ასენსიო: “ნორმალურია, რომ ჯერ ესპანეთის ნაკრებისა და “რეალის” ლიდერი არ ვარ”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, მარკო ასენსიო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად ემზადება.

21 წლის მოთამაშემ Marca-სთან ისაუბრა.

“ყველაფრისთვის მზად ვარ. ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ და ნორმალურია, რომ გუნდისა და ნაკრების ლიდერობა მე არ მაწევს კისერზე. ორივეგან ჩემზე გაცილებით გამოციდლი ფეხბურთელები არიან, რომლებიც აღნიშნულ როლს თავად ასრულებენ. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ – ვვითარდები.”

“ზიდანი მშვიდია, ლოპეტეგი კი მის ხასიათს მუდამ გაჩვენებს, თუმცა ორივე მათგანი უმაღლესი დონის სპეციალისტია. მათ ზუსტად იციან, რას აკეთებენ და რა სურთ. ისინი მენდობიან და სწორედ ესაა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. მათი დამოკიდებულების გამო, მოედანზე მშვიდად ვარ,” – აცხადებს ასენსიო.

რა მიზნით იმყოფებიან მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები რუსეთში? (ფოტო)

დღეს სოციალურ ქსელში ბრაზილიელმა რიკარდო კაკამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც არაერთი გამორჩეული ფეხბურთელთან ერთადაა.

რიკარდო კაკა, ზინედინ ზიდანი, დელ პიერო და ჩაბი ალონსო რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სათამაშო ბურთის წარსადგენად ჩავიდნენ, რომელიც Adidas-ის მიერ სპეციალურად მუნდიალისთვის შეიქმნა. დაგეგმილ ღონისძიებამდე, ფეხბურთის ვარსკვლავებმა მოსკოვი დათვალიერეს, რა დროსაც ფოტო გადაიღეს, რომელიც ბრაზილიელი ფეხბურთელის Twitter-ზე გამოყვექნდა წარწერით: “ვინმეს ამხანაგური მატჩი ხომ არ სურს?”

ზინედინ ზიდანი: “ტოტენჰემმა” გვაჯობა – ამაზე უნდა შევთანხმდეთ”

დღეს ლონდონის “ტოტენჰემმა” მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩის შემგომ ჟურნალისტებს “თეთრების” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ესაუბრა.

“ყოველთვის მეკითხებით, ვარ თუ არა დამწუხრებული, მაგრამ არ ვარ დამწუხრებული. ასე არასდროს ვგრძნობ თავს, რაც არ უნდა მოხდეს. დღეს ჩვენზე უკეთეს გუნდს ვეთამაშეთ. ისინი გვჯობდნენ და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ცუდად არ გვიასპარეზია. გვქონდა შანსები, შეგვეძლო რამდენიმეჯერმე აგვეღო მეტოქის კარი – თუმცა ყველაზე ცუდი, რაც ხდებოდა, იყო ის, რომ მომენტებს სათანადოდ ვერ ვიყენებდით. ესაა და ეს.”

“წავაგეთ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა. ახლა ბოლო ორი მატჩი გვაქვს წაგებული – ერთი ლა ლიგის, მეორე ამ ტურნირის. ჩვენ ბედნიერები ვერ ვიქნებით, გულშემატკივრები თავს ცუდად გრძნობენ. მათი გულები ვერ გავახარეთ. როცა აგებ, თავი მაღლა უნდა ასწიო. ეს ფეხბურთია. წინ მრავალი შეხვედრაა, რომლებშიც სიტუაციის შემობრუნება შეგვიძლია,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ლუკა მოდრიჩი ზინედინ ზიდანის მიღწევას გაიმეორებს

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ლონდონს ესტუმრება და ადგილობრივ “ტოტენჰემს” დაიუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული შეხვედრა “ბლანკოსის” “მაესტროსთვის”, ლუკა მოდრიჩისთვის ერთი ჩვეულებრივი მატჩი არ იქნება. მის მიერ “უემბლიზე” ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამართული დაპირისპირება რიგით 277-ე გამოდგება მადრიდულ კარიერაში. სწორედ ამდენი თამაში აქვს ჩატარებული ხორვატის ამჟამინდელ დამრიგებელს, ზინედინ ზიდანს “რეალის” შემადგენლობაში.

