თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატში ჯგუფური ეტაპი ხვალ დასრულდება
დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატის 3 შეხვედრა ჩატარდა. ხვალ ჯგუფური ეტაპის დარჩენილი 4 მატჩიც ჩატარდება, რის შემდეგაც ზუსტად შევიტყობთ მეოთხედფინალებსა და საკვალიფიკაციო ეტაპში დაწყვილებული გუნდების ვინაობას.
ამ ეტაპზე ბევრი რამაა გარკვეული და შესაბამისად, დაწყვილებული გუნდების ვინაობას ამ წერილის ბოლოს წარმოდგენილ საპლეიოფო ბადეში იხილავთ. ყველა ჯგუფში ცნობილია 1-2 ადგილზე გასული გუნდების ვინაობა – ანუ ცნობილია პლეი ოფში გამსვლელ 8 გუნდიდან 6: “შსს-მართვე”, “დინამო”, “ჰიუნდაი”, “აკადემია”, “ვარსკვლავები” და TBC. ამ 6 გუნდს უნდა დაემატოს კიდევ 2 გუნდი, რომლებიც ჯგუფებში მესამე ადგილებზე გასული გუნდებიდან 2-მა საუკეთესომ უნდა მოიპოვოს. აღნიშნული 2 საგზურისთვის იბრძვიან “მართვე”, მართვე 2″ და თსუ. ხვალ გასამართ მატჩებში საუკეთესო 2 მესამეადგილოსნის ვინაობა ცნობილიგახდება.
ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. “გ” ჯგუფში მონაწილეობა მიიღო გოგონათა ოლიმპიურმა ნაკრებმა, რომელიც ტურნირში უკონკურსოდ მონაწილეობდა და მასთან ნაჩვენები შედეგები “გ” ჯგუფის გუნდებს არ ეთვლებათ.
8 თებერვალის მატჩების განრიგი:
11:45 თსუ – შსს მართვე (სპორტის სასახლე)
15:00 დინამო – ნიკეა (აკადემია)
16:45 მართვე 2 – შსს მართვე 2 (აკადემია)
18:30 თსუ – ნაკრები (აკადემია)
GBF.GE