“ატლეტიკის” თავკაცი მის გარშემო არსებულ ჭორებს გამოეხმაურა

“ბილბაოს” ატლეტიკის მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ესპანურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მისი გადაბირება მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობას სურდა.

ვალვერდეს ზიდანის ჩამნაცვლებლად მოისაზრებენ, რომელმაც ფლორენტინო პერესის ნდობა საკმაოდ მოკლე ხანში დაკარგა. აქვე გეტყვით, რომ “რეალს” მაურისიო პოჩეტინო და იოაჰიმ ლიოვიც დაუკავშირეს.

“ამ დროისთვის არაფერი ვიცი. მათ ერთხელაც არ დაურეკავთ, შესაბამისად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ.” – განაცხადა ბასკური გუნდის თავკაცმა.

ზიდანმა ხამესს ფსიქოლოგის მონახულება ურჩია

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო წუხს, რის გამო მან ფეხბურთელს ფსიქოლოგის მონახულება ურჩია, წერს ესპანური Sport.es-ი.

წყაროს ცნობით, ზიდანი 24 წლის კოლუმბიელის გამოსვლით უკმაყოფილოა და მიზეზს ფეხბურთელის სუსტ ხასიათში ხედავს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია გაჩნდა.

ზიდანმა კლუბის ხელმძღვანელობას ალაბას ყიდვა სთხოვა

Don Balón-ის ცნობით, დიდია შანსი იმისა, რომ მიუნხენის “ბაიერნის” მცველი, დავიდ ალაბა მომავალ სეზონში მადრიდის “რეალში” გადაბარგდეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზინედინ ზიდანი პირადად ესაუბრა კლუბის ხელმძღვანელობას ავსტრიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბავარიელები არ აპირებენ მის გაყიდვას, “რეალი” მაინც შეეცდება მოლაპარაკებების დაწყებას, რომელშიც ბრანკინისაც ჩართავენ. ჯოვანი ბრანკინი მადრიდელებს ტონი კროოსის ტრანსფერის განხორციელებაშიც დაეხმარა.

„ლიონის“ პრეზიდენტი: „ზიდანის მოწვევა გვსურდა“

„ლიონის“ რერზიდენტმა ჟან-მიშეილ ოლამ გაიხსენა, რომ დეკემბერში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე „რეალის“ ამჟამინდელი თავკაცის ზინედინ ზიდანის დანიშვნა სურდა.

„ჩვენ ზიდანთან კონტრაქტის გაფორმება გვსურდა. ეს 24 დეკემბერს იყო. მასთან დაახლოებულ წრესთან მოლაპარაკება დავიწყე, მაგრამ ფინანსური მიზეზით, ეს შეუძლებელი გახდა.

სულ ცოტა ხანში კი ზიდანი „რეალის“ თავკაცად დაინიშნა“, – ციტირებს ოლას Goal.com-ი.

„ზიდანი „რეალის“ თავკაცი შესაფერის დროს გახდა“

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის ფრანსისკო პავონის აზრით, ზინედინ ზიდანი „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაფერის დროს დაინიშნა.

„ზიდანი „რეალს“ იდეალურად შესაფერის დროს ჩაუდგა სათავეში. ზინედინი ჩინებული ფეხბურთელი და სამაგალითო თანაგუნდელი იყო. ვფიქრობ, ზიზუ თავს უკვე ამ სეზონის ბოლომდე გამოიჩენს“, – განაცხადა პავონმა „4G Radio“-ს ეთერში.

პრიმერას ოცი ტურის შემდეგ „რეალი“ 43 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.

“რეალმა” ზიდანის თხოვნით “კასტილიას” ფეხბურთელს კონტრაქტი გაუგრძელა

მადრიდის “რეალმა” “კასტილიას” თავდამსხმელ მარიანო დიასს კონტრაქტი გაუგრძელა. ცნობისათვის, 22 წლის ფეხბურთელს შრომითი ხელშეკრულება დამდეგ ზაფხულს ეწურებოდა.

მარიანო დიასმა “სამეფო კლუბის” სარეზერვო გუნდში 12 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირად ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიასისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კლუბის ხელმძღვანელობას თხოვნით “რეალის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მიმართა, ვინაიდან ფრანგ სპეციალისტს განზრახული აქვს, რომ მომავალი სეზონიდან ეს ფეხბურთელი მთავარ გუნდში გადაიყვანოს.

 

ჰიტცფელდი: “რეალის” თავკაცის პოსტზე ზიდანის დანიშვნა უაზრო გადაწყვეტილებაა”

ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა ოტმარ ჰიტცფელდმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ფრანგი ასეთ კლუბში სამუშაოდ ჯერ არ არის მზად.

“ეს უაზრო, მეტიც – გიჟური გადაწყვეტილებაა. ზიდანს სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, მან მხოლოდ ფეხბურთელის ამპლუაში დააგროვა ცოდნა. ზიდანისთვის ეს საქმე ლატარიის თამაშის ტოლფასია”, – ჰიტცფელდის კომენტარი “ბლიკმა” გამოაქვეყნა.

