კუტალია “ზუგდიდს” დაუბრუნდა

ლევან კუტალია მეორე წრეში “ზუგდიდის” ღირსებას დაიცავს. ფეხბურთელი, რომელიც “შუქურას” პირველი ლიგიდან უმაღლესში გადასვლაში დაეხმარა ამიერიდან ბესიკ შეროზიას გუნდში ითამაშებს.

მიმდიანრე სეზონში კუტალიამ უმაღლესი ლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მოთამაშეს “ბაიაში”, “ზუგდიდში”, “ზესტაფონსა” და “შუქურაში” უთამაშია. კუტალიას 3 სეზონი ბოსნიაშიც აქვს გატარებული, სადაც ჯერ “სლავიას” შემდეგ კი “ზრინსკის” ღირსებას იცავდა.

„ზუგდიდმა“ ვარჯიშები განაახლა და ტესტ-მატჩებიც დაგეგმა

პირველი საწვრთნელი ეტაპის დასრულების შემდეგ, ზუგდიდელთა დამრიგებელმა ბესიკ შეროზიამძირითად ბირთვს უხმო და გუნდის მზადებას შეუდგა. წინათ, როგორც ვიუწყებოდით, შეროზიამ ვარჯიშები 21 დეკემბერს, ადგილობრივი კადრებით დაიწყო და 30 დეკემბერს, საწვრთნელი პროცესი ამხანაგური მატჩით დაასრულა. პირველი წრის დასრულების შემდეგ ფეხბურთელთა უმეტესობას კონტრაქტები დაუმთავრდათ და ბევრმა მათგანმა, ზუგდიდელთა რიგები უკვე დატოვა. პირველი ეტაპის შემდეგ„ზუგდიდის“ შემადგენლობა დატოვეს: ვახტანგ კვარაცხელიამ, დავით ლომაიამ, ლევან ქურდაძემ, გიორგი ჭაავამ, ოთარ ჯავაშვილმა,  ირაკლი დევაძემ და რევაზ თევდორაძემ-ეს უკანასკნელი კი „სამტრედიაში“ ითამაშებს.  ს.კ. „ზუგდიდის“ ხელმძღვანელობა თითოეულ მათგანს გაწეული მუშაობისთვის უხდის მადლობას და იმედს იტოვებს, რომ სამომამვლოდ თითოეულთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

უნდა ითქვას, რომ მეორე წრისთვის ზუგდიდელთა რიგებში საკმაოდ კარგი შევსება მოხდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საკუთარ გუნდს დაუბრუნდა ლევან კუტალია, რომელიც პირველ წრეში ქობულეთის „შუქურას“ შემადგენლობაში იყო, ასევე საკუთარ გუნდს შეურთდნენ ლუკა გუგუჩია და ირაკლი ქობალია. გუგუჩიამ პირველი წრე ფოთის „კოლხეთის“  რიგებში გაატარა, ხოლო ქობალიას, „ზესტაფონში“ ყოფნის დროს მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ საკმაო დრო გაუცდა და მცირე ხანი პირველლიგელ ხობის „კოლხეთთან“ გაატარა. გარდა ამისა ზუგდიდელთა რიგებში მთელი დატვირთვით ვარჯიშობს მეკარე, მანუჩარ ივარდავა, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო,  2 წელზე მეტი გაუცდა. იგი წლების მანძილზეთბილისის „ლოკომოტივის“სომხური „ბანანცის“ და ზუგდიდის „ბაიას“ რიგებში ირჯებოდა. მას, ასევე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებშიც მოუსინჯავს ძალები.  ზუგდიდელთა რიგებში ემზადება ასევე კიდევ ერთი მეკარე, კამერუნელი, ნონოსი ბოკ ანდრე, რომლის გუნდში დატოვების საკითხს კლუბის ხელმძღვანელობა იანვრის ბოლოსთვის გადაწყვეტს. გარდა ამისა  „ზუგდიდს“ დაუბრუნდა, ახალბედა შემტევი გიორგი ბულია,რომელმაც პირველი წრეში ტრავმა მიიღო და შემდეგ თამაში,  ზუგდიდის „ლაზიკაში“ გააგრძელა.  ზუგდიდელთა შემადგენლობაში ასევე ჩაირიცხნენ,დათო მეგრელიშვილი (ლანჩხუთის „გურია“)გოდერძი მაჩაიძე („გაგრა“) და ავთო ენდელაძე („ზესტაფონი“) – უნდა აღინიშნოს, რომ  ენდელაძეზუგდიდის  „ბაიას“ აღზრდილია და შეიძლება ითქვას საკუთარ გუნდს დაუბრუნდა, რაც უდაოდ კარგი შენაძენია. ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელების გარდა, ზუგდიდელთა ღირსებას მეორე წრისთვის დაიცავენ: დათა რიგვავა, ვაკო ტყემალაძე,  დათა ქირია, ლევან  აკობია,  ლაშა ღონღაძე, ლუკა კობერიძე, ლევან წურწუმია, შოთა ლომია, აკაკი ფარჯიკია, ირაკლი ეხვაია, ლაშა კუკავა, შოთა გვაზავა, იკა ქირია, ნიკა ქირია, კონსტანტინე ახალაია, კოკა ქომეთიანი, დიმიტრი თითბერიძე და ცოტნე სამუშია – ეს უკანასკნელი პირველ წრეში თბილისის „დინამო 2“-შიირჯებოდა.

