ზიდანი: „რონალდუს მუდმივად განვითარება სურს“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

„მისი მუდმივი პროგრესის სურვილი უბრალოდ მაოცებს. სხვა მხვრივ, აქ გასაკვირი არაფერია. რონალდუს მუდმივად განვითარება უნდა, რაც ჩნებულია. ამ სურვილს ის წარმატების მღწევის შემთხვევაშიც არ კარგავს. ამას ის ვარჯიშებზეც ამჟღავნებს. საუკეთესოდ ყოფნის სურვილი წარმატების გარანტიაა“, – განაცხადა ზიზუმ.

ზინედინ ზიდანი – მომავალი გვარდიოლა?

დიდი ფეხბურთელებისგან მწვრთნელები ხშირად ვერ დგებიან, თუმცა ზინედინ ზიდანი ამ სტერეოტიპს ჯერჯერობით არღვევს. მადრიდის „რეალის“ დუბლების თავკაცი ერთ მშვენიერ დღეს ძირითად გუნდთან მუშაობაზე და საფრანგეთის ნაკრების თავკაცობაზე ოცნებობს. მიზნის მისაღწევად მას ბევრი საჭირო თვისება აქვს, რომელთა შორისაც რამდენიმე გამოირჩევა.

ფეხბურთის კარგი ცოდნა

ფეხბურთის ისტორიას არაერთი ტექნიკური ფეხბურთელი ახსოვს, თუმცა გუნდის თამაშის შემქმნელი მათ შორის ყველა არ იყო. საფრანგეთის ნაკრებში რაიმონ დომენეკის მუშაობის პერიოდში ყველაზე დიდ მწვრთნელად მაინც ზიზუ ითვლებოდა. ზიდანი არამხოლოდ ფეხებითა და თავით, არამედ თავისი ინტელექტის დახმარებით თამაშობდა. ზინედინს ფეხბურთი უყვარს, ის თამაშს გრძნობს და თანამედროვე თამაშში თავისი იდეების შეტანა ადვილად შეუძლია.

ავტორიტეტი

მიუხედავად იმისა, რომ მან, როგორც მწვრთნელმა, სახელი ჯერ არ გაითქვა, ის მაინც ავტორიტეტად დარჩა. ბევრი მოქმედი ფეხბურთელი დღემდე მისი დიდი თაყვანისმცემელია. ზიზუს კოლოსალური მიღწევები დღემდე არავის დაუვიწყებია. პირველივე ეტაპზე წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი უნდა იყოს, რადგან ასეთ ფუფუნებაზე ნებისმიერი დამწყები მწვრთნელი იოცნებებდა. მას სწორედ ის სასტარტო კაპიტალი აქვს, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, საუკეთესო შედეგი გარანტირებულია!

ზინედინს იმდენად დიდი ავტორიტეტი აქვს, რომ მან ისკო „რეალში“ გადასვლაში დაარწმუნა, როდესაც თავად ფეხბურთელს „მანჩესტერ სიტიმდე“ ერთი ნაბიჯი აკლდა. თანაც, პელეგრინიმ ახალგაზრდა ესპანელს გუნდის სქემა დაწვრილებით აჩვენა და იმასაც დაპირდებოდა, რომ ასეთ გუნდს აუცილებლად მოერგებოდა.

რაფაელ ვარანის სახით ზიზუმ მადრიდელებს თანამედროვე ფეხბურთს ერთ-ერთი იმედისმომცემი მცველი აჩუქა. ბოლო-ბოლო ზიდანმა ქარიმ ბენზემას პროგრესში თავისი დიდი წვლილი შეიტანა.

