პსჟ-ს თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უახლოეს დროში პარიზულ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი შეთანხმება მხარეებს 2015 წლამდე აკავშირებთ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას ყველანაირი რისკის თავიდან ასაცილებლად მისი გახანგძლივება სურს.
ფრანგული პრესის ინფორმაციით, მხარეებმა ახალი ხელშეკრულების ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს – კონტრაქტი 2016 წლამდე იმოქმედებს. არაოფიციალური ცნობით, ზლატანის ხელფასი 15 მილიონ ევრომდე გაიზრდება. გეტყვით იმასაც, რომ ამჟამად, შვედეთის ნაკრების ლიდერის ხელფასი 13,8 მილიონ ევროს შეადგებს.
ალექსანდრე მატევოსოვი