„ზლატანს „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ „რეალში“ გადასვლა უნდოდა. მისი კარიერისთვის ეს იდეალური ვარიანტი იყო. თანაც, გვარდიოლას იგი ამით სათანადო პასუხსაც გასცემდა. სამწუხაროდ, „რეალს“ ამ ტრანსფერისთვის გამბედაობა არ ეყო“, – განაცხადა რაიოლამ.
პსჟ-სა და „ჩელსის“ მიმდინარე მატჩში პარიზული კლუბის მოთამაშეებმა პირველი ტაიმის ბოლოს ჯარიმის შესრულების წინ თამაშის წესების დარღვევა გადაწყვიტეს, რაც მსაჯმა ვერ დაინახა.
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე პარიზელთა ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.
“იბრაჰიმოვიჩი ძალიან შეიცვალა. მან გააცნობიერა, რომ გუნდისთვის უნდა ითამაშოს. მე მომწონს მისი სათამაშო სტილი, მომწონს მისი აგრესიულობაც. ბევრ რამეში ერთმანეთს ვგავართ კიდეც.
არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ “პარი სენ-ჟერმენი” შესუსტებულია. სულაც არა. ისინი დამდეგი მატჩისთვის ემზადებიან და ჩვენთან საბრძოლველად მზად იქნებიან”, – ციტირებს დროგბას სიტყვებს ინტერნეტგამოცემა Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენსა” და “ჩელსის” შორის პირველი მატჩი დღეს, პარიზში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს. წყვილის განმეორებით შეხვედრას “სტემფორდ ბრიჯი” 11 მარტს უმასპინძლებს.
“პარი სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიო სასურსათო პროგრამაში ჩაერთო და სპეციალურ ვიდეოკლიპში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში მისი მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.
საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “კანის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (2:2) ზლატანმა გატანილი გოლის შემდეგ მაისური გაიხადა და საზოგადოებას ახალი ტატუ უჩვენა. ამისთვის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელს ყვითელი ბარათი მისცა, თუმცა შვედმა თავდამსხმელმა მოგვიანებით განმარტა, რომ სხვეულზე იმ 50 უცხო ადამიანის გვარი ამოისვირინგა, რომელთაც შიმშილთან ბრძოლა უწევთ.
“რომ შემეძლოს, ყველას გვარს გამოვისახავდი, დღესდღეობით შიმშილის წინააღმდეგ 805 მილიონი ადამიანი იბრძვის. მათ შორის ბევრი ბავშვია. ისინი ომებს, სტიქიურ უბედურებებსა და უკიდურეს სიღარიბეს განიცდიან. მე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მყავს მხარდამჭერები. დღეიდან მინდა, რომ ეს მხარდაჭერა იმ ადამიანებმა იგრძნონ, რომლებსაც ეს მართლაც სჭირდებათ. ასე რომ, როდესაც ჩემს სახელს გაიგონებთ, მათზე იფიქრებთ. როდესაც მე დამინახავთ, იმათ დაინახავთ”, – ამბობს ვიდეოკლიპში იბრაჰიმოვიჩი.
პსჟ-ს მცველის დავიდ ლუისის თქმით, ჩემპოიონთა ლიგაზე შარშანდელი სეზონის მატჩის შემდეგ ზლატან იბრაჰიომოვიჩი მას პარიზულ კლუბში გადასვლას სთხოვდა.
„არსებობს ორი ზლატანი: ერთი ნამდვილია, ხოლო მეორე, რომელსაც პრესა წარმოგვიდგენს. იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთი ის მიზეზია, რომლის გამოც ამ გუნდში გადავედი.
როდესაც „ჩელსი“ პსჟ-ს პარიზში შეხვდა, იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ახალი სეზონიდან მის გუნდში უნდა მეთამაშა. ზლატანი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი და ჩინებული ადამიანია“, – ციტირებს ლუისს „The Daily Mail“-ი.
„პარი სენ-ჟერმენთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩის წინ „ჩელსის“ ფორვარდმა დიეგო კოსტამ პარიზული კლუბის თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა.
„იბრაჰიმოვიჩი უბრალოდ ცხოველია. ისტორიაში იგი ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელია. ზლატანი და მისი თამაშის მანერა ძალიან მომწონს.
ყველამ ვიცით, რომ პსჟ-ს დამარცხება იოლი არ იქნება“, – განაცხადა კოსტამ.
პარიზში მდებარე გრევენის მუზეუმში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ცვილის ფიგურა დადგეს. შვედმა ფეხბურთელმა აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტრი გააკეთა.
“როდესაც შენ პატივსაცემად გრევენის მუზეუმში ქანდაკებას დგამენ, საოცარი გრძნობა გეუფლება. ჩემი ფიგურა ძალზედ ფოკუსირებული იცქირება. ზუსტად ისე იყურება, როგორც – მე მოედანზე ყოფნისას. ამ ფანტასტიური ნაშრომის მადლიერი ვარ. ვამაყობ, რომ ეს პატივი მე მხვდა წილად, მით უფრო იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მე უცხოელი ვარ.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გრევენის მუზეუმში ფიგურა დამიდგეს. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? არ ვიცი… იქნებ ეიფელის კოშკი იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებით შევცვალოთ?!” – ზლატანის სიტყვები Yahoo-მ გამოაქვეყნა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს პარიზელთა თავდამსხმელთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან გასაუბრება სურდათ. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შვედ ფეხბურთელს ჰკითხა, თუ რა შეგრძნება იყო ორთვიანი პაუზის შემდეგ გოლის გატანა. ზლატანმა კი მას ასე უპასუხა: “ჩემო მეგობარო! თუ ინფორმაცია არ გაქვს, ნუ მელაპარაკები!”
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა 26 იანვარს გოლი “სენტ-ეტიენსაც” გაუტანა.
მარსელის “ოლიმპიკის” მცველი როდ ფანი აცხადებს, რომ მას ზლატან იბრაჰიმოვიჩის ცემის სურვილი ხშირად უჩნდება.
“დიახ, მე ხშირად მიჩნდება იმის სურვილი, რომ ზლატანს ხელი დავარტყა. მატჩის მიმდინარეობისას, ერთმანეთისთვის ისეთი რაღაცეები გვითქვამს, რომ მათ საზოგადოებაში ვერ გავიმეორებ. თუმცა, ეს თამაშის ნაწილია.
ვფიქრობ, ზლატანს თამაშის ასეთი სტილი გააჩნია. ის ოსკარსაც იმსახურებს. მართალია, მოედანზე ის თავს გაბეზრებს, მაგრამ როგორც “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელებისგან ვიცი, მოედნის მიღმა ის სულ სხვანაირია”, – ციტირებს როდ ფანის სიტყვებს ESPN.
30 იანვარს, საფრანგეთის ჩემპიონატში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “რეანი” მიიღო და მეტოქე ეზკილ ლავესის გოლით, 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის მიმდინარეობისას კამერებმა საკმაოდ საინტერესო კადრი დააფიქსირეს. ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ სთხოვს მსაჯი ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავისთან მისვლას, მაგრამ შვედი ფეხბურთელი მთავარ არბიტრს აიგნორებს.