ნიჭიერი აღმზრდელი

გარდა იმისა, რომ ზიზუ „კასტილიას“ ავარჯიშებს, პარალელურად ის თავის ოთხ ვაჟსაც ამზადებს, რომელიც „რეალის“ სისტემაში ვარჯიშობს. ენცო, ელიასი, ლუკა და ტეო მამის გზას დიდი სიამოვნებით გაყვებოდნენ. სწორედ შვილებთან მუშაობამ, ამ მხვრივ, ზინედინის პროგრესში დიდი წვლილი შეიტანა. დამწყები მწვრთნელისთვის ბავშვების აღზრდა და მათი თამაშის შეფასება ჩინებული პრაქტიკაა. „კასტილიაშიც“ ის ახალგაზრდებთან თამაშის პირადი მეთოდის ძებნაშია/

ცოდნის მიღება გამოცდილი სპეციალისტებისგან

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემგომ რამდენიმე წლის განმავლობაში დასვენებით ზიდანმა „რეალის“ ადმინისტრაციულ ცენტრში დაიწყო მუშაობა. გასულ სეზონში ის საერთოდ კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახდა. ჯერ კიდევ ფეხბურთელობის პერიოდში მოთამაშეებს შორის ზიდანი სპეციალსიტებთან თანამშრომლობით გამოირჩეოდა. ყოველი მწვრთნელისგან ზიდანი შეუფასებელ ცოდნას იღებდა. ამჟამად ზინედინი დამოუკიდებლად მუშაობს, მაგრამ სხვებისგან მიღებულ ცოდნას კარგად იყენებს. ცოტა ხნის წინ ის მუნხენშიც ჩავიდა, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხოსეპ გვარდიოლას მუშაობას პირადად აკვირდებოდა.

ადამიანი, რომელსაც არ ეჩქარება

გვარდიოლა ის ადამიანია, რომელიც ზიდანისთვის დიდ მაგალითს წარმოადგენს. თავად ზინედინი ამბობს, რომ ხოსეპის „ბარსელონაში“ მოსვლა ევროპული ფეხბურთისთვის „ახალი ხილი“ იყო. არ გაგიკვირდეთ, თუ შემდეგი ადამიანი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს შეცვლის სწორედ ჭკვიანი, თავდაჯერებული და მომთხოვნი ზიზუ იქნება. ამ ადამიანმა ანალიზისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია მოიპოვა. მაგრამ ახლა ფრანგი არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნაზე ოცნებობს. როგორც ჩანს, ეს მართლაც ასეა, სხვა შემთხვევაში, რამდენიმე ფრანგული კლუბი ლეგენდარული ფეხბურთელისგან უარს არ მიიღებდა. სხვა გუნდის მთავარ მწვრთნელობას მან მადრიდში მუშაობის გაგრძელება ამჯობინა, რაც მის ამბიციებს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს. დრო გვიჩვენებს, ასეთ შრომას როგორი შედეგი ექნება. დავიტოვოთ იმის იმედი, რომ ზინედინის სახელის გაგონებისას მომავალში არამხოლოდ დიდი ფეხბურთელი, არამედ დიდი მწვრთნელიც გაგვახსენდება.

ზიდანი: „ლოგიკურია, რომ „რეალი“ პოგბათი ინტერესდება“

„Canal+“-ის ეთერში საუბრისას მადრიდის „რეალის“ დუბლების მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მას ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებული ინფორმაცია არ აკვირვებს.

„როდესაც საუბარი პოგბაზეა, სავსებით ლოგიკურია, რომ მისით „რეალის“ დონის კლუბი ინტერესდება. პოლს უდიდესი პოტენციალი აქვს, რისი წყალობითაც, მას პროგრესი მომავალშიც შეუძლია.

სად ითამაშებს პოგბა შემდეგ სეზონში? არ ვიცი, სჯობს ამის შესახებ თავად მას ჰკითხოთ“, – განაცხადა ზიზუმ.

ზიდანს საფრანგეთის ნაკრების გაწთვრნა სურს

მადრიდის “რეალის” მეორე გუნდის მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს საფრანგეთის ნაკრების ჩაბარება სურს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ფრანგებს დიდიე დეშამი წვრთნის, რომელიც გუნდს 1998-2000 წლებში კაპიტნობდა.