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, ს.კ. „ზუგდიდის“ დირექტორმა, გელა ინალიშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა, ბესიკ შეროზიამ მცირე კომენტარები გააკეთეს.

გელა ინალიშვილი (ს.კ. „ზუგდიდის“ დირექტორი): „მეორე წრისთვის მზადებას დროულად და სერიოზულად შევუდექით. გუნდში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით კი შემიძლია ვთქვა, რომ სამწვრთნელო შტაბთან ერთად ერთობლივი კონსესუსის შემდეგ, გუნდის გაძლიერება უმეტესწილად მაინც ადგილობრივი ფეხბურთელებით გადავწყვიტეთ, რომლებიც სხვადასხვა კლუბებში თამაშობდნენ, თუმცა სხვა პერსპექტიულ ფეხბურთელებზეც გავაკეთეთ  არჩევანი. გარდა ამისა 2-3 ფეხბურთელის ძიებაში კიდევ ვართ, რომლებიც იმ რგოლს შეავსებენ, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს და ახლო ხანებში ამ საკითხსაც გადავწყვეტთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი აუცილებლად უცხოურ შეკრებას გაივლის. შეკრების დეტალები ამ წუთებშიც ზუსტდება და კვირის ბოლოსთვის გვეცოდინება, თუ რომელ ქალაქში გავივლით მზადებას“.

ბესიკ შეროზია (ს.კ. „ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელი): „როგორც ადრე გვქონდა გაცხადებული, გუნდს 12 იანვრამდე ერთჯერადი ვარჯიშები ექნება, ხოლო სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ორჯერად ვარჯიშებზე გადავალთ. იანვრის თვეში ადგილზე ჩვენ გვექნება 4 საკონტროლო მატჩი, სადაც ბევრ რამეს დავაზუსტებთ, ხოლო უცხოურ შეკრებაზეც 4 ტესტ-მატჩს მოვიაზრებთ. მინდა გითხრათ, რომ ვარჯიშების პირველი ეტაპი, რომელიც ადგილობრივ კადრებთან დავგეგმეთ, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა და პირველადმა ვარჯიშებმა ახალი რეალობა დაგვანახა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ახალბედა ფეხბურთელი დავაწინაუროთ.“

