თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ლიდერები გამოიკვეთნენ
საკალათბურთო აკადემიაში მიმდინარეობს თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელშიც 18 გუნდი მონაწილეობს. შექმნილია 5 ჯგუფი და გათამაშების ფორმატი მარტივია – თითო ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 საუკეთესო გუნდი გადის.
თბილისის ჩემპიონტის საუკეთესო 9 გუნდი საქართველოს 16-წლამდელთა ი ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებს. 8 საუკეთესო გუნდი ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გამოვლინდება, ხოლო მე-9 საგზურისთვის მე-3 ადგილებზე გასული გუნდები საკვალიფიკციო ეტაპზე იბრძოლებენ.
ჯგუფური ეტაპი დასარულს უახლოვდება. 30 ოქტომბერს ბოლო ტურის მატჩები გაიმართება და ის 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ბრძოლას თბილისის ჩემპიონობისთვის პლეი ოფიდან გააგრძელებენ.
ხვალ, 29 ოქტომბერს საკალათბურთო აკადემიაში 2 მატჩ გაიმართება:
ვესტა – ჰიუნდაი 3 13:15
ნიკეა – ბასტიონი 15:00
gbf.ge