“ჩემი მთავარი მიზანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობა. წინ კიდევ დიდი დრო მაქვს მწვრთნელის ამპლუაში” – განაცხადა ზიდანმა.

ზიდანი „ბაიერნის“ სტრუქტურაში იქნება

მადრიდის „რეალის“ დუბლების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიუნხენში გაემგზავრა.

როგორც ცნობილია, იქ ზიზუ მიუნხენის „ბაიერნის“ სტრუქტურაში იქნება და ხოსეპ გვარდიოლას მუშაობის მეთოდს შეისწავლის.

აღსანიშნავია, რომ ზიდანთან ერთად მსგავს პრაქტიკას მისი თანამემამულეები ვილი სანიოლი და კლოდ მაკელელეც მიიღებენ.

ზიზუმ “რეალისგან” შეთავაზების მოლოდინში ორი წინადადება უარყო

როგორც ფრანგული გამოცემები სანდრო წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებენ, მადრიდის “რეალის” სარეზერვო გუნდ “რეალ კასტილიას” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ორ სერიოზულ შეთავაზებაზე თქვა უარი.

მიზეზი კი ისაა, რომ “ღეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ლეგენდარულ ფეხბურთელს პირადად განუცხადა, ზაფხულში კარლო ანჩელოტის მემკვიდრეობას ჩაგაბარებო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის განმავლობაში არაერთხელ გაიჟღერა მსგავსმა ვარაუდმა და არავინ იცის, რა მოხდება ზაფხულში. ზიზუს დღემდე არ გააჩნია შესაბამისი სამწვრთნელო ლიცენზია იმისთვის, რათა “კასტილიას” ხელმძღვანელობდეს და ამის გამო მას სასამართლოშიც უჩივიან. თუმცა, ლეგენდარულ ფრანგს სწორედ პერესის ფაქტორი უმაგრეს ზურგს, რომლისგანაც უსაზღვრო ნდობით სარგებლობს. ლიცენზიას კი, ალბათ ზაფხულამდე აიღებს.

კრუიფი: “რეალს ზიდანი კასტილიას მთავარ მწვრთნელად არ უნდა დაენიშნა”

“ბარსელონას” ექს-თავკაცი იოჰან კრუიფი, რომელიც “ბარსას” ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს კრიტიკას არასდროს აკლებდა, ახლა უკვე მადრიდის “რეალს” გადასწვდა და “სამეფო კლუბის” გადაყწვეტილებას – სარეზერვო გუნდის მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ – შეცდომა უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ზიზუს შესაბამისი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის არქონის გამო, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სამთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა, თუმცა მოგვიანებით, ესპანეთის სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ამოქმედებული სადამსჯელო სანქცია შეაჩერა.

“რეალი ზიდანთან დაკავშირებულ საკითხში არასწორად მოიქცა, ვინაიდან იცოდა, რომ მას ლიცენზია არ გააჩნდა. ამან აბსურდული პრობლემა გამოიწვია. ამდენხნიანი საფეხბურთო კარიერისა და კარლო ანჩელოტის ასისტენტად მუშაობის შემდეგ, მას ვინმემ კიდევ უნდა ასწავლოს? თუმცა, პროფესიონალმა ლეგალურად უნდა იმუშაო. არ მესმის, როგორ მოდა, რომ პრობლემამ მუშაობის დაწყებიდან ორი თვის მერე იჩინა თავი, სწორედ ეს მაღელვებს,”-ამბობს კრუიფი.

ზიდანი “ბრიუგეს” არ გამორიცხავს

მადრიდის “რეალის” სარეზერვო გუნდი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, კარიერის “ბრიუგეში” გაგრძელებას არ გამორიცხავს. ლეგენდარული ფრანგი ამჟამად ბელგიურ კლუბში პრაქტიკას გადის.

“ყველამ, ვისაც საწმვრთნელო საქმიანობაში წარმატების მიღწევა სურს მოღვაწეობა ქვედა ლიგიდან უნდა დაიწყოს. “რეალის” მეორე გუნდთან კარგ პრაქტიკას გავდივარ.