fczugdidi.ge

თუთბერიძე-სამუშია-რიგვავას თითო გოლი და ლომიას ჰეთრიკი

ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ, ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთკვირიანი ვარჯიშები, საკონტროლო მატჩით დაასრულა.  წინათ ვიუწყებოდით, რომ ამხანაგურ მატჩში,  ადგილობრივი ფეხბურთელებით შემდგარ გადახალისებულ შემადგენლობას ვიხილავდით და ასეც მოხდა. შეროზიამ საკონტროლო მატჩში, ძალიან ბევრ ჭაბუკთა ლიგის ფეხბურთელსაც უხმო. ზუგდიდელთა დამრიგებელმა ტესტ-მატჩში ახალი სახეებიც გამოიყვანა მინდორზე, მაგრამ ვინაიდან გუნდის ძირითადი ბირთვი, შეკრებას 5 იანვარს იწყებს, შემადგენლობას ამიტომაც არ ვასახელებთ. ამ შეხვედრაში კი ბესიკ შეროზიამ გუნდები ყვითელ-მწვანეებად დაჰყო და ახალბედა ფეხბურთელები ორივე შემადგენლობაში შეიყვანა.  ანგარიში შოთა ლომიამ გახსნა, რომელმაც გატანილი გოლიდან ათ წუთში დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმის მიწურულს სხვაობა ჭაბუკთა ლიგი ფეხბურთელმა, დიმიტრი თუთბერიძემ შეამცირა.

მეორე ტაიმში წონასწორობა ცოტნე სამუშიამ აღადგინა, თუმცა ცოტა ხანში ისევ შოთა ლომიამ იყოჩაღა,  და (პირობითად) საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თვითონ კი ჰეთრიკი შეასრულა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დათა რიგვავას შორეული, ძლიერად დარტყმული ბურთი, კარის ბადეში გაეხვა და სპარინგ-მატჩიც ფრედ, 3:3 დასრულდა.

ს.კ. „ზუგდიდი“ უკვე ახალი წლის დასწყისში, 5 იანვარს შეიკრიბება და გუნდი ვარჯიშებს განაახლებს, ხოლო 12 იანვრამდე, სანამ ბესიკ შეროზია, საკუთარ ფეხბურთელებს ორჯერადი ვარჯიშებით დატვირთავს, მანამდე ზუგდიდელი ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

fczugdidi.ge

პირველი წრის შეჯამება: ზუგდიდი

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. რუბრიკას გათამაშების ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზე მყოფი “ზუგდიდით” ვიწყებთ.

“ზუგდიდს” მიმდინარე სეზონის დასაწყისში სათავეში გამოცდილი მწვრთნელი, ნესტორ მუმლაძე ჩაუდგა, თუმცა სეზონის სტარტი მეგრულ გუნდს კატასტროფული ჰქონდა. საწყის 9 ტურში “ზუგდიდს” ერთხელაც არ მოუგია და აქტივში მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა, რის შემდეგაც მუმლაძემ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

მუმლაძე ზუგდიდში ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის კარგად ცნობილმა ბესიკ შეროზიამ შეცვალა, რომლის მოსვლის შემდეგაც გუნდმა ზედიზედ ორი მატჩის მოგება შეძლო და ზუგდიდელებსაც მდგომარეობის გამოსწორების იმედი მიეცათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ზუგდიდმა” გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, “სამტრედიას” გასვლით შეხვედრაში სძლია.

თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა. ზუგდიდელები თასის გათამაშებას “მეტალურგთან” გამანადგურებელი მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ (ორი მატჩის ჯამში 0:7). ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის უკანასკნელ ოთხ ტურში კი მხოლოდ ორი ქულა მოიპოვეს და საბოლოოდ ზამთრის არდადეგებზე ბოლო პოზიციით გავიდნენ.

პირველ ეტაპზე გუნდის შემადეგნლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული 30 წლის შოთა ლომია იყო, რომელიც მიმდინარე სეზონში “ზუგდიდის” კაპიტნობასაც ითავსებს. თბილისის “დინამოში” გატარებულ მცირე პერიოდს თუ არ ჩავთვლით, ლომია პრაქტიკულად მთელი კარიერის განმავლობაში ზუგდიდურ ფეხბურთს ემსახურება. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 5 გოლია და ამ მაჩვენებლით ამ ეტაპზე ის გუნდის ლიდერია.

ლომია

“ზუგდიდმა” მეორე ეტაპისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კლუბში ახალი წლის შემდეგ 6-7 ახალი მოთმაშის გამოჩენას ელიან, რათა მეორე წრეში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩეუნება მოახერხონ.

ზუგდიდი VS დინამო – მატჩამდე

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 14:00 საათზე ზუგდიდის საფეხბურთო ბაზის მოედანზე დაიწყება.

