იბრაჰიმოვიჩი: “საფრანგეთში კრიტიკოსებს მწვერვალიდან ჩემი ჩამოგდება უნდათ, მაგრამ ვერ ეღირსებიან”

ფრანგული “პსჟ”-ს ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ თამამად განაგრძობს ბრძოლას ქვეყანაში მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასთან, რომელიც ფეხბურთელის რიგმა გამონათქვამებმა განაპირობა საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის შესახებ.

“საფრანგეთში ცხოვრება მომწონს და ასე რომ არ იყოს, “პსჟ”-ში ამდენ ხანს არ გავჩერდებოდი. კონტრაქტს კლუბთან ნამდვილად არ გავაგრძელებდი. ყველაფერი დანარჩენი – სისულელეა. უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მწვერვალიდან ჩემი ჩამოგდება უნდათ, მაგრამ მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ამას ვერ ეღირსებიან. მწვერვალზე ყოფნა მომწონს და აქვე დავრჩები”.

“რაც შეეხება ჩემი მხრიდან მსაჯების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, ცნობილი ამბავია, რომ ყოველთვის ფეხბურთელებს სჯიან და არა – არბიტრებს. ჩემეულ სამყაროში ფარისევლობას ადგილი არ აქვს და გამარჯვებისთვის ვთამაშობ. ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვთვლი, რომ მართალი ვარ, როგორც საკუთარი თავის, ისე საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის წინაშე,”-აღნიშნა იბრამ.

იბრაჰიმოვიჩი: „იმედია, შვედეთი ევროპის ჩემპიონატზე გავა“

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, იმედოვნებს, რომ მისი გუნდი 2016 წლის ევროპის ჩემპიოანტზე გავა.

„ევრო-2016-ზე გასვლა კარგი იქნებოდა. ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე საკუთარი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში თამაშზე უკეთესი არაფერია. იმედია, ევროპის პირველობაზე მოვხვდებით. ნაკრებში თამაში კლუბში თამაშისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყველა ფეხბურთელი თავისი ქვეყნის ფერების დაცვისას მაქსიმალურად იხარჯება“, – განაცხადა ზლატანმა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს მსაჯთან ბურთის გამო კონფლიქტი მოუვიდა (ვიდეო)

20 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლორიანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. პარიზელთა მხირდან, შეხვედრაში სამივე გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, შვედ თავდამსხმელს სურდა, რომ ბურთი, რომლითაც მან მეტოქის კარი სამჯერ დალაშქრა შინ წაეღო. თავდაპირველად, მან მსაჯს სთხოვა, რომ ბურთი მისთვის მიეცა, თუმცა რეფერიმ ის უარით გაისტუმრა.

გასახდელისაკენ მიმავალმა ზლატანმა მსაჯს კიდევ ერთხელ სთხოვა, რომ ბურთი მიეცა, მაგრამ არბიტრი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა.

ზლატანი: “მსაჯო… ბურთი!”

მსაჯი: “დაიცადე… დაიცადე… გადავწვიტავ.”

ზლატანი: “რას ელოდები?”

მსაჯი: “გადაწვყეტილებას მივიღებ.”

ზლატანი: “გინდა, რომ ახლა ბოსი იყო? კარგი. შენ ბოსი ხარ. კამერებთან ამის თქმა კარგია.”

მსაჯი: “გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ.”

როგორც საბოლოოდ გაირკვა, ზლატანმა ბურთი მაინც მიიღო და ის კომფორტულადაც ამგზავრა.

61cb6f90-d09e-11e4-9579-2b2cc7ec5642_Zlatan

რაიოლა: „პსჟ-ში იციან, რომ იბრაჰიმოვიჩი უნიკალურია“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა.

„თეორიოულად იბრაჰიმოვიჩი ზაფხულში, შესაძლოა, სხვა კლუბში გადავიდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერი პრაქტიკულად არარეალურია. ვის შეუძლია იბრას შეცვლა? სად შეიძლება ცხოვრობდეს „ახალი ზლატანი“? დღეს მისი მსგავსი ფეხბურთელის პოვნა რთულია, რის შესახებაც პსჟ-ში კარგად იციან. ზლატანი უნიკალურია. ის პლანეტის ერთადერთი მოთამაშეა, რომლის სიმაღლეც 1,96 მეტრს შეადგენს, რომელსაც მესის ტექნიკა, მოჰამედ ალის ხასიათი და მაიკ ტაისონის ძალა გააჩნია. კლიენტებისთვის მათი სურვილის საწინააღმდეგოდ რამის გაკეთებას არასდროს მითხოვია. თუ ზლატანს პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოუნდება, მხარეები აუცილებლად შეთანხმდებიან. დანამდვილებით მხოლოდ ერთს გეტყვით – ის სათადარიგოთა სკამზე არასდროს იჯდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად წავა“, – განაცხადა რაიოლამ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბოდიში მოიხადა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბორდოსთან” გამართული მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატში “ბორდომ” საკუთარ მოედანზე “პსჟ” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. შვედმა თავდამხსხმელმა მეტოქის კარში ორი გოლის გატანა მოახერხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ზლატანი უკმაყოფილებას ვერ მალავდა და მოედანი გინებით დატოვა.

