თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ JR.NBA – GBF ლიგა დაიწყო
JR.NBA – GBF თბილისის დივიზიონით დაიწყო. ტურნირს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან და საქართველოში ამერიკის საელჩოსთან ერთად ატარებს და მისი ფორმატი ნბა-ს პროფესიოული საკალათბურთო ლიგის ანალოგიურია.
შესაბამისად, Jr. nba – Gbf-ში 6 დივიზიონია – თბილისის, თელავის, ქუთაისის, რუსთავის, გორის და ბათუმის, რომლებსაც ნბა- ს შესაბამისი დივიზიონების სახელები შეძლებისდაგვარად გეოგრაფიული პრინციპით აქვთ მინიჭებული. თბილისს ატლანტიკის დივიზიონი ჰქვია და მასში ნიუ იორკი (აკადემია), ბრუკლინი (მაკაბი), ფილადელფია (ჰიუნდაი), ბოსტონი (151-ე სკოლა) და ვაშინგტონი (ზაზა) მონაწილეობენ. ატლანტიკის დივიზიონის მატჩები დღეს დაიწყო და 12 მაისამდე გასტანს, შემდეგ კი ტურნირში მონაცვლეობით სხვა დივიზიონებიც ჩაებმებიან. დივიზიონებიდან საუკეთესო 2-2 გუნდი პლეი ოფში გავა, რომლებსაც კონფერენციებში საუკეთესო 2-2 მესამეადგილოსანიც დაემატება და ჩემპიონის გამოსავლენი ბრძოლა პლეი ოფიდან გაგრძელდება. კონფერენციებიც ნბა-ს მსგავსადაა – დასავლეთ კონფერენციაში 3 დივიზიონია: სამხრეთ-დასავლეთის (ბათუმი), პასიფიკის (ქუთაისის) და ჩრდილო-დასავლეთის (გორი), ხოლო აღმოსავლეთის კონფერენციას შემდეგი დივიზიონები შეადგენენ: ატლანტიკი (თბილისი), ცენტრალური (რუსთავი) და სამხრეთ-აღმოსავლეთი (თელავი).
დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ორი მატჩი გაიმართა. ნიუ იორკმა 60:24 დაამარცხა ბრუკლინ ნეთსი, ხოლო ბოსტონმა 37:33 გაიმარჯვა ტორონტოსთან.
კონფერენციების საუკეთესო 2-2 გუნდი 26 ივნისს თბილისში შეიკრიბება, სადაც ჯერ კონფერენციების ფინალები გაიმართება, შემდეგ კი აბსოლუტური ჩემპიონის გამოსავლენი სუპერფინალი.
_
superleague.ge