრა სეზონის განახლებისათვის მზადების პირველ მოსამზადებელ ეტაპზე, რომელიც თერჯოლის “საპოვნელასთან” დღეს გასამართი მატჩით სრულდება. გარდა ამისა, საუბარი თურქულ შეკრებასა და იქ დაგეგმილ სპარინგ-მატჩებს შეეხო. უკვე გადაწყვეტილია, რომ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 4 თებერვალს რუმინულ ”პანდურიის”, 7 თებერვალს ჩეხურ “პრშიბრამს”, 13 თებერვალს უკრაინულ “ჩერნომორეცს”, ხოლო 16 თებერვალს მაკედონიურ “ტურნოვოს” დაუპირისპირდება. თურქეთში გუნდი, თბილისი-სტამბული-ანტალიის რეისით, 1 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება …

სადღეისოდ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” 12 ახალწვეული ჰყავს: ექვსთვიანი პაუზის შემდეგ იმერულ გუნდში დაბრუნებული თეიმურაზ ღონღაძე (№ 2), მეკარე დავით კუპატაძე (№ 13), მცველები გიორგი გურული (№ 17) და ზაზა ჭელიძე (№ 37), ნახევარმცველები გრიგოლ დოლიძე (№ 22) და გიორგი კუხიანიძე (№ 10), თავდამსხმელები დიმიტრი ტატანაშვილი (№ 18) და ნიკა საბანაძე (№ 9) ( ყველა ეს ფეხბურთელი ჩვენი კლუბის ღირსებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიცავს); შემტევი ნახევარმცველი რევაზ გეწაძე (№ 99) და ფორვარდი თორნიკე კაპანაძე (№ 32) (ორივე – 2,5-2,5 წლით); ნახევარმცველი ბექა კაკუშაძე (№ 42) და თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია (№ 7) (ორივე – 3-3წლით).

იმერული კლუბის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ ვასილ გველესიანმა ახალწვეულებს საპატიო ვითარებაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურები გადასცეს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ომარ მიგინეიშვილის საკითხი, რომლის მოგვარებაშიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი სტრუქტურები, კვლავაც მოგვარების სტადიაშია…

პერსონალური მაისურების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გუნდის ახალწვეულები მარგველ გულშემატკივართა წინაშე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მწვანე საფარზე წარსდგნენ…

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებების თანახმად საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” რიგები დატოვეს გიორგი ადამიამ, ილია კანდელაკმა, ბორისლავ ტერზიჩმა, ნოდარ კიკნაველიძემ, ალექსანდრე გურულმა, მოჰამედ რეკრუკმა, ოთარ კვერნაძემ. რაც შეეხებათ როინ კვასხვაძესა და ლევან კუტალიას, ორივეს ჩვენს გუნდთან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა დაუმთავრდა.

ზემოიმერული გუნდის წევრები დავით რაჟამაშვილი, ნოდარ გაჩეჩილაძე, გურამ სამუშია და გიორგი კაჭკაჭიშვილი მიმდინარე სეზონის ბოლომდე უმაღლესი ლიგის ბინადარ სხვადასხვა კლუბებში იასპარეზებენ. საავარაუდოდ, ასევე სხვა კლუბში იასპარეზებს “ზესტაფონის” კიდევ ერთი ფეხბურთელი საბა ლომიაც.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონმა” ბექა კაკუშაძე დაიმატა

ზესტაფონელთა გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა – 19 წლის ახალწვეულის სახელია ბექა კაკუშაძე. ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელიც ბოლო პერიოდში ქუთაისის “ტორპედოს” რიგებში ასპარეზობდა, “ზესტაფონის” ღირსებას მომდევნო 3 წლის მანძილზე დაიცავს.

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ გუნდის ახალწვეულის შესახებ: ბექა კაკუშაძე – ნახევარმველი; დაბადებულია – 28.12.1994; სიმაღლე – 172 სმ, წონა – 64 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” სამწლიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”მართვე” (ქუთაისი) -2009-2011; ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2011-2013.

აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ახალგაზრდა პერსპექტიულმა ფეხბურთელმა თავის სადებიუტო მატჩი გასული წლის 27 აპრილს ჩაატარა.

ორმაგად საინტერესოა ის გარემოება, რომ იმ პერიოდში ქუთაისელთა მაისურით მოასპარეზე ბექა კაკუშაძემ მისთვის სადებიუტო შეხვედრაში სწორედ თავის დღევანდელი გუნდისა და თანაგუნდელთა წინააღმდეგ იასპარეზა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი უკვე შეუერთდა მარგველებს და მათ რიგებში მარტვილის “მერანთან” რამდენიმე დღის წინ გამართულ საკონტროლო შეხვედრაშიც იასპარეზა…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ქართული ტრანსფერების მიმოხილვა

ქართული კლუბები მეორე ეტაპისთვის ემზადებიან და ბუნებრივი, რომ ტრანსფერებიც აქტუალური თემაა. მოდით ერთად შევაჯამოთ განვლილ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები ქართულ კლუბებში. 

 

დინამო თბილისი

წავიდნენ: გიორგი შაშიაშვილი (კარიერა დაასრულა), ირაკლი ლექვთაძე (ტორპედო), ლევან ხმალაძე (უგუნდოდ), თორნიკე ზარქუა (ზუგდიდი), ომარ მიგინეიშვილი (ზესტაფონი), გიორგი სეთრიძე (მეტალურგი), გიორგი მიქაბერიძე (მეტალურგი), დავით ხოჭოლავა (ფოთის კოლხეთი), ლაშა შინდაგორიძ (ჩიხურა), ჯაბა დვალი (ყარაბახი).

მოვიდნენ: გიორგი ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია), ირაკლი მოდებაძე (დილა), გიორგი ხიდეშელი (ტორპედო), გიორგი რეხვიაშვილი (ჩიხურა), მათე ცინცაძე (ტორპედო), თორნიკე გორგიაშვილი (უგუნდო), ნიკა დაუშვილი (ვიტ ჯორჯია), ლაშა შერგელაშვილი, ნიკა დიასამიძე (დინამო 2).

დილა

წავიდნენ: ირაკლი მოდებაძე (დინამო), თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული (ზესრაფონი), ნუკრი რევიშვილი, ირაკლი მასიურაძე (ვალეტა, მალტა).

მოვიდნენ: დავით რაჟამაშვილი (ზესტაფონი), კობა შალამბერიძ, ალექსანდრე კოშკაძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი (გურია).

ზესტაფონი

წავიდნენ: როინ კვასხვაძე (ტორპედო), გიორგი კაჭკაჭიშვილი (ზუგდიდი), გიორგი ადამია (სიონი), გურამ სამუშია (ზუგდიდი), მუჰამედ რეკრუკი (უგუნდოდ), დავით რაჟამაშვილი (დილა), საბა ლომია (ჩიხურა), ილია კანდელაკი (სიონი).

მოვიდნენ: თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძ, გიორგი გურული (დილა), დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა), ზაზა ჭელიძე, დავით კუპატაძე, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე, ბექა კუკუშაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (დინამო), რევაზ გეწაძე (მეტალურგი).

ტორპედო

წავიდნენ: გიორგი ხიდეშელი, მათე ცინცაძე (დინამო თბილისი), ზაზა ჭელიძე, დავით კუპატაძე, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე, ბექა კუკუშაძე (ტორპედო).

მოვიდნენ: გურამ ადამაძ (ვიტ ჯორჯია), ზურა მენთეშაშვილი (საბურთალო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი).

მეტალურგი

წავიდნენ: ლაშა ჯაფარიძე (ტირასპოლი, მოლდოვა), ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი (სპარტაკი ცხინვალი), რევაზ გეწაძე (ზესტაფონი).

მოვიდნენ: გიორგი სეთურიძე, გიორგი მიქაბერიძე (დინამო თბილისი).

