თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალისტებს შსს და “მგზავრები-არმია” შეემატნენ
გუშინ საკალათბურთო აკადემიაში თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი ჩატარდა, რომელმაც მნიშვნელოვანი რამ გაარკვია. „გ“ ჯგუფში კიდევ 1 მატჩია დარჩენილი, თუმცა უკვე ცნობილია, თუ რომელი 2 გუნდი გავიდა მეოთხედფინალში.
დღეს „შსს-აკადემიამ“ „მგზავრები-არმია“ 6 ქულით – 55:49 დაამარცხა და ეს 2 გუნდი „ჰიუნდაისთვის“ მიუწვდომელი გახდა. საქმე იმაშია, რომ ჰიუნდაელებმა დარჩენილი 1 მატჩი რომც მოიგონ, გამსვლელ ორეულში ვერ მოხვდებიან.
21 ოქტომბერს „ჰიუნდაის“ „აკადემია 2“-თან გამარჯვების შემთხვევაში 3 გუნდს – თავად „ჰიუნდაის“, შსს-ს და „მგზავრები-არმიას“ თანაბარი ქულები დაუგროვდებათ. ამ 3 გუნდის ურთიერთშეხვედრებში მოგებ-წაგებები თანაბარია და ბურთების შეფარდების თანახმად პირველზე „,გზავრებია“ (+8), მეორეზე შსს (+2) და მესამეზე „ჰიუნდაი“ (-10).
ბურთების ეს შეფარდება შემდეგი მატჩების გათვალისწინებით დაანგარიშდა:
ჰიუნდაი – შსს 57:53
ჰიუნდაი – მგზავრები 57:71
შსს-მგზავრები 55:49
ასე და ამგვარად, პლეი ოფში 19 ოქტომბერს გასულ „აკადემიასა“ და მართვეს“ დღეს „შსს-აკადემია“ და „მგზავრები-არმიაც“ შეემატნენ. „ჰიუნდაი“ კი საკვალიფიკაციო მატჩს ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში ეს უკანასკნელიც გავა მეოთხედფინალში. 21 ოქტომბერს 3 მატჩით ჯგუფური ეტაპი დასრულდება.
თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატი. 20 ოქტომბერი
შსს – მგზავრები 55:49
ჰიუნდაი – ვესტა 2 102:37
GBF.GE