ჩვენი მეტოქე

ზუგდიდის სფეხბურთო ისტორია სათავეს XX საუკუნიდან იღებს და მას შემდეგ ამ ქალაქის სახელით არაერთ გუნდს უთამაშია. 1990 წლიდან საქართველოს დამოუკიდებელ საფეხბურთო ჩემპიონატში ქალაქ ზუგდიდს ჯერ საფეხბურთო კლუბი ოდიში წარმოადგენდა, შემდეგ კი – დინამო. ჩვენ ქვეყანაში მომხდარი სამოქალაქო ომისა და მომდევნო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ზუგდიდური გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტას დაემშვიდობა. 2007/2008 წლის სეზონში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში ზუგდიდური კლუბი – მგლები ასპარეზობდა. 2008 წელს უმაღლესლიგელი მგლებისა და პირველ ლიგელი ბაიას გაერთიანების შემდეგ ჩემპიონატში გამოსვლა ზუგდიდურმა კლუბმა- ბაიას სახელით განაგრძო. 2012 წელს ჩვენმა მომავალმა მეტოქემ სახელწოდება კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად ზუგდიდის სახელით გამოდის.

მწვრთნელი და ზუგდიდი

მიმდინარე სეზონის ოქტომბრიდან ზუგდიდურ კლუბს რამაზ მუმლაძის ნაცვლად, სათავეში- ბესიკ შეროზია ჩაუდგა. შეროზიამ უკვე ოთხი შეხვედრისთვის მოამზადა გუნდი და აქედან ზუგდიდელებმა ორი მატჩი მოიგეს, ორი კი წააგეს. საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი 12 ტურის შემდეგ დაგროვებული 10 ქულით გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.

დინამომდე

ზუგდიდელებმა მიმდინარე ჩემპიონატი მარცხით გახსნეს, რასაც შემდეგ ფრე მიაყოლეს. 1:2 შუქურასთან და 0:0 რუსთავის მეტალურგთან. საქართველოს თასზე ზუგდიდმა მაჭახელას აჯობა ორი უპასუხო ბურთით. ამას ზედიზედ ორი ფრე მოჰყვა კოლხეთთან და მერანთან, შესაბამისად 1:1 და 0:0. შემდეგ იყო ოთხმატჩიანი წაგებათა სერია. დილასთან 0:3, ვიტ ჯორჯიასთან 1:3, სპარტაკთან 1:2 და თასზე მაჭახელასთან 2:3. თუმცა ზუგდიდელებმა მოახერხეს თასის მერვედფინალში გასვლა პირველ მატჩში 2 გატანილი გოლის ხარჯზე. ითამაშეს უგოლო ფრე ტორპედოსთან და მარცხი ბათუმის დინამოსთან 0:2, რის შემდეგაც ჩვენს მომავალ მეტოქეს შეეცვალა მწვრთნელი. ახალი მწვრთნელის მოსვლას გუნდმა 2 გამარჯვება მიაყოლა. 1:0 სამტრედიასთან და 2:1 გურიასთან. შემდეგ იყო მარცხი ჩიხურასთან 0:1 და წაგება თასის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში რუსტავის მეტალურგთან ანგარიშით 0:2.

ზუგდიდი VS დინამო

თბილისურ ზუგდიდური დაპირისპირება დღემდე 40– ჯერ გაიმართა, საიდანაც 29 შემთხვევაში გამარჯვება ჩვენ ფეხბურთელებს დარჩათ, მატჩი ფრედ დასრულდა, 4 თამაში კი ზუგდიდურმა კლუბმა მოიგო. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 104/27 არის.