ვიტ ჯორჯია

წავიდნენ: გურამ ადამაძე (ტორპედო), ლაშა კასრაძ (აზალი, აზერბაიჯანი), გიორგი ჯანელიძ, ნიკა დაუშვილი (დინამო თბილისი).

მოვიდნენ: ჯონი შეროზია, ლაშა ღონღაძე (მერანი)

ჩიხურა

წავიდნენ: გიორგი რეხვიაშვილი (დინამო), დიმიტრი ტატანაშვილი (ზესტაფონი).

მოვიდნენ: საბა ლომია (ზესტაფონი), ლაშა შინდაგორიძე (დინამო).

ზუგდიდი

წავიდნენ: ამირ აზმი მეგაჰედი (მაჰალია, ეგვიპტე), ზურაბ მამალაძე (მერანი), ჯამალ ჰამზა (ჰარს ჰოდუდი, ეგვიპტე).

მოვიდნენ: გიორგი კაჭკაჭიშვილი, გურამ სამუშია (ზესტაფონი), თორნიკე ზარქუა (დინამო).

სიონი 

წავიდნენ: გივი იოსელიანი (სპარტაკი).

მოვიდნენ: გიორგი ადამია, ილია კანდელაკი (ზესტაფონი).

სპარტაკი

წავიდნენ: ნიკა კვეკვესკირი (დინამო 2).

მოვიდნენ: ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი (მეტალურგი), გივი იოსელიანი (სიონი).

მერანი

წავიდნენ: გიორგი რეხვიაშვილი (სასკო), ჯონი შეროზია, ლაშა ღონღაძე (ვიტ ჯორჯია), კრის ბანება, მარკოს დოს სანტოსი (უგუნდოდ).

გურია

წავიდნენ: ვლადიმერ ჯოჯუა (მერანი), კობა შალამბერიძ, ალექსანდერ კოშკაძ, ნიკა ჯიშკარიანი (დილა).

მოვიდნენ: გიგა კვერენჩხილაძე (დინამო ბათუმი).

 

როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე ძირითადად შიდა ტრანსფერები განხორციელდა. არის გაურკვევლობებიც. მაგალითად, შესაძლოა ომარ მიგინეიშვილმა “ზესტაფონის” ღირსების დაცვა მიმდინარე ჩემპიონატში ვერ შესაძლოს, ვინაიდან 2013/14 წლების სეზონში “ზესტაფონი” მისთვის უკვე მესამე კლუბია. არადა, ზესტაფონელებმა “დინამოს” მეკარეში გარკვეული თანხაც გადაუხადეს.

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დრო ჯერ კიდევ არის და იმედია ჩვენი წამყვანი კლუბები კარგ შევსებას მიიღებენ.

“ზესტაფონის” თურქული შეკრებისა და სპარინგ-მატჩების შესახებ

მიმდინარე წლის 1 თებერვალს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, სეზონის განახლებისათვის მზადების მეორე ეტაპის გასავლელად, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ხმელთაშუა ზღვის კარგად ნაცნობ ანატოლიურ სანაპიროზე საქართველოს ორგზის ჩემპიონები ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.

თუმცა, დავიწყოთ იმით, რომ მარგველები ანტალიიდან 30 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქალაქ ბელეკის კომფორტაბელურ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “Susesi Luxury Resort”-ში დაბანაკდებიან. ამ სასტუმრო კომპლექსის სტუმართა განკარგულებაშია ულტრათანამედროვე კონფერენც-დარბაზები, ღია და დახურული აუზები, საუნა და სატრენაჟორო დარბაზი…

“Susesi Luxury”-ში დაბინავებულ საფეხბურთო გუნდებს უეფას სტანდარტების შესაბამისი 3 მოედნითა და ოდნავ მცირე ზომის 1 სავარჯიშო მინდვრით შეუძლიათ ისარგებლონ. ბოლო წლებში სწორედ ამ სასტუმროში დაბინავებულან და გაუვლიათ მოსამზადებელი შეკრება ისეთ კლუბებს, როგორებიცაა დორტმუნდის “ბორუსია”, სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი”, გრაცის “შტურმი” და ა.შ…

თურქულ შეკრებაზე პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქალაქ ტირგი ჟიუს საფეხბურთო კლუბ “პანდურიის” წინააღმდეგ გამართავს. რუმინეთის ვიცე-ჩემპიონთან იმერელთა დაპირისპირება 4 თებერვალს გაიმართება.

