თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე 1 მეოთხედფინალისტია გამოსავლენი
30 ოქტომბერს, საკალათბურთო აკადემიამ თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის 7 მარჩს უმასპინძლა. 4 ჯგუფიდან 3-ში თამაშები დასრულდა, გასამრთი დარჩა „ბ“ ჯგუფის 2 შეხვედრა და მცირე გამონაკლისის გარდა, ყველაფერი გარკვეულია.
31 ოქტომბერს, „ბ“ ჯგუფის ლიდერი „ორბი“ აუტსაიდერ „დინამოს“ ხვდება და რომც წააგოს, პირველ ადგილზე გადის, ხოლო მეორე მატჩი გაცილებით საინტერესოა – „მგზავრები“-„შევარენის“ დაპირისპირებას თუკი „მგზავრები“ მოიგებენ, პირდაპირ გავლენ მეოთხედფინალში, ხოლო თუკი „შევარდენი“ იმარჯვებს, სამი გუნდი თანაბარ ქულებს აგროვებს და ყველაფერს ურთიერთშეხვედრები გადაწყვეტს.
ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები მეოთხედფინალში გადიან და ავტომატურად იღებენ საქართველოს ჩემპიონატის საგზურებს, ხოლო მესამეადგილოსნები ერთმანეთში ქვეყნის პირველობის 1 საგზურს გაითამაშებენ.
უფრო ნათელ სურათს ჯგუფების სატურნირო ვითარება და საპლეიოფო ბადის ნახვა მოგცემთ.
gbf.ge