სხადასხვა დროს თბილისელმა ფეხბურთელებმა ზუგდიდური ოდიშის, დინამოს, მგლებისა და ბაიას წინააღმდეგ იასპარეზეს. ამჯერად კი მტკვრისპირელები საფეხბურთო კლუბ ზუგდიდს დაუპირისპირდებიან. დიდი ანგარიშით დინამომ 15–ჯერ იმარჯვა. ამათგან აღსანიშნავია 1992 წელს მოპოვებული გამარჯვება, როდესაც თბილისელებმა მეტოქეს 7:2 მოუგეს. დინამომ ზუგდიდელი ოპონენტი სამჯერ ერთნაირი ანგარიშით 5:0 დაამარცხა – 1994, 1997 და 1999 წლებში. 2009 წლის 19 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 6:0 იმარჯვა. 2012 წელს 26 თებერვალს, ოცდამეერთე ტურში დინამო არენაზე გამართული მატჩი ანგარიშით 5:1 დასრულდა და ასევე 2012 წლის 20 მაისს თბილისელებმა საკუთარ მინდორზე 6:1 დაჯაბნეს მოწინააღმდეგე.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც განმუხურში 2013 წლის 9 დეკემბერს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. ზუგდიდელთა კარში გოლები ჩისკო მუნიოსმა, დარკო გლიშიჩმა დადორინ გოგამ გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ დააკლდებიან.

ზუგდიდი VS დინამო – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 22 ნოემბერს ზუგდიდში, საწვრთნელი ბაზის მოედანზე ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და ი. მაჩიტაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გ. კიკაჩეიშვილი შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 24 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურში იმსაჯა. დინამო თბილისმა ცხინვალის სპარტაკი 6:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 19 ნოემბერს მეორე ლიგაში გამართული- ლიახვი 2:1 არაგვი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელები სამჯერ გაამფრთხილა.

 

ზუგდიდის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზუგდიდელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

თევდორაძე – დ. ქირია, მირცხულავა, რიგვავა, ჯავაშვილი – ეხვაია, ლომია, წურწუმია, ფარჯიკიაკუკავა –კვარაცხელია

FCDinamo.GE

„დინამოს“ დუბლები ზუგდიდში დამარცხდნენ

ზუგდიდში დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩი ჩატარდა. ზუგდიდის დუბლებმა დინამოს სარეზერვო შემადგენლობას უმასპინძლეს. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა არაერთი საგოლე შესაძლებლობა გაფლანგეს და საბოლოოდ თამაზ სამხარაძის გუნდი 25 ქულით დარჩა. დინამოელები ზესტაფონთან და გურიასთან ერთად მეორე ადგილს იყოფენ სატურნირო ცხრილში.

დინამო დუბლები: კულუა, კაპანაძე, ყურშავიშვილი (ა. კობახიძე 59), ლოჩოშვილი, ქანთარია (კობოური 57), ნემსაძე (აშორტია 69), გადრანი, ჩიხლაძე (ბარბაქაძე 80), ო. კობახიძე, კვერნაძე (გეგეშიძე 69), ლილუაშვილი

fcdinamo.ge

ზუგდიდი – დინამოს გიორგი ვადაჭკორია განსჯის

საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც თბილისის დინამო 22 ნოემბერს ზუგდიდში, საწვრთნელი ბაზის მოედანზე ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას . ჩიგოგიძე და მაჩიტაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი კიკაჩეიშვილი შეასრულებს.

დინამოს მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 24 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონატის მეათე ტურში იმსაჯა. დინამო თბილისმა ცხინვალის სპარტაკი 6:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ სამჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 19 ნოემბერს მეორე ლიგაში გამართული- ლიახვი 2:1 არაგვი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელები სამჯერ გაამფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)

===========================================

უმაღლესი ლიგა – 126 თამაში / 534 ყვითელი / 24 წითელი / 36 პენალტი

პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

მეორე ლიგა – 24 თამაში / 64 ყვითელი / 3 წითელი / 8 პენალტი

საქართველოს თასი – 10 თამაში / 35 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