რამდენიმე საათის წინ, იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელ Facebook-ში ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მან თავისი სიტყვები განამრთა.

“მინდა, განვმარტო, რომ ჩემი სიტყვები საფრანგეთს ან ფრანგ ხალხს არ ეხება. მე ფეხბურთზე ვსაუბრობდი. დავმარცხდი, ამის აღიარება შემიძლია, მაგრამ როცა მსაჯი წესების მიხედვით არ მოქმედებს, მარცხის აღიარება რთულია. ასეთი რამ პირველად არ ხდება, დავიღალე.

მათ, ვისაც ჩემი სიტყვებით გული ეტკინათ, ბოდიშს ვუხდი”, – აცხადებს ზლატანი.

აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩს ბოდიში მოხდისაკენ საფრანგეთის სპორტის მინისტრმაც მოუწოდა.

ზლატანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა (ვიდეო)

პსჟ-ს ფორვარდმა, ზლატან იფრაჰიმოვიჩმა საკუთარი კლუბის ვარჯიშზე მეურვე შესანიშნავი ფინტით ჩამოიშორა.

იბრაჰიმოვიჩმა 4,7 მილიონად ნაყიდი ეკლესია სახლად გადააკეთა

შვედეთის ნაკრების და პსჟ-ს ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სტოკჰოლმში უძრავ ქონებაში 4,7 მილიონი ევრო ჩადო.

Le Parisien-ის ცნობით, ზლატანმა 2013 წელს აღნიშნული თანხა შვედეთის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის შესაძენად დახარჯა, რის შემდეგაც ოთხსართულიანი შენობა საცხოვრებელ სახლად გადააკეთა.

აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. პარიზში ის წელიწადში 16 მილიონ ევროს იღებს.

იბრაჰიმოვიჩი: “ჩელსის მოთამაშეები ბავშვებივით იყვნენ”

პსჟ-ს შემტევმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ჩელსისთან” შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში მიუხედავად იბრაჰიმოვიჩის გაძევებისა პარიზელებმა მატჩის დამატებით დროში გადაყვანა და შემდეგ ეტაპზე გასვლაც მოახერხეს.

“ყველაზე ცუდი “ჩელსის” მოთამაშეების რეაქცია იყო. თავს 11 ბავშვის გარემოცვაში ვგრძნობდა. ჩვენმა გუნდმა კი კარგად ითამაშა. მგონი ერთადერთი გუნდი ვართ ევროპაში, რომელიც ყველა ტურნირზე აგრძელებს ასპარეზობას. ჯერჯერობით მხოლოდ 1/4 ფინალშ ვართ და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაზე ლაპარაკი ნაადრევია. დაველოდოთ წილისყრის შედეგებს” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

 

იბრაჰიმოვიჩის წითელი ბარათი “ჩელსის” წინააღმდეგ [ვიდეო]

ამჟამად მიმდინარეობს უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრა “სტემორდ ბრიჯზე”, სადაც შესვენების შემდეგ ანგარიში 0-0.

მატჩის 38-ე წუთზე, სტუმართა შვედი შემტევი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ოსკართან უხეშობის გამო გააძევეს.

ცხრა რამ, რაც ზლატან იბრაჰიმოვიჩზე არ იცოდით (ვიდეო)

ფეხბურთის დღევანდელ ვარსკვლავებს შორის თავისი არაორდინალურობით ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნამდვილად გამოირჩება. „TalkSPORT“-მა სპეციალური ვიდეო მოამზადა და შვედი ფეხბურთელის შესახებ ის ცხრა რამ წარადგინა, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.

რაიოლა: “იბრაჰიმოვიჩს 42-43 წლამდე შეუძლია თამაში”

ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მინო რაიოლამ, საკუთარი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

“ზლატანს კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს. ის ყველაფერს აკეთებს და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაშია. წელს იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა ახალ ყველაფერი ნორმალურად არის, კლუბი კმაყოფილია.

არ ვიცი დაასრულებს თუ არა ის კარიერას პარიზში. ზლატანს ვესაუბრე და მას კიდევ რვა წელი აქვს წინ. 15 წლის განმავლობაში ის საკუთარ თავზე შრომობდა, მომდევნო 8 წელი კი ამას ჩემთვის გააკეთებს. იბრაჰიმოვიჩს 42-43 წლამდე შეუძლია თამაში” – განაცხადა რაიოლამ.

ბლანმა ბერბატოვი იბრაჰიმოვიჩს შეადარა

საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის დასკვნითი და ცენტრალური მატჩი დღეს შედგება: “მონაკო” “პარი სენ-ჟერმენს” მიიღებს. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა “მონაკოს” თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის შესახებ ისაუბრა და ბულგარელი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა.

“ბერბატოვი “მონაკოსთვის” ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის მეტად ტექნიკურია, შეუძლია პოზიციის შერჩევა და გუნდის შემოქმედებით თამაშში ჩართულია. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც თავისი მოქმედებებით თანაგუნდელებს ამშვიდებს. ბერბატოვი ბურთით გონივრულად თამაშობს და ძალზედ იშვიათად კარგავს მას. ის ისეთივე მნიშვნელოვანია “მონაკოსთვის”, როგორც იბრაჰიმოვიჩი ჩვენთვის”, – ბლანის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

მატჩი “მონაკოსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.