დიბალა: “ნეტავ, ზიდანთან ერთად მეთამაშა”

ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაულო დიბალამ ზინედინ ზიდანზე ისაუბრა. 23 წლის ფეხბურთელმა ფრანგ ლეგენდასთან ერთად თამაში ინატრა.

“ნეტავ, ზიდანთან ერთად მეთამაშა. ყველამ ვიცით მისი შესაძლებლობების შესახებ. მომწონდა მისი ტექნიკა, ის, თუ როგორ მოძრაობდა, გადაადგილდებოდა მოედანზე. მან ფეხბურთში ბევრი რთული რამე გააადვილა.”

“ყველამ იხილა, რა ფეხბურთელიც იყო ზინედინი. ახლა კი, იგი თავისი სამწვრთნელო ნიჭის დემონსტრირებას ახდენს. ის თანამედროვე საფეხბურთო სამყაროსთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა,” – განაცხადა არგენტინელმა.

ზიდანი: “ვამაყობ, რომ მყავს გუნდი, რომელიც მსოფლიო დონის მოთამაშეებისგან შედგება!”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” ბარიერის გადალახვის შემდეგ, “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“მოხარულები ვართ, რომ  ამ შედეგს მივაღწიეთ. ეს არის ის, რისთვისაც ყველა ფეხბურთელი იბრძოდა. ვფიქრობ, ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. მოსამზადებლად ნამდვილად გვაქვს დრო.”

“პირველი ნახევარი რთულად დავიწყეთ, თუმცა მისი დასასრულისკენ თამაში გამოვასწორეთ. მეორე ტაიმში კი კარგი მომენტებიც შევქმენით. კმაყოფილი ვარ კარიმ ბენზემას ასპარეზობით. მან დღეს, განსაკუთერბით, გოლის მომენტში შესანიშნავად ითამაშა.”

“ვამაყობ, რომ მყავს გუნდი, რომელიც მსოფლიო დონის მოთამაშეებისგან შედგება. ჩვენი წარმატება თითოეული მათგანის დიდი გარჯის დამსახურებაა!” – განაცხადა “ზიზუმ”.

ზიდანი: “ვეცდებით “ატლეტიკოს” გავუტანოთ და შეხვედრა მოვიგოთ”

ხვალ, მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე” “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში “რეალს” შეხვდება. პირველი დაპირისპირება “ბლანკოსმა” კრიშტიანუ რონალდუს ჰეთრიკით, ანგარიშით, 3:0 მოიგო.

თამაშის წინ სტუმართა მწვრთნელმა, ზინდედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“თავიდანვე ვიტყვი, რომ პირველი მატჩის შემდეგ მნიშვნელობა არ ექნება. ვეცდებით, გავიტანოთ და მეტოქე ახლაც დავამარცხოთ. მოედანზე მასიმუმს გავაკეთებთ, არანაირ ძალას არ დავზოგავთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ.”

“რა თქმა უნდა, “ატლეტიკო” პირველივე წამიდან შეტევას შეეცდება. ისინი არაკომფორტულ სიტუაციაში არიან და ეცდებიან, მდგომარეობა გამოასწორონ. თუმცა, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელსაც ამ შეხვედრაშიც გავყვებით.”

“დიდი გზა გამოვიარეთ. რვა თუ ცხრა თვეა, ფეხბურთელები ყოველდღე ირჯებიან,რათა საუკეთესონი იყვნენ და გუნდს დაეხმარონ. თუმცა, ყოველ მესამე დღეს ყველაფერი თავიდან იწყება. ყველა მატჩში თავიდან ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცოთ,” – აცხადებს ზინედინ ზიდანი.

ზიდანმა მეორე შემადგენლობის შედეგზე ისაუბრა

“გრანადასთან” მეორე შემადგენლობით მოგებული მატჩის (0:4) შემდეგ, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გუნდში როტაციის საჭიროებაზე ისაუბრა.

“ხამესი ყოველთვის ძალიან მონდომებულია, მუდამ იქ არის ჩვენს დასახმარებლად და ცდილობს გუნდისთვის ყველაფერი გააკეთოს, სხვების მსგავსად.

“გრანადას” ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, ჩვენ კი თამაში საუკეთესო გზით დავიწყეთ. როდესაც გოლი ორ წუთში გაგაქვს, ყველაფერი უფრო ადვილი ხდება.

ახლა კი შეგვიძლია მოვდუნდეთ და ოთხშაბათს გასამართ მატჩზე ვიფიქროთ, რომელიც გაცილებით უფრო რთული იქნება.

მეტოქის შედეგები არ გვაინტერესებს, ჩვენ თავზე ვართ კონცენტრირებულნი. წინ სამი ფინალი დაგვრჩა,” – აცხადებს ზიდანი.

