თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის 6 მატჩს საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გრძელდება თბილისის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის. 16 ოქტომბერს კალენდრით გათვალისწინებული 6 მატჩი გაიმართა და მაყურებელმა როგორც საინტერესო და დაძაბული ბრძოლები იხილა, ისე უღიმღამო, მოსაწყენი შეხვედრების ხილვაც მოუწია.
გუნდებს შორის უდიდესი სხვაობა იყო „კნაუფ-აკადემიასა“ და თსუ-ს მატჩში. აკადემიელებმა სტუდენტური გუნდი 153:36 გაანადგურა. სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე გუნდმა კი თავის მხრივ შური „იმედზე“ იძია, რომელიც 122:60 დაამარცხა. იოლი გამარჯვება მოიპოვა „მგზავრები-არმიამ“, რომელმაც „აკადემია 2“-ს 44 ქულის სხვაობით – 74:30 აჯობა.
დაძაბული გამოდგა „ჰიუნდაისა’ და „შსს-აკადემიას“ მატჩი. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე და ჰიუნდაელთა სასარგებლოდ გადაწყდა. მეტ-ნაკლებად დაძაბული გამოდგა „ვესტა 1“-სა და სამედიცინო უნივერსიტეტის დაპირისპირება. დავით ბერიშვილის გაწვრთნილმა ვესტელებმა მედიკოსები საბოლოოდ 17 ქულით – 58:41 დაამარცხეს. დაბოლოს, დღის მე-6 შეხვედრაში „მართვემ“ ლომებს შანსი არ დაუტოვა – 74:32.
საკალათბურთო აკადემიაში დღეს ტურნირის 3 შეხვედრა გაიმართება. მატჩები 11:30 საათიდან დაიწყება.
თბილისის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის. საკალათბურთო აკადემია. 16 ოქტომბერი
აკადემია 2 – მგზავრები-არმია 30:74
თსსუ – ვესტა 1 41:58
ჰიუნდაი – შსს-აკადემია 57:53
თსუ 2 – იმედი 122:60
თსუ – კნაუფ-აკადემია 36:153
ლომები – მართვე 32:74
gbf.ge