თავის მეორე სპარინგ-მატჩს მარგველები 7 თებერვალს ჩაატარებენ. ამჯერად მათი მეტოქე ჩეხური ფეხბურთის წარმომადგენელი, საფეხბურთო კლუბი “პრშიბრამი” (ყოფილი პრაღის “დუკლა”) იქნება. თურქული შეკრების ქართველთათვის რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრა 10 თებერვალს გაიმართება. ამ შეხვედრაში ქართველთა მეტოქის ვინაობა ჯერაც ზუსტდება და ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ანატოლიაში გასამართ მეოთხე შეხვედრას იმერლები ოდესის “ჩერნომორეცის” წინააღმდეგ გამართავენ. უკრაინელებთან მატჩი 13 თებერვალსაა დანიშნული, ხოლო წლევანდელი თურქული “ვოიაჟის” დასკვნითი, მეხუთე სპარინგი 16 თებერვალს გაიმართება. სამშობლოში დაბრუნებამდე ზესტაფონელები მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერ “ტურნოვოსთან” მოსინჯავენ ძალებს.

hotel1

hotel2

hotel3

hotel4

hotel5

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

იმერული რანდევუ

2014 წლის 24 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მიმდინარე წელიწადში რიგით მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ზემოიმერლები ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” დაუპირისპირდნენ.

რამდენიმე დღის წინ მარტვილელბთან გამართული მატჩის მსგავსად, მარგველთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ პირველსა და მეორე ტაიმებში მოედანზე განსხვავებული შემადგენლობები გაიყვანა. უნდა ითქვას, რომ მომქანცველი ფიზიკური დატვირთვების ფონზე, მასპინძლები ოდნავ მძიმედ გამოიყურებოდნენ, თანაც, საქმეს გარკვეული დანაკლისის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია – სხვადასხვა სახის პრობლემის გამო საკუთარ გუნდს ვერ ეხმარებოდნენ ომარ მიგინეიშვილი, გიორგი ფანცულაია და რევაზ გეწაძე.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, დღევანდელმა შეხვედრამაც საკმაო ინტერესი გამოიწვია და ზესტაფონელთა ბაზაზე თავი 150-ზე მეტმა ადგილობრივმა და ქუთაისელმა ქომაგმა მოიყარა. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

”ზესტაფონი”: მეშველიანი (კუპატაძე, 46), თორნიკე გრიგალაშვილი (ღონღაძე, 46), თედორე გრიგალაშვილი (ფერეირა, 46), გურული (ჭელიძე, 46), გაგოშიძე (ენდელაძე, 46), აჯურუ (დოლიძე, 46), ჭანკოტაძე (კუხიანიძე, 46), სარდალიშვილი (შარიქაძე, 46), ჭანტურიშვილი, კაპანაძე (საბანაძე, 46), მიქაძე (ტატანაშვილი, 46).

”ტორპედო”: ცაბუტაშვილი (ადამია, 46), ადამაძე (ლაღაძე, 46), მამასახლისი (ჩადუნელი, 46), ხარაბაძე (გვეტაძე, 46), გელაშვილი (კუჭუხიძე, 46), ბერუაშვილი (თვალავაძე, 46), ლექვთაძე (ტუღუში, 46), ლაშქარავა ((ჭედია, 46), გოგიჩაიშვილი (ჭრელაშვილი, 46), მარკოზაშვილი (ღვიტიძე, 46), ღონღაძე (კვერნაძე, 46).

შეხვედრა შემდეგი სცენარით წარიმართა – ზესტაფონელები მეტოქის კარს გამუდმებით უტევდნენ და ერთი-მეორეს მიყოლებით საგოლე მომენტებს ანიავებდნენ, ქუთაისელებს კი… გოლები გაჰქონდათ. მასპინძელთაგან აშკარა საგოლე მომენტები გაუცუდდათ გიორგი ჭანკოტაძეს, თორნიკე კაპანაძეს, ვახტანგ ჭანტურიშვილს, დავით მიქაძეს, ნიკა საბანაძეს, გიორგი კუხიანიძესა და დიმიტრი ტატანაშვილს (ორჯერ)…

თავის მხრივ, სტუმრები ძირითადად თავის კარის უსაფრთხოებაზე ფიქრით იყვნენ დაკავებულნი, მეტოქის მოედანზე მხოლოდ სწრაფი კონტრაქციებისას გადადიოდნენ და მეტოქის კარის მიმართულებით სულ რაღაც ოთხჯერ დაარტყეს, თუმცა ამ ოთხი დარტყმიდან სამი ზუსტი აღმოჩნდა. საბოლოოდ, მატჩი, რომელიც მარგველთა მიერ გამოუყენებელი მომენტების რაოდენობით ბევრ რეკორდს გააუმჯობესებდა, ზესტაფონელთა მარცხით, ანგარიშით 1-3 დასრულდა.

ქუთაისელთაგან გატანილი გოლებით თავი გურამ ადამაძემ, თეიმურაზ მარკოზაშვილმა და ოთარ კვერნაძემ გამოიჩინეს, მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორი კი გახლავთ თეიმურაზ ღონღაძე, რომელმაც მატჩს მიწურულს 11-მეტრიანის შესრულებისას იყოჩაღა.

თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ზესტაფონელები კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. 29 იანვარს ზემოიმერლები თერჯოლის საფეხბურთო კლუბ “საპოვნელას” უმასპინძლებენ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ჯაბა დვალი “ყარაბახში” გელაშვილთან ერთად ითამაშებს

აზერბაიჯანულმა “ყარაბახმა” მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პირველი შენაძენი განახორციელა. აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბინადარმა თბილისის “დინამოდან” იჯარით ქართველი ფეხბურთელი, ჯაბა დვალი დაიმატა.

azerisport.com-ის ცნობით, 28 წლის თავდამსხმელი თურქულ შეკრებაზე მყოფ “ყარაბახს” დღეს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ “ყარაბახში” კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი – ნიკოლოზ გელაშვილი ირიცხება. გელაშვილი და დვალი ერთად “ზესტაფონშიც” თამაშობდნენ, სადაც კარგ დუეტს ქმნიდნენ.

ცნობისთვის, “ყარაბახი” პრემიერ ლიგაში პირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარ “გაბალას” ერთი ქულით უსწრებს.

რევაზ გეწაძე – “ზესტაფონის” მორიგი ახალწვეული

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” რევაზ გეწაძე შეუერთდა. 29 წლის გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც კარიერის განმავლობაში მრავალ კლუბში წარმატებით უასპარეზია, ქვეყნის ორგზის ჩემპიონ იმერელთა ღირსებას მომდევნო 2,5 წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: რევაზ გეწაძე – ნახევარმცველი; დაბადებულია – 11.01.1985; სიმაღლე – 178 სმ, წონა – 66 კგ.

”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”თბილისი” – 2003-2005; ”დინამო” (თბილისი) – 2005; ”ბორჯომი” – 2005-2006; ”ოლიმპი” (რუსთავი) – 2006-2008; ”ოლიმპიკი” (ბაქო, აზერბაიჯანი) – 2008-2009; ”გაბალა” (გაბალა, აზერბაიჯანი) – 2009-2010; ”მეტალურგი” (რუსთავი) – 2010-2013.