ზინედინ ზიდანმა “ატლეტიკოსთან” დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” თანაქალაქელ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

“კარგად ვაცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს მატჩი. უნდა შევიგნოთ, რომ განმეორებითი თამაში არ არსებობს და ამ შეხვედრაში პირველიდან ბოლო წუთამდე ბოლომდე ვიბრძოლოთ.”

“გულშემატკივრები ჩვენს გვერდით იდგებიან და მხარს  დაგვიჭერენ ისე, როგორც ამას გასულ უქმეებზე აკეთებდნენ. ისინი გუნდს ძალიან ხშირად დახმარებიან. საკუთარ მოედანზე ასპარეზობის უპირატესობასაც სწორედ ისინი გვიქმნიან. ჩვენ ფანები გვჭირდებიან!”

“ამ ნახევარფინალში ფავორიტები არ ვართ. შანსები 50:50-ზეა. წარსულში რაც მოხდა, მოხდა. ამას ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი თავიდან იწყება.”

“ისევე როგორც სხვა გუნდებმა, წარსულში მათაც შეგვიქმნეს ბევრი დაბრკოლება. თუმცა, მათი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ არცერთ ანგარიშზე, არასდროს ნებდებიან. დიეგო სიმეონე და მონო ბურგოსი ფენომენალურად მუშაობენ. ეს ადამიანები მუდამ იბრძვიან და თავიანთი იარაღები აქვთ, თუმცა ჩვენც გვაქვს ჩვენი იარაღი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ.”

“არ ვფიქრობ, რომ ჩვენს კარში გოლი გატანა მარტივა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გოლს ხშირად ვუშვებთ. ისე მშრალად ვეღარ ვინარჩუნებთ კარს, როგორც ამას შარშან ვაკეთებდით. ჩვენთვის ყოველ მატჩში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მეტოქეზე, მინიმუმ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ.”

“კაზემირო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. არ ვაპირებ, მას ვთხოვო, სათამაშო სტილი შეიცვალოს. ერთადერთი, რაზეც კლუბის ყველა წევრი ფიქრობს, ხვალინდელი შეხვედრაა. ჯერ არ გვაინტერესებს,  რა იქნება მატჩის მერე!” – განაცხადა “ზიზუმ”.

ზინედინ ზიდანი: “კაზემირო უნაკლოდ თამაშობს”

მადრიდის “რეალის” ფრანგმა თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩამდე მადრიდის “რეალისა” და კაზემიროს სახიფათო თამაშის სტილზე ისაუბრა.

“არავინ ემზადება მოედანზე ათი კაცით სათამაშოდ, მაგრამ ბუნებრივია, არსებობს იმის შანსი, რომ რომელიმე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენონ. მსგავსი რამ მოხდა “ბარსელონასთან” მატჩშიც, როდესაც რამოსი მოედნიდან გააძევეს.

ჩვენს მეტოქეს, “ბაიერნსაც” გაუგდეს ფეხბურთელი. თუ მსგავსი რამ კიდევ მოხდება, მზად უნდა ვიყოთ, ნახევარდაცვის სისტემაზე ვიმუშავოთ და დავრწმუნდეთ, რომ ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან.

ნამდვილად არ ვაპირებ კაზემიროს რაიმე ტიპის შენიშვნა მივცე. ის უნაკლოდ თამაშობს,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ფლორენტინო პერესმა ზიდანს თავისი გადაწყვეტილება გააცნო

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი გუნდთან მუშაობას მომავალ სეზონშიც გააგრძელებს. ამ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ეს გადაწყვეტილება ფლორენტინო პერესმა ფრანგ სპეციალისტს ახლახან, საქმიანი შეხვედრის მიმდინარეობისას გააცნო.

ფრანგული ფეხბურთის ლეგენდასა და “სამეფო კლუბს” შორის არსებული ამჟამინდელი კონტრაქტი 2018 წწლის ივნისში იწურება, თუმცა ახალ კონტრაქტზე მოლაპრაკებები მხარეებს ჯერაც არ წამოუწყიათ.

ზინედინ ზიდანი: “შესანიშნავი შედეგი დავაფიქსირეთ”

დღეს მადრიდის “რეალმა” სტუმრად ჩემპიონთა ლგიის მეოთხედფინალში მიუნხენის “ბაიერნი” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. ამ დიდი წარმატების შემდეგ, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“აქ გამარჯვება მარტივი ნამდვილად არაა. პირველი ტაიმი რთული გამოვიდა. რამდენიმეჯერ არ გაგვიმართლა, საკუთარ კარში გოლი მივეღეთ. თუმცა, მოთმინება გამოვიჩნეთ და ჩვენს შანსებს დაველოდეთ. მეორე ნახევარი გაცილებით კარგი იყო. ათი კაცის წინააღმდეგ ასპარეზობა უფრო მარტივი გამოვიდა. არ უნდა დავივიწყოთ მანეულ ნოიერის შესანიშნავი გარჯა.”

“პენალტი არ იყო, თუმცა ეს შეცდომა ნებისმიერ მსაჯს შეიძლება მოუვიდეს. იქ რომ გოლი გაეტანათ, ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა ძალიან რთული იქნებოდა.”

“ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით. ეს დადებითი შედეგია. თუმცა, ჯერ არაფერი დასრულებულა – ყველაფერი მადრიდში გადაწყდება,” – განაცხადა “ზიზუმ”.

კროოსი: “ზიდანმა ყველაფერი შეცვალა”

მადრიდის “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა “ბლანკოსში” ზინედინ ზიდანის მუშაობა შეაფასა.

“როდესაც ის კლუბში მოვიდა, დაახლოებით 15 თვის წინ, რთულ სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ მან ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა. ზიდანმა მოახერხა და პოზიტიური გარემო შექმნა. ჩვენ სულ სხვა, განსხავებულ გზას დავადექით.

მასთან მუშაობა ძალიან მიყვარს, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ფეხბურთთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა და ყველაფერთან ერთად, ის თავს მნიშვნელოვნად მაგრძნობინებს, რაც მაბედნიერებს.

მისი მოსვლის შემდეგ, გუნდი გაცილებით უფრო კარგად ათამაშდა და ჩემპიონთა ლიგაც მოვიგეთ. მიმდინარე სეზონში, ჩვენი მიზანი იგივეა, ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას,” – აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.

ზიდანი: “ფეხბურთელების მოქმედებამ ძალიან გამაბრაზა!”

გუშინ მადრიდის “რეალმა” ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში “ლეგანესის” წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა. მადრიდელები 23-ე წუთზე უკვე ანგარიშით, 3:0 იგებნდნენ. თუმცა, ორ წუთში (32, 34) ორი გოლი გაუშვეს და ტაიმი 2:3 დასრულდა. საბოლოოდ, ეს მატჩი “რეალმა” მოიგო (4:2).

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ზინედინ ზიდანი ესაუბრა.

“თამაში შესანიშნავად დავიწყეთ და მალე საგრძნობი უპირატესობა მოვიპოვეთ. ეს ყველაფერი გოლებშიც ავსახეთ. თუმცა, კონკრეტულ მომენტში ყურადღება მოვადუნეთ, რის გამოც სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. ჩვენს ქულებს კი საფრთხე დაემუქრა.”

“ძალიან გავბრაზდი! ფეხბურთში კონცენტრაცია არასდროს უნდა დაკარგო. ეს შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს.”

“საბედნიეროდ, მეორე ტაიმში მეოთხე გოლი გავიტანეთ და დარჩენილ დროში ბურთსაც ვაკონტროლებდით. შედეგით, კმაყოფილივარ,” – განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

რამოსი “ალავესთან” არ ითამაშებს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სერხიო რამოსი კვირას, “ალავესთან” გასამართ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელთა ესპანელ მცველს ბოლო დროს საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა. ამ უკანასკნელმა სანაკრებო ბატალიების დროს, ესპანეთის ნაკრების ორ მატჩში ითამაშა. აპრილში კი “რეალს” 9 ურთულესი მატჩი ელის.

ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ “ბლანკოსის” ფრანგმა თავკაცმა რამოსს დასვენების უფლება მისცა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ სერხიო რამოსის მსგავსად, ლა ლიგის 29-ე ტურში “ბარსელონას” ესპანელი მცველიც, ჟერარდ პიკეც დაისვენებს.

ზინედინ ზიდანი: “მბაპემ “რეალის” შემოთავაზებაზე უარი თქვა და “მონაკოში” წავიდა”

“მონაკოს” 18 წლის თავდამსხმელი, კილიან მბაპე მიმდინარე სეზონში საოცრებებს ახდენს. მან ლიგა 1-ის 21 შეხვედრაში ათი გოლი გაიტანა. ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “მანჩესტერ სიტის” კარი ორჯერ აიღო.

“რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა შემტევზე ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ 2013 წელს მოთამაშეს შეხვდა და “რეალშის” აკადემიაში გადასვლა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

“ის თითქმის “რეალში” იყო, თუმცა ბოლო ნაბიჯი არ გადადგა. საბოლოოდ, “მონაკოში” წავიდა.”

“ამის შესახებ საუბარი მიჭირს. ვიცით, რომ ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. რასაც იგი 18 წლის ასაკში აკეთებს, წარმოუდგენელია. სულ ესაა. ამჟამად, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. მაინტერსებს, რა იქნება მომავალში.”

“სამწუახაროა, რომ ის ბოლო მომენტში დავკარგეთ,” – განაცხადა “ზიზუმ”.