“არსენალის” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს სჯერა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელისათვის პრემიერ ლიგაში წარმატების მიღწევა ადვილი არ იქნება.
“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რამდენად შეეწყობა ის აქაურობას.
ზლატანი უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც არც კლასი აკლია და არც მონდომება. თუმცა, ფაქტია, რომ ის ახალგაზრდა აღარ არის.
ჩემი გადმოსახედიდან, გასული სეზონი, როდესაც ის “პარის სენ-ჟერმენში” თამაშობდა, ყველაზე სრულყოფილი იყო მის კარიერაში. გასულ სეზონში ის ნამდვილად დიდი ფეხბურთელი იყო.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ასპექტს, მჯერა, რომ იბრა “მანჩესტრს” რაღაც ახალს შესძენს. ის გამარჯვებულია, ქარიზმატული და მისი ინდივიდუალური შესაძლებლობები გუნდს აუცილებლად გააძლიერებს.”