ამავე დროს, გეტყვთ, რომ თუ ლუკას ვასკესი “სპურსების” წინააღმდეგ ითამაშებს, ეს მისთვის რიგით მეასე, საიუბილეო შეხვედა იქნება “თეთრების” მაისურით. საინტერესოა ისიც, რომ ამ რიცხვის მიღწევამდე ძალიან ცოტა დააკლდათ ისეთ მოთამაშეებს, როგორების ესტებან გრანერო (96) და ალვარო მორატა (95) არიან. თავად ვასკესი კი, 159-ე იქნება “რეალის” “ასიანებს” შორის.

ზიდანი: “ბარსელონასთან” სხვაობა რვა ქულაა, თუმცა ბრძოლაში დაბრუნება შეგვიძლია”

ზინედინ ზიდანის “რეალს” ესპანური ლა ლიგის ტიტულის დაცვა უჭირს. ჩემპიონატის მეათე ტურში “ბლანკოსი” “ჟირონასთან” დამარცხდა (1:2) და “ბარსელონასთან” არსებული ჰანდიკაპი რვა ქულამდე გაზარდა.

“სამი ქულა დავკარგეთ, “ბარსელონასთან” სხვაობა კი ექვსი ქულაა. ამ ყველაფერის მიუხედავად, არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი დღეებიც გვექნება, ჩვენ დავბრუნდებით, მეტოქეები კი ქულებს დაკარგავენ.

არ ვთვლი, რომ ცუდი თამაში ვაჩვენეთ. კარგად ვითამაშეთ, ბევრს ვცდილობდით და სწორედ ამიტომაც მაღიზიანებს, რომ ასეთი შედეგი მივიღეთ. ალბათ, კონცენტრაციის ნაკლებობის ბრალია ეს წაგება. მალე ყველაფერი გამოსწორდება,” – აცხადებს ზიდანი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

ზიდანი: “კარვახალი თავს მშვენივრად გრძნობს”

დანიელ კარვახალს გულზე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველს რამდენიმე კვირა გაუცდა.

ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ესპანელ სპორტსმენზე ისაუბრა და განცხადა, რომ ის ახლა თავს მშვენივრად გრძნობს.

“დანი მშვენივრადაა. გამოკვლევები მხოლოდ კარგზე მეტყველებენ. დღეს მან ველოსიპედზე ივარჯიშა. ის ჯანმრთელია, თუმცა აღდგენითი პროცესები ისევ მიმდინარეობს. ვნახავთ, როგორ წარიმართება ყველაფერი.”

“ზიზუს” ლაზარეთში მყოფ ბეილზეც ჰკითხეს.

“გარეთი მინდორზე გამოჩნდა. ის თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა მისი დაბრუნების ზუსტი თარიღის დასახელება ჯერ ისევ შეუძებელია,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ზინედინ ზიდანი: “არ ვიცი, კიდევ რამდენი ხნით დავრჩები “რეალში”

ფიფას მიერ წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულმა ზინედინ ზიდანმა კუთვნილი ჯილდოს მიღების შემდეგ პრესასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“სცენა ჩემი საყვარელი ადგილი ნამდვილად არ არის. ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ მაშინ ვიღებ, როდესაც სცენის მიღმა ვდგავარ.

ჩემს ფეხბურთელებს ფეხბურთისადმი უდიდესი გრძნობები აკავშირებენ, ამიტომაც მიყვარს მათთან მუშაობა, სამუშაო კი ძალიან ბევრია და ეს მათაც კარგად იციან.

უკვე 18 თვეზე მეტია, რაც “რეალში” ვმუშაობ. არ ვიცი, კიდევ რამდენი ხნით დავრჩები აქ, თუმცა ეს დიდად არც მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია, აწყმოთი ვიცხოვრო და სიამოვნება მივიღო,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ზიდანს “ეიბართან” ხუთი ფეხბურთელი არ ეყოლება

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეცხრე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ეიბარს” დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ “ბლანკოსი” აღნიშნულ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. გარეთ ბეილი, მატეო კოვაჩიჩი, დანი კარვახალი, კეილორ ნავასი, ლუკა ზიდანი – ეს იმ მოთამაშეთა ხუთეულია, რომლებიც დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

გუშინდელ ვარჯიშზე 20 სპორტსმენი ირჯებოდა. მათ შორის იყო 17 წლის მეკარე, მოჰა, რომელიც წინა რამდენიმე თამაშის მსგავსად, დღესაც განაცხადშია.