fcdinamo.ge

„მეტალურგმა“ დამაჯერებლად მოიგო

საქართველოს დ.ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალის, პირველ შეხვედრაში, ს.კ.“ზუგდიდმა“, „ბაიას“ ბაზაზე, რუსთავის „მეტალურგს“ უმასპინძლა და მასპინძლები საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ. სტუმრებმა პირველი ხიფათი 2-ე წუთზე შექმნეს და ზუგდიდელთა კიპერს, რევაზ თევდორაძეს, რომ არ ემარჯვა გელაშვილი ანგარიშს გახსნიდა. მასპინძლებმა იმავე წუთს შეუტიეს და უკვე ყურადღების ცენტრში, რუსთაველთა მეკარე ბედიაშვილი მოექცა, რომელმაც ლაშა ღონღაძის ახლო თავური მოიგერია. ქვემოქართლელებმა სწრაფი გოლი მაინც გაიტანეს. 9-ე წუთზე სტუმართა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან დაიწყო და სტუმრებმა ბურთი მეტოქის კარის ბაქანთან ჩაჰკიდეს, ყველას ქავთარაძემ დაასწრო და თავური დარტყმით  საკუთარი გუნდი დააწინაურა.

19-ე წუთზე სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ – ლევან წურწუმიამ კუთხურიდან მოაწოდა ბურთი, ირაკლი ეხვაიამ ყველას დაასწრო და თავურით სახიფათოდ მოჭრა, ბურთი კი აკაკი ფარჯიკიას მიუვიდა და მისი დარტყმული კარის ჩარჩოს, მცირედით ასცდა.  22-ე წუთზე რუსთაველებმა ანგარიში გააორმაგეს. გოლი დავით გელაშვილის ანგარიშზეა. ამის შემდეგ სათამაშო უპირატესობა მთლიანად სტუმართა მხარეს გადავიდა და ეს მეორე ტაიმშიც შენარჩუნდა. მასპინძლებმა შედეგის შეცვლა ვერაფრით მოახერხეს და ქვემოქართლელებმა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. სტუმრები ამ შედეგით, მეოთხედფინალის საგზურს მიუახლოვდნენ.

 

ზუგდიდი – მეტალურგი 0:2     

ზუგდიდი, „ბაიას“ ბაზა, 17 ოქტომბერი.

გოლი: ქავთარაძე (9), დ.გელაშვილი (22)

ზუგდიდი: თევდორაძე, რიგვავა (ნ.ქირია 76), მირცხულავა, ღონღაძე, აკობია, ტყემალაძე, დ.ქირია (გულორდავა 56), წურწუმია, ლომია, ფარჯიკია (კუკავა 62), ეხვაია

სათადარიგოები: დევაძე, ქურდაძე, გვაზავა, კობერიძე

მეტალურგი: ბედიაშვილი, ხიზანეიშვილი, ნარიმანიძე, ქავთარაძე, ცნობილაძე, კაკაშვილი, დ.გელაშვილი (გაბაშვილი 63), კიტეიშვილი, კილასონია (ვასაძე 84), ჯოხაძე (გოცაძე 82), მიქაუტაძე

fczugdidi.ge

ზუგდიდელებთან მე-20 ურთიერთშეხვედრის მოსაგებად

5 ოქტომბერს, ქუთაისის „ტორპედო“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის საგარეო მატჩში საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“ დაუპირისპირდება. 15:00 საათზე დასაწყისი შეხვედრა ზუგდიდის „ბაიას“ საწვრთნელ ბაზაზე შედგება.

ჩვენმა მომდევნო მოწინააღმდეგემ ამ ჩემპიონატის დაწყებიდან ყველა საშინაო თამაში ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ჩაატარა, ამჯერად კი, ზუგდიდელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ ქალაქში თამაშის უფლება მისცა. იმ სტადიონზე, სადაც უმაღლესი ლიგის მატჩი ორ წელზე მეტია არ ყოფილა. აუტსაიდერი „ზუგდიდი“ ამჟამად 3 ფრის შედეგად აღებული 3 ქულით(„მეტალურგთან“ 0:0, „კოლხეთთან“ 1:1 და „მერანთან“ 0:0) სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილებმა თავიანთი მატჩები შემდეგ გუნდებთან წააგეს: „შუქურა“(1:2), „დილა“(0:3), „ვიტ ჯორჯია“(1:3), „სპარტაკი“(1:2). აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაციის გამო მასპინძელთაგან დამდეგ მატჩს ლაშა კუკავა დააკლდება.

