თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატში ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდნენ
საკალათბურთო აკადემიაში თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის 4 მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა და შესაბამისად ის გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც ნახევარფინალში იასპარეზებენ.
პირველ მეოთხედფინალში ერთმანეთს „ჰიუნდაი“ და „მგზავრები-არმია“ შეხვდნენ, თუმცა ბრძოლა არ შედგა. ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა მეტოქეს ძალიან იოლად მოუგეს. პირველი მეოთხედის შემდეგ ანგარიში 32:4 გახლდათ, ხოლო დიდი შესვენებისთვის „ჰიუნდაი“ უკვე 62:12 იგებდა. საბოლოოდ ფავორიტმა გუნდმა 124:41იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
„ჰიუნდაი“ ნახევარფინალში „ჰიუნდაი 3“-ს შეხვდება. ამ უკანასკნელმა „მართვე-ზაზას“ 76:57 მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ ჰიუნდაელები პირველი მეოთხედის შემდეგ 7:17 აგენდნენ, საბოლოოდ იოლად იმარჯვეს. მეორე პერიოდი „ჰიუნდაი 3“-მა 30:12 მოიგო, რითაც მართველთა წინააღმდეგობა გატეხა. გამარჯვებულებს ვატო გაფრინდაშვილმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა დააგროვა.
მესამე ნახევარფინალისტი „აკადემიაა“, რომელმაც „ორბთან“ დიდი ბრძოლა გადაიტანა. აკადემიელებს გამარჯვებისკენ ოთო პერტაია გაუძღვა, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. ალეკო ჯაფარიძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ბოლო მეოთხედში მეტი მობილიზებით ითამაშეს და გამარჯვებამდეც მივიდნენ.
„აკადემია“ ნახევარფინალში „იბერს“ შეხვდება., რომელმაც დაძაბულ მეოთხედფინალურ ბრძოლაში „აკადემია 2“-ს სძლია. მაშ ასე, ნახევარფინალები დაკომპლექტებულია. ხვალ, 3 ნოემბერს, საკლათბურთო აკადემიაში „ჰიუნდაი“ – „ჰიუნდაი 3“ და „ორბი“- „იბერი“ შეხვდებიან.
თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატი. მეოთხედფინალი. 2 ნოემბერი
ჰიუნდაი – მგზავრები/არმია 124:41
ჰიუნდაი 3 – მართვე/ზაზა 76:57
ორბი – აკადემია 67:71
იბერი – აკადემია 2 77:65
gbf.ge