მოურინიო: „მართალი აღვმოჩნდი, როდესაც ლამპარდს წასვლის საშუალება მივეცი“

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ნაწყენი არ არის, რომ ფრენკ ლამპარდი გოლებს „მანჩესტერ სიტის“ მაისურით იტანს.

„მართალი ვიყავი, როდესაც ლამპარდი გავუშვი. ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. თუ მომავალზე იფიქრებთ, მაშინ, მიხვდებით, რომ ფაბრეგასი და მატიჩი კლუბისთვის დიდ სამუშაოს კიდევ ათი წლის განმავლობაში შეასრულებენ.

ჩვენი პროექტი ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ. იგი უამრავ წელიწადზე და არა კონკრეტულ სეზონზეა გათვლილი. შესაძლოა, შემედავოთ და მითხრათ, რომ დროგბასა და ტერის სახით „ჩელსის“ ასაკოვანი ფეხბურთელები ჰყავს. ეს სხვა შემთხვევაა. დიდიე თავდამსხმელია, რომელსაც შეცვლაზე გამოსვლა და სხვა შემტევების დახმარება შეუძლია“, – ციტირებს პორტუგალიელს გამოცემა „მირორი“.

„მანჩესტერ სიტის“ მაისურით ლამპარდმა 11 მატჩი ჩაატარა და 301 წუთში 4 გოლისა და 2 შედეგიანი პასის გაკეთება მოასწრო.

მოურინიო: “ასეთი წაგება მაკმაყოფილებს”

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურში ლონდონის “ჩელსიმ” სეზონის პირველი მარცხი განიცადა. “პენსიონერები” “სენტ ჯეიმს პარკზე” “ნიუკასლ იუნაიტედთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოედნის მიღმა მყოფი პირები დროის გაყვანის მიზნით ბურთს დროულად არ აბრუნებდნენ მინდორზე.

“ჩემი გუნდი დამარცხდა, თუმცა ასეთი წაგება მაკმაყოფილებს. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა.

მეორე გოლის შემდეგ ემოციური წონასწორობა დავკარგეთ. მინიმუმ ერთ ქულას ვიმსახურებდით. შესაძლოა, მსაჯს 20 წუთიც დაემატებინა, თუმცა ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან მოედნის მიღმა მიმდინარე მოვლენებს არბიტრი ვერ აკონტროლებს. ის ვერ დასჯის ბურთის მომწოდებელ ბიჭს, რომელიც სადღაც უჩინარდება, ის ვერ დასჯის ტრიბუნაზე მყოფ ხალხს, რომელიც ბურთს დროულად არ აბრუნებს მოედანზე, ის ვერ დასჯის ადამიანს, რომელიც მინდორზე მეორე ბურთს აგდებს. მსაჯმა საკუთარ მოვალეობას თავი ფანტასტიურად გაართვა. ნორმალურად რომ გასრულებულიყო დამატებული ექვსი წუთი, უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუმცა ასეთი ფაქტები ხდება. არბიტრს არ ვადანაშაულებ, მას კარგად იმსაჯა. არც ფეხბურთელებს ვაბრალებ რაიმეს, რადგან მათ ყველაფერი დადეს მოედანზე. უბრალოდ არ გაგვიმართლა, უიღბლობა კი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.

ჩვენ ლიდერები ვართ. დანარჩენ 19-ივე კლუბს სურს “ჩელსის” ადგილზე ყოფნა, თუმცა მხოლოდ ერთი ლიდერის არსებობაა შესაძლებელი და ეს ჩვენ ვართ”, – მოურინიოს სიტყვები BBC-მ გამოაქვეყნა.

 

მოურინიო: „დროგბა ნამდვილი გუნდური მოთამაშეა“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ტოტენჰემთან“ ანაგრიშით 3:0 მოგებული მატჩი შეაფასა.

„გამახსენდა თუ არა დიეგო კოსტა? არა. რა თქმა უნდა, იგი გუნდს სჭირდება, თუმცა მისი არყფონის გამო არ ვდარდობთ, რადგან მატჩისთვის სათანადოდ ვემზადებით. შანსი სხვა ფეხბურთელებსაც ეძლევა და ისინი მის გამოყენებას ცდილობენ.

დროგბამ ჩინებული მატჩი ჩაატარა. პირველ რიგში, იგი გუნდური მოთამაშეა. იგი ეგოისტი არ არის, მას თავის შეკავება შეუძლია. დიდიე გუნდის გულისთვის თამაშობს. ეს ფეხბურთელი ფანტასტიკურია.

როდესაც დროგბა მატჩის ბოლოს შეცვლაზე გამოდის, იგი ისე თამაშობს, როგორც მატჩის პირველივე წუთებიდან.

