იბრაჰიმოვიჩის სახლს ყუმბარა ესროლეს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მალმიოში მდებარე სახლს უცნობმა პირმა ყუმბარა ესროლა, რომელიც კვირას პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს.

ვინ და რატომ ჩაიდინა ეს ქმედება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

როგორც მოგეხსენებათ, ზლატანი ნადირობით არის გატაცებული და ბოლო პერიოდში ცხენირმების დახოცვითაც დაიგდო სახელი. ზოგიერთის ვარაუდით, შვედი ფეხბურთელის სახლზე თავდასხმა ცხოველთა დაცვის საზოგადებას უკავშირდება.

 

პსვ-მ „ახალი იბრაჰიმოვიჩი“ დაიმატა

„პსვ ეინდჰოვენის“ ხელმძღვანელები გუნდის გაძლიერებასა და მომავალზე ფიქრს აგრძელებენ.

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 16 წლის თავდამსხმელი ჯანლუკა სკამაკა კარიერას სწორედ ჰოლანდიურ კლუბში გააგძელებს. სკამაკა პსვ-ში „რომადან“ გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ტალანტს „ახალ იბრაჰიმოვიჩს“ ეძახიან.

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი 2017 წლამდე იმოქმედებს.

Gianluca Scamacca

იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი თავი იესო ქრისტეს შეადარა

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტი გაიხსენა.

„2012/13 წლების სეზონში ჩემპიონობის წინ „ლიონთან“ მნიშვნელოვანი მატჩი გველოდებოდა. კარლო ანჩელოტი ცოტა ნერვიულობდა, ამიტომაც იბრა მასთან მივიდა და ჰკითხა, სწამს თუ არა მას იესო ქრისტესი. ანჩელოტიმ მას დადებითი პასუხი გასცა, რის შემდეგაც ზლატანმა უთხრა: „ჩინებულია, თუ შენ იესოსი გწამს, ესე იგი, ჩემიც გწამს. შეგიძლია, მოდუნდე“.

ზლატანი ასეთია, იგი საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებულია. დიდებული მოთამაშე იგი სწორედ ამის წყალობითაა“, – განაცხადა ვერატიმ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის კიდევ ერთი საინტერესო განცხადება

შვედურმა ყოველდღიურმა გაზეთმა “დაგენს ნიუჰეტერმა” ყველა დროის საუკეთესო 150 შვედი სპორტსმენი დაასახელა. პირველი პოზიცია წილად მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ბიერნ ბორგს ხვდა, ხოლო მეორე ადგილი ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

მიუხედავად ასეთი აღიარებისა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს მეორე ადგილი სულაც არ მოეწონა, რაც მან “დაგენს ნიუჰეტერთან” საუბრისასაც დაადასტურა.

“დაგენს ნიუჰეტერი”: გილოცავთ, ყველა დროის საუკეთესო შვედ სპორტსმენებს შორის მეორე პოზიციას იკავებთ. რას იტყვით?

ზლატანი: “მადლობა, მაგრამ მეორე ადგილზე გასვლა იგივეა, რომ ფინიშის ხაზი ბოლომ გადაკვეთო.”

“დაგენს ნიუჰეტერი”: არაერთხელ გითქვამთ, რომ მუჰამედ ალი, პეტერ ნორტუგი და რონალდო ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენები არიან. თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს შვედი სპორტსმენების საუკეთესო ხუთეული?

ზლატანი: “სხვების პატივისცემის მიუხედავად, ნომერ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთეც მე ვიქნებოდი.”

იბრაჰიმოვიჩი: “პარი სენ-ჟერმენი” არაადეკვატურად გამოიყურება”

საფრანგეთის ჩემპიონატის XIX ტურში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “მონპელიე” მიიღო და მეტოქესთან უგოლოდ დაზავდა, რითაც სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერების შანსი დაკარგა. შეგახსენებთ იმასაც, რომ წინა ტურში პარიზელები “გენგამთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

“პარი სენ-ჟერმენის” შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მონპელიესთან” ნათამაშები უგოლო მატჩის შემდეგ უკმაყოფილებას ვერ მალავდა.

“ბოლო პერიოდში არცთუ ისე კარგად ვთამაშობთ, თუმცა ვერ გამიგია, ასე რატომ ხდება. ახლა “პარი სენ-ჟერმენი” არაადეკვატურად გამოიყურება”, – იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Le 10 Sport-ი აქვეყნებს.

 

კეიტა: “იბრაჰიმოვიჩი მილანში მეძახდა”

“რომას” ნახევარმცველმა, სეიდუ კეიტამ, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია გაიხსენა.

