თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: „აკადემიამ“ „არმია“ მეოთხედფინალში არ შეუშვა
დასასრულს უახლოვდება თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი. 2 ჯგუფში – “გ”-სა და “დ”-ში თამაშები უკვე დასრულდა. დღეს, საკალათბურთო აკადემიაში გამართულმა მატჩებმა აღნიშნულ ჯგუფებში ის გუნდები გამოავლინა, რომლებიც მეოთხედფინალში გავიდნენ.
“დ” ჯგუფში “შსს აკადემიამ” მესამე მეტოქეც დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილისთვის ერთმანეთს “აკადემია” და “არმია” ეცილებოდნენ და ბოლო ტურში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. აკადემიელებმა გააზრებული და პრაგმატული თამაშის წყალობით არმიელებს 13-ქულიანი დეფიციტიგაუბათილეს და მეორე ტაიმში ისე ითამაშეს, თავდაცვის სამინისტროს გუნდს წარმატების შანსი არ ჰქონია. “აკადემიამ” მეორე ტაიმი 45:19 მოიგო და ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით მეოთხედფინალისა და საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვა.
გიორგი თევდორშვილი (#9) “აკადმეიაში” საუკეთსო იყო
არმიელები კი მე-3 ადგილზე გავიდნენ და ახლა მათ საქართველოს ჩემპიონატზე გასასვლელად მოუწევთ გრძოლა. შეგახსენებთ, რომ ოთხივე ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი თბილისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს, ხოლო ჯგუფებში III და IV ადგილზე გასული გუნდები (ჯამში 8) საქართველოს ჩემპიონატის 2 საგზურს გაითამაშებენ. თბილისის ჩემპიონატის პლეი ოფის პარალელურად გაიმართება საკვალიფიკაციო ტურნირი ასევე პლეი ოფის სისტემით, რომლის ფინალში გასული გუნდებიც ქვეყნის პირველობის საგზურებს მოიპოვებენ.
ჯგუფური ეტაპი მომავალ ხუთშაბათს დასრულდება.
18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი. საკალათბურთო აკადემია. 28 ოქტომბერი
დინამო – ნიკეა 2 39:91
ჰიუნდაი – თსსუ 93:65
ჰიუნდაი 2 – შსს აკადემია 38:96
აკადემია – არმია 68:53
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი