თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე მეოთხედფინალური წყვილები დაკომპლექტდნენ
დასრულდა თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი და შესაბამისად ის 8 გუნდი გამოავლინდა, რომლებიც დედაქალაქის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ბრძლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.
ესენი არიან: ჰიუნდაი 1, აკადემია 1, ჰიუნდაი3, აკადემია 2, მართვე-ზაზა, მგზავრები-არმია, ორბი და იბერი. ამ გუნდებმა ამავდროულად მოიპოვეს საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება, რომელიც ნოემბრის თვეში დაიწყება.
თბილისის ჩემპიონატის ჯგუფებში მე-3 ადგილებზე გასული გუნდები – „ნიკეა“, თსუ-2, „აკადემია-2“ და „მართვე“ – ერთმანეთში საქართველოს ჩემპიონატზე დედაქალაქიდან გამსვლელ ბოლო, მე-9 საგზურს გაითამაშებენ.
ხვალ, საკალათბურთო აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატზე გასასვლელი საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩი გაიმართება, ხოლო მეოთხედფინალური წყვილები კვირას ითამაშებენ.
gbf.ge