“ბრიუგე”? ფეხბურთში წინასწარ არაფერია ცნობილი, ამიტომ, რატომაც არა?” – განაცხადა ზიდანმა.

 

ზიდანი: „ნოიერი „ოქროს ბურთს“ იმსახურებდა“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული მოთამაშის ზინედინ ზიდანის აზრით, მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი „ოქროს ბურთს“ მიიღებდა, თუ მის კონკურენტებს შორის კრიშტიანუ რონალდუ არ იქნებოდა.

„მესმის, რომ გერმანელების აზრით, „ოქროს ბურთი“ სწორედ ნოიერს უნდა მოეგო. კამათი იმაზე, იმსახურებს თუ არა იგი რონალდუზე უფრო მეტად ამ ტიტულს არამხოლოდ გერმანიაში, არამედ საფრანგეთსა და ესპანეთშიც იყო. ვფიქრობ, მანუელმა „ოქროს ბურთი“ ნამდვილად დაიმსახურა, რადგან იგი ფანტასტიკური მოთამაშეა და მან მეკარეთა თამაშის ახალი სტანდარტი დაამყარა.

ამავდროულად, რონალდუ სხვა პლანეტიდან ჩამოსული ფეხბურთელია. სინამდვილეში, ნოიერს იმედიც კი არ ჰქონდა, რადგან მისი კონკურენტი კრიშტიანუ იყო“, – ციტირებს ზიდანს გერმანული პრესა.

ზიდანი: “წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ლოგიკური ფინალი ასე წარმომიდგენია”

მადრიდის “რეალის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “სამეფო კლუბის” შანსები შეაფასა.

“კარგი იქნებოდა, შემეძლოს, მეთქვა, რომ “შალკეს” არანაირი შანსი არ აქვს და “რეალი” იოლად გავა მეოთხედფინალში, მაგრამ პლეი-ოფში ყველაფერი შესაძლებელია.

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ლოგიკური ფინალი იქნებოდა “რეალსა” და “ბაიერნს” შორის შეხვედრა, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ ფეხბურთში ლოგიკური დასკვნები არ ამართლებს”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს “ტუტო მერკატო”.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალსა” და გელზენკირხენის “შალკეს” შორის გასამართი პირველი მატჩი გერმანიაში, 18 თებერვალს ჩატარდება, განმეორებითი კი – 10 მარტს, ესპანეთში.

 

ანჩელოტი: “ზიდანს ყველაფერი აქვს წარმატებულ მწვრთნელად გახდომისთვის”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “სამეფო კლუბის” მეორე გუნდის თავკაცი ზინედინ ზიდანი შეაქო.

“ზიდანის მიერ გაწეულ სამუშაოს ვაფასებ. მისთვის ეს დამოუკიდებლად მუშაობის პირველი წელია. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ წარმატებული მწვრთნელი გახდეს”, – ანჩელოტის სიტყვები “ლე ფიგარომ” გამოაქვეყნა.

 

ზიდანი: “ბენზემა სეზონში 60 გოლს ვერასდროს ვერ გაიტანს”

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დაიცვა, რომელსაც დაბალი შედეგიანობის გამო აკრიტიკებენ.

“კარიმმა აუცილებლად 10-ნომრიანი მაისური უნდა ჩაიცვას, რომ ყველა ბედნიერი იყოს? არ მესმის, რატომ არის მის მიმართ ამდენი პრეტენზია. შესაძლოა, ხალხს სურს, რომ კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად, მანაც 60 გოლი გაიტანოს სეზონში, თუმცა ეს არასდროს არ მოხდება. ბენზემა უფრო მეტად ფლეიმეიქერია, რომელსაც ბურთის გათამაშებაში მონაწილეობა უყვარს და “რეალს” ეს უფრო უხდება”, – ზიდანის სიტყვები “მარკამ” გამოაქვეყნა.