“2012 წელს “მილანში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი. მანამდ კი ორჯერ შემეძლო “რომაში” გადასვლა, როცა გუდს სპალეტი წვრთნიდა.

იბრაჰიმოვიჩმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან ერთად “მილანში” თამაშის სურვილი აქვს, თუმცა შემდეგ მას პრობლემები შეექმნა და “პსჟ”-ში გადაბარგდა. ეჭვი მეპარება რომ ის პარიზს დატოვებს, მაგრამ ახლა უკვე მე დავურეკავ იტალიაში დაბრუნების წინადადებით” – განაცხადა კეიტამ.

შესაძლოა, ზლატანმა “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი გაახანგრძლივოს

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა, კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ამის შესახებ შვედი ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ Journal du Dimanche-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს პარიზულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წელს ეწურება. იმ დროს შვედი ფეხბურთელი უკვე 35 წლის იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” ზლატანს უკვე მისცა კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის ადმინისტრაციაში მუშაობის გარანტია.

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი წყლის ახალ რეკლამაში გადაიღეს

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მინერალური წყლის ახალ რეკლამაში გადაიღეს. ამის შესახებ თავდამსხმელმა ინსტაგრამზე დაწერა.

„ვულოცავ „ Vitamine Well“-ს. ეს კომპანია ჩემი ახალი შვედი მეგობარია, რომელიც ვიტამინების სავსე წყალს აწარმოებს“, – დაწერა ზლატანმა.

1367558

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ნანტს” შესანიშნავი საჯარიმო გაუტანა (ვიდეო)

6 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “პარი სენ-ჟერმენსა” და “ნანტს” შორის გამართულ შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საჯარიმოდან გაიტანა.



იბრაჰიმოვიჩი სეზონის ბოლომდე ტრავმით ითამაშებს

მიმდინარე სეზონის ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის შარშანდელივით წარმატებული არ არის, რაც ტრავმამ განაპირობა. შვედმა ფორვარდმა მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. პსჟ-ში პროგნოზირებენ, რომ ზლატანი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ზაფხულამდე ვერ მოაგვარებს.

“იბრაჰიმოვიჩს ტკივილები კვლავ აწუხებს, რაც მის თამაშზეც აისახება. მდგომარეობა არ უარესდება, თუმცა ტკივილი მას სეზონის ბოლომდე შეაწუხებს. ბუნებრივია, ზლატანი ყველა მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს” – განაცხადა პარიზული კლუბის ექიმმა.

რა სიტყვებით დაემშვიდობა ზლატანი “ინტერს”

მილანის “ინტერის” ყოფილმა მფლობელმა მასიმო მორატიმ ძველი ამბები გაიხსენა და იტალიელ ჟურნალისტებს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებული ერთი ისტორიაც მოუყვა.

“ზლატანი გვტოვებდა, “ბარსაში” გადასასვლელად ემზადებოდა. ბოლო ვარჯიშის შემდეგ მას აეროპორტისკენ მიეჩქარებოდა. მაშინ მან თანაგუნდელებს ასეთი რამ უთხრა: “ბიჭებო, თქვენთან ერთად კარგი პერიოდი გავატარე, მაგრამ ჩემ გარეშე ვერაფერს მოიგებთ”.

Massimo Moratti

იბრაჰიმოვიჩის ვარაუდი არ გამართლდა. მისი წასვლის შემდეგ “ინტერმა” სერია A-ც მოიგო, ქვეყნის თასიც, სუპერთასიც და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგაც.

“ზლატანი მართლაც წარმოუდგენელი ნიჭის მქონე ფეხბურთელია. გარდა ამისა, მას გუნდისთვის ტიტულები მოაქვს. ჩვენთან ერთად მან იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ სამჯერ მოიგო”, – მორატის სიტყვებს იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” აქვეყნებს.

 

იბრაჰიმოვიჩი ლილთან ვერ ითამაშებს

პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში დასვენების საშუალება მისცა. ლორან ბლანმა შვედეთის ნაკრების ფორვარდი “ლილთან” გასამართი მატჩის განაცხადში არ ჩასვა.

ზლატანის გარდა აღნიშნულ შეხვედრას ტრავმის გამო იოან კაბაიე გამოტოვებს. კიდევ ერთი ნახევარმცველი, მარკო ვერატი კი, პარიზულ კლუბს სამკვირიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.

მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის ჩემპიონატში 7 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ დალაშქრა.