თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატში მოთამაშემ 73 ქულა ჩააგდო
თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები გასულ უქმეებზე სამ სხვადასხვა დარბაზში ჩატარდა. შეხვედრები გაიმართა საკალათბურთო აკადემიისა და 53-ე საჯარო სკოლის დარბაზებშ, ასევე დედაქალაქის მთავარ არენა – სპორტის სასახლეში.
სამივე ჯგუფში მთლიანობაში 9 მატჩი გაიმართა, ხოლო დღეს, 2 დეკემბერს, კალათბურთის აკადემიამ კიდევ 3 შეხვედრას უმასპინძლა. ჯგუფებში 2-3 ტურია გამართული, შესაბამისად,ლიდერებიც გამოიკვეთნენ. “ჰიუნდაი 1”-ს, “აკადმია 1”-ს, “ოლიმპს”, თსსუ-ს და “ნიკეას” ჯერ დამარცხება არ უგემიათ და თავიანთ ჯგუფებში ლიდერთა შორის არიან.
გამორჩეული შედეგი დააფიქსირა დღეს “ბასტიონის” მოთამაშე ბექა ყაჭიურმა, რომელმაც “დინამოსთან” მატჩში 73 ქულა დააგროვა. მიუხედავად ყაჭიურის მაღალი შედეგიანობისა, ბასტიონელებმა მაინც წააგეს. “დინამომ” სანდრო ჯორბენაძის (44 ქულა) და ილია ისრაელიანის (22 ქულა) წინამძღოლობით მეტოქეს 105:90 მოუგო.
გთავაზობთ აქამდე გამართული 15-ივე შეხვედრის შედეგებსა და მასთან ერთად, მიმდინარე სატურნირო ცხრილებს.
GBF.GE