სტატისტიკაზეც უნდა ვთქვათ – ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისური გუნდები(„ქუთაისი“ და „ტორპედო“) ზუგდიდელებთან („ოდიში“, „დინამო“, „ბაია“, „ზუგდიდი“) სულ 36 მატჩში არიან შენახვედრი. აქედან 35-ჯერ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას, ერთხელ კი – ეროვნულ თასზე. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: ჩვენმა გუნდმა 19 შეხვედრა მოიგო, 9 წააგო, ფრედ კი 8-ჯერ ითამაშა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც ქუთათურთა სასარგებლოდაა – 69:49.

ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ყველაზე სოლიდური ანგარიშით ქუთაისელებმა ზუგდიდური გუნდი ორჯერ დაამარცხეს – 4:1, რაც შეეხება უდიდესი ანგარიშით წაგებას, ასეთი მარცხი 1996 წელს დაფიქსირდა მაშინდელ ს/კ „ოდიშთან“ – 0:5.

ბოლოს კი, გთავაზობთ ზუგდიდელთა წინააღმდეგ თავის გამომჩენ ტორპედოელებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს აუღიათ მეტოქის კარი.8 გოლი – მიხეილ აშვეთია

6 გოლი – დავით ჯანაშია

5 გოლი – მამუკა ხუნდაძე

4 გოლი – ზურაბ იონანიძე, ნიკა საბანაძე

3 გოლი – ზაზა ვაჩიბერაძე, გიორგი მეგრელაძე, ბექა ტუღუში

2 გოლი – კახა კვეტენაძე, მერაბ მეგრელაძე, ლევან ქებაძე, რევაზ გოცირიძე

1 გოლი – ვასილ შენგელია, მამუკა მანაგაძე, თემურ ფაიქიძე, გოჩა ბრეგვაძე, ემზარ ხურცილავა, ოთარ თუთბერიძე(საკ. კარში), დავით ჩხეტია, გიორგი დარასელია, ხვიჩა ხართიშვილი, დავით ნოზაძე, გიორგი სუხიაშვილი, ირაკლი გიორგობიანი, გიორგი შენგელია, კონსტანტინე მეტრეველი, ვახტანგ კვარაცხელია, თორნიკე თარხნიშვილი, დავით გამეზარდაშვილი, ელგუჯა გრიგალაშვილი, ნიკა ფირცხალავა, მამია გავაშელიშვილი, გრიგოლ დოლიძე, რევაზ ბარაბაძე, მამუკა ღონღაძე, დავით ხურციძე.

FCTorpedo.GE

სპარტაკმა ზუგდიდს აჯობა

უმაღლესი ლიგის მე-7 ტურის პირველ შეხვედრაში ცხინვალის “სპარტაკმა” “ზუგდიდს” უმასპინძლა და მეტოქე ერთბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

ანგარიში 61-ე წუთზე შინდაგორიძემ გახსნა. ზუსტად ორ წუთში კი ივანიშვილმა მეორე გოლი გაიტანა ზუგდიდელთა კარში. სტუმრებმა 72-ე წუთზე ლომიას პენალტით კი გაათაანბრეს, თუმცა მალევე უმცირესობაში დარჩნენ და მეტის გაკეთება ვეღარ შესძლეს.

მეშვიდე ტურის დარჩენილი მატჩების პარასკევს და შაბათს შედგება.

“ზესტაფონის” ამხანაგური მატჩი “ზუგდიდთან”

2014 წლის 2 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა – ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე იმერლები უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელს, საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდს” დაუპირისპირდნენ.

მარტვილელებთან ოთხი დღის წინ გამართული მატჩის მსგავსად, მარგველებმა რამდენიმე ფეხბურთელი დღევანდელ შეხვედრაშიც მოისაკლისეს. როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ფანცულაია, ავთო ენდელაძე და თედორე გრიგალაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძეს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჰოლანდიაში გასამართი მატჩისათვის თავის გუნდში ჰყავს გამოძახებული. რაც შეეხება კახა მეშველიანს, ის ტრავმის შემდეგ ჯერაც მკურნალობს.

იმერელთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თავის გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: პავლოვიჩი (კუპატაძე, 71), რობაქიძე, ფერეირა (გაგოშიძე, 46), ხიდეშელი (ვაჭარაძე, 59), გვალია (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), შარიქაძე, ჭანტურიშვილი, სარდალიშვილი (სამუშია, 46), ჭანკოტაძე (კანდელაკი, 46), ილურიძე (კაპანაძე, 46), დვალი (მიქელთაძე, 46).

ზუგდიდი: თევდორაძე (დევაძე, 83), რიგვავა (ქომეთიანი, 53), ლომაია (ღონღაძე, 46), ქურდაძე (მირცხულავა, 46), ჯავაშვილი, ფარჯიკია (აკობია, 62), ქირია (გვაზავა, 73), კობერიძე (ჭაავა, 81), წურწუმია (კუკავა, 46), ლომია (შენგელია, 67), კვარაცხელია (გულორდავა, 46).

შეხვედრა საკმაოდ კარგი საყურებელი გამოდგა – მართალია, უპირატესობას ძირითადად მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა ცუდად არც ზუგდიდელები გამოიყურებოდნენ. ანგარიში კი 28-ე წუთზე გაიხსნა – იმერული კლუბის რიგებში გატანილი სადებიუტო გოლით თავი გიორგი ილურიძემ გამოიჩინა.

უნდა ითქვას, რომ დღევანდელ დაპირისპირებაში ეს გოლი ერთადერთი და გადამწყვეტი გამოდგა. არადა, ორივე გუნდმა მეტოქეთა კართან მრავალი საგოლე მომენტი შექმნა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ზესტაფონელებზე ითქმის – მიხეილ სარდალიშვილის, ჯაბა დვალის, ვახტანგ ჭანტურიშვილის, თორნიკე კაპანაძის, დემურ კანდელაკისა და ბექა მიქელთაძის დარტყმების შემდეგ ზუგდიდელები ხან მათივე კარის დარაჯმა გადაარჩინა, ხანაც იღბალმა…

ორჯერ მასპინძელთა დარტყმულმა სტუმართა კარის კარკასი შეაზანზარა – პირველ ტაიმში გიორგი ჭანკოტაძის ახლო მანძილიდან დარტყმული ხარიხას მოხვდა, მეორეში კი ძელს ბექა მიქელთაძემ გაარტყა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ერთხელ ზესტაფონელთა კარის ჩარჩოს სიმშვიდე სტუმრებმაც დაარღვიეს. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი დასრულდა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით ანგარიშით 1-0.

5 სექტემბერს “ზესტაფონი” მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ამჯერად მარგველებს ბათუმის საფეხბურთო კლუბი “დინამო” ეწვევა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

„ზუგდიდმა“ უკრაინელი ტალანტი დაიმატა

საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ უკრაინელი ფეხბურთელით გაძლიერდა. სინჯებზე მყოფი უკრაინული სამეულიდან სამწვრთნელო შტაბის და კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მეგრულ კლუბში კარიერას მიხაილო იუშიშენი გააგრძელებს. სინჯებზე მყოფი კიდევ ორი მოთამაშე კარიერას გაგრძელებას სხვა კლუბში ეცდება. იუშინენი „ზუგდიდის“ ბაზაზე იცხოვრებს და პირველ ეტაპზე სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დუბლშემადგენლობაში იასპარეზებს. 17 წლის მოთამაშეს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალებაც მიეცემა.

Fanebi.com-ი ზუგდიდელთა ახალწვეულს დაუკავშირდა და ახალ გუნდის შესახებ გაესაუბრა.

14

მიხაილო იუშიშენი: „საქართველოში პირველად ვარ. ქალაქი და ხალხი ძალიან მომეწონა. გუნდი საკმაოდ კარგი დონის არის, აქ დიდი პერსპექტივაა. თანაგუნდელებმა საკმაოდ კარგად მიმიღეს, რამდენიმესთან უკვე დავმეგობრდი.
ჩემთვის საქართველოში თამაში კარიერაში წინსწვლის პერსპექტივაა. ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ და პროფესიონალურ კარიერას ახლა ვიწყებ. უახლოესი ერთი წლის განამვლობაში ჩემი ბედი „ზუგდიდს“ უკვაშირდება“.

13

 

15