 

იოზილმა ზიდანთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა

„რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნას დიდი გამოხმაურება მადრიდული კლუბის ყოფილი მოთამაშეებისგანაც მოჰყვა. მათ შორის „არსენალის“ ამჟამინდელი ნახევარმცველი მესუთ იოზილია, რომელმაც სოციალურ ქასელ „ინსტაგრამზე“ ზიდანთან თასით ხელში გადაღებული სურათი ატვირთა და ზიზუს წარმატებაც უსურვა.

„ეს კარგი გადაწყვეტილებაა! მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ახლა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელია. ყველაფერი საუკეთესო ზიზუს“, – დაწერა მესუთმა.

მატერაცი ზიდანის „რეალის“ თავკაცად დანიშვნას გამოეხმაურა

იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნა შეაფასა.

„ბენიტესის გადადგომას ვწინასწარმეტყველებდი, მხოლოდ რამდენიმე დღით შევცდი. შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი იყოთ, მაგრამ ფეხბურთელებთან ურთიერთკავშირის გარეშე ვერაფერს მიაღწევთ. ვერაფერი გამოგივათ, თუ თქვენზე ძლიერ ადამიანებთან საერთო ენას ვერ იპოვით. „რეალი“ მძიმე კლუბია, აქ მხოლოდ პრეზიდენტის მხარდაჭერა არ კმარა. ბენიტესი არ იცვლება, მას ერთ და იგივე პრობლემები აქვს. იმის ნაცვლად, რომ რონალდუსთან კონტაქტი დაემყარებინა, ის ბეილს დაუახლოვდა.

მსგავს სიტუაციაში ბენიტესი „ინტერშიც“ იყო. პირველივე დღეს ის ძანეტის, კორდობასა და კამბიასოს ელაპარაკობა, თუმცა კრისტიან კივუს ყურადღებას არ აქცევდა.

„რეალს“ მხოლოდ ორი ვარიანტი ჰქონდა – ანჩელოტი ან ზიდანი. ზინედინი ძლიერი პიროვნებაა, მას მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ადვილი გასეირნება მას არ ელის. 2-3 ტურის შემდეგ ასეთი დიდი ფეხბურთელის შეფასებასაც კი დაიწყებენ. რაც არ უნდა იყოს, მას ყველაფერ საუეკთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა მატერაციმ.

ფიგუ: „ზიდანი „რეალის“ მთავარი გუნდის თავკაცობაზე ფიქრობს“

„რეალის“ ექს-ნახევარმცველი ლუიშ ფიგუ ფიქრობს, რომ მის ყოფილ თანაგუნდელ ზინედინ ზიდანს მადრიდული კლუბის გაწვრთნა სურს.

„ვფიქრობ, ეს მისი ერთ-ერთი მიზანია. ახლა ზიდანი მეორე გუდნს ავარჯიშებს, მან სამწვრთნელო კარიერას მიხედა. მგონია, ერთ მშვენიერ დღეს მას მთავარი გუნდის თავკაცობაც სურს. მნიშვნელოვანია, მას ასეთი საპასუხისმგებლო საქმე გაანდონ“, – ციტირებს პორტუგალიელს Goal.com-ი.

პერესი: „ზიდანი დიდებული მწვრთნელი გახდება, მაგრამ ახლა ბენიტესი გვყავს“

„ბარსელონასთან“ პრინციპულ შეხვედრაში გამანადგურებელი ანგარიშით, 0:4 მარცხის შემდეგ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესის გათავისუფლებაზე საუბარი არ წყდება. ესპანელი სპეციალისტის შესაძლო შემცვლელად ზინედინ ზიდანის სახელდებოდა, თუმცა მადრიდელთა პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის თქმით, ბენიტესი თავის პოსტზე დარჩება.

„ზინედინ ზიდანი, როგორც ფეხბურთელი და მწვრთნელი, მომწონს. დარწმუნებული ვარ, ის დიდებული მწვრთნელი გახდება, მაგრამ ამჟამად გუდს ჩინებული თავკაცი ჰყავს.

„რეალი“ ყველასთვის სამაგალითო კლუბია და ასეთ კლუბად იქამდე დარჩება, სანამ მისი პრეზიდენტი ვარ“, – ციტირებს პერესს Goal.com-ი.

ანტონი მარსიალის სამი საყვარელი ფეხბურთელი

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და საფრნაგეთის ნაკრების 19 წლის თავდამსხმელმა ანტონი მარსიალმა თავისი სამი საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა. მოთამაშემ ისიც აღიარა, რომ ის ხოსეპ გვარდიოლას დროინდელი „ბარსელონას“ სათამაშო ფილოსოფიით აღფთხოვანებულია.

„რონალდო, რონალდინიო და ზიდანი ჩემს სამ ყველაზე საყვარელ ფეხბურთელებს შორის არიან. ფეხბურთის თამაში, მეტწილად, მათი თამაშის გამო დავიწყე.

ვფიქრობ, საუკეთესო გუნდი, რომლის თამაშიც მინახავს, გვარდიოლას დროინდელი „ბარსელონაა“. მათი ფილოლოსფია მომწონდა. ამ გუნდს ყველა პოზიციაზე დიდებული შემსრულებლები ჰყავდა. მათი ოსტატობის ხილვის შემდეგ ფეხბურთის თამაშის სურვილი მემატებოდა“, – განუცხადა მარსიალმა „დეილი მეილს“.