დიდიე კარიერის დასრულებას „ჩელსიში“ აპირებს. როგორც ჩანს, მას კლუბში რომელიმე სხვა სამუშაო ადგილის დაკავების შანსი აქვს. ერთი წლის წინ ჩემმა გუნდმა დროგბას წინააღმდეგ ითამაშა და მაშინ დავინახე ის პოტენციალი, რომელიც მან შეინარჩნა, ასე რომ, ახლა არაფერი მიკვირს. დიდიე რთულ როლს კარგად ირგებს“ – ციტირებს პორტუგალიელს Goal.com-ი.

ანჩელოტიმ მოურინიოს რეკორდი გაიმეორა

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში შვეიცარიის „ბაზელის“ დამარცხების შემდეგ „სამეფო კლუბის“ თავკაცმა თავის წინამორბედებს მიგელ მუნიოსსა და ჟოზე მოურინიოს აჯობა.

„ბაზელთან“ ხსენებულ შეხვედრაში გამარჯვება მადრიდელებს 35-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა. ამრიგად, ყველა ტურნირზე „რეალის“ მოგებათა სერიამ 15 მატჩს მიაღწია.

ბოლოს 2013/14 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გამარჯვებულმა 13 სექტემბერს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ წააგო (1:2). იმ პერიოდიდან „რეალმა“ ჩემპიონატში ცხრაჯერ, ჩემპიონთა ლიგაზე ხუთჯერ, ხოლო ესპანეთის თასზე ერთხელ გაიმარჯვა. „სამეფო კლუბმა“ ამ პერიოდში 57 გოლი გაიტანა და მხოლოდ 8 გაუშვა.

ჟოზე მოურინიო: “სერხიო რამოსი ექიმი არ არის”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, დიეგო კოსტას დაცვა გადწყვიტა. შეგახსენებთ, ლონდონელთა ფორვარდი სერხიო რამოსმა გააკრიტიკა. “რეალის” მცველმა აღნიშნა, რომ ნატურალიზირებული ბრაზილიელი ტრავმას იმიზეზებს და ნაკრებში სათამაშოდ მოურინიოს გამო არ ჩადის.

“დიეგოსთვის დასვენების ორი კვირა აუცილებელი იყო. სერხიო რამოსი შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ის ექიმი არ არის.

ჩვენი კლუბის და ესპანეთის ნაკრების ექიმებმა გამოკვლევები ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არ იყო. მე კი მათი გადაწყვეტილების წინააღმდეგ ვერ წავიდოდი.

ეჭვი მეპარება, რომ ბოლო 2 წელიწადში სერხიო მედიცინაში ისე გაერკვა, რომ ექიმებზე მეტი ცოდნა ჰქონდეს ამ დარგში” – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიომ “ჩელსის” ფანებს მოუბოდიშა

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბის ფანებს რამდენიმე დღის წინათ გაკეთებული განცხადების გამო მოუბოდიშა. მაშინ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ქომაგებს აქტიურობა დაუწუნა და თქვა, რომ მატჩების მიმდინარეობის დროს ხანდახან თავი ცარიელ სტადიონზე ჰგონია.

“დღეს სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო სრულიად არ შეესაბამებოდა აქამდე არსებულ სიტუაციას. მე ფულს ვიღებ იმისთვის, რომ გუნდი გავწვრთნა და გავამარჯვებინო და არა იმისთვის, რომ ფანები ვაკრიტიკო. გულწრფელად ვწუხვარ ჩემ მიერ ორი კვირის წინათ თქმული ფრაზის გამო. დღეს გასაოცარი ქომაგობა იყო”, – მოურინიოს სიტყვები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის XII ტურში “ჩელსიმ” “ვესტ ბრომვიჩი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

მოურინიოს არ სჯერა, რომ „ჩელსი“ სეზონს წაგების გარეშე დაასრულებს

მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგის ლიდერს ლონდონის „ჩელსის“ ჯერჯერობით არც ერთ მატჩი არ წაუგია, რის შესახებაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ისაუბრა.

„კარგი შედეგის წყალობით, რომელიც შემთხვევითი არ არის, თავდაჯერებულობა გვემატება. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ კარგად ვთამაშობვთ.

ვთვლით, როდესაც ქულებს ვკარგავთ, შემდეგ შეხვედრაში უკეთესად ვითამაშებთ. არ მჯერა, რომ მიმდინარე სეზონში კრიზისი გვექნება. მგონია, რომ ქულებს კიდევ დავკარგავთ და დავმარცხდებით, მაგრამ კრიზისზე საუბარი ზედმეტია. ჩვენი შესაძლებლობების ნამდვილად მჯერა“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

არსენ ვენგერმა “ჟოზე მოურინიოს” ხელი ჩამოართვა (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ერთ-ერთ ფრანგულ სატელევიზიო არხზე, ტელეშოუში მიიწვიეს, სადაც მუყაოსგან გაკეთებულ “ჟოზე მოურინიოს” ხელი ჩამოართვა.

ლაპორტამ “ბარსელონაში” მოურინიოს შესაძლო მიწვევაზე კომენტარი გააკეთა

2016 წელს “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც აპირებს კენჭისყრას.

რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თუ ლაპორტა კატალონიური კლუბის პრეზიდენტი გახდება, ის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს მიწვევას ეცდება და ამის შესახებ მას პორტუგალიელი სპეციალისტის აგენტ ჟორჟე მენდეშთან საუბარიც ჰქონდა, თუმცა ლაპორტამ ეს ცნობა უარყო.

“მომწონს იოჰან კრუიფის სამწვრთნელო ფილოსოფია. რაც შეეხება მოურინიოს, ის პროფესიონალია, პატივს ვცემ, მაგრამ ჟორჟე მენდეშთან საუბრისას მისი სახელი არც მიხსენებია. მოურინიოს აგენტს კარგად ვიცნობ, ჩვენ დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს და ხანდახან სხვადასხვა თემებს განვიხილავთ ხოლმე”, – ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Goal.com-ი.

 

დიეგო კოსტა და ფაბრეგასი ესპანეთის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან

ბელორუსისა და გერმანიის ნაკრებებთან მატჩებში „ჩელსის“ მოთამაშეები სესკ ფაბრეგასი და დიეგო კოსტა ესპანეთის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.

დიეგო კოსტამ გუშინ „ლივერპულს“ გაუტანა, თუმცა ნაკრების შტაბში მას დასვენების საშუალება მისცეს. რაც შეეხება ფაბრეგასს, მას მცირე ტრავმა აწუხებს.

„სესკ პრობელები აქვს. იგი პროფესიონალია და თამაში სურს, თუმცა მის გარეშე ერთი-ორი მატჩის ჩატარება შეგვიძლია. ესპანეთის ნაკრების რიგებში იგი ვერ ითამაშებს. მას გამგზავრება შეუძლია, თუმცა მოედანზე ფაბრეგასი ვერ გამოვა“, – განაცხხადა „არისტოკრატთა“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ.

მოურინიომ შესაძლოა, 2016 წელს “ბარსელონა” ჩაიბაროს

შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბრიტანული “დეილი ექსპრესი” წერს, რომ შესაძლოა, 2016 წელს ლონდონის “ჩელსის” ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “ბარსელონა” ჩაიბაროს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტს კატალონიური გუნდის თავკაცის პოსტზე ჟოან ლაპორტა ხედავს, რომელიც 2016 წელს “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

ლაპორტას ნათქვამიც აქვს, რომ მოურინიოს დიდ პატივს სცემს და მის აგენტთან შესანიშნავი ურთიერთობაც აქვს.

წყაროს ცნობით, თუ ლაპორტა კატალონიური კლუბის პრეზიდენტი გახდება, ის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს მიწვევას ეცდება, თუმც რამდენად დათანხმდება პორტუგალიელი შემოთავაზებას, ეს სხვა საქმეა.

 

მოურინიოს რჩევა “ლივერპულს”

ინგლისის პრემიერლიგის XI ტურის ცენტრალური შეხვედრა “ენფილდზე” გამართება, სადაც “ლივერპული” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლებს. მატჩიწინა პრესკონფერენციაზე “პენსიონერთა” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გასულ სეზონში ამავე გუნდების მონაწილეობით გამართული შეხვედრა გაიხსენა.

იმ მატჩის ერთ-ერთ მთავარ ეპიზოდად “წითლების” ნახევარმცველ სტივენ ჯერარდის შეცდომა იქცა. მერსისაიდული გუნდის კაპიტანს მოედნის შუაგულში ფეხი დაუცდა და ბურთი დაკარგა, რითაც დემბა ბამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. საბოლოო ჯამში, მაშინ “ჩელსიმ” “ლივერპული” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

Gerrard - Ba

“ეს შეცდომა “ლივერპულს” ტიტულის ფასად დაუჯდა. ასე ადვილად მოგო “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონატი. იმ შეხვედრაში მერსისაიდელებს თუნდაც ქულა რომ მოეპოვებინათ, ისინი ჩემპიონები გახდებოდნენ.
ის შეხვედრა ჩვენთვის ღირსებისა და პროფესიული მოვალეობის საკითხი იყო. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გამოთიშულნი ვიყავით, თუმცა თითოეულ შეხვედრაში ვიბრძოდით”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “დეილი მეილი”.

ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი “ლვერპულის” ფეხბურთელებს ურჩევს, რომ შარშანდელი სეზონი დაივიწყონ და მიმდინარე გათამაშებაზე იფიქრონ.

“ვფიქრობ, დროა, რომ “ლივერპულმა” გასული სეზონი დაივიწყოს და ცუდი მოგონებებით თავი არ დაიტვირთოს. გუნდმა ამ სეზონზე უნდა იფიქროს. მათ საკმაო მოტივაცია ექნებათ ამისთვის. თუ წარსულში გავიხედებით, მაშინ კარგი ისტორიები უნდა გავიხსენოთ, რაც “ლივერპულს” მრავლად ჰქონია”, – აღნიშნა მოურნომ.

მატჩი “ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის დღეს, თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.