რევაზ გეწაძე მარცხენა ნახევარმცველია – ისეთი ფეხბურთლია, მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლია. ფეხბურთელის კარიერა საფეხბურთო კლუბ “თბილისში” დაიწყო, იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრები გუნდების წევრი. 2008-2010 წლები მან აზებაიჯანის უმაღლეს დივიზონის კლუბებში გაატარა. 2010 წლიდან გასული წლის ბოლომდე ის ასპარეზობდა რუსთავის “მეტალურგში”, რომლის მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში 90 მატჩი ჩაატარა და თავი 15 გატანილი გოლით გამოიჩინა.

რევაზ გეწაძე, რომელიც “ზესტაფონის” რიგებში 99-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, უკვე შეუერთდა თავის ახალ გუნდს და მასთან ერთად ვარჯიშიც მოასწრო.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონმა” ამხანაგურ მატჩში მარტვილის “მერანი” დაამარცხა

2014 წლის 21 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ახალ წელიწადში პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშა – ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ზემოიმერლები უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდნენ.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებმა ფეხბურთელთა ნაწილი მოისაკლისეს – ვახტანგ ჭანტურიშვილმა და ნიკა საბანაძემ სიცხის გამო ვერ ითამაშეს, რაც შეეხება კახაბერ მეშველიანს, რომელმაც გუშინ დუბლიორთა გუნდის შემადგენლობაში “ბენდელას თასის” გათამაშების შეხვედრაში იასპარეზა, მას დღეს დასვენების საშუალება მიეცა…

შედეგად, ზესტაფონელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: მიგინეიშვილი (კუპატაძე, 46) , თორნიკე გრიგალაშვილი (ღონღაძე, 46), თედორე გრიგალაშვილი (ჭელიძე, 46), ფერეირა (გურული, 46), გაგოშიძე, აჯურუ (კუხიანიძე, 46), ენდელაძე (შარიქაძე, 46), სარდალიშვილი (ჭანკოტაძე, 46), მიქაძე (დოლიძე, 46), ფანცულაია (კაკუშაძე, 46), კაპანაძე (ტატანაშვილი, 46).

თავის მხრივ, მარტვილელთა ახლადდანიშნულმა დამრიგებელმა ზურაბ იონანიძემ თავის გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: მამალაძე (ბეგაშვილი, 46), მელიავა (ბენაშვილი, 46), გაბუნია (ფოცხვერაშვილი, 60), რაფაელო (აშორტია, 60), გოგია (ბაბუნაშვილი, 46), ფონიავა (ჯღამაია, 46), კერძევაძე (ჯოჯუა, 46), შულაია (კობახიძე, 70), დეკანოსიძე (წულაია, 46), კუჭუხიძე (გეგეჭკორი, 46), ციცხვაია (ჩხეტიანი, 46).

2014 წელს გასამართმა პირველმა შეხვედრამ გულშემატკივართა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია – ზესტაფონელთა და მარტვილელთა დღევანდელ დაპირისპირებას 300-მდე მაყურებელი დაესწრო… მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და უკვე 17-ე წუთზე ზუსტი თავურით მასპინძლები თორნიკე კაპანაძემ დააწინაურა. შესვენებამდე იმერლებმა ანგარიშის ორამდე გაზრდაც მოახერხეს – 36-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მაღალი ჩაწოდება და მეკარის ბაქანზე შექმნილი არეულობა დასრულდა იმით, რომ მარტვილელთა ერთ-ერთმა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა…

შესვენებისას გია გეგუჩაძემ ერთბაშად 10 ფეხბურთელი შეცვალა, თუმცა მატჩის მიმდინარეობაზე ამას დიდად არ უმოქმედია. ზესტაფონელები ისევ აქტიურობდნენ და 77-ე წუთზე, დიმიტრი ტატანაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ზაზა ჭელიძემ ანგარიში 3-0 გახადა. ერთადერთი, რაც დარჩენილ დროში სტუმრებმა მოახერხეს, გაგა ჩხეტიანის მიერ 80-ე წუთზე გატანილი პრესტიჟის გოლი გახლდათ. მიმდინარე წელიწადში მარგველთა პირველი გამარჯვება – 3-1.

12

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური