ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ფეხბურთელმა, ედენ აზარმა მადრიდის “რეალის” ამჟამინდელ მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მისთვის საუკეთესოა.
“ზიდანი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. მისი თამაში საოცრად ელეგანტური იყო. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი არ იყო, მას ბურთთან ერთად ყველაფრის გაკეთება შეეძლო.
მან არაერთი მნიშვნელოვანი გოლის გატანა მოახერხა ფინალებში, მაგალითად შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოვიყვანოთ.” – განაცხადა “ჩელსის” ერთ-ერთმა ვარსკვლავმა.
შეგახსენებთ, რომ ზიდანის მოსვლის შემდეგ, პრესა აქტიურად იწერებოდა ფრანგი სპეციალისტისა და ბელგიელი ნახევარმცველის კავშირებზე.