ზიდანი: “ბორუსიასთან” შეხვედრაში ეს დამატებით მოტივაციას მოგვცემს”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსია” მადრიდის “რეალს” მიიღებს.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“თავს მშვენივრად ვგრძნობთ. უქმეებზე შესანიშნავი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზეც ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ნებისმიერ მოედანზე თამაში რთულია. თუმცა, დორტმუნდში “რეალს” არასდროს მოუგია და ეს დამატებითი მოტივაცია იქნება. გვინდა, კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივარს თავი წარმატებული ასპარეზობით დავამახსოვროთ.”

“ყოველ სამ დღეში ახალი გამოცდის ჩაბარება გვიწევს. პირველ რიგში, ამით ჩვენს თავს ვუმტკიცებთ, რა ძალასაც წარმოვადგენთ.”

“კაზემირო შესანიშნავი მოთამაშეა. ის შესაძლოა, შევადაროთ დეშამსა და მაკელელეს. იბრაზილიელი აბალანსებს თამაშს შეტევასა და დაცვას შორის. რასაც მან მიაღწია, არავის აკვირვებს. კაზემირო განვითარებას განაგრძობს,” – აცხადებს “ზიზუ”.

ზიდანი: “მაიორალმა ფენომენალურად ითამაშა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “რეალ სოსიედადთან” მოგებული მატჩის (1-3) შემდეგ პრესასთან ბორხა მაიორალსა და გარეთ ბეილზე ისაუბრა.

“მაიორალი? ის ჩვენი გუნდის ნაწილია. მართალია, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ამ დონეზე თამაში უკვე შეუძლია, მე ამის მჯერა. მას მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება შეუძლია გუნდისთვის, რაც დღესაც დაამტკიცა.

მისთვის ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ის უფრო აღსანიშნავი იყო, თუ რაოდენ კარგად ითამაშა მან. მოხარული ვარ მისი პერფრომანსით, ის ფენომენალური იყო. მინდა გუნდში ისეთი ფეხბურთელები გვყავდეს, რომლებიც თავიანთ შანსებს მაქსიმალურად გამოიყენებენ.

რაც შეეხება ბეილს, მასზე ძალიან ბევრს ვსაუბრობდით. უელსელმა ყველას დაუმტკიცა, რამდენად ძლიერია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მოთმინება გამოვიჩინოთ და მის გაბრწყინებას დაველოდოთ,” – ვციტირებთ ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს.

ზიდანმა ესპანეთის სუპერთასის მოგების შემდეგ პრესასთან ისაუბრა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, რომელმაც 17 აგვისტოს თავისი მეშვიდე ტიტული მოიგო “ბლანკოსის” თავკაცის რანგში, პრესასთან ისაუბრა.

“ახალ სეზონს კარგ ფორმაში უნდა შევხვედროდით, ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირისთვის უნდა გვებრძოლა პირველ მატჩებში. სეზონის სტარტზე ყველაფერი ბრწყინვალედ გავაკეთეთ, ვიცით, რომ ასე გაგრძელება რთული იქნება, მაგრამ დღეს ბედნიერები ვართ.

მატჩის პირველ ნახევარში დიდებულად ვითამაშეთ, ტემპი შესანიშნავი იყო, მეტოქეზე დიდ ზეწოლას ვახდენდით და ბურთსაც კარგად ვფლობდით. მეორე ტაიმში კი ცოტა ავირიეთ, რადგანაც “ბარსელონამ” ჩვენს კარს შეუტია.

რაც შეეხება გუნდს, ყველა ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოიყურება. ძალიან მიჭირს მათგან თერთმეტი ფეხბურთელის ამორჩევა, რომლებმაც სასტარტოდან უნდა დაიწყონ თამაში, ” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ზიდანი: “მსაჯის შეცდომებზე საუბარს არ ვაპირებ”

დღეს ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად ანაგარიშით, 3-1 დაამარცხა და განმეორებითი შეხვედრის წინ კომფორტული უპირატესობა შეიქმნა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ესაუბრა.

“არ ვაპირებ, რომ მსაჯი გავაკრიტიკო. შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ. იმ მომენტში, როცა კრიშტიანუ გააგდეს, ძალიან გავღიზიანდი. შესაძლოა, იქ პენალტი არ იყო, მაგრამ წითელი ბარათი ზედმეტად მივიჩნიე. ამაყი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს. მათ გამარჯვების ბოლო წამამდე სჯეროდათ . მადლობას ვუხდი ჩემს მოთამაშეებს!”

“რაც ასენსიომ გააკეთა, იყო ფენომენალური. კოვაჩიჩმა კარგი თამაში ჩაატარა. უბრალოდ, ცოტა დისკომფორტი იგრძნო და მოედნიდან ამიტომ გავიყვანე,” – აცხადებს ფრანგი.